"ოზურგეთს პატრონი არ ჰყავს"

მთავარი თემა

"ოზურგეთს პატრონი არ ჰყავს"

2012 აპრ 23 07:08:21

ანალოგიური მოთხოვნით, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, ქუჩა გასული წლის 22 ივლისსაც გადაკეტეს. "გზა, წყალი, გაზი _ ყველა არჩევნების წინ, ამ საკითხების მოგვარებას გვპირდებიან. თუმცა, დღემდე არაფერი გაკეთებულა. სად მიდის ბიუჯეტის ფულები, რას ხმარდება? მოვითხოვთ, მოგვიგვარონ პრობლემები!" _ აცხადებდნენ 18 აპრილს და გასულ წელსაც იქ შეკრებილები.

"რამდენჯერ დაგვპირდით და მაინც არაფერი გაგიკეთებიათ, წლებია, გვპირდებით", _ ეუბნებოდა მოსახლეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს.

"ფანჯარას ვერ ვაღებთ, ქუჩაში გამოსვლა გვიჭირს, ისედაც გაჭირვებულ ხალხს. მოგვაშორეთ კარიერზე მომუშავე "ბლექ-სი გრუპის" მანქანები", _ ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი მათ მოთხოვნას სამართლიანს უწოდებს:

_ ბებია, რასაც ითხოვ, სამართლიანი და საფუძვლიანია, ჩვენც თქვენნაირი ოჯახის შვილები ვართ და ჩვენც გვაწუხებს ანალოგიური პრობლემები, _ უთხრა ერთ-ერთ ქალბატონს გოგოტიშვილმა.

აღშფოთებული ხალხის დამშვიდებას პოლიციელი დავით შენგელიაც ცდილობდა. იქვე მყოფი ორი ქალბატონი კადრში გამოჩენას სამსახურის დაკარგვის შიშით ერიდებოდა.

"დაიჭირეს გამგებელი და ახლა ვინც ზის მის ადგილას, მხოლოდ სკამს ათბობს", _ ხმამაღლა საუბრობდა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც მეზობლები მხარს უბამდნენ: "ვინ მიგვიშვებდა, თორემ უნდა მოგვეყვანა მიხეილ სააკაშვილი აქ!" "ვინ მიგვიშობს, ვინ მიგვიშობს!" "მიტოვებულია ეს ოზურგეთი!" "ოზურგეთს პატრონი არ ჰყავს!" "ყველა ათ მეტრზე გამსკდარია მილები..."

ალეკო მამეშვილი: _ კახა მალაზონიას ვეუბნებოდი, ზეგ მოსახლეობას შევხვდეთ და გვექნება იმის პრეზენტაცია, რაც აქ უნდა გაკეთდეს. ალბათ, გაიგეთ და რაღაცნაირად იჩქარეთ. არ შეიძლება ასე, ხალხო, როცა გარანტიას ვიძლევი, რომ გადაწყდა. რთული პროცესი იყო!

"წყალს მატლები და მწერები მოჰყვება, ქუჩაში ვერ გამოუშვებ ბავშვს, გადათხარეს ყველაფერი, ამის მიზეზი კი ის მანქანებია, რომლებსაც კარიერიდან მასალები გააქვთ. ქვაც აღარ დაგვიტოვეს ჭალაში", _ 9 თვის წინანდელ ნათქვამს დღესაც იმეორებდნენ აქციაზე მყოფები.

მიუხედავად იმისა, რომ გურიის გუბერნატორის და გამგებლის სახელზე განცხადება არაერთხელ შეიტანეს, მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლების ყოველდღიური ყოფა დღემდე არ გამოსწორებულა. აქციის მონაწილეებს დღესაც და 2011 წლის 22 ივნისსაც შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მაშინაც "გარანტია მისცეს"!

9 თვის წინ გამართულ აქციაზე, ოზურგეთის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერი იასონ ცინცაძე ამბობდა, რომ ქუჩის წყალგაყვანილობის მოწესრიგებისთვის ტენდერი გამოცხადებული იყო და სექტემბრიდან უკვე დაიწყებოდა არსებული პრობლემის მოგვარება, თუმცა, უკვე მეორე სექტემბერი მოდის.

ოზურგეთის ყოფილი გამგებელი აღნიშნავდა, რომ პრობლემების მოგვარება ძალიან მალე დაიწყებოდა: "ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ წყლის სისტემის მოწესრიგების შემდეგ, გზას დავაგებთ. ორშაბათს საინიციატივო ჯგუფს შევხვდებით და დეტალურად განვიხილავთ თითოეულ პრობლემას", _ ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში გიორგი ტაკიძე დააკავეს და მას შემდეგ 30-ზე მეტი ორშაბათიც გავიდა _ გარანტირებულად კი მხოლოდ "ბლექ სი გრუპი" ეზიდება კარიერიდან ინერტულ მასალას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, ლამის, სრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?