ვინ ესწრება "ქართული ოცნების" ყრილობას ოზურგეთში

მთავარი თემა

ვინ ესწრება "ქართული ოცნების" ყრილობას ოზურგეთში

25 თებ. 2016, 18:57:37

დღეს,  ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნების" ყრილობაზე, გურიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, ასევე ა.(ა) ი.პ. დასაქმებული თანამშრომლების  თითქმის სრული შემადგენლობაა მობილიზებული. ყრილობაზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგნელები სოფლებში, გამგებლისა და მერის მოადგილეები, ასევე გუბერნატორის მოადგილეებიც.

პარტია "ქართული ოცნება"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ბოლო თვეებია აქტიურად განაგრძობს მუშაობას პარტიის გაძლიერებაზე და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაზე.

ამ წუთებში  "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური  მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენციას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ხსნიან.

კონფერენციაზე  აირჩევენ პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის  საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე კვლავ დავით დარჩია გახდება. ის თავისთავად დაიკავებს ბიუროს ხელმძღვანელის პოსტსაც.

დარჩია ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ამავე დროს, წლების განმავლობაში პარტია  "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში   ბიუროს ხუთკაციანი შემადგენლობის წევრების ვინაობა   უკვე გარკვეულია, ესენი არიან:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით დარჩია, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე,  სოფელ შრომის  დეპუტატი დავით ჭაკნელიძე, ქალაქ ოზურგეთიდან კი ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე და მერის, ბეგლარ სიორიძის მოადგილე კობა დუნდუა იქნებიან.

აღნიშული ინფორმაცია, ჩვენთან საუბრის დროს, დავით დარჩიამ დაადასტურა.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით,  პარტიის აღმასრულებელ მდივნად ეკატერინე აბაშმაძე დაინიშნება.




 ახალი ამბები
  • თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...