"ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კითხვებზე პასუხები არ აქვს!"

მთავარი თემა

"ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კითხვებზე პასუხები არ აქვს!"

14 მაი. 2012, 07:08:37

ერთადერთი წარმომადგენელი, ვინც ბოლომდე დაესწრო შეხვედრას და ჟურნალისტების ზეწოლაზე სპეციალურად მომზადებულ ფილმსაც უყურა, უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენელი ირინე ბართაია გახლდათ, რომელმაც მედიასთან არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა" და კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" მიერ მოწყობილ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ზოგადნაციონალური ელექტრონული მედია პოლიტიკური წნეხის ქვეშაა მოქცეული და ძირითადად, პოლიტიკური პროპაგანდის იარაღად იქცა. სხვადასხვა სახის ზემოქმედებას განიცდის კრიტიკულად განწყობილი მედია. რადგან თითოეული მათგანის ტექნიკური რესურსი, აუდიტორიის მოცვა, საარჩევნო პროცესების სრულად გაშუქებისთვის აუცილებელი უსაფრთხო და სამართლიანი გარემო შეზღუდულია, საზოგადოებას არ აქვს საშუალება მისთვის სასურველ და ხელმისაწვდომ პლატფორმაზე მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ საარჩევნო და კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, საარჩევნო უფლებები და მოვალეობები, სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის და ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ცვლილებების საზოგადოებისთვის გაცნობა; ხელისუფლებას არ სურს თავადაც კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში ჩაჯდეს...

ამ პირობებში მყოფ მედიას ისედაც რთულ მუშაობას კიდევ უფრო მეტად ურთულებს და უფრო მეტიც, აუტანელს ხდის პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედება: ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა, მასალის ჩამორთმევა, შეხვედრების დახურვა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკულად დახურულ სისტემად ქცევა; დაუსჯელობის განცდა, სამართლის მიუღწევლობა...

ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. ჩვენი უპირველესი ადრესატი ხელისუფლებაა და ამიტომაც მოვიწვიეთ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ამ დარბაზში დასმულ შეკითხვებზე პასუხები არ აქვთ. პრევენციის მიზნით, შევეცდებით ინფორმაცია მივაწვდინოთ ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რადგან რეგიონებში ჟურნალისტების საქმიანობა არათუ იზღუდება და რთულდება, ფიზიკურად საშიშიც კი ხდება!" _ ამ სიტყვებით გახსნა კონფერენცია რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ, ია მამალაძემ.

შეხვედრაზე ფილმის სახით წარმოდგენილი იყო ფაქტები, რომლებიც მედიაორგანიზაციების _ "აჭარა P.S."-ს, გაზეთ "რუსთავის ამბების", "კახეთის საინფორმაციო ცენტრის", "ხალხის გაზეთის", გაზეთ "P.S."-ს, რადიო "ძველი ქალაქის", გაზეთ "ვერსიას", სააგენტო "tspress.ge"-ს, "newspress.ge"-ს, "livepress.ge"-ს, "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის", "ნეტგაზეთის", "ახალი გაზეთის", "გურია ნიუსის"... ჟურნალისტებს შეემთხვათ.

გამომსვლელმა ჟურნალისტებმა დეტალურად ისაუბრეს იმ ზეწოლებზე, რასაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

გაზეთ "აჭარა P.შ."-ის წარმომადგენლის, სულხან მესხიძის ინფორმაციით, 6 აპრილს, საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო საცხოვრებლებიდან ოჯახების გამოსახლების პროცესის გადაღებისას, ქობულეთში, პოლიციის თანამშრომლები, ქობულეთის პოლიციის უფროსის დავით ბეჟანიძის თანდასწრებით, მას ფიზიკურად შეეხნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და მისთვის ვიდეოკამერის წაგლეჯას ცდილობდნენ. რედაქციის განცხადებით, გადაღებულ ვიდეომასალაზე ეს ფაქტი გარკვევით ჩანს. "აჭარა "P.S."-მა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას საჩივარი დაზღვეული ფოსტით უკვე გადაუგზავნა.

შიდა ქართლში გამომავალი "ხალხის გაზეთის" ფოტოკორესპონდენტს რეზო ნადირაძეს უცნობი პირები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ის ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც კარალეთის ჩასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტია ასახული. აღნიშნულ ვიდეომასალაში კარალეთის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი, სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს. ჟურნალისტების თქმით, მათი შეურაცხმყოფელი პირები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტარების _ ზურაბ მელიქიშვილისა და ბადრი ბასიშვილის გვერდით ხშირად არიან.

"როგორც კი ეს ვიდეომასალა გავრცელდა, ჩემს სახლში რეკავს უცხო პიროვნება და თავს ასაღებს გიორგი ყიფშიძედ. დაიმუქრა, სადაც ვნახავ, ყელს გამოვჭრიო. განცხადებით უკვე მივმართეთ პროკურატურას. ასევე, ის ნომერიც ამოვწერეთ, საიდანაც ზარი გახორციელდა," _ ამბობს რეზო ნადირაძე.

2 მაისს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს, ხოლო გაზეთ "P.S."-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს: "დავინახე, რომ ქალთან, რომელიც ჩემს წინ იჯდა, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ლიდერები მივიდნენ და უთხრეს - შენ ნაციონალი არ ხარო და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ პოლიციამ ქალზე ძალადობა დაიწყო. ამოვიღე ფოტოაპარატი და დავიწყე გადაღება. ამ დროს პრეზიდენტის დაცვის წევრები მომვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს", _ აცხადებს ვაჩიბერაძე. ჟურნალისტი აიძულეს, ფოტოაპარატიდან წაეშალა ყველა ფოტო, მათ შორის, არქივის ფოტოები, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და შენობიდან გამოაძევეს.

"გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა, ნატო გოგელიამ და ჟანა მეგრელიშვილმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 11 აპრილს მიმართეს.

ჟურნალისტები ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეების ბრძანებებს ასაჩივრებენ, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ შენობებში გადაადგილება ეზღუდებათ.

ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ერთმანეთის ანალოგიური ბრძანება, ერთსა და იმავე რიცხვში, 2012 წლის 12 მარტს არის გამოცემული.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის ხელისუფლებას აღნიშნული ბრძანების არსებობა 13 მარტს, კონტროლის პალატის ვიზიტისას არ გახსენებია. ამ დღეს ნატო გოგელია, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთს - მოქალაქეთა მისაღებში საჯარო ინფორმაციის დატოვებას ითხოვდა.

"2012 წლის 13 მარტს, დაახლოებით 10:30 საათზე, მივედი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, რათა გამომეთხოვა საჯარო ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან მდგარმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში არ შემიშვეს და არ მომეცა საშუალება განცხადება დამეტოვებინა გამგეობისა და საკრებულოს კანცელარიაში. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, მოგვიანებით კი საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა, არ მომცეს განმარტება, თუ რის საფუძველზე არ მეძლეოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება. არ მომეცა საშუალება ჩემთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია მიმეღო, რადგან ვერ მოვახერხე კანცელარიაში განცხადების დატოვება, _ აღნიშნულია ნატო გოგელიას საჩივარში.

4 მაისს, ქუთაისში, რესტორან "იმპერიალში" მიმდინარე პარტიული შეხვედრიდან (რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა) გამოსულმა "ნაციონალებმა" "newspress.ge.გე"-ს ჟურნალისტს, თეკლა მორგოშიას ფოტო გადაღება და გარე პერიმეტრზე მოძრაობაც კი აუკრძალეს. მორგოშიას თქმით, "შეხვედრიდან გამოვიდა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დავით გოგისვანიძე და მითხრა: ქუთაისის მერს გია თევდორაძეს აქვს პარტიული, დახურული შეხვედრა მოსახლეობასთან. ამიტომ არ გვინდა, უცხო პირი პერიმეტრზე მოგვიახლოვდეს, გარდა ჩვენი გუნდის წევრისა. ძალიან გთხოვთ, პრობლემებს ნუ შეგვიქმნით. ფოტოებს ნუ გადაიღებთ". გოგისვანიძის მიერ გაფრთხილების შემდეგ, ჟურნალისტთან უცხო პირები მივიდნენ და მისთვის ფოტოაპარატის ჩამორთმევა სცადეს. "სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მოვიდნენ და მითხრეს, მაჩვენე რა გადაიღეო. აკონტროლებდნენ ჩემს ყოველ ნაბიჯს," _ თქვა ჟურნალისტმა.

კონფერენციაზე რეგიონული მაუწყებლების პრობლემების შესახებ ისაუბრა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა; ჟურნალისტების სამართლებრივი აქტივობების მოკლე ანგარიში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ, ხოლო წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანალიზი კოალიციის "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელმა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ წარმოადგინა; კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ინიციატივები დამსწრეთ მედიაკოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ გააცნო.

IREX-ის G-მედია პროგრამის ხელმძღვანელმა მეთიუ შელმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არმოსვლა მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ამ ფაქტებისა და მასალების გაცნობისას გაჩენილ კითხვებზე, მათ პასუხის გაცემა გაუჭირდებოდათ.




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?