ოზურგეთის სასამართლომ "კაპროვანის" მიწებზე დავა განუხილველად დატოვა

მთავარი თემა

ოზურგეთის სასამართლომ "კაპროვანის" მიწებზე დავა განუხილველად დატოვა

25 მარ. 2016, 22:43:51

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2016 წლის  22 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განუხილველი დატოვა, რადგანაც მხარემ ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში  დოკუმენტის ან რაიმე სახის უფლებამონაცვლეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა პროცესში მონაწილე აწ. გარდაცვლილი მამია ჯანელიძის უფლებამონაცვლეობის შესახებ.

მამია ჯანელიძის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს.2015  წლის 16 ივნისის განჩინებით შეჩერდა.

საქმე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ. "კაპროვანის" მიწის  ნაკვეთებზე დავას, რომელიც  ჯერ კიდევ 2008 წელს  დაიწყო.  

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 2015 წლის 16 ივნისს გაიმართა, ამის შემდეგ პროცესი შეწყდა და 22 მარტს  გაიმართა.

როგორც დაზარალებული მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს,  ერთ-ერთმა პიროვნებამ, როლანდ ჯანელიძემ რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მთლიანად მიითვისა,  რის საწინააღმდეგოდაც დაახლოებით 68  მესაკუთრემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ნატანებისა და ვაკიჯვრის თემს წარმოადგენს.

დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრული იქნა ორი სარჩელი და თითოეულმა სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა, ასევე რამდენჯერმე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.  

აღსანიშნავია, რომ  ამ საქმეთა წარმოების შედეგად ყველა სახის სამართალწარმოება  მიწის მესაკუთრეთა სასარგებლოდ დამთავრდა.

2012 წელს უზენაესმა სასამართლომ დავა შეწყვიტა და დაზარალებული მოსახლეობა გაამართლა.

2012 წელს უზენაესმა სასამართლომ ასევე  დაადგინა, რომ მიწები ეკუთვნოდა ხალხს, ოფიციალურად  დაუბრუნდათ კიდეც  და მიეცათ საშუალება, რომ ამ მიწებით ესარგებლათ, დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში  და მიწებიც  დაიკანონეს.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით  სსიპ  სახელმწიფო ქონების  მართვის სააგენტომ სარჩელი  სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრა და მოითხოვა 68 მესაკუთრეზე რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა.

სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის  სააგენტომ" მოითხოვა, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემულ  მიწის ნაკვეთებზე   ამ ადამიანების საკუთრების უფლების გაუქმება და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.

სასარჩელო მოთხოვნა ასეთია: "ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ყველა ის გადაწყვეტყილება, რომლითაც განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია".

ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი  ოფიციალური დოკუმენტების  საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 11 მარტს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება წარედგინა, რომელიც  ეხებოდა ოზურგეთში სოფელ ვაკიჯვარში  (კაპროვანი) მდებარე უძრავ ნივთზე  რეგისტრირებულ  უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.

" მოგახსენებთ, რომ ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში (ე.წ. კაპროვანი) მდებარე უძრავი ნივთზე,დაუზუსტებელი ფართით 205200 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრების უფლება რეგისტრირებულია29.08.10 წლიდან, ხოლო ჯერ 10.05 04 წლიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გახლდათოზურგეთის რაიონის გამგეობის საკუთრება და მიწის  ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო 49წლიანი ვადით იჯარის უფლებით,  მოიჯარე  - როლანდ ჯანელიძე"_აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტაციაში, სადაც ასევე საუბარია 2012 წლის 5 მარტის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:

"გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ლ.ლაღიძის 2012 წლის 5 მარტის დადგენილებით გახდა ცნობილი,  სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის შესახებ.  

მართალია შეწყდა გამოძიება ოზურგეთის მუნუციპალიტეტის ვაკიჯვარის თემის სოფელ ფამფალეთის აგრარული რეფორმის კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე, თუმცა გამოძიების პროცესში ცალსახად იქნა დადგენილი, რომ კომისიის წევრების მიერ ვითომდა მოქალაქეებზე კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა ზღვისპირა ზოლში,  ე.წ. კაპროვანის ტერიტორიაზე ფამფალეთის კუთვნილი ტერიტორიების დანაწილება.

"აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, მიგვაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინასადავო რეგისტრაციები, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციებით უსაფუძვლოდ შეილახასახელმწიფო საკუთრების უფლება ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში  მდებარე უძრავ ნივთზე."

დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იკვეთება ახალი დეტალი, რომელიც საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ ირკვევა:

"საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ გაირკვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ შპს ,"აზერბაიჯანული-ქართული ბიზნეს ჯგუფის" დირექტორმა როლანდ ჯანელიძემ 2014 წლის  25  აპრილს განცხადებით მიმართა მაშინდელ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელშიც მიუთითა, რომ ეს ფირმა აპირებს საქართველოში ზღვისა და მთის ტურიზმისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებას, ასევე ქართული კულტურის მხარდაჭერას და ა.შ. ამავე წერილში, აღნიშნულია, რომ ჯანელიძეს იჯარით აღებული ჰქონდა 20,52 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა მოქალაქეებზეა (საუბარია ამჟამინდელ მოპასუხეებზე) გაცემული საკუთრებაში. რომელშიც ჯანელიძე მიუთითებს იმ უსამართლობაზე და ითხოვს სამართლიანობის აღდგენის სახით მისთვის პირდაპირი წესით მიწის მიყიდვას. ამავე წერილის შინაარსიდან:  - "ერთი სიტყვით გაგვაჩნია, მორალური და სამართლებრივი საფუძველი ჩემი ოჯახის მიერ ათწლეულებით ნაშრომ საიჯარო ნაკვეთზე - გთხოვთ სამართლიანობის აღდგენას,  აქვე -  "გთხოვთ კანონით დაგენილი პროცედურების გავლით პირდაპირი მიყიდვის წესით მოგვცეთ ზემოთ დასახელებული მიწის ნაკვეთები."

მხოლოდ ზემოთხსენებული წერილი დარჩა საკმარისი გაუქმება, ისე, რომ არ გაითვალისწინა ადრეულ წლებში მიმდინარე სასამართლო განხილვის შედეგები, რა დროსაც საქმის განხილვისას მხარის უფლებებით ჩართული გახლდათ სახელმწიფო ორგანო, რომლის უფლებამონაცვლეც ამჟამად სააგენტო გახლავთ და თუ რაიმე სახის პრეტენზია გაჩნდა მოქალქეების მიმართ ამ დავის მიმდინარეობისას, უნდა განეცხადებია. ფაქტია, რომ სააგენტომ საქმის გარმოებების ყოველმხრივი შესწავლის და მოქალაქეების აზრის გათვალისწინების გარეში იმისათვის, რომ სსიპ  "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს" სარჩელით მიემართა და მოეთხოვა სოფელ ნატანებისა და ვაკიჯვარის მოსახლეობაზე მიწის რეფორმით გაცემულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლება დაიწყო როლანდ ჯანელიძის თხოვნის შესრულება სარჩელის წარდგენის გზით.

ცნობისათვის სწორედ როლანდ ჯანელიძესა და მესაკუთრეების ჯგუფს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ადრეულ წლებში, რაც მოქალაქეების ჯგუფის სასარგებლოდ დამთავრდა. ამასთანავე იგი გახლავთ მამია ჯანელიძის შვილი, რომელსაც ასევე უჩივლა სააგენტომ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერება იგივე მამია ჯანელიძის გარდაცვალების გამო შეჩერდა. ამ დროისათვის საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსახლეობასა და სსიპ "სახელმწიფო ქონების სააგენტოს" შორის მიმდინარეობს სერიოზული დაპირისპირება რეფრომით გაცემულ მიწების თაობაზე, მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაგვიანებაც კი საკუთრების უფლების დაკარგვას ნიშნავს და სოფლის მოსახლეობას ყოველი გოჯი მიწისათვის ნამდვილი ბრძოლა უწევს სახელმწიფოსთან, რომელიც წესით მისი უფლების დამცველი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ სოფლის მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელობა და მერე ისიც წარმოიდგინეთ რა ჭკუაზე დადგება მიწაწართმეული გლეხი, რომელმაც ვერაფრით ვერ გაარკვია რას ემართლებოდა სახელმწიფო ან კიდევ რატომ წაართვეს რეფორმით გადაცემული მიწის ნაკვეთი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გადახედოს სოფლის მოსახლეობასთან ამდაგვარი დამოკიდებულების პოლიტიკას და რეალურად უნდა აამუშაოს მის ხელთ არსებული მედიაციის საშუალებები, რომელიც ამ დროისათვის მხლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად ვერ ახდენს მოქალქესა და ხელისუფლებას შორის არსებული კონფლიქტების ვერც პრევენციას და ვერც აღმოფხვრას." _ აღნიშნავს ჩავლეშვილი.




 ახალი ამბები
  • ურეკში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩოდღეს, შუადღისას, ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ გაიტაცა. მასთან ერთად მისი ბიძაშვილიც იმყოფებოდა. მაშველმა ერთი მათგანის გადარჩენა შეძლო, მეორის შველა კი ვერ მოხერხდა. მას ამ დრომდე ეძებენ. „გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ... ...
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...