რას ითხოვს სამართალი

მთავარი თემა

რას ითხოვს სამართალი

2016 აპრ 13 03:33:31

სასამართლო სისტემაზე კონტროლის გამყარების მცდელობის თავიდან ასაცილებლად და სასამართლოს პოლიტიკურ კლანური მმართველობისგან გასათავისუფლებლად, კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის"კამპანია "სამართალი ითხოვს" დაიწყო. 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია ითხოვს: შეწყდეს მოსამართლეების დანიშვნა, გაუმჭვირვალე და უსამართლო გზებით; შეწყდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დისციპლინური დევნა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და გამოირიცხოს სასამართლოს წინააღმდეგ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი; მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა აღასრულონ, მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება მოხდეს შემთხვევითობის წესით, რითიც თავიდან მოხდება აცილება საქმეების მართული მოსამართლეების მიერ წარმოება.

კამპანიის მონაწილეების მოთხოვნების ძირითადი ადრესატი პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომლის მუშაობის მიმართაც თავად მოსამართლეების ნაწილსაც პრეტენზიები აქვს. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მიაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის.

არასამთავრობო სექტორის შენიშვნები კატეგორიულად მიუღებელია იუსტიციის სამინისტროსთვის, რომელიც სასამართლოების რეფორმის მესამე ეტაპზე მუშაობს. თუმცა, არ არის გამორიცხული, მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები კიდევ გაიმართოს. შეხვედრას ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ესწრებოდა.

"აღიარებენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის, ეს შევაჩეროთ?! საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იხილავს არასამთავრობოების სარჩელს, კონკურსის გამართვასთან დაკავშირებით და წინა დღით მოაწყვეს ასეთი შეკრება. მე არ ვარ წინააღმდეგი, შეიკრიბონ, მაგრამ ელემენტარულად, სასამართლო ხელისუფლებას კითხონ, როგორ ფიქრობს და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. რა შევაჩეროთ, წინსვლა შევაჩეროთ?", _ განაცხადა საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ "იმედთან" საუბრისას.
მიუხედავად მურუსიძის ასეთი განწყობისა, არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში პრობლემებს ხედავენ და მათი სწრაფად გადაჭრის საჭიროებებზე საუბრობენ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" წარმომადგენელი სოფიო ვერძეულ ამბობს, სასამართლო სისტემაში კრიზისულ ვითარებაა.
"ბოლო თვეების განმავლობაში თვალსაჩინო გახდა ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც ეხება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის სისტემას. ჩვენ ვნახეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რომელიც ვერ უძლებდა კრიტიკას განსაკუთრებით მოსამართლეების დანიშვნის და დაწინაურების საკითხში. დღეს კანონმდებლობა საბჭოს წევრებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ყოველგვარი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე. ეს საბჭოს წევრების მხრიდან ქმნის თვითნებობის, არაჯანსაღი გარიგების შესაძლებლობებს.

ვხედავთ, რომ მოსამართლეები ამ ქვეყანაში ამგვარი პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად ინიშნებიან. იმ ფონზე, რომ ჩნდება ძალიან ბევრი ვაკანსია და ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც სასამართლო სისტემის ძალიან დიდი ნაწილი უნდა განახლდეს, მნიშვნელოვანია მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობდეს კონსტიტუციური გზით, არ დარჩეს კითხვები იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც ინიშნებიან მოსამართლეებად და მათი პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, კამპანია ითხოვს, რომ იქამდე სანამ კანონმდებლობა არ გაჯანსაღდება, არ მოვა შესაბამისობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ძალიან სწრაფად ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გაატარებს სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც შეცვლის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესს და მოსამართლეთა დისციპლინირების საკითხებზე საქმის განაწილების პრაქტიკას", _ აცხადებს ვერძეული და დასძენს, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა გაუგებარი მიზეზებით ძალიან დიდი ხანია გაჭიანურებულია. 

"რიგი პოზიტიური დებულებები, რომელიც კანონპროექტის პირველ ვერსიაში არსებობდა, გამქრალია მეორე ვერსიიდან. ეს კანონპროექტი ეხება მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, თუმცა ის ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება გადაწყვეტილებებს დაუსაბუთებლობას. რაც შეეხება საქმის განაწილებას, შემოთავაზებულია კარგი კანონპროექტი, თუმცა მისი ამოქმედება გათვალისწინებულია მხოლოდ 2017 წლიდან. გასაკეთებელია ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა გახდეს ვალდებული ჩაატაროს რეალური შემოწმება კანდიდატურებთან დაკავშირებით, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა დაექვემდებაროს ეფექტურ კონტროლს და გასაჩივრებას", _ აღნიშნავს ვერძეული.
ქვეყანაში რომ სასამართლო დამოუკიდებლობა შეუქცევადი რეალობა უნდა იყოს, ამაზე საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც საუბრობს.

როგორც იურისტი აცხადებს, სასამართლო სისტემასთან მიმართებაში  რეალური საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა  მოსამართლეების დამოუკიდებლობა პრაქტიკაში იყოს უზრუნველყოფილი და მათ ამ დამოუკიდებლობის ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები ჰქონდეთ.

"დღეს, სამწუხაროდ, ეს გარანტიები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სასამართლოში მძლავრობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიანად სასამართლო სისტემაზე, რაც იქნება ძალიან ცუდი ამ ქვეყნისთვის", _ აღნიშნავს  ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები ძირითადად  საკანონმდებლო რეფორმების დროულად განხორციელებას ეხება. 
"ბუნებრივია, აქ მთავარი ადრესატი იქნება საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო. ეს არის რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყება. კამპანიის ფარგლებში იქნება ინტენსიური საუბარი პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პასუხისმგებელ უწყებებთან, პოლიტიკურ ძალებთან. კამპანია მათ შორის გამოიყენებს ქუჩის აქციებს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებში. მივმართავ მოქალაქეებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი კამპანიას და გამოიყენონ ყველანაირი კანონიერი მეთოდი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გახდეს შეუქცევადი რეალობა საქართველოში", _ განუცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს.

პარლამენტის მიერ სასამართლოს კუთხით განხორციელებული რეფორმა არასაკმარისად მიაჩნია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაუაც.

"ჩვენი  ახალ კამპანიის მთავარი მიზანია სასამართლოს სიღრმისეული რეფორმ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია, მაინც არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ ახალ კანონმდებლობას. ახალი მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს შესაძლოა მოხდეს კლანური შეთანხმებების საფუძველზე და არა მათი ცოდნის და გამოცდილების. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საქმეების ელექტრონული წესით განაწილების შემოღება, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, თუ რატომ განიხილავს კონკრეტული მოსამართლე კონკრეტულ საქმეს. ჩვენი მოთხოვნა ასევე ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. სასამართლოში არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ. შესაბამისად, ეს არის ის სამი თემა, რომელსაც მოვითხოვთ. ჩვენ ჩავერთვებით კონსულტაციებში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ცვლილებები, რაც პარლამენტში განიხილება, არ არის საკმარისი და უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი", _ ამბობს გიგაური.

ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ,  მამუკა ახვლედიანმა საუბარი რამდენიმე თვის წინ აქტიურად დაიწყო. რასაც თანამდებობიდან ახვლედიანის გათავისუფლება მოჰყვა.

რა მოჰყვება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ კამპანიას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ წამოწყებას დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ გამოხმაურებია.

ამავე თემაზე:

დაპირისპირებული მოსამართლეები და პოლიტიკური პროცესი სასამართლო სისტემაში

რის გამო დაიხია უკან მოსამართლეებთან იუსტიციის მინისტრმა

კრიზისი სასამართლო სისტემაში- პოლიტიკური პარტიების განცხადება

სამართლიანი სასამართლოს იდეა დღეს დასამარდა - ხატიაშვილი

კახა კოჟორიძე - პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...