კორუფციული გარიგება თუ არაკომპეტენტურობა

მთავარი თემა

კორუფციული გარიგება თუ არაკომპეტენტურობა

28 მარ. 2016, 14:34:58

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თოდრია სამეწარმეო საქმიანობას, კომპანია "G&G-ს" სახელით რამდენიმე წელია, ეწევა. კოალიცია "ქართული ოცნების" ხევის მაჟორიტარ დეპუტატს ამ საქმიანობას კანონი არ უკრძალავს და მას ბიზნესი "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაუწყია. "G&G" ტენდერებში სხვა, კერძოდ, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტშიც მონაწილეობს.

ამის პარალელურად, დაგროვდა დაუმთავრებელი ობიექტები, მუშებისთვის გაუცემელი ხელფასები...

_ აღარ ვიცით, ვის მივმართოთ. ჩოხატაურის გამგეობა ბევრჯერ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ დავალიანების აღებაში. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, მუშები, რომლებიც ოჯახებს ჩვენი შრომით ვარჩენთ. არც გვიფიქრია, რომ მოგვატყუებდა. მთავრობის წარმომადგენელია, უამრავი პროექტი აქვს და რას ვიფიქრებდით, თუ ასეთ დღეში ჩაგვაგდებდა, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" ჩოხატაურში მცხოვრები ხელფასმიუღებელი მუშები. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თოდრია ბევრ პროექტს იგებს, მუშებს ანაზღაურებას არ უხდის:

_ ვეჭვობთ, რომ მის უკან ხელისუფლება დგას. ეს დღეს და გუშინ დაწყებული თემა არ არის _ შარშანდელი ვალებიც კი გაუსტუმრებელი აქვს. მივედით გამგეობაში და ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ ამ საკითხის მოგვარებაში, თუმცა, უარი გვითხრეს _ ჩვენ რა შუაში ვართ, არ გვაქვს უფლება ინდმეწარმეს ხელფასის გადახდა დავავალდებულოთო. იმის უფლება ხომ აქვთ, პროექტებს რომ აძლევენ და ჩვენ, გაჭირვებულ ხალხს ჩვენი ნაშრომის ანაზღაურების აღებაში დაგვეხმარონ, ამის უფლება არ აქვთ?  ჩვენც პრობლემები გვაქვს თოდრიასთანო, ამბობენ. პრობლემები თუ აქვთ, ახალი ტენდერების მოგების საშუალებას რატომ აძლევენ, ხელშეკრულებას რატომ უფორმებენ? ხელისუფლებას ვთხოვთ, ჩვენი ნამუშევრის აღებაში დაგვეხმაროს, ნუ დაგვიტოვებენ შვილებს მშიერს! _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ გამგეობა კომპანიის და მუშების დავაში ვერ ჩაერევა:

"აღნიშნულ საკითხს შემსყიდველ ორგანიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს საკითხი შპს "G&G-ს" მოსაგვარებელია და მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნულ საკითხებში ვერ ჩაერევა. რადგან ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის," _ აღნიშნულია ირაკლი კუჭავას მიერ მოწოდებულ კომენტარში.

კუჭავა ამბობს, რომ "გამგეობა არაკანონიერ გარიგებაში არ შეიძლება იყოს შპს "G&G"-სთან, რადგან ყველა პროცედურა მიმწოდებელთან მიმართებაში გახორციელებულია საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" სრული დაცვით."

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ მიმწოდებლისთვის შემსყიდველ ორგანიზაციას არანაირი შეღავათები არ გაუწევია. თუმცა, ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტები და ფაქტები სხვა ვარაუდის საფუძველს იძლევა; მაგალითად, 2015 წლის 25 ნოემბერს, ირაკლი კუჭავასა და გოჩა თოდრიას შორის გაფორმებულია შეთანხმება (#178 ხელშეკრულების დანართი), რომლის თანახმადაც, კომპანიას, 2015 წლის 27 ივლისის #178 ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების _ სოფელ დაბლაციხეში კოტრიკაძეების უბანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის აღდგენის, სოფელ დაბლაციხეში კოტრიკაძეების უბანში გამორეცხილ მონაკვეთზე გაბიონის დეზისა და ხრეშის დამბის მოწყობის, სოფელ დაბლაციხეში ჯინჭარაძეების უბანში ეზოს დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენის, სოფელ დაბლაციხეში პაიჭაძეების უბანში მისასვლელი გზის შეკეთების, სოფელ დაბლაციხეში ზაზა ცინცაძის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების და მილების მოწყობის, სოფელ დაბლაციხეში წისქვილის არხის აღდგენის სამუშაოების შესრულების ვადა, 2015 წლის 20 ნოემბრის ნაცვლად, 2015 წლის 30 დეკემბრამდე გაუზარდეს.

გამგებელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უნდოდა. კუჭავა ამბობს, რომ ხელშეკრულების გაგრძელების ვადა მიღებული პრაქტიკაა იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაციის გამოსწორების შანსი არსებობს. იმ შემთხვევაში კი, თუ მეწარმესთან ხელშეკრულება გაწყდება, ხელახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს და დამატებითი თანხებია საჭირო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, შპს "G&G"-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2015 წელს, დადებულია ტენდერის საშუალებით, #114, #118, #121, #176, #177, #178 ხელშეკრულებები (6 ხელშეკრულება) და განკარგულების შესაბამისად #204 და #276 ხელშეკრულებები (2 ხელშეკრულება).

N114 ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის შპს "G&G"-ს ინსპექტირების ჯგუფმა დააკისრა ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 3 674,79 ლარი, #178 ხელშეკრულებაზე დაეკისრა ჯარიმის სახით 178 ლარი, #121 ხელშეკრულებაზე _ 841,64 ლარი; ასევე, ჯარიმის ქვემდებარეა #118 და N204 ხელშეკრულებები. სულ ჯარიმის სახით შპს "G&G-ს" დაეკისრა 4 693,7 ლარი.

გამგებელი განმარტავს, რომ შპს "G&G"-ს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტენდერებში და შემსყიდველი ორგანიზაცია (გამგეობა) შეზღუდვის არავითარ ბერკეტს არ ფლობს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შეზღუდვის კუთხით. გამარჯვებულს ავლენს ელექტრონული სისტემა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება, ავუკრძალოთ ამა თუ იმ მიმწოდებელს ტენდერში მონაწილეობა, თუ მას არ ზღუდავს საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავა.

"G&G-ის" გარდა, "გურია ნიუსი" სხვა კომპანიების შესახებაც არაერთხელ წერდა, რომ ისინი უხარისხოდ ასრულებდნენ სამუშაოებს, მაგრამ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ისინი ამ დრომდე არ შეუყვანიათ ე. წ. შავ სიაში, რაც კომპანიას/შემსრულებელს ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს:

_ "შავი სია" წარმოადგენს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს. "შავ სიაში" აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც "შავ სიაში" შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით გახორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის "შავ სიაში" დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. თუკი კომპანიასთან დაკავშირებით არსებობს ზემოთხსენებული რომელიმე საფუძველი, ის "შავ სიაში" აუცილებლად უნდა იყოს შეყვანილი, _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ "შავ სიაში" ჩასმის საკითხს შესყიდვების სააგენტო წყვეტს:

_ ამ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე.

_ და თქვენ რატომ არ გაუგზავნეთ მასალები?

_ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება შეუწყდა გოჩა თოდრიას, რომელიც სოფელ  სურებში დაუსრულებელ სამუშაოს ეხებოდა.

_ ბატონო ირაკლი, "შავ სიაში" მეწარმის ჩასმა შესაძლებელია მაშინაც კი, თუკი ის არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრს ვალდებულებებს. ასეთი ფაქტები ბევრი გქონდათ და რატომ ამ დრომდე არ მიმართეთ სააგენტოს?

_ სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდით, რომ ვერ ასრულებდა ნაკისრს ვალდებულებას, ვერ მივმართავდით, _ განმარტავს გამგებელი.

ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის 25 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, შპს. "G&G-ს"  მიერ სოფელ  შუა ამაღლებაში გაკეთებული კულტურის სახლი მიღება- ჩაბარების კომისიამ ისე ჩაიბარა, რომ კითხვები არ გასჩენია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვითაა შესრულებული, თუმცა ჩვენი იქ მისვლისას გაირკვა, რომ კულტურის სახლში ელექტროენერგია არ არის, რაც ხელშეკრულების და ხარჯთაღრიცხვის თანახმად უნდა გაკეთებულიყო.

მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია ამბობს, რომ ეს გამოსწორებადია და კომპანიის ხელმძღვანელი, გოჩა თოდრია, მას შემდეგ, რაც გამგეობა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ჩაურიცხავს ენერგო პრო ჯორჯიას მრიცხველის თანხას გადაურიცხავს.

_ ობიექტი დასრულებულია, მხოლოდ მრიცხველია დასამონტაჟებელი, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიამ" უნდა შეასრულოს და მას თავისი ვადები აქვს, _ აღნიშნა ჟღერიამ ჩვენთან საუბრისას.

_ გამგეობის წინაშე ვალდებულება გოჩა თოდრიას ჰქონდა და არა "ენერგო პრო ჯორჯიას".

_ თანხა ჩაირიცხება უახლოეს დღეებში ინდმეწარმის ანგარიშზე და ის გადარიცხავს კომპანიაში, რის შემდეგ მრიცხველი დამონტაჟდება.

_ თქვენი ვალდებულება ხომ დასრულებული ობიექტის ჩაბარებაა?

_ თუ არ გაკეთდება ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. იქ მხოლოდ მრიცხველია  დასამონატაჟებელი. მე ვარ პასუხისმგებელი, რომ უახლოეს დღეებში გაკეთდება. რაც შეეხება თანხის ჩარიცხვას და ოქმის შედგენას _ ხელშეკრულების ვადა იწურებოდა, რომელიც კომპანიასა და გამგეობას შორისაა დადებული.  "ენერგო პრო ჯორჯიას" კი, როგორც გითხარით თავისი ვადები აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ამის გაკონტროლება გამგეობის ფუნქციაა: _ კომისია ვალდებულია ჩაიბაროს ხარისხიანად და სრულად შესრულებული სამუშაო. თუკი რაიმე პრობლემაა, ხარვეზია, მიღება-ჩაბარების აქტს კომისიამ ხელი არ უნდა მოაწეროს. აქ ორი საკითხი იკვეთება _ ან კორუფციული გარიგება ან არაკომპეტენტურობა.  გეტყვით იმასაც, რომ კორუფციული გარიგება მხოლოდ ფულის აღებას არ ნიშნავს _ ეს შეიძლება იყოს მეგობრული ურთიერთობები და ამის გამო რაღაცაზე თვალის დახუჭვა, ნეპოტიზმი და ასე შემდეგ, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

რაც შეეხება გოჩა თოდრიას პოზიციას, "G&G"-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტენდერში მონაწილეობა ყველას შეუძლია.

 _ დავალიანება არ ნიშნავს, რომ კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. მე მხოლოდ ორი ხელშეკრულება მაქვს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებული. ერთი ობიექტი ჩაბარებული მაქვს, მეორეზე კი ხელშეკრულება შემიწყვიტეს, რადგან სამუშაოების დასრულება ვერ მოვახერხე. კიდევ ერთხელ გავმარტავ, რომ ტენდერში მონაწილეობა ყველას შეუძლია და ამისთვის თანამდებობა სულაც არაა საჭირო. მე შემიძლია ათ ტენდერში მივიღო მონაწილეობა ერთად და შეიძლება ერთი მოვიგო ან სუყველა. არანაირი გარიგება და კორუფცია აქ არ არსებობს. კორუფციის გამო სხვას მივსდევდი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თოდრია.

იგი მუშების მიმართ არსებულ დავალიანებებს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული:

_ რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლების დავალიანება მართლაც მაქვს. სოფელ გუთურში მცხოვრები ადამიანების მიმართ უშუალოდ მე არ მაქვს დავალიანება, ჩემი ტენდერი არ ყოფილა; რაც შეეხება დანარჩენს, ჩემმა ფირმამ თავის დროზე ვერ შეასრულა სამუშაო, წავედი ჯარიმაზე და რადგანაც თანხა არ ჩამომირიცხეს, ვერ გავეცი ხელფასი. წიფნარში ახლა დავასრულეთ მოსაცდელი და ის თანხაც ჯერ არ მაქვს ჩამორიცხული. შუალედურიდან მაქვს სამი ადამიანის დავალიანება. სოფელ სურებში 5000 ლარი დახარჯული მაქვს, ვერ მოვახერხე იქ ქვიშის და ცემენტის ატანა, რადგან რთული ადგილია. შემიწყდა ხელშეკრულება და ის თანხაც არ ამიღია. დამრჩა ერთი ადამიანის დავალიანების ნაწილი და მალე გავისტუმრებ. ასევეა ამაღლებაშიც.

_ ის ადამიანები, რომლებიც თქვენგან ხელფასებს ელოდებიან, მიიჩნევენ,  რომ თქვენს უკან ხელისუფლება დგას, რადგან მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დღემდე არ ჩაგსვეს ე.წ. "შავ სიაში"...

_ მსვამენ "შავ სიაში". ვესაუბრე შესყიდვების სამსახურის უფროსს და მითხრა, რომ დოკუმენტებს მალე გააგზავნიან სააგენტოში. პასუხი მე მომთხოვეს  მოსაცდელებზე, 10 000 ლარი დამაკლეს. ამაზე მეტი პასუხი რა უნდა მომთხოვონ?!

_ ბატონო გოჩა, შუა ამაღლებაში, კულტურის სახლში, ელექტროენერგია არ არის შეყვანილი, თუმცა, ობიექტი დასრულებულად ჩაიბარეს...

_ დაუსრულებელია. იქ მხოლოდ მრიცხველია დასამონტაჟებელი და მალე გაკეთდება. 

გოჩა თოდრია ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული ყველა სამუშაო ხარისხიანია და ამაზე პასუხისმგებლობასაც იღებს.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ _ ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls