"კატისციხეს" არ დაგანგრევინებთ!"

მთავარი თემა

"კატისციხეს" არ დაგანგრევინებთ!"

2012 მაი 8 07:48:53

ამ ადგილიდან დანახულ ხედებს ჩვენთან სტუმრად მყოფი უცხოელი აღუფრთოვანებია. ახლა მიადგნენ და გვინგრევენ, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ინერტული მასალისთვის იაფი საშუალება გამონახეს, ზედმეტი ხარჯები აიცილეს და ჩვენი გაჩანაგების ხარჯზე სურთ, იხეირონ? გვაქვს ეჭვი, რომ საკმაოდ დიდი ფული კეთდება საგზაო მშენებლობებზე, რის გათეთრებასაც ჩვენი "კატისციხის" ხარჯზე ცდილობენ", _ ამბობს სოფელ კონჭკათის მკვიდრი ნარი მუჯირი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, ტოპონიმიკით "კატისციხედ" წოდებულ ტერიტორიაზე, ხელისუფლებამ ქვის კარიერი გახსნა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და საკმაოდ მწვავე პროტეტს გამოთქვამს.

3 მაისს ადგილზე მივიდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ჟურნალისტები. საკმაოდ მასიურ კლდოვან სერს, რომელიც სიგრძივად, გალავანივით გასდევს სოფლის დასახლებულ ნაწილს, ექსკავატორი ძალუმად უქნევდა ციცხვს და ქვის მოზრდილ ლოდებს ამტვრევდა, შემდეგ კი თვითმცლელზე ყრიდა. რამდენიმე მამაკაცი ნიჩბებით და ძალაყინითაც მუშაობდა. სტუმრების მისვლისთანავე მუშაობა ყველამ შეწყვიტა და სასწრაფოდ თვალს მიეფარნენ. ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არ შეიძლება აქ კარიერის გახსნა, ეს კლდოვანი სერი ქარსაფარი ზოლიცაა და ამავე დროს წყლის სათავედაც მოიაზრება. მათ მიუთითეს 50-ოდე მეტრით დაბლა მდებარე აუზზე, საიდანაც სოფლის ერთ უბანს სასმელი წყალი მიეწოდება. ეს ადგილი, ამასთანავე, სანახაობრივი თვალსაზრისითაც უნიკალურია _ სოფელი ოდითგან მოიაზრებს "კატისციხეს", როგორც ულამაზეს გადასახედს. იხსენებენ ლეგენდებსაც, რომლის მიხედვითაც აქ უხსოვარ დროში ზღვა იყო.

_ ეს ჩვენი "კოხტაგორაა", ჩვენი ფუნიკულორი", ჩვენი ნავსაყუდელი, საიდანაც ზღვაც კი, თითქოს, ხელის გაწვდენაზე ჩანს. ამ ადგილიდან დანახულ ხედებს ჩვენთან სტუმრად მყოფი, არა ერთი უცხოელიაღუფრთოვანებია, ახლა მიდგნენ და გვინგრევენ, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ იაფი საშუალება გამონახეს, ზედმეტი ხარჯები აიცილეს და ჩვენი გაჩანაგების ხარჯზე სურთ, იხეირონ? გვაქვს ეჭვი, რომ საკმაოდ დიდი თანხა კეთდება საგზაო მშენებლობებზე, რის გათეთრებასაც ჩვენი კატისციხის ხარჯზე ცდილობენ, _ ამბობს სოფელ კონჭკათის მკვიდრი ნარი მუჯირი და განსაკუთრებით უკმაყოფილოა სოფლის გამგებლის პოზიციით, რომელსაც წინა დღით შეხვდა, ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ კლდოვანი ბორცვის ბოლო ნაწილში მდებარე ჩამოშლილ ღორღს წაიღებდნენ. თუმცა, მეორე დღეს, ანუ 3 მაისს, აქ მაინც მოვიდნენ და დაიწყეს კლდის ახალი ნაწილის ჩამოშლა და ტრაქტორსა და თვითმცლელზე დაყრა.

_ ამის მოთმენა არ შეგვიძლია. გამგებელი კი "კაპრიზად" თვლის, რატომღაც. აქ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე იყო, საღად შეხედა ჩვენს მოთხოვნას, მადლობა გვითხრა კიდეც საკუთარი სოფლის კუთხე-კუნჭულის დაცვისთვის და საჭიროდ ჩათვალა მხოლოდ ჩამოშლილი ნაწილის გამოყენება, დღეს კი ხედავთ, რასაც აკეთებენ, _ ასეთი იყო აქ შეკრებილთა აზრი.

_ მართალია, კლდის ჩამოშლა შეწყვიტეს, მაგრამ ეს ერთი დღით მოხდა. დღესაც გაჩერდნენ, ხალხი რომ დაინახეს, მაგრამ როცა ვერავის დაინახავენ, კვლავ გააგრძელებენ თავისას. დანგრევა გვაკლია ჩვენ? ნახევარი უბანი მეწყერს მიაქვს, ხომ იციან, კონჭკათს როგორი რელიეფი აქვს, არ უნდა მოუფრთხილდნენ? _ დაინტერესებულია გულვარდი ცენტერაძე.

კითხვაზე, იყო თუ არა გეოლოგთა ან ვინმე კომპეტენტურ პირთა ჯგუფი, ვინც ქანების შესწავლის ნიადაგზე, დასკვნას დადებდა, კონჭკათელები ამბობენ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა: _ იმასაც ამბობენ, თითქოს, ნებართვა გილაურს გაუცია, თუმცა, გილაურმა რა იცის, კონჭკათში რა ხდება, თუ ინფორმაცია აქედან არ მიაწოდეს, _ ბრაზობს ციალა ბარბაქაძე.

დღეისთვის "კატისციხედ" წოდებულ კლდოვანი გორაკების სიგრძივ ზოლს, საწყის ნაწილში ძირი უკვე გამოთხრილი აქვს და იმდენად დამრეცადაა ქცეული, შესაძლოა, თავისითაც ჩამოიქცეს. მოსახლეობა ამ კლდოვანი ფენის მოშლას ქარსაფარი გალავნისა და სასმელი წყლის მიწისქვეშა ზოლის გაქრობად აღიქვამს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შალვა გაბრიჩიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ეს ინერტული მასალა იმავე სოფლის გზებისთვის სჭირდებათ: _ სოფლის პროგრამა ხორციელდება და კონჭკათის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ასე. იქ, ძირითადად, იმ უბნის მოსახლეობაა კლდის დაშლის წინააღმდეგი, მე ვურჩიე, რაც შემეძლო, _ ამბობს გაბრიჩიძე.

კონჭკათის თემის რწმუნებული ჯუმბერ მიქატაძე, რომელიც ადგილზე მისულ ხალხთან არ მივიდა, "გურია ნიუსის" კითხვებს ტელეფონით პასუხობს:

_ ბატონო ჯუმბერ, კონჭკათში, კატისციხის მიდამოებში მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა კარიერის გახსნის გამო. თქვენ არ მოხვედით. შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორ და ვისი ნებართვით მოხდა აქ კარიერის გახსნა?

_ ეს ყველაფერი კანონიერად მოხდა. ალბათ, 10 კომისია იყო თბილისიდან მოსული, შეისწავლეს ეს ადგილი, პარლამენტის სხდომაზე გადაწყდა, რომ აქ მშრალი კარიერია და მოვიდა დადგენილება, რის მიხედვითაც გადაწყდა ინერტული მასალის აღება. სოფლის პროგრამით კეთდება შიდა გზა და მოსახლეობის უმრავლესობა კრებაზე დაეთანხმა აქ მცირე კარიერის გაკეთებას.

_ აქაურები ამბობენ, რომ გილაურის არანაირი დადგენილება არ უნახავთ.

_ გამგეობაშია და შეუძლიათ, ნახონ.

_ სხვა ადგილიდან რომ მოგეტანათ ინერტული მასალა, არ შეიძლებოდა?

_ ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს, რომ სუფსიდან მოვიტანოთ ხრეში, ამიტომ გადაწყდა ამ კლდის დაშლა. რაც ეს სოფელი არსებობს, გზაზე დასაყრელ ქვას, ურმით თუ სხვა საშუალებით, აქედან ეზიდებოდნენ.

_ თუ უხსოვარი დროიდან ასე ეზიდებით, განსაკუთრებული სიფრთხილე ახლაა საჭირო, რომ მთლიანად არ დაინგრეს. გარდა ამისა, კლდოვან ზოლს მოსახლეობა ქარსაფარად და წყლის სათავედ მოიაზრებს.

_ ცოტას ვანგრევთ(?), თან "კოდალა" ტრაქტორი გვყავს, რომელიც ამტვრევს და ისე შლის, რომ საფრთხე არაფერს ემუქრება.

_ ახლა ტელეფონში კაკუნი მესმის, თქვენ უკვე კარიერზე ხართ, "კოდალასთან" ერთად და გუშინ შეწყვეტილ მუშაობას განაგრძობთ?

_ დიახ, დიახ, "კოდალა" ძლივს შლის, ისეთი მშრალი კარიერია.

_ ისე რომ დაშალოთ, ხელთ არაფერი შემოგრჩეთ, არ გენანებათ "კატისციხე"?

_ ყველაზე მაღალი ადგილი, რომელიც არის მწვერვალივით, იმას ვტოვებთ(?). იქ ჯვარიც დავდგით, არ დაინგრევა.

_ ყველამ რომ ასე ანგრიოს, შთამომავლობას რა დარჩება? თქვენ თვითონ ამბობთ, უხსოვარი დროიდან ანგრევდნენო.

_ ჯერჯერობით, ეყოფათ(?). ჩვენ პატარა ნაწილი გვინდა, გამორიცხულია, ზიანი მოიტანოს. ყოველ წელს ასე ვშვრებით.

_ ყოველ წელს რომ მასე შვებით, ამიტომ ყვირის ხალხი, განსაკუთრებით იმ უბნის მცხოვრებლები. ამასთანავე, ეჭვობენ, რომ მუქთ მასალას იძიებს ვიღაც და მერე ამაზე ფული კეთდება.

_ არა, ბატონო, რომ გაკეთდება გზა, ეს ხარჯთაღრიცხვაში ყველაფერი ზუსტად იქნება.

_ ხალხი ამბობს, რომ ორჯერ გაწვიმების შემდეგ, გზები სულ ირეცხება და ზარალის მეტი არაფერია ის, რასაც აკეთებენ.

_ ხეირია ეს და ვის რა ჰგონია, არ ვიცი. საქმე კეთდება, ჩვენი აზრით.

ასე ფიქრობს რწმუნებული. "კოდალას" კაკუნი კი, კვლავ აყრუებს კატისციხეს.




 ახალი ამბები
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...
  • სამტრედიაში ააიპ-ები საახალწლოდ თანამშრომლებზე ჯილდოს გასცემენ13 დეკემბრის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ააიპ-ების 2019 წლის შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ცალ-ცალკე წარმოადგინა 25 ააიპ-ის ბიუჯეტის ფორმირებული ვარიანტი. საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ააიპ-ებმა თანამშრომლებზე გასაცემ მცირეოდენ საახალწლო ჯილდოს მოუყარეს თავი, რაზეც საკრებულოდან თანხმობა ითხოვეს. რიგგარეშე სხდომის ბოლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წელს გაწეული საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა, სადაც დასწრებაზე საკრებულოს ოპოზიციამ უარი თქვა. ნუგზარ ჯამბურიამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ... ...
  • წვიმა,თოვლი და ქარი-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია ... ...
  • სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.   შპს „თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ  6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს,  2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 177 750 ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს „თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...