„არის სისტემური პრობლემები“ _ ომბუდსმენის წარმომადგენელი ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

მთავარი თემა

„არის სისტემური პრობლემები“ _ ომბუდსმენის წარმომადგენელი ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

15 მარ. 2016, 11:38:29

ბათუმის მე-3 პენიტენციური დაწესებულების სამმა მსჯავრდებულმა მედიას და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას წერილით მიმართა.

როგორც "გურია ნიუსისთვის", გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, მათ ციხის ადმინისტრაცია არაადამიანურად ეპყრობა და ხშირად ე.წ. კარცერებში სვამს. თუმცა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან  არასათანადო მოპყრობას ეხება, კატეგორიულად უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.  ამასთანავე, სამინისტროში განმარტავენ, რომ სამივე მსჯავრდებული არის ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი. ორი მათგანი კი, მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებებისკენ.

არის თუ არა ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის სიტუაცია რეალურად, რასაც პატიმრები აღწერენ, არის თუ არა უსაფრთხოების საკნები (ე.წ. კარცერები) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, აქვს თუ არა ციხის ადმინისტრაციას პატიმრებისთვის პირადი კორესპონდენციის და პაემნების აკრძალვის უფლება და რა რეგულაციებზე მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, _ ამ საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებას "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ ქორიძეს ესაუბრა.

რამდენიმე დღის წინ "გურია ნიუსმა" მიიღო წერილი ბათუმის მე-3 პენიტერციური დაწესებულებიდან, სადაც პატიმრები ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობნენ. როდის იყო დაწესებულებაში თქვენი წარმომადგენელი და რა ვიტარებაა რეალურად ამ დაწესებულებაში?

 _სიტუაცია იგივეა, რაც პრევენციის ჯგუფის დასკვნებში წერია. ცვლილებები არ არის.  შარშან საკმაოდ მკაცრი დასკვნა გამოქვეყნდა პრევენციის ჯგუფისგან. ძირითადად, არის სისტემური პრობლემები, რომელიც მხოლოდ დაწესებულების  დირექტორის ნებით არ გამოსწორდება. ზოგიერთი პრობლემა ისეთია, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება. მაგალითად, ყველაზე რთულად გადასაჭრელი რაც არის და ამ დაწესებულებიდან საჩივრების უმრავლესობაც სწორედ ამას ეხება, არასათანადო სამედიცინო მომსახურებაა. აქ არ იგულისხმება, რომ ექიმები უყურადღებოდ  ექცევიან პატიმრებს, თუმცა ყოველთვის ადეკვატურიც არ არის მათი რეაგირება. პერსონალის და მედიკამენტების ნაკლებობაა, მედიკამენტების დასახელებების ჩამონათვალის ნაკლებობაა და ა.შ.

ბოლოს მოგვმართეს იმ პატიმრებმა, რომლების საჩივარი თქვენთანაც არის შემოსული. მარსაგიშვილი ხშირად გვწერს და აქვს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები.

ასევე, პრობლემები აქვთ იმ პატიმრებს, რომლებსაც ექიმი ერთი დასახელების წამალს უნიშნავს, მაგრამ ეს წამალი დაწესებულებაში არ არის. დაწესებულების ექიმები ასეთ პატიმრებს, ამ წამლის შემცვლელს სთავაზობენ, რაზეც ხშირად პატიმრები უარს ამბობენ. ამის გამო აღმოჩნდება, რომ საერთოდ უარს ამბობენ მკურნალობაზე და მათი მდგომარეობა უარესდება. ამას კი შემდეგ დაწესებულებას აბრალებენ.

_გარდა ამ პრობლემისა, კიდევ რას ეხება პატიმრების საჩივრები?

_ ასევე გვქონდა რამდენიმე საჩივარი დიეტურ კვებასთან დაკავშირებით. მათთვის, ვისაც ესაჭიროება სპეციალური საკვები, დაწესებულებამ ამის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

იყო მაღაზიასთან დაკავშირებული საჩივრებიც. გვწერდნენ, რომ ის ნივთები საკმარისი არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო განსაზღვრული.  ესეც დეტალურად შევისწავლეთ. ისედაც არ იყო, როგორც პატიმრები იწერებოდნენ, მაგრამ საკმაოდ ბევრი ხარვეზი გამოვლინდა შემოწმების შემდეგ.

_ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში პატიმრები საუბრობენ ე.წ. კარცერების მდგომარეობაზე. თუ აქვს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შემოწმებული ეს საკნები და რა მდგომარეობაა იქ?

_ ეს საკნები სპეციალურად არის განსაზღვრული იმისთვის, რომ არ იყოს საკანში ისეთი ნივთები, ინვენტარი ა ავეჯი რომლითაც პატიმრები შეძლებენ თავის დაზიანებას. ამ საკანში მართლაც არაფერია და არ არის იმიტომ, რომ პატიმარმა თვითდაზიანება არ შეძლოს. აქ ათავსებენ პატიმრებს ისეთ შემთხვევაში, როცა არის  იმის რაიმე საფრთხე, რომ პატიმარი თვითდაზიანებას მიიყენებს. ეს საკნები შემოწმებული აქვთ ჩვენს წარმომადგენლებს. ეს საკნები მართლაც შორს არის იმ საერთაშორისო სტანდარტებისგან, რაც უნდა იყოს. კედლები ბეტონისაა და თვითდაზიანების მიყენება ამითაც შეიძლება. მაგრამ ეს საკნები არის იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პატიმრების თვითდაზიანების საფრთხე.

_ჩვენთან გამოგზავნილ წერილში პატიმრები აღნიშნავენ, რომ საკნის კედლები სისხლიანია და ამას ციხის ადმინისტრაცია განგებ არ წმენდს, რომ პატიმრებზე იქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ... რამდენად არის შესაძლებელი რომ მსგავსი რა ხდებოეს?

 _ ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ციხის ადმინისტრაცია ამას განგებ აკეთებს, რომ  პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაამძიმოს. ამას ლოგიკური ახსნაც არა აქვს. პირიქით, ციხის ადმინისტრაციისთვის უფრო რთულია ციხის მართვა, როდესაც იქ სტრესის ქვეშ იქნებიან პატიმრები. ვცდილობთ,  ყოველი ასეთი მომართვის შემდეგ ბოლომდე გამოვიკვლიოთ ეს საკითხი და უმრავლეს შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება არ დასტურდება.

_კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ გრძელვადიან და მოკლევადიან პაემნებს შეეხება. როგორც წერილშია აღნიშნული, ციხის ადმინისტრაცია მათ არ აძლევს შეხვედრების უფლებას. თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?

ეს არის ჩვეულებრივი სანქცია. როდესაც პატიმარი ჩაიდენს გადაცდომას, დაარღვევს შინაგანაწესს, რომელიც დადგენილი აქვს  დაწესებულებას, მისთვის სანქციის  სახით გამოიყენება შეზღუდვები - გრძელვადიანი, მოკლევადიანი პაემნის აკრძალვა, ეს არის ჩვეულებრივი სახდელის ზომა. გარდა ამისა, შესაძლებელია სახდელის ზომად გამოყენებული იყოს კორესპონდენციის გაგზავნის შეზღუდვაც. ამ შეზღუდვაზე ვმუშაობთ, რომ დამატებითი რეგულაციები არსებობდეს. მაგალითად, აკრძალვის შემთხვევაშიც კი, პატიმარს რომ ჰქონდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაკავშირების უფლება.

 _როდიდან შეიძლება ეს რეგულაციები დაწესდეს?

_არ არის ჯერ ამაზე საუბარი როდის შეიძლება დაწესდეს ეს რეგულაციები. ჩვენ ამას როგორც მოსაზრებებს, ასე ვამუშავებთ.

_როდისთვის იგეგმება სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლა ამ დაწესებულებაში ?

_რამდენიმე დღის წინ იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე და თუკი იქნება მომართვა ან დამატებითი საჩივარი, რომელიც მოითხოვს მონახულებას პატიმარი, შევალთ. ჩვენი წარმომადგენელი ყოველ კვირას შედის ამ დაწესებულებაში.

ამავე თემაზე: 

„აგრესიულობით გამორჩეული“ პატიმრების გამიზნული ქმედება თუ რეალობა - რა ხდება ბათუმის ციხეში




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?