თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა უკანონოდ დახურა

მთავარი თემა

თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა უკანონოდ დახურა

24 აპრ. 2012, 07:18:25

მიუხედავად იმისა, რომ დახურვის მიზეზის განმარტებას ხუნდაძეს კანონი ავალდებულებდა, განკარგულებაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ჩვენს ოფიციალურ წერილზე, რა გახდა სხდომის დახურვის მიზეზი, ხუნდაძის პასუხი ასეთია: "გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 51-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე სხდომა ცხადდება დახურულად (იხურება)."

საკრებულოს დებულების 51-ე მუხლში წერია: "საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად: ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით; ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს".

რაც შეეხება ხუნდაძის მიერ მითითებულ მეხუთე პუნქტს, მასში წერია: "საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე".

როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწვია: "გაცნობებთ, რომ "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ" მიღებულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 12 მარტის #2/2-477 მომართვის და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის გამო, საკრებულოს დებულების 51-ე მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე, მოვიწვიე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა," _ გვწერს ხუნდაძე.

სხდომაზე კი შემდეგი საკითხები განიხილეს: "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის #65 დადგენილებაში "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (მომხსენებელი ზურაბ ჩანტლაძე); ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის #76 განკარგულებაში "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე" (მომხსენებელი ვლადიმერ გოგიბერიძე) და "ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე" (მომხსენებელი მალხაზ დოლიძე)."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სხდომის დახურვისას, აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კონკრეტული მიზეზი; საჯარო სხდომის დახურვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ განიხილება საიდუმლო ინფორმაცია ან მიიღება გადაწყვეტილება საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით: _ საკრებულოს სხდომა, როგორც წესი ღიაა, მაგრამ, შესაძლებელია, სხდომა გამოცხადდეს დახურულად საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.

როგორც გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს, ჩოხატაურის საკრებულოს მიერ 2012 წლის 14 მარტის დახურულად გამოცხადებული რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით განსახილველი საკითხები საჯაროა. ამ მონაცემების გახმაურება არა თუ აკრძალული ან შეზღუდულია კანონით, არამედ, საკრებულოს კანონით ევალება მისი საჯაროდ განხილვა.

_ ბატონო თამაზ, როგორია სხდომის დახურულად გამოცხადების წესი?

_ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. თუ საკითხი მოითხოვს სწრაფად განხილვას, ანუ სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა ზემოაღნიშნული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

ამასთან, კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები; აგრეთვე, სხდომის ოქმის მონაცემები შემდეგი წესით _ კოლეგიური საჯარო დაწესებულების დახურული სხდომის ოქმის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა.

მარტივი ენით რომ ავხსნათ, დახურული სხდომა შეიძლება გაიმართოს იმ შემთხვევაში, თუ განიხილება საიდუმლო ინფორმაცია ან მიიღება გადაწყვეტილება საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, კოლეგიალურ ორგანოს კანონი ავალდებულებს, რომ ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და ვადა მაინც, ყველა შემთხვევაში უნდა იქნას გამოქვეყნებული.

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ სხდომა დახურულად გამოცხადდა საკრებულოს დებულების 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. წარმოადგენს თუ არა ეს მუხლი სხდომის დახურვის საფუძველს?

_ რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ნონსენსია, ზემოხსენებული ნორმა წარმოვადგინოთ, როგორც სხდომის დახურვის საფუძველი. აღნიშნული პუნქტში იკითხება შემდეგი: საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

როგორც ვხედავთ, ნორმით განსაზღვრულია, რომ რიგგარეშე საკრებულოს სხდომა შემოიფარგლება მხოლოდ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხით და ამის შემდეგ სხდომა იხურება, ანუ მთავრდება. "სხდომა იხურება" _ არანაირად არ ნიშნავს სხდომის დახურულად გამოცხადებას.

_ თქვენი აზრით, რამ განაპირობა დებულების ამ მუხლის ასეთი სახით გაგება?

_ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დასაშვებია რამდენიმე ვარიანტი: უკეთეს შემთხვევაში, დაბალი კვალიფიკაცია. უარეს შემთხვევაში, კანონის შეგნებული იგნორირება და თავისთავზე მორგების მცდელობა. ყოველ შემთხვევაში, სახეზეა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩაურთველობის მცდელობა.





 ახალი ამბები
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშეჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  „ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით. ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.  კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ... ...
  • „ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“- კარლ ჰარცელიკარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის დღე მიულოცა საქართველოს. "დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, - ამბობს კარლ ჰარცელი საკუთარ ... ...
  • პრემიერ-მინისტრი - არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებიარ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ არასოდეს იდგება კანონზე მაღლა. „ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება არასოდეს კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, არავის შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად,"- აღნიშნა მთავრობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...