დისკრიმინაცია რელიგიის სახელით და ფაქტები, რომელსაც სახალხო დამცველი სწავლობს

მთავარი თემა

დისკრიმინაცია რელიგიის სახელით და ფაქტები, რომელსაც სახალხო დამცველი სწავლობს

2016 მარ 28 00:17:16

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღეების შემდეგ, თითქმის 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს, დისკრიმინაციის გამო, 145 განცხადებით მიმართეს, აქედან, 109 საქმის შესწავლა დასრულებულია.

რამდენად ხშირია რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტები, როგორც რეაგირებს სახელმწიფო კონკრეტულ შემთხვევებზე და რა რეკომენდაციებს აწვდის მთავრობას სახალხო დამცველი. "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს მაკა სტივენსონ ესაუბრა.

_ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების შემდეგ რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და რამდენმა მომჩივანმა მომართა სახალხო დამცველის ოფისს?

_კანონის ამოქმედების დღიდან სახალხო დამცველის ოფისში სულ შემოვიდა 145 განცხადება. აქედან 109 საქმის შესწავლა უკვე დავასრულეთ. 37 განცხადება ვცანით დაუშვებლად, რადგან აშკარად დაუსაბუთებელი იყო და საერთოდ არ იკვეთებოდა დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდი. 40 საქმე შევწყვიტეთ, რადგან საქმის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, ასევე 13 საქმე გადავეცით სხვა დეპარტამენტს, რადგან იკვეთებოდა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა უფლების დარღვევას და არა დისკრიმინაციას. გამოვეცით 8 რეკომენდაცია და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, გამოვეცით სამ წინადადება. ამჟამად მიმდინარეობს, 36 საქმის შესწავლა.

_რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები თუ დაფიქსირდა?

_უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრების დაახლოებით 11% ეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. მომჩივანები სადაოდ ხდიან იმ ფაქტს, რომ ისინი დაექვემდებარნენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, თუმცა, სახალხო დამცველს ამ ეტაპზე არცერთ საქმეზე არ დაუდგენია რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, რამდენიმე მათგანის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.

თუმცა სახალხო დამცველმა წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, სამი მოსაზრება, რომელიც ეხება სწორედ რელიგიური ნიშნით მომხდარ სავარაუდო დისკრიმინაციას. აღნიშნული ფაქტები ეხება რელიგიური ნაგებობების ენებლობას და რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების ენებლობას. ორი საქმის წარმოება კვლავ მიმდინარეობს სასამართლოში და არ ვიცით რა შედეგით დამთავრდება.

ხოლო ერთ საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა დისკრიმინაციას და ამჟამად საკასაციო წესით გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში.

_ რას ნიშნავს "სასამართლოს მეგობრის მოსაზრება" და რა უფლებას ანიჭებს ეს სახალხო დამცველს, არის თუ არა ამ მოსაზრების შესრულება სავალდებულო?

_ სახალხო დამცველი ცდილობს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენისას იყოს ობიექტური და თავი შეიკავოს კონკრეტული ფაქტების შეფასებისგან. ეს ეწინააღმდეგება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენის პრინციპს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის იდენტიფიცირება, სხვადასხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებების ანალიზი რომელიც მიეწოდება სასამართლოს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია რომ ამ სტანდარტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საქმის განხილვა.

_ანუ სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.

_არა, სავალდებულო არ არის.

_სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაციებით მიმართვის უფლება უწყებებისთვის. რამდენ უწყებას მიმართეთ დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირეით რეკომენდაციით და თუ იკვეება რომელიმე შემთხვევაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი?

_ სახალხო დამცველს გამოცემული აქვს 8 რეკომენდაცია. თუმცა არცერთი მათგანი არ ეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. არის სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გამო დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაცია და სხვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სადაც დადგენილია დისკრიმინაცია, შესასრულებლად სავალდებულოა საჯარო დაწესებულებებისთვის. ხოლო თუ სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ უპასუხა საჯარო დაწესებულებამ, სახალხო დამცველს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ჯარიმის დაკისრება. იმ შემთხვევაში კი, თუ საჯარო დაწესებულებამ არ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია მაშინ სახალხო დამცველს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის აღსრულება სასამართლოს ძალით.

_ ძალიან საინტერესო შემთხვევები გვაქვს რელიგიურ ნაგებობათა მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით. ბევრ შემთხვევაში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ექმნებათ ეს პრობლემები. რამდენად ხშირია ეს შემთხვევები, როდესაც არ ეძლევათ უფლება, რომ რელიგიური ნაგებობა ააშენონ?

_ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის კუთხით საქმეების შესწავლა დაიწყო, ამგვარი მხოლოდ ორი განცხადებაა შემოსული. ერთი მათგანი ეხებოდა თერჯოლაში მშენებლობას, ხოლო მეორე მათგანი ეხება რუსთავში რელიგიური ნაგებობის მშენებლობას.

_რა შედეგები გვაქვს?

_როდესაც შემოდის განცხადება სახალხო დამცველის ოფისში დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით და იგივე მოსარჩელე მიდის სასამართლოში, სახალხო დამცველი ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს. შესაბამისად, ის საქმეები, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და ეხებოდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, რელიგიური ნაგებობების მშენებლობას, გასაჩივრებული იყო სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ აღნიშნული საქმეების წარმოება, თუმცა წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. აქედან, თერჯოლაზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ჰქონდა ადგილი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო რუსთავის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

_ სახალხო დამცველი ასევე სწავლობს სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებსაც. თუ არის დაფიქსირებული სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები?

_ სახალხო დამცველთან შემოვიდა რამდენიმე განცხადება, რომელიც ეხებოდა სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტს, მაგრამ  პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ მოგვმართა ორგანიზაციამ, რომელმაც გვთხოვა რეაგირების მოხდენა და არა კონკრეტულმა დაზარალებულმა. შესაბამისად, ამ ფაქტებზე ჩვენთვის გარკვეული ინფორმაციის მოძიება გაძნელდა. ვინაიდან, ის განმცხადებლები, რომლებიც უთითებენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ანონიმური განმცხადებლები არიან. მტკიცებულებების შეგროვება ამ მხრივ ძნელდება. თუმცა, თუ ანალიზს გავაკეთებთ ანონიმურად გამოკითხული ადამიანების მონაყოლიდან, ასევე სხვადასხვა არასამავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან დავინახავთ, რომ განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებული რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხი სკოლებში კრიტიკულია. გვხვდება ისეთი სკოლები, სადაც სწავლობენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, არის ხატები, ლოცვები, ოძღვრის მოწვევა და ბავშვების დალოცვა. ხდება რელიგიური უმცირესობების ბავშვების ეკლესიაში წაყვანა. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თავს ვალდებულად თვლიან, რომ ხატებს და ჯვარს ემთხვიონ.

თუმცა, კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე საქმის შესწავლა ჩვენ დავასრულეთ და გამოვეცით რეკომენდაცია, ისევ და ისევ მოწმეთა არასაკმარისობის გამო. ეს შეიძლება იყოს ნდობის საკითხი, შიშის საკიხი, ვინაიდან, არ სურთ, რომ მათი შვილები გახდნენ უფრო მეტად დისკრიმინირებული და შევიწროვებულები. ძალიან ერიდებიან აღნიშნულ საკითხებზე  გულღიად საუბარს. იყო შემთხვევა სკოლაში, როდესაც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვი სკოლაში ძალიან შევიწროებულად გრძნობდა, მაგრამ ძნელი გახდა მისთვის ჩვენამდე და განათლების სამინისტროში მოსვლა იმ მიზეზის გამო, რომ მას შიში აქვს უფრო მეტად შევიწროვების და მდგომარეობის გაუარესების.

_ ანუ სახალხო დამცველისთვისაც კი, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება ძნელია ინფორმაციის მოპოვება?

_ დიახ, ძნელია ინფორმაციის მოპოვება. რადგან კერძო პირები, დაწესებულებები  საერთოდ არ არიან ვალდებულნი სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე. მეორე შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იკავებს თავის თვითონ ინფორმაციის მოწოდებისგან, ჩვენ არა გვაქვს ფაქტის შესახებ სრულყოფილი  ინფორმაცია, რომ შევისწავლოთ და დავადგინოთ ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციას. სკოლის შემთხვევა ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც მართლა არ გვყავს დაზარალებულები. არ უნდათ რომ მოგვმართონ და მათი საქმეები შევისწავლოთ.

_რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრომ?

_ ვიცი, რომ რამდენიმე განცხადება განათლების სამინისტროშიც არის შესული, რომელიც ეხება ხატების და ჯვრების გამოკვრის საკითხს. ყველა შემთხვევაში, როდეაც შევიდა მათთან განცხადება, მოახდინეს სკოლის რევიზია, შემოწმება და ხატებისა და ჯვრების აღება. თუმცა, ხატებისა და ჯვრების აღებით სკოლაში სიტუაცია არ გამოსწორდება, ვინაიდან, იქ შევიწროვების და  დისკრიმინაციის ფაქტები მოდის ბავშვებიდან, მშობლებიდან გარკვეულწილად მასწავლებლებისგან და მენტალიტეტისგან.

სკოლებში მასწავლებლებს ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენ თუ შევძლებთ რელიგიური უმცირესობების ბავშვის მოქცევას მართლმადიდებლობაზე, ეს იქნება დიდი გამარჯვება. ასეთი მონდომებულები არიან  ხოლმე ამ ბავშვების მიმართ, რომ რელიგია შეაცვლევინონ.

_გამოდის, რომ პედაგოების მხრიდანაც ხდება დისკრიმინაცია.

_არის დაფიქსირებული შემთხვევები. ვიმეორებ, რომ არ დაგვიდგენია დისკრიმინაცია, მაგრამ ანონიმური გამოკითხვებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არასამთავრობოების ანგარიშებიდანაც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და პროზელიტიზმს ბავშვების მიმართ.

_ რა შეიძლება გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?

_ პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება განათლების შესახებ კანონის სწორი და ეფექტური იმპლემენტაცია. აუცილებელი გარკვეული გაიდლაინი, სახელმძღვანელო პრინციპების სახელმძღვანელოს შემუშავება განათლების სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის. მასწავლებელი რომ წაიკითხავს სკოლაში პროზელიტიზმი და დისკრიმინაცია არის აკრძალული, ზუსტად იცოდეს, რას ნიშნავს ეს სიტყვები. რა ეკრძალება მასწავლებელს, რა სიტყვების გამოყენება, რა ქცევის განხორციელება და ა.შ. ყველა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი სახელმძღვანელო არსებობს, მასწავლებელმა ზუსტად იცის საკუთარი უფლებამოვალობების სესახებ და რა რეაგირება უნდა მოახდინოს როდესაც ხდება დისკრიმინაციის ფაქტი. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ არსებობს და მასწავლებლებსაც შეიძლება ვერ მოვთხოვოთ ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მსგავს შემთხვევაში, როდესაც განათლების სამინისტროსაც არა აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული.

_ გარდა სკოლებისა, სხვა უწყებებიც არღვევენ რელიგიური ნიშნით ადამიანების უფლებებს. სახალხო დამცველს აქვს საბაჟო გამშვებ პუნქტზე რელიგიური ნიშნით შევიწროვების ფაქტის შესახებ საქმის შესწავლა დაწყებული. რა შეგიძლიათ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

_ ჩვენ მოგვმართა სამ განმცხადებელმა და მათ აღნიშნეს, რომ რელიგიური ლიტერატურის გადატანის დროს სარფის გამშვებ პუნქტზე მათ შეექმნათ პრობლემები. კერძოდ, ისინი  გააჩერეს, დაუსვეს შეკითხვები, ალოდინეს, მოხდა წიგნების სურათების გადაღება, საბოლოოდ,  მათი გაშვება მაშინ მოხდა, როდესაც სახალხო დამცველთან ან ადვოკატებთან დაკავშირება მოითხოვეს. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ ჰქონდათ ფაქტი, როდეს წიგნების კონფისკაცია მოხდა. აღნიშნული საქმის შესწავლა დავიწყეთ, გამოვითხოვეთ ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია მიღებული არ გვაქვს და ველოდებით. რომ დავაზუსტოთ, ეს არის რელიგიური უმცირესობების მიმართ შევიწროვების, სავარაუდო დისკრიმინაციის  ფაქტი.

_ჩვენ გვაქვს გამოკითხვა დაცულია თუ არა რელიგიური მრწამსის თავისუფლება. ზოგადი შეფასება რომ გაგვიკეთოთ. დაცულია თუ არა ეს უფლება ქვეყანაში?

_ გააჩნია როგორი კრიტერიუმებით შევაფასებთ. თუ ჩვენ შევადარებთ რა სიტუაციაც ახლა არის საქართველოში, იმას, რაც ხდებოდა 90-იან ან 2000-იან წლებში, ვიგრძნობთ, რომ სიტუაცია არის საგრძნობლად გაუმჯობესებული. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ არ ეშლებათ ხელი რელიგიურ უმცირესობას საკუთარი მრწამსის განხორციელებაში. თუმცა, ეს უკვე სხვა დონეზე გადაინაცვლა და სხვა შეფასებებს ვხვდებით, ვიდრე 2000 წელს იყო. მაშინ გვქონდა მასობრივი  დარბევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა მათ მიმართ და უფრო მასობრივი შევიწროვების ფაქტები, დღეს ასეთი ფაქტები აღარ გვხვდება. აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა სახელმწიფოს კიდევ ბევრი აქვს  გასაკეთებელი რელიგიური უმცირესობების დასაცავად.

_რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კუთხით. გვაქვს თუ არა კანონმდებლობაში ცვლილებები განსახორციელებელი?

_ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება დაიცვას ყველა ადამიანი დისკრიმინაციისაგან, მათ შორის რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა. სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, რომ უნდა მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამ უფლებას უზრუნველყოფდა. კანონი მიიეს 2014 წლის 2 მაისს ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონი ამ ეტაპზე არაეფეტურია, უმცა შესაძლებელია მისი ეფექტურობა გაიზარდოს, თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს შეიტანს აღნიშნულ კანონში. კერძოდ, ფიზიკური პირები თუ კერძო კომპანიები არ არიან ვალდებულნი მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს, აღნიშნული ძალიან  აფერხებს დისკრიმინაციის შემთხვევების შესწავლას და ბევრ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს  შესაძლებლობა დავადგინოთ ადგილი ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციას.  ისინი ვალდებულნი უნდა გახდნენ რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ასევე, უნდა იყოს შემოღებული  გარკვეული სანქცია, თუ საჯარო დაწესებულება იქნება თუ კერძო პირი, რომელიც უარს განაცხადებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ჩვენ გვექნება სათანადო მასალები, რომელიც ვარაუდს ასაბუებს,  მაშინ დისკრიმინაციის ფაქტი დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული. ეს იქნება გარკვეულწილად სადამსჯელო ღონისძიება ფიზიკურ თუ კერძო პირების წინააღმდეგ. ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ არის სავალდებულო შესასრულებელი კერძო და ფიზიკური პირებისთვის, თუ კერძო კომპანია, მათ ასევე არ აქვთ ვალდებულება, რომ სახალხო დამცველს უპასუხონ რეკომენდაციაზე, ასევე  ჩვენ ვითხოვთ, რომ არა შესრულება, არამედ სახალხო დამცველისთვის პასუხის გაცემა მათთვის სავალდებულო იყოს. ასევე, სასამართლოში გასაჩივრების ვადა დისკრიმინაციის საქმეების არის სამი თვე,  რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა ისწავლოს საქმე და დაზარალებულმა მიმართოს სასამართლოს და წარადგინოს სარელი. შესაბამისად, ვითხოვთ, ამ გასაჩივრების ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

_გარკვეული რეპრესიული მექანიზმის ჩადებას კანონში არასამავრობო ორგანიზაციებიც ითხოვდნენ. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ როდესაც სახალხო დამცველს აქვს მედიაციის, მომრიგებლის როლი, მას არ შეუძლია ასევე სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა ერთმანეთთან მედიაცია და რეპრესიული მექანიზმის გამოყენება ერთდროულად სახალხო დაცველის მიერ?

_ როდესაც აქ ვამბობთ სადამსჯელო ღონისძიებას ვგულისხმობთ ჯარიმის დაკისრებას უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველს არა აქვს ეს ფუნქცია.  პირდაპირ ჯარიმას ის ვერავის დააკისრებს, მაგრამ შეუძლია, რომ სასამართლოს სთხოვოს ჯარიმის  დაკისრება კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო საჯარო დაწესებულებებს. მსგავსი მოთხოვნა  არ არსებობს კერძო პირების ან კომპანიების მიმართ. ჩვენს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება აღნიშნული სადამსჯელო ფუნქციის სახალხო დამცველისთვის მინიჭებას არ ითხოვს.

_ არ შეიძლება არ გკითხოთ ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველი იყო ჩართული ამ მოვლენების მონიტორინგში. რა იკვეთება  ადგილზე? სადაო სასაფლაოების პრობლემა არა მარტო ადიგენში სხვა რეგიონებშიც არის.

_სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარეს თანაბარი შესაძლებლობა მისცეს სასაფლაო იქნება თუ სხვა.  მე რამდენადაც ვიცი პრობლემა მოგვარებულია და მოხდა სასაფლაოს გაყოფა.

ამავე თემაზე:

გადაცემა - დაცულია თუ არა საქართველოში რელიგიის თავისუფლება




 ახალი ამბები
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ „კლიპარტი“. თუმცა, ეს ყველა არ არის _ ამ ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში ბევრმა ადამიანმა პერსონალური წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის „გურია ნიუსი“ მადლობა უხდის პარლამეტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტარ ნინო წილოსანს; პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს გიორგი ჭოლაძეს; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სრულ შემადგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, საკრებულოს წევრებს: დავით გუდავაძეს, ბექა გამდლიშვილს, აკაკი ყაჭეიშვილს, კლოდი მდინარაძეს, ზვიად მამალაძეს, საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს; ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას, მერის მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს იამზე ვაჩეიშვილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ კეკელიძეს; „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მერაბ ჭანუყვაძეს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, მის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, ა(ა)იპ კურორტ „ბახმაროს“ ხელმძღვანელს დავით საჯაიას, მის მოადგილეს სულხან მინდაძეს; „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჩოხატაურის სერვისცენტრის უფროსს თემურ ჩხიკვაძეს, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს კახა მურადაშვილს, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურაბ მუჯირიშვილს, მის თანამშრომლებს _ გიორგი ჩხაიძეს და ლევან ვაშალომიძეს, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აჩიკო ახალკაცს, პოლიციელებს პოლიციის თითოეულ თანამშრომელს _ ადამიანებს, რომლებიც ფესტივალის დაწყებიდან დასრულებამდე იცავდნენ უსაფრთხოებას და ზრუნავდნენ მოქალაქეებზე; აგრეთვე, მამუკა, ჯინჭარაძეს, ირაკლი სიხარულიძეს, ბესო გიორგაძეს. და რა თქმა უნდა, ჩვენს მოხალისეებს _ ახალგაზრდებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ბახმაროში ამოსულ სტუმრებს მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა მინდაძეს, ლევან ჯიქიას, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს: ნიკა კილაძეს და ზაზა სურგულაძეს. გმადლობთ გულშემატკივრობისთვის, დახმარებისთვის, ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...