"ჯავახიშვილმა გამასწრო სხდომიდან და შერგელაშვილი ლამის შემომაკვდა"

მთავარი თემა

"ჯავახიშვილმა გამასწრო სხდომიდან და შერგელაშვილი ლამის შემომაკვდა"

24 მარ. 2016, 14:32:15

გასულ კვირას, "გურია ნიუსის" ინიციატივითა და ორგანიზებით, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" მთის კანონის განხილვა გაიმართა.

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობასთან ურთიერთობის და დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსი, მთის განვითარების საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები და იმ სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ამ სტატუსის მიღების პრეტენზია აქვთ.

სტუმრები მოსახლეობას კანონზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვრცლად ესაუბრნენ და შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს.

ოთარ კონჯარიამ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას კანონის დადებით მხარეებზე ვრცელი განმარტება მიაწოდა. მისი განმარტებით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

გამონაკლის შემთხვევაში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

მაღალმთიანის სტატუსი უკვე მიანიჭეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს _ ზოტსა და ჩხაკაურას. როგორც შეხვედრაზე მყოფმა ზოტის მაჟორიტარმა დეპუტატმა უშანგი ართმელაძემ აღნიშნა, სტატუსი სოფელში მცხოვრებ 600 პირს აქვს მინიჭებული, თუმცა, ზოტში 900-მდე ადამიანი ცხოვრობს.

კონჯარიას თქმით, ეს ადვილად მოსაგვარებელი საკითხია და იმ ადამიანებმა, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა მიმართონ.

სტატუსის მისაღებად ერთი აუცილებელი პირობაა _ პირი მაღალმთიან დასახლებაში 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს.

კონჯარიას განმარტებით, სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. განცხადებას უნდა დაერთოს: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია აუცილებელია _ სხვა შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს სტატუსს.

პირი, რომელიც ფაქტობრივად 9 თვეზე მეტი ვადით ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში და რეგისტრირებულია სხვა მაღალმთიან დასახლებაში, ვალდებულია დარეგისტრირდეს იმ მაღალმთიან დასახლებაში, სადაც მუდმივად ცხოვრობს და მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ოთარ კონჯარიას თქმით, მთის ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიანი დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭებისათვის დაადგინა სამი კრიტერიუმი: დემოგრაფიული კრიტერიუმს დასახლება აკმაყოფილებს, თუ მისმა მოსახლეობამ წინა (2002 წლის) აღწერასთან შედარებით დაიკლო 25%-ზე მეტით, ან მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია; სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმს დასახლება აკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, თუ მის მცხოვრებთა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანი ფართის ან სახნავ-სათესი მიწის ფართის ნახევარზე მეტი ვერ მუშავდება სტანდარტული სასოფლო-სამურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში; მესამე კრიტერიუმი განსაზღვრავს დასახლების მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებასა და შესაბამისად, სახელმწიფო სერვისებთან წვდომას. ამ კრიტერიუმით გათვალისწინებულია მუნიციპალური ცენტრიდან დასახლებამდე არსებული გზის ხარისხი და სირთულე, ასევე, დასახლების ზღვის დონიდან სიმაღლე.

ზღვის დონიდან 800-დან 1000-მეტრამდე მდებარეობისას, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება სამიდან ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო 1000-დან 1500-მეტრამდე მდებარე დასახლება მაღალმთიანად ჩაითვლება, თუ სამიდან ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს.

კონჯარია ამბობს, რომ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შიტანეს ზღვის დონიდან 800-დან 1500 მეტრამდე ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე ის დასახლებები, რომელთა პარამეტრებმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

ამ სტატუსის მიღებაზე პრეტენზიები აქვთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ქვაბღის, ნაბეღლავის, დიდივანის, შუასურებისა და ზემოსურების მოსახლეობას; სტატუსის მინიჭებას ითხოვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის, ასკანის, ვაკიჯვრის, გომის და ჯუმათის მოსახლეობა.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.

ოთარ კონჯარიას თქმით, დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, დასახელებული სოფლებიდან მონაცემები საბჭოს უკვე წარედგინა, თუმცა, სტატუსის მიღების ყველაზე დიდი შანსი სოფელ ქვაბღას აქვს:

_ ჩვენ ყველა სოფლიდან მიღებული დოკუმენტაცია მივაწოდეთ საბჭოს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველაზე კარგი ნამუშევარი ჰქონდა სოფელ ქვაბღას. სოფლის სკოლის პედაგოგებმა კარდაკარ იარეს, ყველა უწყება შემოიარეს. ნონა ქილიფთარი ის ქალბატონია, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს. მისი დიდი წვლილია იმაში, რომ ქვაბღა ამ სტატუსის მიღებას შეძლებს, _ აღნიშნა შეხვედრაზე მოსულმა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა თქვა, რომ უსამართლობაა, რომ ეს სტატუსი არ მიანიჭეს იმ სოფლებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ:

_ როდესაც ამ კანონზე მუშაობა დაიწყო, მეც აქტიურად ჩავერთე. მაშინ ითქვა, რომ სტატუსი მიენიჭებოდა იმ სოფლებს, რომლებსაც ანალოგიური სტატუსი 1999 წელს ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ეს სოფლები იქნებოდა ქვაბღა, დიდივანი, შუასურები, ზემოსურები. ამის გამო, საბჭოს სხდომაზე მადლობაც გადავუხადე მთავრობას და ერთ საათში გავიგე, რომ აღნიშნული სოფლები სიაში არ შედიოდა. ნოდარ ჯავახიშვილმა გამასწრო სხდომიდან და მისი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი ლამის შემომაკვდა.

მე კანონმდებელი ვარ და ჩემს შეცდომასაც ვაღიარებ, თუმცა, თამამად გეტყვით, რომ რაც შემეძლო, ვიბრძოლე.

მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მასაც დავურეკე, ვუთხარი, რომ ყველა სოფელი უნდა მოხვედრილიყო ნუსხაში, რადგან საშინელებაა, როცა მთაში ცხოვრობ და ამ სტატუსს არ მოგცემენ. მე, ალბათ, უნდა შემეტანა კორექტირება. ახლა გვიანია ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რადგან შეიძლება მომავალში უფრო მეტი რამ გავითვალისწინოთ. ამ კანონს, ჩემი ღრმა რწმენით, მთის კანონი არ უნდა ერქვას, არ უნდა მსჯელობდე სიმაღლის მიხედვით. მიდგომა არის ასეთი _ სადაც ხალხის რაოდენობა ნაკლებია, იმ სოფელს დაფინანსებაც ნაკლები ეკუთვნის. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს პირიქით _ სადაც ხალხის რაოდენობა ნაკლებია, იმ სოფელს უნდა ჰქონდეს მეტი. თუ დაფინანსება ექნება მთას, ბარში მით უფრო ნაკლები ხალხი დარჩება. ბუნების კანონია _ სადაც დიდია დაფინანსება, იქეთ ხდება ადამიანების მიგრაცია. ამიტომაა, რომ ჩოხატაური იცლება. ჩემი მიზანია, რომ ხალხი უკან დავაბრუნო, _ აღნიშნა შეხვედრაზე თემურ ჭკუასელმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელის გულწრფელმა ნათქვამმა იმის შესახებ, რომ სტატუსის მიღების შანსი, ქვაბღის გარდა, სხვა სოფლებს არ აქვთ, სურების ხეობის, ნაბეღლავის, მთისპირის, ჯუმათის, გომის და შეხვედრაზე მყოფი სხვა სოფლების წარმომადგენლები გააღიზიანა. მათი პოზიცია მხარის, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ სოფლებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ:

_ სოფელ მთისპირის მოსახლეობას დიდი ხანია, ვპირდებით პრობლემების მოგვარებას, თუმცა, ვერ ვახერხებთ. ამ სოფელში არც გზაა და არც კვალი. მოლოდინის მიუხედავად, ვერც სტატუსი მიიღეს და არც შეღავათებით სარგებლობენ. არადა, მათ ჰქონდათ მთის სტატუსი და ბუნებრივია, რომ ისინი აღდგენას ითხოვენ, _ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

ამის საპასუხოდ ოთარ კონჯარიამ განმარტა, რომ იმ სოფლებს, რომლებსაც ადრე სტატუსი ჰქონდათ, არასწორად მიანიჭეს და მაშინაც იყო გაურკვევლობები.

_ ვულკანი გვინდა და ავიწევით ცოტა მაღლა, იქნებ, ამან მაინც გვიშველოს, _ იუმორი ჩართო თემურ ჭკუასელმა, რაც გურულებს კომენტარის გარშე არ დაუტოვებიათ: _ კიდევ ვულკანი გვინდა ჩვენ?!

შეხვედრაზე აქტიურები იყვნენ სოფლების მაჟორიტარი დეპუტატებიც, რომლებიც ხალხის ხმას ახმოვანებდნენ და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ამ სტატუსის მიღება დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მიგრაციას შეაჩერებს:
_ მე აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი ხალხის სათქმელი გადმოგცეთ და მათაც გავაგებინო, რა შანსი აქვთ. ამობრძანდით ასკანაში, ნახეთ რა მდგომარეობაა. გზა არაა, სოფელი თანდათან იცლება, მკვეთრად იკლო შობადობამაც, _ აღნიშნა სოფელ ასკანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია მამალაძემ.

ზემოსურების მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ სოროზანიშვილის თქმით, ხელისუფლება ხალხთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ამის დასტური ეს შეხვედრაცაა:

_ ჩვენს ხეობას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ ამ სტატუსს მიიღებდა. გვესმის სახელმწიფოს მდგომარეობაც, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ. ჩვენი მიზანია, რომ სოფელში ხალხი დაბრუნდეს. თამამად ვიტყვი, რომ ხელისუფლება ხალხთან ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა. ამის დასტურია ეს შეხვედრაც და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "გურია ნიუსს" ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვისთვის. ასევე, მადლობა მინდა გითხრათ, რომ გვეხმარებით და უკვე მზად არის სურების გზის ასფალტირების პროექტი. არ ვამბობთ, რომ არაფერი კეთდება, მაგრამ დიდი თხოვნაა, დაგვეხმაროთ ამ სტატუსის მიღებაში, _ აღნიშნა სოროზანიშვილმა.

ზემოსურების მაჟორიტარ დეპუტატს მხარი კოლეგებმაც დაუჭირეს. საკრებულოს წევრმა, ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა მანანა მინდაძემ აღნიშნა, 4 წელია სურებში მიწები ტრაქტორს არ დაუხნავს, რადგან მისასვლელი გზა არაა. მისივე თქმით, მზად არის შესაბამისი ცნობაც გასცეს და მსგავსი ცნობა უკვე მისცა ქვაბღის მოსახლეობას: _ თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ სურებიდან არავინ მოსულა ჩემთან ამ ცნობის ასაღებად, _ დასძინა მინდაძემ.

საკრებულოს წევრმა, საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ მაია პაიჭაძემ საკუთრი საექიმო მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სურებში კილომეტრების გავლა ფეხით უწევდა: _ სურები ყველა კრიტერიუმს რომ აკმაყოფილებს, ამას ჩემი საექიმო პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით. 5 კილომეტრი გამივლია ფეხით, რომ მშობიარე გადამერჩინა. მგონი არავინ დავობს, რომ სურებში გზის პრობლემაა, სამედიცინო პუნქტიდან დიდი მანძილითაა დაშორებული და თუ ვინმე იმსახურებს ამ სტატუსს, ერთ-ერთი სურებია, _ თქვა პაიჭაძემ.

ოთარ კონჯარიას თქმით, სურების მსგავსი პრობლემა ბევრ სოფელს აწუხებს და ნურავინ იფიქრებს, რომ სტატუსის მიღებით მიგრაცია შეჩერდება:

_ როდესაც ამ საკითხზე ვმუშაობდით, ჩამოვიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. მათ თქვეს, რომ ალპებში 3 000 ევროს აძლევენ ერთ ადამიანს იმისთვის, რომ მაღალ მთაში იცხოვროს, თუმცა, მოსახლეობის მიგრაცია იქაც დიდია. ამიტომ, დამერწმუნეთ, მიგრაციის პროცესს სტატუსის მიღება ვერ შეაჩერებს, _ აღნიშნა კონჯარიამ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ სოფლებში, რომლებიც სტატუსის მიღებას ელოდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს, მთავრობა ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს:

_ არ იფიქროთ, რომ უყურადღებოდ დაგტოვებთ. მაგალითად, სურებში უკვე დასრულდა გზის პროექტის გაკეთება და მიმდინარეობს მუშაობა თანხის მოძიებაზე _ 8 მილიონ ლარზეა საუბარი. იგივე შემიძლია გითხრათ მთისპირზე. ყველა იმ სოფელში, სადაც პრობლემებია, თანდათან ვცდილობთ მოვაგვაროთ _ ეს იქნება გზა, წყალი თუ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად მთავრობას უნდა ხალხის დახმარება, მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის საშუალება, ყველა ადამიანს დავეხმაროთ. ეს საბიუჯეტო თანხებია და მაქსიმალურად სწორად უნდა გავანაწილოთ, _ თქვა კონჯარიამ.

შეხვედრა ივლიტას ბიბლიოთეკაში 3 საათს გაგრძელდა დ სტუმრებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მოსახლეობის ყველა კითხვას უპასუხეს.

_ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "გურია ნიუსს", რომელმაც მოგვცა საშუალება ამ ფორმატში, მოსახლეობისთვის პირადად აგვეხსნა სიტუაცია და გაგვეცნო არსებული რეალობა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, _ თქვა კონჯარიამ, რაზეც თემურ ჭკუასელი და გია სალუქვაძეც დაეთანხმნენ.

ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია და ხშირად უნდა გაიმართოს.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...