კონსულტაციები "საახლობლოსთან" - კორუფციაში დადანაშაულებული თანამდებობის პირების განმარტებები

მთავარი თემა

კონსულტაციები "საახლობლოსთან" - კორუფციაში დადანაშაულებული თანამდებობის პირების განმარტებები

2016 მარ 2 04:56:03

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტების შესახებ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ის თანამდებობის პირები არ ეთანხმებიან, რომლებზეც კითხვის ნიშნები არასამთავრობო ორგანიზაციას გაუჩნდა.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემებია გადამოწმებული.

კვლევის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა ამის შესახებ დეკლარაციებში მითითებული არაფერი აქვთ.

"გურია ნიუსი" ყველა იმ პირს დაუკავშირდა, რომლებზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია საუბარი.

ყველა მათგანი ამბობს, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში "სავარაუდოდ, გამორჩათ".

"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა კაკოიშვილი, რომლის მეუღლეც TI-ს კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ფიგურირებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ისეთი საკითხი ეს არ არის, რომ რამე დასამალი ან დასაფარი" ჰქონოდა.

"შესაძლოა, გამომრჩა დეკლარაციაში ამის მითითება, მაგრამ ეს ისეთი საკითხი ეს არ არის, რომ რამე დასამალი ან დასაფარი მქონოდა. ალბათ, ელემენტარული შეცდომა მაქვს დაშვებული, ახლა ვერ ვიხსენებ რატომ გამომრჩა. ვნახავ დეკლარაციას და შევამოწმებ ნამდვილად მაქვს გამორჩენილი თუ არა. ვერ ვიხსენებ ახლა, იმიტომ, რომ დეკლარაციის შევსებაზე რამდენჯერმე დამიკავშირდნენ თბილისიდან, შეცდომებს ვასწორებდი ნელ-ნელა. დეკლარაცია რომ შევავსე, იყო პრობლემები. არც ისეთი არ არის ეს მცირე საწარმო, რომელიც ჩემს მეუღლეს აქვს, რომ რამე დასამალი ყოფილიყო და რამეში გამომდგომოდა მისი დამალვა", _ აღნიშნავს კაკოიშვილი.

 მისივე თქმით, თუ მაღაზიიდან (კვლევის მიხედვით, კაკოიშვილის მეუღლე ირინა კაკოიშვილი,  ზესტაფონში საკანცელარიო მაღაზიის მფლობელია; ავტ.) რამე იყიდა გამგეობამ და ამაზე რაიმე ხელშეკრულება გაფორმდა და თუ შესყიდვა ტენდერს არ ექვემდებარება, ამაში დარღვევა არაფერია.

"რა ინტერესი უნდა იყოს? თუკი ტენდერი იყო გამოცხადებული და ასე მოხდა შესყიდვა, გეუბნებით, რომ ტენდერში მას მონაწილეობა არ მიუღია. კიდევაც რომ მიეღო, ეს დაფიქსირდებოდა, რადგან მე ტენდერების კომისიის წევრი ვარ.

ვფიქრობ, რომ ალბათ, მოკვლეული საბაზრო ფასთან  დაკავშირებით მოხდა აღნიშნული ქმედება, რადგან ჩემს  მეუღლეს დაბალ ფასში აქვს საქონელი და ალბათ, ამიტომ მოხდა გარიგება, შესყიდვა გამგეობის მხრიდან. მე რომ რაიმე ინტერესი მქონდეს ჩადებუი, რომ გინდათ თუ არა ჩემს მეუღლეს ხელშეკრულება დაუდეთ-თქო, ამის წინააღმდეგიც ვარ, პირიქით.

მე ამაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, მაგრამ, გამოიძიონ ეს ფაქტი, თუ გამოიკვეთება, რომ სპეციალურად გავაფორმეთ  ხელშეკრულება, ან მაღალ ფასებში გვაქვს საქონელი და გარიგება  მოხდა, რითაც ჩვენ ვისარგებლეთ, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ უწყებასთან", _ აცხადებს კაკოიშვილი.

რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულ კიდევ ერთ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა შავგულიძე ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული და მან საკუთარი ავტომანქანა დასუფთავების სამსახურს მიაქირავა, ორგანიზაციის შეფასებით, ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

თუმცა, კახა შავგულიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ არანაირ დარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"ტყუილი წერია მაგ კვლევაში, პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ხელშეკრულება მქონდა დასუფთავების სამსახურთან გაფორმებული და ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დასუფთავებისთვის ვათხოვე  მათ ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, რადგან მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სატრანსპორტო ავტომანქანა. ქირავნობის  ხელშეკრულება გვაქვს ფორმალურად გაფორმებლი, თუმცა, არცერთი  თეთრი არ ჩამრიცხვია. ორ კვირაზე მეტი ხანი არ დაჭირვებიათ და არც გამოუყენებიათ.  თუ მათ ეს ავტომანქანა დაჭირდებათ შემატყობინებენ. დღემდე ერთი თეთრი არ მიმიღია დასუფთავების სამსახურიდან", _ აღნიშნავს შავგულიძე.

რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულს, რომ თანხა "შავგულიძის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხარისხო შესრულების გამო" არ ჩაირიცხა, ამას თავად შავგულიძე უარყოფს და აცხადებს, რადგან მანქანა დასუფთავების სამსახურმა არ გამოიყენა, თანხაც არ ჩარიცხვია.

"მანქანა წაყვანილი ჰყავდათ, თუმცა არ გამოუყენებიათ. ვნახავ ამ კვლევას და თუ რაიმე იურიდიული საკითხია გასარკვევი, აპელაციას გავუკეთებ. ვიღაცა რომ იტყვიან პიროვნულად არის დაინტერესებული (შავგულიძე არ აკონკრეტებს ვის დაინტერესებაზე საუბრობს; ავტ.). მანქანას ვაქირავებ, მივუყვანე დასუფთავების სამსახურს და დავუყენე ეზოში მუშა მდგომარეობაში, რაღა არ შევასრულე?! თუმცა, როგორც გითხარით არ გამოუყენებიათ და არც საბოლოო ანგარიშსწორება მომხდარა.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი კუთვნილი მანქნაა... ეს მანქანა სოფელ ქვედა საქარას შევუძინე ნაგვის გასატანად. ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ფონდს ვათხოვე იმისთვის, რომ ნაგავი გაეტანათ სოფლიდან. ამ ფონდს გაჰქონდა ნარჩენები 8 თვის განმავლობაში, მერე დადო პროექტი მუნიციპალიტეტში სამუშაოს გაგრძელების თაობაზე, რომ მანქანები შეეძინათ. ამას დაემთხვა ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედება 2016 წლის იავრიდან, ამიტომ, დროულად ვიმოქმედე და ნარჩენების გატანის პროექტი განვახორციელეთ. ამის შემდეგ დასუფთავების სამსახურმა ითავა  ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელება ქვედა საქარაში და იმისთვის, რომ ხელი შეწყობოდა მას, ვიდრე  სხვა სატრანსპორტო საშუალებას შეიძენდა, ჩემი კუთვნილი ავტომანქანა მივაქირავე, თუ ეს დაჭირდებოდა. ჩემი ინტერესია, სოფელი იყოს დასუფთავებული საყოფაცხოვრებო ნაჩენებისგან, სხვა ინტერესი ამ კუთხით არ გამაჩნია", _ ამბობს შავგულიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ დეკლარაციები არასრულად მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირებსაც აქვთ შევსებული. კერძოდ, კვლევაში  აღნიშნულია, რომ ამ თანამდებობის პირებს არც თავისი და არც მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვთ.

თუმცა, "გურია ნიუსთან" საუბრისას ყველა მათგანი აცხადებს, რომ ამის მითითება დეკლარაციაში დაავიწყდათ ან საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგან სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა სუქნიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მისი მეუღლე ზაალ კაპანაძე ნამდვილად იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ, მაგრამ, მისივე ინფორმაციით, სტატუსი შეწყვეტილი აქვს.

"როგორც ვიცი, ეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. რაიმე ტექნიკური შეცდომა თუ გაიპარა დეკლარაციაში, შემიძლია გავარკვიო საჯარო ან სამოქალაქო რეესტრში. ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო. ჩემი მეუღლე ამჟამად მუშაობს პოლიციის აკადემიის პრორექტორად. არა მგონია, რომ თან ინდმეწარმე ყოფილიყო და თან ამ თანამდებობაზე იყოს. ნამდვილად ვიცი, ორივე თანამდებობ ვერ შეითავსებს. თუ რაიმე ხარვეზია, გავასწორებთ", _ ამბობს სუქნიძე და დასძენს, რომ დამატებით დოკუმენტაციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგვაწვდის.  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების"  ყოფილი წევრი, ნუგზარ ფერაძე კი აცხადებს, რომ "არ იყო იმის საჭიროება", დეკლარაციაში მისი სამეწარმეო საქმიანობა ჩაეწერა, რადგან სტატუსი შეჩერებული აქვს.

"წელს ზუსტად ვერ  გეტყვით, მაგრამ 2008-ში ან 2009 წელს მაქვს ინდმეწარმის სტატუსი გაჩერებული (კვლევის მიხედვით, ფერაძე ინდმეწარმედ 2009 წელს დარეგისტრირდა; ავტ.). მე როგორც მერე ვიკითხე, არ იყო იმის საჭიროება, რომ დეკლარაციაში მიმეთითებინა, ინდმეწარმე რომ ვიყავი. ჩემს გარშემო ვინც ურთიერთობს იმათთან გავიარე კონსულტაცია, საახლობლოსთან. იურისტებთან არ გამივლია ეს კონსულტაცია. მე თვითონ ხომ ვიცოდი, რომ შეჩერებული მქონდა სტატუსი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიმეთითებინა? შეჩერების დოკუმენტაცია მაქვს, მაგრამ ახლა ხელთ არ მაქვს, საგადასახადოში მივალ, ამოვიღებ მოგაწვდით ამ დოკუმენტაციას ამ დღეებში.

როცა მე საკრებულოში თანამდებობის  პირი ვიყავი და დეკლარაცია შევავსე, დამიკავშირდნენ სააგენტოდან და მითხრეს, რომ არასწორად იყო გარკვეული გრაფები შევსებული. მას შემდეგ რაც ეს გავასწორეთ,  არანაირი პრობლემა არ ყოფილა. 2015 წლის 27 ნოემბრიდან თანამდებობის პირი აღარ ვარ", _ ამბობს ფერაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ პირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მოკვლევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ყველა მათგანი აცხადებს, რომ განმარტებისთვის ორგანიზაციიდან არავინ დაკავშირებიათ, შესაბამისად, არც რაიმე დოკუმენტაცია მიუწოდებიათ.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს. დოკუმენტაციის მოწოდების შემთხვევაში, ამ ინფორმაციასაც გამოვაქვეყნებთ.

ამავე თემაზე:

კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...