ბახვიჰესი _ ბახმაროს წილ?!

მთავარი თემა

ბახვიჰესი _ ბახმაროს წილ?!

2012 აპრ 23 07:11:24

_ ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად "ბახვი 3" ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც "ბახვი 2" და "ბახვი 5"-ის მშენებლობა მოჰყვება. ამ ეტაპზე მშენებლობა ჩქარ ტემპში მიმდინარეობს.

სოსო სოფრომაძეს, "ბახვი 3" ჰესის საქმეთა მწარმოებელს, უკანავაში შევხვდით. ის არ საუბრობს, თუ რა რისკების ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა ამდენი ჰესების მშენებლობებით; დარწმუნებულია, რომ ამ პროექტით მრავალი ადამიანი დასაქმდება და ჰესების მშენებლობა არანაირ ეკოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ობიექტზე უფრო მეტად ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ გადამეტებული რაოდენობისა და მასშტაბების ჰიდროსადგურების მშენებლობის შედეგად, უაღრესად სერიოზული ზიანი მიადგება მდინარე აჭარისწყლის ხეობას და შავი ზღვის სანაპიროსაც. გურიაში კი, განადგურდება წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე სახეობის მცენარე.

სოსო სოფრომაძე: _ ჩემთან 15 ადამიანი არის დასაქმებული, ამას ემატება კიდევ ხუთი ოჯახი, სადაც ვცხოვრობთ.

_ მუშა დღიურად რა ანაზღაურებას იღებს?

_ გამომუშავებაზეა. ერთ მუშას, დღეში, დაახლოებით, 30 ლარი უწევს.

_ ეკოლოგიურ საფრთხეებზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, სამკილომეტრიანი ხელოვნური ტბა უნდა გაკეთდეს.

_ არაფერი ვიცი ტბასთან დაკავშირებით. ის ვიცი, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, _ ამბობს სოფრომაძე, ის საქმეთა მწარმოებელია და არა გარემოზე ზემოქმედების სპეციალისტი.

მიუხედავად სოსო სოფრომაძის თქმისა, მშენებლობაზე უფრო მეტად საქართველოს სხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანები ვნახეთ.

_ მე და ჩემი შვილი ლენტეხიდან ვართ. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა და კმაყოფილი ვარ სამუშაოთი, _ გვითხრა 45 წლის მამაკაცმა.

ლ.მ., მთისპირში მცხოვრები ქალბატონი: _ რა შენდება და რა ხდება ასეთი, მე არაფერი ვიცი. რამდენიმე თვე ვეხვეწე მშენებლებს, დაესაქმებინათ ჩემი შვილი. ჩემი მეუღლე ავად იყო და რჩენა ხომ უნდა ოჯახს? როგორც იქნა, სამი დღის წინ დაასაქმეს.

_ რა უთხრეს, თვეში რამდენს გადაუხდიდნენ?

_ 300 ლარს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ეკოლოგიის სამართლის ცენტრის იურისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ამ ჰესების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა ჯერ დაწერილი არ არის, ამაზე მიდის მუშაობა, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც წარმოებს ბახვის ხეობასთან დაკავშირებით, დამღუპველია იქაური კურორტისთვის: _ დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად შეიცვლება იქაური კლიმატი. 100-200 კაცის ერთჯერადად დასაქმებისთვის ღირს, გაანადგურო შენი სასიცოცხლო გარემო და კურორტი?! სარეკრეაციო და საკურორტო ზონებში არ შეიძლება ჰესების მშენებლობები იმიტომ, რომ ის ცვლის გარემოს.

შპს "ჯორჯიან ჰიდრო ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა, შამილ ბირკაძემ, ოზურგეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბახმაროს ქვეშ უნდა გაკეთდეს "ბახვი 1" ჰესის კაშხალი, რეალურად კი, ეს კაშხალი კეთდება ბახმაროს თავზე, მისი სიმაღლე იქნება 80 მეტრი, 500 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება თვითონ ჰესი. შამილ ბირკაძემ ასევე განაცხადა, რომ დაბლა უნდა დავაყენოთ კაშხალიო, თუმცა, მაინც მოხდება კლიმატის სერიოზული ცვლილება. ჩვენ დოკუმენტაციის ნაწილი გვაქვს და ნაწილს ველოდებით. უშუალოდ, ენერგეტიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია.

ეს მშენებლობები საკმაოდ ბევრ პრობლემას შექმნის _ ხუთი ჰესი რომ გაკეთდეს, ათი ჰექტარი ტყის მასივი უნდა გაიჩეხოს; სამკილომეტრიანი ტბა უნდა გაკეთდეს. იქ არის წითელ წიგნში შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები: პონტოს მუხა, აღმოსავლური ნაძვის კორომებია, ანუ ეს ტყეც ნადგურდება. აქედან გამომდინარე, კლიმატი შეიცვლება და ბახმარო, რომელიც მსოფლიო დონის ერთ-ერთი უნიკალური კურორტია, აღარ იქნება ისეთი, როგორც არის ახლა. ოზურგეთში სტუმრობისას პრეზიდენტმა ბახმაროს რეაბილიტაციასა და განვითარებაზე ისაუბრა, რაც ალოგიკურია. რის განვითარებაზეა საუბარი, როდესაც კლიმატი ასე მკვეთრად შეიცვლება! _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ლაშა ჩხარტიშვილი, ეკოლოგიის მაგისტრი და "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თანათავმჯდომარე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ აქტიურად რეკლამირებული ჰესების მშენებლობის კამპანიის შედეგად, საქართველოს სულიერი და ფიზიკური სხეული დაკარგავს ძალიან ბევრს, ხოლო მიღებით კი არაფერს მიიღებს: _ საუბარია უნიკალური და ულამაზესი ბუნების, ხელთუქმნელი ტყეების, ისტორიული ძეგლების, ეკლესიების, ტრადიციული სოფლებისა და სასაფლაოების დატბორვაზე. ეს, თავის მხრივ, კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, განსაკუთრებით, გიგანტური კაშხლების შემთხვევაში, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება. მოიმატებს ტენიანობა, გაიზრდება ღვარცოფებისა და მეწყრების სიხშირე, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება, შეიწიროს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა, _ მაღალი სეისმური აქტივობის, თავად გიგანტური კაშხლების მიწისძვრის მაპროვოცირებელი როლის, სამხედრო დაპირისპირებისა და დივერსიების მაღალი ალბათობის, ასევე მშენებლობის უაღრესად დაბალი სტანდარტების გათვალისწინებით, ისეთი გრანდიოზული ობიექტების აშენებას, როგორიცაა "ხუდონჰესი", "ნამახვანჰესი", "მტკვარჰესი" შეიძლება, კოლოსალური მასშტაბის კატასტროფა და მსხვერპლი მოჰყვეს. უაღრესად დიდი ზარალი ადგება ბუნებას და ადამიანს მაშინ, როდესაც მცირე და საშუალო ჰესებს ისეთი დაუნდობელი და მტაცებულური, შესაბამისად, მდგრადი განვითარების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო მეთოდებით აშენებენ.

ხელისუფლება არც გურიასა და მის სახელგანთქმულ კურორტ ბახმაროს ინდობს _ მათ ბახვისწყალზე 5 ელექტროსადგურისაგან შემდგარი კასკადის მშენებლობის ნებართვა უცხოელებს ხალხის დაუკითხავად გადასცეს, რაც კლიმატის სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს და დაიკარგება უნიკალური კურორტის _ ბახმაროს ფუნქცია, განადგურდება უნიკალური ბუნება, მათ შორის, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობების წარმომადგენლები. ასეთი დანაკარგის შედეგად არც გურია და არც საქართველო არაფერს მიიღებს, რადგან ჰესები თურქულ კომპანია "KGM"-ს მუდმივ სარგებლობაში აქვს გადაცემული _ ის მიღებულ 57 მეგავატ ენერგიას დაბალ ფასში თურქეთში გაყიდის, ხოლო გურულებს მხოლოდ განადგურებული სილამაზე და გავერანებული, დაცარიელებული ბახმარო დარჩებათ.

გარდა ამისა, უაღრესად სერიოზული ზიანი მიადგება მდინარე აჭარისწყლის ხეობას და შავის ზღვის სანაპიროსაც. იგი თურქული მხარის მიერ ჭოროხზე კაშხლების მშენებლობის შედეგად ისედაც ყოველწლიურად ირეცხება, ახლა კი აჭარისწყლიდანაც ართმევენ მას ნატანი მასალით შევსების საშუალებას. ამით კიდევ უფრო აქტიური განადგურებისთვის წირავენ აჭარის სანაპიროს, _ ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

და ბოლოს, იმ ტერტორიიდან, სადაც "ბახვი 3" ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, დაახლოებით, 10 კილომეტრში, მძიმე ტექნიკით ახალ გზას შეჰყავთ; უკვე განადგურებულია ტყის მასივის დიდი ნაწილი.




 ახალი ამბები
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...