105 000 ლარიანი „მერსედესი“ სახალხო დამცველისთვის

მთავარი თემა

105 000 ლარიანი „მერსედესი“ სახალხო დამცველისთვის

30 მარ. 2016, 22:13:02

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ძველ, 2009 წელს გამოშვებულ 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს, ახალი, 105 ათას ლარად ღირებული მერსედესის მარკის ავტომობილით ანაცვლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა on.ge ავრცელებს, რასაც სახალხო დამცველის ოფისშიც ადასტურებენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 23 მარტს ტენდერის გარეშე, გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს ავტო თრეიდ ინთან, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული კომპანიისგან ყიდულობს ახალ, 2016 წელს გამოშვებულ, შავი ფერის ავტომობილს Mercedes-benz GLA 250 4matic.

შპს "ავტო თრეიდ ინ"-მა სახალხო დამცველის ოფისს ახალი ავტომობილი 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა მიაწოდოს, სანაცვლოდ კი კომპანია 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს მიიღებს. გარდა ამისა, ფასთა სხვაობა - 98 500 ლარი ომბუდსმენის ოფისმა კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა გადაურიცხოს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.

ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა იგივე კომპანიისგან მიმდინარე წლის 10 თებერვალს ასევე იყიდა ახალი, 2015 წლის Toyota land cruiser 150, რომლის ღირებულებაც არის $48 500, სანაცვლოდ კი მას გადასცა 2008 წელს გამოშვებული, 25 000 ლარად შეფასებული Volkswagen Touareg. ფასთა შორის სხვაობა უნაღდო ანგარიშსწორებით დაიფარა.

"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად სახალხო დამცველის მოადგილეს, პაატა ბელთძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ავტომანქანის შეძენისას აპარატმა "შესყიდვების შესახებ" კანონით იმოქმედა.  

"ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე რემონტისთვის გაწეული ხარჯების ზრის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება განხორციელებულია შემდეგი კანონების და ინსტრუქციების შესაბამისად: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-101 მუხლი მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის N1–1/2688 ბრძანებით დამტკიცებული ,,შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის," _ აღნიშნავს ბელთაძე.

მისივე განმარტებით, "ავტომობილების შესყიდვა გამოიწვია იმ გაზრდილმა ხარჯმა, რაც  აპარატში რეგიონული ოფისების მატებას უკავშირდება".

"გარდა ამისა, ინტენსიურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ უფრო მეტ შეხვედრებს  რეგიონებში, ასევე საქმიანობის გაზრდამ და გააქტიურებამ დააყენა  დღის წესრიგში  სატრანსპორტ საშუალებების ჩანაცვლების საკითხი. ორივე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ახლით ავანაცვლეთ, 2002 წელს იყო გამოშვებული. შევამოწმეთ და დადგინდა, რომ უმჯობესი იქნებოდა ახლით ჩანაცვლება, რაც მომავალში გამოიწვევს ეკონომიურობას. სხვა ანაცვლება ამ ახლო წარსულში არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალებებზე", _ აღნიშნავს ბეთაძე და დასძენს, რომ ისევ მიმდინარეობს აპარატის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების პროცვესი და არ არის გამორიცხული, სხვა ავტომობილების ჩანაცვლების საკითხიც დადგეს.

"გადავხედავთ კიდევ ერთხელ, როგორია ჩვენი ავტოპარკი. რამდენიმე ძველი 2009-2010 წელს გამოშვებული ავტომანქანის მდგომარეობის შემოწმება ახლა მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა საჭიროება, ასეთ შემთხვევაში  ჩანაცვლებაზე ვიფიქრებთ. მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოწმება", _ აღნიშნავს ბელთაძე.

კითხვაზე: რატომ 105 ათას ლარად ღირებული ავტომობილი და არა უფრო იაფიანი იგივე მონაცემებით? _ ბელთაძე გვპასუხობს: ავტომანქანის შეძენა ჩანაცვლების გზით როდესაც ხორციელდება, კანონის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა  არის, რომ  უნდა იყოს იგივე კლასის ან უფრო მაღალი გამავლობის ავტომობილით ანაცვლებული. ჩავატარეთ ერთგვარი "რისერჩი" სხვადასხვა  შემოთავაზებების და იმ კონკრეტული მოცემულობის დროს რეალურად იყო ეს ვარიანი,  რომელიც შეესაბამებოდა იმ საჭიროებებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. "სახლახო დამცველის შესახებ" კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველი  ყველა იმ ტექნიკური და საჭიროებებით, რაც აუცილებელია მისი საქმიანობის წარმართვისთვის".

მისივე თქმით, სხვა ტექნიკური საშუალებების ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატში არ დგას.

"ჩანაცვლება, განახლება საკმაოდ მაღალი ცვეთის  მქონე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეს არის განგრძობითი  და ჩვეულებრივი საქმიანობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ტექნიკური საშუალებების ჩანაცვლება უახლოეს ხანში დაგეგმილი არ არის, თუმცა ჩვენ როდესაც ვახორციელებთ ზოგადი სურათის  შესწავლას, თუ რა მდგომრეობაშია სხვადასხვა ტექნიკური საშაულებები, ამის შემდგომ მიიღება ყოველი ასეთი გადაწყვეტილება და დამოკიდებულია კონკრეტულ  მოცემულ პერიოდში ჩვენ საჭიროებებს და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობაზე", _ აღნიშნა ბელთაძემ "გურია ნიუსთან"  საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...