ქობულეთის პატარა ფეოდალი სეზონური აზროვნებით

მთავარი თემა

ქობულეთის პატარა ფეოდალი სეზონური აზროვნებით

2012 აპრ 30 06:57:52

_ სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობთ? _ ეკითხება ჟურნალისტი თემურ ჭყონიას.

_ სასტუმროში არ ვცხოვრობ, ქობულეთში სახლი მაქვს. მიყვარს აქაურობა. ზამთარ-ზაფხულ ვცურავ, _ პასუხობს ბიზნესმენი ასევე "ექსკლუზიურად პირადად".

ეს ინტერვიუ 2011 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა... ქობულეთში სეზონური აზროვნების ჟამი იდგა..

ქალაქში, სადაც თემურ ჭყონიას თქმით, თურმე, "ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები" ცხოვრობენ, მას ნამდვილად აქვს სახლი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ დაცვა ჰყავს.

ქობულეთია სწორედ ის ქალაქი, სადაც თემურ ჭყონია, ბოლო წლების განმავლობაში, თავის ბიზნესს ავითარებს და შესაბამისად, პირად ყულაბასაც ავსებს.

ჩვენი წყაროები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ბიზნესმენის კუთვნილ სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, მინიმალური ანაზღაურების ფასად ემსახურებიან ჩამოსულ სტუმრებს. წყაროს ცნობით, 18-19 წლის გოგონები და ბიჭები არაერთხელ გამხდარან სასტუმროს შეზარხოშებული კლიენტების მხრიდან უხეშად მოპყრობის მსხვერპლნი. მათი დამატებითი შრომის ანაზღაურებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

_ "ხომ გასწავლეთ ქობულეთელებს ჩაცმა?" _ ასეც ხშირად ესალმება ბიზნესმენი თანამშრომლებს და შემდეგ თვითკმაყოფილი იერით ტოვებს იქაურობას, _ ამბობს წყარო.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები ამ ყველაფერს იტანენ, ის საშინელი უმუშევრობაა, რაც ქობულეთისთვისაც ისეთივე დიდი პრობლემაა, როგორც მთელი საქართველოსთვის. სწორედ ამ ადამიანების უმუშევრად დარჩენის შიშით ვერ ვასახელებთ მათ ვინაობას, ვინც გვესაუბრა ამ ქვემოთ მოყვანილ თემაზე და კიდევ უფრო მეტზეც.

თუმცა, თავად თემურ ჭყონიას "ექსკლუზიურად პირადად" მედიისთვის ნათქვამი სიტყვები ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რა განწყობაც აქვს მას ქობულეთისა და ქობულეთელების მიმართ.

ეს განწყობა მან "გურია ნიუსთან" ინტერვიუშიც დაადასტურა, რომლის სრულ ვერსიასაც აქვე შემოგთავაზებთ.

ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ოთარ ხინიკაძეს თემურ ჭყონიას მიერ გაკეთებული ეს განცხადება დაუჯერებლად მოეჩვენა. ჩვენს მიერ ნაკარნახევი სტატიის სათაური, გაზეთის გამოცემის თარიღი და ჭყონიას ციტატა საგულდაგულოდ ჩაინიშნა და განაცხადა: "მე მაგას არავის არ ვაპატიებ და ვნახავ ერთი მაგ სტატიას, სანამ არ გავერკვევი და არ წავიკითხავ, ვერაფერს ვერ ვიტყვი მანამდე. თუ მართლა მასე აქვს ნათქვამი, შეიძლება საჯაროდ და სახალხოდ არა, მაგრამ ერთი-ერთზე დავუჯდები, დაველაპარაკები და პასუხსაც მოვთხოვ მაგაზე, მაგრამ რაღაც მეეჭვება მაგის მსგავსი რამე რომ თემურს ეთქვას..."

ქობულეთელების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ორგანოში, სტატიის გაცნობის შემდეგ უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებას შეგვპირდა და ამ ეტაპზე მოუცლელობის გამო უარი გვითხრა იმაზე, რომ თავად მივაწოდებდით სტატიას და ციტატასაც მოვუნიშნავდით.

ჭყონიას ქობულეთისა და საერთოდ აჭარის გმირულ წარსულზე რომ ველაპარაკოთ, ან ილია ჭავჭავაძის "შინაური მიმოხილვები" ვუხსენოთ, სადაც პუბლიცისტი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქობულეთის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს, დროის ფუჭი კარგვა იქნება.

ამიტომ, ამ სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, როგორ გაჩეხა ჭყონიამ ფიჭვნარი ქობულეთის ზღვის სანაპიროზე.

საცურაო აუზი ზღვის სანაპიროზე... გაჩეხილი ფიჭვნარის ნაცვლად

სასტუმრო "ჯორჯიან პალასის" მიმდებარე ტერიტორია _ 15 000 კვადრატული მეტრი, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან 27 თებერვალს შეიძინა. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ფიჭვისა და ნაძვის ხის ნაცვლად, კოტეჯები და საცურაო აუზი აშენდებოდა.

ტერიტორია, სადაც თემურ ჭყონიამ ხეების მოჭრა დაიწყო, ერთ-ერთ უნიკალურ ზონად ითვლება ქობულეთში თავისი სამკურნალო თვისებებით. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ამ ადგილას, თავის დროზე, მობილიზებული იყო ორი სანატორიუმი: _ ერთი _ "თოლია", ბავშვებისთვის, მეორე _ სანატორიუმი "საქართველო" გულსისხლძარღვთა დაავადებულთათვის; ადგილის უნიკალურობას კი სწორედ ფიჭვნარის არსებობა განაპირობებდა.

გარდა იმ ფართისა, რომელიც ჭყონიამ შეიძინა, მის მიერ დაქირავებულმა მუშებმა რამდენიმე ხე იმ ტერიტორიაზეც მოჭრეს, რომელიც 3 მეტრითაა დაშორებული თემურ ჭყონიას მიერ შესყიდული ნაკვეთიდან. საზღვრის თვითნებური გადაწევა და ფიჭვების მოჭრა მხოლოდ ბოდიშის მოხდით გამოისყიდეს. მსგავსი ქმედების გახორციელების შემთხვევაში, რიგითი მოქალაქის მიმართ, შეიძლებოდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ადგილობრივების პროტესტს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია _ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ.

საჯარო უწყებებში აცხადებენ, რომ კერძო საკუთრების მფლობელს მისი განკარგვა საკუთარი შეხედულების მიხედვით შეუძლია.

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ ჭუკვეიძის განმარტებით, სამინისტრო ინვესტორს ხეების შენარჩუნებას არ ავალდებულებს, მთავარია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.

ზურაბ ჭუკვეიძე: _ კომპანია ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ვალდებულია ააშენოს დასასვენებელი კომპლექსი და დაასაქმოს საქართველოს 100 მოქალაქე.

აჭარის ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამმართველომ ადგილობრივი ჟურნალისტები ქობულეთის გამგეობასთან გადაამისამართა, სადაც განუცხადეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუკავშირდა და შემდეგი კითხვებით მიმართა:

_ რამდენად დასაშვებია ასეთი ნებართვის გაცემა ზღვისპირა ზოლში, რადგან ამ ფიჭვნარის წინ მოსახლეობა ცხოვრობს და ეს ხეები გარკვეულწილად დამცავ ფუნქციასაც ასრულებენ?

_ რამდენად სწორია ის განცხადება, რომ სამინისტრო ინვესტორს ხეების შენარჩუნებას არ ავალდებულებს?

სამინისტროდან მიღებული პასუხი ასეთია: "სანაპირო ზოლზე ხეების მოჭრის ნებართვის გაცემის რეგულირება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ზოგადად, მშენებლობის პროექტში ხეების მოჭრა გათვალისწინებულია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის გარდა, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ხის მოჭრა ნებართვას არ საჭიროებს, ანუ მესაკუთრეს შეუძლია ხეების მოჭრის გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ხოლო მისი შემდგომი ტრანსპორტირება და გადამუშავება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის #96 ბრძანების საფუძველზე რეგულირდება."

რაც შეეხება ჩვენს კითხვას, რამდენად ნებადართულია და ვინ არის პასუხისმგებელი ხეების მოჭრაზე იმ ზონაში, რომელიც არ ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაგვიმარტეს, რომ: "იმ შემთხვევაში, თუ ხეები მოჭრილია თვითმმართველობის ტერიტორიაზე და ხეების მოჭრა შეთანხმებული არ არის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ჩადენილი იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და შესაბამისად, თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირია თვით სამართალდამრღვევი."

მიუხედავად იმისა, რომ ხეები იმ ზონაშიცაა მოჭრილი (რასაც ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოებიც მოწმობს), რომელიც ჭყონიას არ ეკუთვნის, ამ ამბის მომკითხავი არავინ აღმოჩნდა.

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფიჭვნარის გაჩეხვის შესახებ ჩვენგან შეიტყო. მაგრამ რადგან ახლა ლიტვიის დელეგაციის მასპინძლობითაა დაკავებული, ამ ამბავსაც სტატიის მსგავსად, ალბათ, მოგვიანებით გაარკვევს _ ყოველ შემთხვევაში, ასე გაგვიცხადა ოთარ ხინიკაძემ სატელეფონო საუბრისას.

"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თანათავმჯდომარე, ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვის სანაპიროს დეკორაციული პიარ-აღმშენებლობა, უნიკალური კულტურული და ბუნებრივი გარემოს განადგურების ხარჯზე ხორციელდება: "ახალი კიტჩური და სანაპიროს გამწვანებული ზოლის განადგურების მიზეზი სააკაშვილისა და მისი ოლიგარქების კორუფციული, ასევე პროპაგანდისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა...

აჭარაში, გურიასა, თუ სამეგრელოში უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს სანაპირო ზოლის ნაგლეჯ-ნაგლეჯ გაყიდვა ქრთამის სანაცვლოდ, ასევე მრავალწლიანი წიწვნარის დაუნდობელი განადგურება ფეშენებელური ვილებისა, თუ კომერციული ობიექტების მშენებლობისთვის...

ახლახანს ქობულეთში, თემურ ჭყონიასთვის მიყიდულ ტერიტორიაზე დაუნდობლად გაჩეხეს ხეები... ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ, სამწუხაროდ, გასაკვირი აღარაა... არც ხელისუფლებისგან, რომელიც ბაღ-პარკებსა და რეკრეაციულ ზონებს მასიურად ანადგურებს, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში... და არც ჭყონიასგან, რომლის მორიგი "მაკდონალდსის" მშენებლობა სულ ახლახანს წერეთლის მეტროს მიმდებარედ არსებული სკვერის ტოტალური განადგურების ხარჯზე დაიწყო...

სანაპირო ზოლის გამწვანებას გააჩნია ესთეტური, ეკოლოგიური, სანიტარული, რეკრეაციული და სხვა მრავალი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. შესაბამისად, მისი შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სულიერი განვითარებისთვის, ასევე, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისითაც. გარდა ჰაერის გაწმენდისა და ჟანგბადით გამდიდრებისა, წიწვოვანების მიერ გამოყოფილ ბუნებრივ ნივთიერებებს ბაქტერიების განადგურებისა და სამკურნალო თვისებები გააჩნია. ამასთანავე, სანაპიროს გამწვანებას აბრაზიის საწინააღმდეგო ანუ ნაპირგამაგრებითი ფუნქციაც გააჩნია.

ასე რომ, ქობულეთისა, თუ შავიზღვისპირეთის გამწვანებული ზოლის გაჩეხვა ყოვლად დაუშვებელია და დანაშაულია, როგორც ჩვენი, ასევე, მომავალი თაობების წინაშე.

არ შეიძლება ხელისუფლება, წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროსა თუ სხვა ორგანოების სახით, გარემოსდაცვითი პირობების ამ შემთხვევაში გამწვანებული ზოლის შენარჩუნების ვალდებულების გარეშე ასხვისებდეს სანაპირო ზოლს. ჩემი აზრით, გამწვანებული ზოლი საერთოდ არ უნდა გასხვისდეს!"

"გურია ნიუსი" თემურ ჭყონიასაც დაუკავშირდა:

_ ბატონო თემურ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დასავენებელ კომპლექსში, რისთვისაც შეიძინეთ ტერიტორია "ჯორჯიან პალასის" გვერდით, 100 ადამიანის დასაქმებას აპირებთ. კიდევ რის გაკეთება იგეგმება ამ ტერიტორიაზე?

_ თქვენ რატომ გაინტერესებთ, მითხარით და მერე გეტყვით.

_ საკურორტო სეზონი მოდის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხები გვაინტერესებს...

_ ნანა სალუქვაძეა ადამიანის რესურსების და კადრების უფროსი და იმან უკეთ იცის ეგ საკითხი.

_ ის მაინც თუ იცით, ამ პროექტში უცხოელი ინვესტორებიც არიან თუ მხოლოდ თქვენ განახორციელებთ სამუშაოებს?

_ ინვესტიცია რა შუაშია? ჩვენ ვაკეთებთ მაგას. მარტო მშენებლობაზე არ არის _ სასტუმროშიც უნდა დავასაქმოთ, ზოგი მიმტანებად იმუშავებს, ზოგი _ დამლაგებლად, ზოგი _ პლიაჟის დამლაგებლად, ბევრი რამეა... ეგენი ხომ არაპროფესიონალები არიან, ხო?

_ დამლაგებლის პროფესია ჯერ არ შემოუღიათ და ისე, მე როგორც ვიცი, თქვენი მოსამსახურე პერსონალი იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც პროფესიული გადამზადების კოლეჯები აქვთ გავლილი.

_ ვინც არაპროფესიონალია, იმას პროფესიონალად ვაქცევთ, თუ სურვილი აქვთ, ვინც პროფესიონალია, სხვა რამეზე გავგზავნით და ასე...

_ ანუ ამ 100 ადამიანის დასაქმების საპირწონედ გაიჩეხა ხეები ზღვის სანაპირო ზოლში?

_ როდის იყო, არ ვიცი ეგა...

_ სულ ახლახანს... და ანუ არ გაჩეხილა ხეები?

_ არა, კაცო, ტყუილია ეგა, 2 ხე მოვჭერით გამხმარი, საზიზღრობა. უსაქმური ხალხი ყოფილან ეგენი...

P.S. ვინ მოიხსენია თემურ ჭყონიამ უსაქმურებად, ვერ გეტყვით. ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც ამ ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ. ფაქტია და ფოტომასალითაც დასტურდება, რომ ათეულობით ხე იქნა მოჭრილი.

როგორც ჩანს, მრავალწლიანი წიწვნარის დაუნდობელი განადგურება ფეშენებელური ვილებისა თუ კომერციული ობიექტების მშენებლობისათვის არა ერთი, რომელიმე რიგითი ბიზნესმენის, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკაა.




 ახალი ამბები
  • "ამასაც მოვესწარით _ ცერცვის და ყველის ფასი თითქმის გათანაბრდა!"ოზურგეთში, წინასააღდგომო ბაზრობა, გასულ წლებთან შედარებით, მეტი სიძვირით გამოირჩევა. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, სხვადასხვა პროდუქტზე თუ ცოცხალ შინაურ ფრინველსა და ცხოველზე ფასები უკვე დილიდან საღამომდეც კი იცვლება და მაღლა იწევს. აგრარულ ბაზარში, სადაც შინაური ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთათვის სპეციალური ფართია გამოყოფილი, გამყიდველთა უკმაყოფილება პიკს აღწევს. კითხვაზე, თუ რატომ და ვისზე ბრაზობენ ისინი, გამყიდველი ქალბატონები ამბობენ, რომ სოფლებიდან მოსული მეურნე ადამიანები ძალიან ძვირად ყიდიან კვერცხს, რძის ნაწარმს, შინაურ ფრინველს თუ ცხოველს, თვით ცერცვსაც კი. _ ასეთი რამ გაგიგიათ? დღეს, დილით ერთი კილოგრამი ცერცვი 5 ლარი ღირდა. ყველი კი _ 6 ლარი. შუადღისკენ ყველის ფასი კიდევ აიწია ერთი ლარით. ცერცვის ფასიც მოიმატებს, ალბათ. ამასაც მოვესწარით, ცერცვის და ყველის ფასი, თითქმის, გათანაბრდა. ასეთი არაფერი გვახსოვს, _ ამბობენ ისინი. ოზურგეთის ბაზარში ახლა ინდაურს, რომელიც ათ კილოგრამს იწონის, ას ლარს აფასებენ. ახალი ქათამი _ 25 ლარი, ხოლო შედარებით დიდი, რასაც ძველ დედალს ეძახიან _ 35-40 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი ყველი აქამდე ექვსი ლარი ღირდა, 19 აპრილისთვის კი უკვე შვიდი ლარი გახდა და ვარაუდობენ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირაში საკმაოდ მოიმატებს. ერთი კილოგრამი ცოცხალი გოჭის ფასი 9-10 ლარია. ხორცი 15 ლარი ღირს. ყველაზე აუცილებელი სააღდგომო ატრიბუტის _ კვერცხის ფასი 50 თეთრია. _ შინაური, სახლის ქათმის კვერცხის ფასი აუცილებლად მოიმატებს აღდგომამდე, რადგან შარშან ამ დროს ჩაბარება 35 თეთრი ღირდა. ახლა კი უკვე 45 თეთრად ვიბარებთ და რა აზრი აქვს 50 თეთრად გაყიდვას? შემთხვევით ორი ცალი რომ გაგიტყდეს, უკვე ზარალში ვარდები. ასეთი სიძვირე სოფლის ქათამსა და კვერცხზე, ბოლო წლებში არ მახსოვს, _ გვეუბნება ბაზარში მოვაჭრე თამუნა კინწურაშვილი. ბაზარში კი ყოველდღე ხალხმრავლობაა _ ადამიანები წინასწარ ყიდულობენ სადღესასწაულო სანოვაგეს და ცდილობენ, ცოტა უფრო იაფად შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი. ამბობენ, რომ სოფლის ქათმის თუ კვერცხის ფასი იმიტომ კი არ აწეულა, რომ ზოგადად, ფასების ზრდა ხდება, არამედ, რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა ადამიანი მისდევს შინა მეურნეობას. წარსულში წარმატებული აგრონომი, ამჟამად პენსიონერი ელდარ თავაძე "გურია ნიუსთან" საუბრობს: _ რაც დრო გადის, სოფელში უფრო და უფრო ნაკლებ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველი, ფრინველი. წელს, სამასკომლიან სოფელში ბევრს არ დაუთესავს სიმინდი. ეს უკუსვლის სტატისტიკა საგანგაშოა. ბუნებრივია, ფასების ზრდაც აქედან გამომდინარე ხდება და არა იმიტომ, რომ გლეხის შრომას ფასი დაედო. ყველას რომ ჰყავდეს შინ ფრინველი, ცხოველი, ჰქონდეს კვერცხი, რძე, ყველი, იქნება სიძვირე? ჯობს, იაფი იყოს და ყველას ჰქონდეს. მე რომ მკითხო, ხელისუფლება უნდა სწავლობდეს ამ სტატისტიკას. დავცინით კომუნისტებს, მაგრამ მათ ასეთი რამ ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ. ერთსაც გირჩევთ, თუ არ მიწყენთ _ შეისწავლეთ ჟურნალისტებმა რამდენიმე სოფელი, გააკეთეთ სტატისტიკა. ნახავთ, რაოდენ ნელა, მაგრამ შესამჩნევად, თავს ანებებს ხალხი შინამეურნეობას, ყანას... სულ თუ ვიწუწუნეთ, სხვა არაფერს გაგვიკეთებს. რის საშუალებაც არის, ბევრი იმასაც არ აკეთებს. სიმინდი როგორ არ უნდა დათესო? ერთი ტარო 200 მარცვალს გაძლევს. მოსავალი რომ მიიღო, 10-15 დღე მუშაობა სჭირდება. არ გვინდა? მომავალ აღდგომას სამი ლარი ეღირება კილოგრამი ფქვილი, ქათამი კი, ალბათ, _ 40-50 ლარი, საყანე ფართობები აქვს ხალხს და უმრავლესობამ ტყედ გაუშვა, _ გვითხრა ელდარ თავაძემ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ მომავალი წლის აღდგომამდე ფასები ისევ გაიზარდა, ეს ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს. რაც შეეხება ბოსტნეულს, ოზურგეთის ბაზარში მწვანილეული შედარებით იაფია. თუმცა, აგრარული კულტურებიდან, ცერცვის შემდეგ, კომბოსტოს ფასია მაღალი _ ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს, რაზეც, ასევე, გაკვირვებით საუბრობენ გამყიდველები და ამბობენ, რომ მსგავსი ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ ახსოვთ. ძვირია, ასევე, ბადრიჯანი _ ერთი კილოგრამი ოთხი ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს ბულგარულ წიწაკას. რაც შეეხება კვერცხის საღებავს, ბუნებრივი ენდრო, პატარა კონა ერთი ლარი ღირს. დაქუცმაცებული სახით კი ერთ ჭიქასაც ერთ ლარად ... ...
  • "ჰაერში გამოკიდებული ვასო"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (დვაბზუ, ძიმითი, ლაითური და მერია) დღემდე არ არის დანიშნული მერის წარმომადგენელი. "გურია ნიუსი" ამის შესახებ რამდენჯერმე წერდა, რასაც თან ახლდა მერიიდან არაერთხელ მიღებული პასუხი, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნებოდა, თუმცა, დღემდე არც ერთ ამ სოფელში წარმომადგენელი დანიშნული არ არის. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ლია ღლონტმა ღიად განაცხადა, რომ სოფელში არ ნიშნავენ წარმომადგენელს და თუ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება, საპროტესტო აქციას მოაწყობენ და გზას გადაკეტავენ. _ რატომ არ დაინიშნა დღემდე დვაბზუში მერის წარმომადგენელი?! რა დავაშავეთ?! მოვალეობას ასრულებს ვასო ღლონტი _ არ გვინდა ეს ჰაერში გამოკიდებული ვასო. ჩვენ გვჭირდება ადგილზე გამგებელი, წარმომადგენელი, რომელსაც ვეტყვით ჩვენს გასაჭირს, მოგვისმენს და აქ არ ვიქნებით ყოველ წუთს სარბენი. დროზე დაგვინიშნონ დვაბზუში წარმომადგენელი, თორემ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას და გადავკეტავთ გზას, _ თქვა მაშინ სოფელ დვაბზუს მკვიდრმა ლიკა ღლონტმა. "გურია ნიუსი" ვასო ღლონტს ესაუბრა, რომელიც ახლა სოფელ დვაბზუში წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებს. _ ბატონო ვასო, თქვენ წინააღმდეგ თანასოფლელებმა პროტესტი გამოთქვეს. "გურია ნიუსთან" კერძო საუბარში ისინი ამბობენ, რომ ხშირად ხართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ:  "შვიდჯერ მარტო მძღოლის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ასევე, არ აქვს უმაღლესი განათლება და ამიტომ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტმა, ვერ შეძლო წარმომადგენელი გამხდარიყო", _ ეს თქვენი თანასოფლელების სიტყვებია. რას იტყვით ამ ბრალდების შესახებ? _ დვაბზუს გამგეობაში კარი სულ ღიაა. ვინც მოდის, ყველას პასუხს ვცემ და ვეხმარები. ვინც მაგას ამბობს, არის ვიღაცისგან დაქოქილი, დააპროგრამეს და ათქმევინეს რაღაც. თუ დვაბზუს მოსახლეობა იტყვის, რომ მე არ ვუნდივარ, იმ დღესვე წავალ. ყველაზე ძალიან მე მინდა, რომ დაინიშნოს წარმომადგენელი. ორი კაცი უფრო მეტ საქმეს არ ვიზამთ?! _ უმაღლესი განათლება გაქვთ? _ მე ჩავაბარე, რა გამოცდაც იყო ჩასაბარებელი _ საკონკურსო და ვმუშაობ აგერ. შეთავსებით რომ ვარ, საქმე მეტი მაქვს საკეთებელი. პირადული თემაა, როცა ვიღაც ამბობს, რომ თითქოს, მე ვარ რამეში დამნაშავე. _ მართვის მოწმობა მართლა შვიდჯერ ჩამოგართვეს? _ მაგათ უყურებთ? მე აქ ყველას პატივს ვცემ. მარტო დვაბზუში კი არ არის დაუნიშნავი წარმომადგენელი, სხვა სოფლებშიც არის და ნელ-ნელა შეივსება ყველგან... მარტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი ინწკირველმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სოფელში არ არის დანიშნული წარმომადგენელი: "ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, არის შეხვედრები, რომ დაინიშნონ..." _ თქვა მაშინ გოგი ინწკირველმა, რის პასუხადაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა ჩაილაპარაკა _ "ფიქრი მერის უფლებამოსილების გასვლამდე..." კითხვაზე, თუ როდის დაინიშნება დვაბზუში, ლაითურში, ძიმითსა და მერიაში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან, წინა პასუხების მსგავსი პასუხი მივიღეთ: "ახლო მომავალში დაიწყება საკონკურსო პროცედურა აღნიშნულ ოთხ სოფელში მერის წარმომადგენელთა ... ...
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

თამაში თუ რეალობა...

ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი...

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების...

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად?

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ...

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...