"ნაციონალური მოძრაობა" "ლეიბორისტულ პარტიაზე" უარესი ნამდვილად არ გახლავთ!"

მთავარი თემა

"ნაციონალური მოძრაობა" "ლეიბორისტულ პარტიაზე" უარესი ნამდვილად არ გახლავთ!"

2016 აპრ 12 00:14:01

დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ყველა სამსახურის 2015 წელს გაწეული ანგარიში მოისმინეს. საკრებულოს სხდომის ბოლოს, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

პირველი შეკითხვა მას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დაუსვა: “დეპუტატები ფიქრობენ, რომ მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები არ კეთდება. რა ბედი ეწევა იქ მიტანილ სამშენებლო მასალებს? ამის შესახებ გვჭირდება ამომწურავი პასუხი“.

ბეგი სიორიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა: “ჩვენ ვიყავით სანაპიროზე. ვნახეთ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მართლაც სულზე მოგვისწრო თანხამ, რომელიც გამოიყო რეგიონული განვითარების სამინისტროდან, გამოიყო თითოეული ჩვენთაგანის უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად. იქ არის რამდენიმე საერთო საცხოვრებელი კორპუსი და საავტომობილო გზა, რომელსაც ახლა აღვადგენთ. ამ გზის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და დასრულებულია. იქ გადის მაღალი ძაბვის ხაზი, მოითხარა კიდეც რამდენიმე ბოძი და არსებული ჯებირიც ჩამოინგრა; საფრთხე ემუქრებოდა ექადიის ხიდსაც, ამიტომ სანამ ამ მშენებლობისთვის თანხა ჩამოირიცხებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, მანამდე მიგვეზიდა  სამშენებლო მასალები და დროებითი პრევენციული ზომები გაგვეტარებინა, რომ შეგვეკავებინა მდინარის ზემოქმედება“.

ბეგლარ სიორიძემ დეპუტატებს და სამსახურის უფროსებს სახალხო დამცველის დასკვნის ამონარიდი გააცნო:

“ ქალაქის მერიაში დღეს შემოვიდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება ქალბატონ ნათია შარაშენიძის საქმესთან დაკავშირებით, სადაც გარკვევით წერია, რომ პრეტენზია, რომელიც ჰქონდა ქალბატონ ნათიას მერის მიმართ, საფუძველს მოკლებულია, საქმე შეწყდა და არ განიხილება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა“, _ აღნიშნა სიორიძემ.

მან დეპუტატ თამარ ნადირიძის შეკითხვას, ა.(ა) ი.პ. სტადიონის ყოფილ დირექტორ მურთაზ აბაშიძესთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხებოდა, ასე უპასუხა:

“მურთაზ აბაშიძე ჩვენ არ გაგვიშვია სამსახურიდან _ მას შევთავაზეთ დარჩენილიყო სტადიონის დირექტორის მოადგილედ, მაგრამ არ უნდოდა აუდიტის სამსახურის შესვლა ა(ა) ი.პ.-ში. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ სტადიონზე ცუდი მდგომარეობა იყო. აბაშიძეს არ აქვს შესაბამისი განათლება, რომ უხელმძღვანელოს ისეთ რთულ ა.(ა).ი.პ-ს , როგორიც არის უკვე გაერთიანებული სახით, “საფეხბურთო კლუბ მერცხალი“, თუმცა, ჩვენ მას ისევ შევთავაზეთ, რომ დარჩენილიყო და ემუშავა. მიუხედავად ამისა, მურთაზ აბაშიძემ, დარწმუნებული ვარ, სხვისი აზრების გათვალისწინების და თავზე მოხვეული ზეგავლენის გამო, მიმართა სასამართლოს. მოიგო პროცესი რაიონულ სასამართლოში. უნდა ვაღიარო, რომ ის იურიდიულად სწორად არ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. ჩვენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოვიგეთ საქმე. ბატონმა მურთაზმა გაასაჩივრა უზენასში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ ასეთი _ აბაშიძე უნდა აღდგეს ა.(ა).ი.პ. ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. აბსოლუტურად გაუგებარია უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მას ვერავინ და არაფერი არ შეცვლის, თუმცა, ა.(ა) ი,პ, „ცენტრალური სტადიონი“ აღარ არსებობს _ ის გაერთიანდა და გახლავთ ა.(ა)ი.პ. „საფეხბურთო კლუბი “მერცხალი“. ჩენ შევთავაზეთ აბაშიძეს ტოლფასი თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მეორედ შევთავაზეთ მენეჯერის პოზიცია აღნიშნულ ა.(ა) ი.პ.-ში ტოლფასი ხელფასით, სტადიონის კუთხით, რომლის დირექტორიც ის გახლდათ. თავდაპირველად მადლობა გადაიხადა და წავიდა, მაგრამ მერე ისევ უარი განაცხადა ამ თანამდებობაზე. ამის შემდეგ მივწერეთ ბატონ მურთაზს, სად სურდა, რომ მუშაობა დაეწყო. მან მოგვწერა, რომ მინდა დავინიშნო სტადიონის დირექტორადო, გადავწყვიტეთ, რომ მურთაზ აბაშიძე დაგვენიშნა დღევანდელი საფეხბურთო კლუბ “მერცხალის“ დირექტორად. ამის შემდეგ ისევ მოგვწერა, რომ შემეშალა, ამ ა(ა) ი.პ.-ის დირექტორობა კი არა, ა.(ა) ი.პ. „სტადიონის“ დირექტორობა მინდაო, რომელიც არ არსებობს. ამის შესახებ მივწერეთ სასამართლოს, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ გაცემულია სააღსრულებლო ფურცელი. ახლა ველოდებით აღმასრულებელს. როგორც ის გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით. უნდა აღვნიშნო, რომ აბაშიძე დღემდე ხელფასსაც იღებს, მანამ, სანამ აღდგება თანამდებობაზე“, _ თქვა მერმა.

დეპუტატებმა თამარ ნადირიძემ, ლევან მგელაძემ და ნათია შარაშენიძემ მერს წელიწადნახევრის წინანდელი დაპირება შეახსენეს.

თამარ ნადირიძე: “დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ მურთაზ აბაშიძეს ხელფასს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდიდით“.

ბეგლარ სიორიძე: “ეს, სამწუხაროდ, არ შეიძლება“.

ლევან მგელაძე: “მაშინ ვინაა დამნაშავე? ასე ხომ ბიუჯეტი ზარალდება და სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე?“

ნათია შარაშენიძე: „ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბატონმა ბეგლარმა განაცხადა, თუ ბატონი მურთაზ აბაშიძე უკანონოდ იქნება გათავისუფლებული, მე მას საკუთარი ჯიბიდან გადავუხდი თანხას და მერის პოსტსაც დავტოვებო. დღეს იგი სულ სხვას რამეს აცხადებს. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმის გამო, რომ მურთაზ აბაშიძე არაკანონიერად გაათავისუფლეს და ამის გამო ბიუჯეტის ფული იხარჯება?“

ბეგლარ სიორიძე: “სად განაცხადა ეს მერმა? რომელი ღამის სიზმარია? საკუთარი ჯიბის ფულიც ბევრი მაქვს გადახდილი, სხვათა შორის იმ საბანკეტო დარბაზში, რომელზეც თქვენ წერთ. როგორც არის წესი და კანონი, იმის მიხედვით ვიმოქმედებ“.

დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა მერს ქალაქ ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა და მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა, რაზეც სიორიძემ აღნიშნა:

“ყველა პროექტის შესრულებას სჭირდება გარკვეული ფინანსები. ამ ბოლო დროს, ოპოზიციონერებმა დაიწყეს მოსახლეობაში პოპულისტური განცხადებების გაკეთება და მოსახლეობის წაქეზება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პრობლემა ვერ გვარდება ჩვენი ბიუჯეტით. ამიტომ, თუ რომელიმე ქუჩაზე ვერ ხორციელდება სამუშაოები, ამიტომ მოსახლეობა უნდა „ავაბუნტოთ“ და წავაქეზოთ თუ სწორი ინფორმაცია მივიტანოთ მათთან? ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ჩვენ მზად გვქონდა რეგიონული განვითარების პროექტი 176 180-ლარიანი ხარჯთაღრიცხვით _ უნდა დაგვეგო და მოგვეასფალტებინა ეს ქუჩა, მაგრამ დაფინანსება გაიყო ორ ეტაპად _ პირველ ეტაპზე დავგეგმეთ ე. წ. შემოვლითი გზის გაკეთება, რომ სატვირთო მანქანებს არ ევლოთ ქალაქში. ეს მივიჩნიეთ პრიორიტეტად, ამიტომ გზის ამ მონაკვეთის გაკეთება მეორე ეტაპისთვის გადაიდო“.

 „ახლა გადავხედე შესრულებულ სამუშაოებს და წარმოდგენილი პროექტებიდან რამდენიმე უგულებელყოფილია. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბევრი თანხა იხარჯება არამიზნობრივად _ ორჯერ დაირგვება ხე, შემდეგ მოითხრება, მერე ბუჩქი ირგვება. ამაში იხარჯება თანხა, როცა ქალაქის ქუჩებში ადამიანები ტალახში და მტვერში იხრჩობიან,“_ მიმართა მერს დეპუტატმა ლევან მგელაძემ.

ბეგლარ სიორიძე: “სად ხედავთ თქვენ არამიზნობრივ ხარჯვას? როცა ერთი თეთრი არ გადაგვიხდია ამ მცენარეებში, როგორ დავხარჯეთ არამიზნობრივად?“

ლევან მგელაძე: “ბუჩქებში თანხებს არ იხდით?“

“ბუჩქებში კი, მაგრამ მუხებში არ გადაგვიხდია არც ერთი თეთრი. აი, ზუსტად ამას ჰქვია მოსახლეობის წაქეზება, რომ, მე დავრგე მუხები, შემდეგ მოვთხარე და ახლა დავრგე ბუჩქები და ამით, თურმე, „ვათეთრებ“ ფულს. მუხის ნერგებში ფული არ გადაგვიხდია. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ ლაითურის ტყეში, მოთხაროთ ნერგები და დარგოთ, სადაც გინდათ. რაც შეეხება ბუჩქებს, მარადმწვანე მცენარეები მოსახლეობამ მოითხოვა,“_ განმარტა სიორიძემ.

სხდომის დასრულებისას, ბეგლარ სიორიძე და დეპუტატი ნათია შარაშენიძე შეკამათდნენ:

“ლეიბორისტული პარტია“ რომ რომელიმე წევრმა დატოვოს, ამაზეც შეიძლება პასუხი მე მომთხოვოთ“, _ უთხრა სიორიძემ დეპუტატს, რაზეც შარაშენიძემ უპასუხა: „თქვენც კი დატოვეთ “ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არავის არ მოუკითხიხართ“.

ბეგლარ სიორიძე: “როგორ გეკადრებათ?! არასდროს არ ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი!“

ნათია შარაშენიძე: “არც ქონება არ დაგიგროვებიათ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს?!“

“რას ჰქვია, ქონება დავაგროვე? “ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტულ პარტიაზე“ უარესი ნამდვილად არ გახლავთ! 1997 წლის მარტს, როგორც კი დაიშალა რაიკომი, მას შემდეგ ვარ ბიზნესში და ვაგროვებ ქონებას. თქვენთვის სამწუხაროდ, იმდენი ქონება დავაგროვე, მეყოფა და მეტი არ მჭირდება. თქვენი ექიმი ვნახე თბილისში და მოკითხვა გადმოგცათ. სამარცხვინოა თქვენი საქციელი! შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მიმართოთ სახალხო დამცველს“, _ პარტია დაუწუნა შარაშენიძეს სიორიძემ, თუმცა, არც „ლეიბორისტი“ დარჩა ვალში: “ლეიბორისტული პარტია იქნება სწორედ, თქვენ რომ დაგიჭერთ!“




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...