რა ინფორმაცია დაუმალეს პოლიციელებმა სკოლის დირექტორებს _ "რომ გვცოდნოდა, მივიღებდით ზომებს"

მთავარი თემა

რა ინფორმაცია დაუმალეს პოლიციელებმა სკოლის დირექტორებს _ "რომ გვცოდნოდა, მივიღებდით ზომებს"

25 აპრ. 2016, 13:54:57

ჩოხატაურის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო "ბახმაროს" შენობაში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ბიზნესობიექტებიცაა განთავსებული, მოსწავლეების მიერ ბანქოს თამაში არავის უკვირს _ ყოველდღე, სასწავლო პროცესის დროს, აქ უფროსკლასელები იკრიბებიან და როგორ გვითხრეს, ბანქოს ფულზე თამაშობენ. მოსწავლეები ამას მალულად არ აკეთებენ და მათი ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს და პედაგოგს შეუძლია.

"გურია ნიუსმა" აღნიშნული ფაქტი 20 აპრილს, 13 საათსა და 45 წუთზე ვიდეოფირზე დააფიქსირა. ჩვენს კითხვაზე _ რატომ არ იყვნენ საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლაში, თამაშის პარალელურად, ახალგაზრდებმა მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ სკოლის მოსწავლეები არ არიან და ჩანთები, უბრალოდ, "ხოშის" გამო უკეთიათ.

ამ სტატიის ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის განათლების სამინისტროსიც, რომელმაც ფაქტის გამოძიება რესურსცენტრს დაავალა; საქმეში აქტიურად ჩაერთო მანდატურის სამსახურიც.

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ამ თემაზე ჩოხატაურის საგანმანთლებლო რესურსცენტრში, დირექტორებთან ერთად გამართულ თათბირზე იმსჯელეს, რომელსაც პოლიციის თანამშრომელებიც ესწრებოდნენ.

როგორც გვითხრეს, თათბირზე პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ასეთი ფაქტების შესახებ დიდი ხანია, საქმის კურსში არიან და რამდენიმე მშობელს შესაბამისი გაფრთხილებაც კი მისცეს. ამავე შეხვედრაზე უბნის ინსპექტორს სერგო მუკბანიანს ისიც კი უღიარებია, რომ ბანქოს თამაშში გართულ მოსწავლეებს რამდენჯერმე თავზე დაადგა:

_ როგორც პოლიციელმა აღნიშნა, რეაგირება იმის გამო ვერ მოახდინა, რომ სკოლის მოსწავლეები სახეზე ვერ იცნო, _ გვითხრეს შეხვედრაზე მყოფმა სკოლის დირექტორებმა.

მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა თეონა მელუამ, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს, დაადასტურა, რომ ბანქოს სათამაშოდ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

_ ჩვენ რომ ეს ამბავი გვცოდნოდა, აუცილებლად მივიღებდით ზომებს. პოლიციელებს ეს უნდა ეთქვათ ჩვენთვის. ასეთი შემთხვევების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ამას ვერავინ მოვიხსნით, _ აღნიშნეს საჯარო სკოლების დირექტორებმა, რომლებიც ყურადღებას საზოგადოების პასიურობაზე და პოლიციის უპასუხისმგებლობაზე ამახვილებენ.

_ თურმე, ბანქოს მოთამაშე ბავშვებს ყოველდღე ათეულობით ადამიანი ხედავდა და ახლა ამბობენ, რომ მათი უცენზურო სიტყვებით ძალიან იყვნენ შეწუხებულები. ძალიან ცუდია, რომ საზოგადოება ამ საგანგაშო ფაქტის მიმართ ძალიან გულგრილი აღმოჩნდა და არც ერთ მათგანს სკოლისთვის არაფერი შეუტყობინებია, _ გვითხრა ერთ-ერთმა სკოლის დირექტორმა.

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბური სახე აქვს მიღებული, კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

_ როდესაც თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიციელებმაც დაადასტურეს, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი შეწუხდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ამ ამბავში მათი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულები. ქალბატონმა თეონა მელუამ დაადასტურა, რომ რამდენჯერმე ჰქონდა დაფიქსირებული, როცა საგაკვეთილო პროცესში არასრულწლოვანები თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს, თუმცა, არ იცოდა, თამაშობდნენ თუ არა თანხაზე.

მან აღნიშნა, რომ როცა იქ შედიოდა, ბავშვები გარბოდნენ და მას არ შეეძლო ამ ბავშვების ამოცნობა. მანვე დაადასტურა, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა კომუნიკაცია ჰქონდა ბავშვების მშობლებთან. სამწუხაროდ, სკოლა არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში. დადასტურდა, რომ ეს მხოლოდ დაბა ჩოხატაურში არსებული სკოლების პრობლემა არ არის და აზარტულ თამაშებში ახლომდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეიმჩნევიან _ დასახელდა გორას, ზემო ფარცხმის, გუთურის, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამაში აქტიურად ჩაგვრთონ.

მართალია, ჩვენი იურიდიული უფლებამოსილება ვრცელდება საგაკვეთილო პროცესზე, მაგრამ საქმე ეხება მორალურ პასუხისმგებლობასაც. ძალიან გამიხარდა, რომ ეს მორალური პასუხიმგებლობა საჯარო სკოლების დირექტორთა უმრავლესობამ აიღო თავის თავზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.

მისივე თქმით, სკოლები ამ საკითხზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას გეგმავენ: _ ეს იქნება კლასის ხელმძღვანელის მუშაობა ამ მიმართულებით, კლასის საათის ჩატარება ამ თემაზე. შეიძლება ეს იყოს კვირეული და მრავალი სხვა აქტივობა და რესურსი, რომელიც სკოლას გააჩნია ამ საკითხის პრევენციისთვის. ამაში ჩაერთვებიან თვითმმართველობები, მშობელთა კომიტეტი და ეს ქცევა იქნება განხილვის და მსჯელობის საგანი.

გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნების მიერ ბანქოს მასიური თამაში ორგანიზებულია და მას კონკრეტული ხელმძღვანელი ჰყავს, შორენა სიხარულიძისთვის უცნობია:

_ ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ინფორმაციას პოლიციელები არ ფლობენ. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია არც ჩვენ გვაქვს. მე, ასევე, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და სკოლის დირექტორების სახელით, რადგან მხოლოდ "გურია ნიუსმა" შევატყობინა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს თქვენი და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია რაიონულ პროკურორთან დავით შვანგირაძესთან, რომელიც დახმარებას შეგვპირდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ 5 მაისს ვგეგმავთ დიდ შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეები დაესწრებიან. ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ აზარტულ თამაშებზე, მის გავლენებზე, შედეგებზე. იქნება ღია და გულწრფელი საუბრები, _ აღნიშნა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.

ამ თემაზე სტატიაში დასახელებული პოლიციელები კომენტარებს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ პოლიციელებს ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მიერ სტატიის გამოქვეყნებამდე ჰქონდათ:

_ პოლიციელებმა აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან გაიგეს, რომლის განხილვაც რესურსცენტრში მოეწყო. ამ დრომდე პოლიციისთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს და შეტყობინება არც 112-ში შესულა, _ გვითხრეს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ საკითხის შესწავლა აუცილებლად მოხდება და შესაბამისი რეაგირებაც იქნება.




 ახალი ამბები
  • “ქართულმა ოცნებამ” 150-კაციანი სია წარადგინა“ქართულმა ოცნებამ” ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. 150–კაციანი სია მმართველმა პარტიამ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, სიაში წარმოდგენილი არიან როგორც ყოფილი დეპუტატები, ასევე ახალი სახეები. მისივე თქმით, ოცნებას “თვისებრივად” გაძლიერებული გუნდი ეყოლება. ქართული ოცნების სია ასეთია: 1. გიორგი გახარია2. არჩილ თალაკვაძე3. ირაკლი კობახიძე4. თეა წულუკიანი5. მამუკა მდინარაძე6. კახაბერ კუჭავა7. გიორგი კახიანი8. მარიამ ქვრივიშვილი9. მიხეილ სარჯველაძე10. მაია ბითაძე11. მიხეილ დაუშვილი12. გიორგი ამილახვარი13. ვიქტორ სანიკიძე14. მარიამ ბოჭორიშვილი15. შალვა პაპუაშვილი16. დავით კაჭარავა17. ნიკოლოზ სამხარაძე18. გიორგი ხელაშვილი19. მარიამ ლაშხი20. ბექა დავითულიანი21. ანრი ოხანაშვილი22. დიმიტრი ხუნდაძე23. დიმიტრი სამხარაძე24. ნინო წილოსანი25. ირაკლი კოვზანაძე26. ირაკლი ბერაია27. ირაკლი სესიაშვილი28. ეკა სეფაშვილი29. რატი იონათამიშვილი30. გურამ მაჭარაშვილი31. დავით მათიკაშვილი32. ელისო ბოლქვაძე33. ლადო კახაძე34. ირაკლი მეზურნიშვილი35. სავალან მირზოევი36. რიმა ბერაძე37. სუმბატ კიურეღიან38. ალეკო ტაბატაძე39. ალუდა ღუდუშაური40. ირმა ზავრადაშვილი41. ირაკლი ზარქუა42. გივი მიქანაძე43. ბექა ლილუაშვილი44. ქეთი დუმბაძე45. ლექსო დალაქიშვილი46. ლევან ქარუმიძე47. ირაკლი მეძმარიაშვილი48. ხატია წილოსანი49. ვლადიმერ ჩაჩიბაია50. ისკო დასენი51. ვიქტორ ჯაფარიძე52. მაია მენაღარიშვილი53. ედიშერ თოლორაია54. გოდერძი ჩანქსელიანი55. ელგუჯა გოცირიძე56. ანა ბუჩუკური57. გია ბენაშვილი58. დაჩი ბერაია59. შოთა ხაბარელი60. თამარ ტალიაშვილი61. ლევან მგალობლიშვილი62. გელა სამხარაული63. გია ცაგარეიშვილი64. ნინო იობაშვილი65. გიორგი ჩაკვეტაძე66. თენგიზ შარმანაშვილი67. თორნიკე ჭეიშვილი68. ბაია კვიციანი69. მერაბ ქვარაია70. ირაკლი კირცხალია71. გიორგი ბარვენიშვილი72. გენრიეტა წიწავა73. იმედა ნიკურაძე74. ლევან მაჭავარიანი75. არჩილ გორდულაძე76. სალომე ქურასბედიანი77. გიორგი შინჯიკაშვილი78. შალვა კიკნაველიძე79. სულხან მახათაძე80. სალომე ჯინჯოლავა81. ჯუმბერ იზორია82. ლუკა კანკავა83. თემურ გოცირიძე84. ქეთევან ჩარკვიანი85. ზურაბ ხაჩიძე86. დავით თურქია87. ნიკა ტყემალაძე88. ნათია მოდებაძე89. თორნიკე ფხაკაძე90. აბელ აბესაძე91. ზურაბ იაშვილი92. მარიამ ყაყიჩაშვილი93. კობა სამხარაძე94. გიორგი ხავთასი95. მიხეილ თოფურია96. მარიამი ლომიძე97. დავით კაჭარავა98. ვლადიმერ ქორთუა99. გია თელია100. მარიამ ნასუაშვილი101. კობა დუნდუა102. ბენედიქტე გეგეჭკორი103. გაგა დარბაიძე104. ანა თევდორაძე105. გრიგოლ დალაქიშვილი106. სერგი მუშკუდიანი107. ჯონი ბერუაშვილი108. ნინო ლაცაბიძე109. ნიკა თინიკაშვილი110. ირაკლი სურმავა111. გია ჩხეიძე112. ქეთი აბაიშვილი113. ბექა ოდიშარია114. ნოდარ ტურძელაძე115. დავით სერგეენკო116. მაიკო ხარძიანი117. კახა კახიშვილი118. სოზარ სუბარი119. გიორგი ვოლსკი120. ნათია თელია121. მიხეილ ყაველაშვილი122. ლევან კობიაშვილი123. დავით სონღულაშვილი124. ნინო ქარდავა125. ირაკლი ქადაგიშვილი126. შალვა კერესელიძე127. ზაურ დარგალი128. მარიამ თევზაძე129. გოგი მეშველიანი130. გიორგი ხოჯევანიშვილი131. ზაალ დუგლაძე132. ნინო ჯანიაშვილი133. ანტონ ობოლაშვილი134. სამველ მანუკიან135. გოჩა ენუქიძე136. ნინო გიგინეიშვილი137. პაატა კვიჟინაძე138. ბეჟან წაქაძე139. გივი ჭიჭინაძე140. ხატია ურიგაშვილი141. ზაზა ლომინაძე142. ვასილ ჩიგოგიძე143. ალექსანდრე მოწერელია144. ალექსანდრა ხორგუაშვილი145. ირაკლი ხახუბია146. ირაკლი ჩიქოვანი147. რესან კონცელიძე148. ანა მიქაუტაძე149. ზაალ მიქელაძე150. ანზორ ... ...
  • თავდაცვის სამინისტრო - ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის აბსურდულითავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას აბსურდულ ბრალდებას უწოდებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს. „ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ კობაიძის მორიგ არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით (R)2020 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მორიგი სიცრუე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით. “საკარანტინო რეჟიმში ამუშავებთ (პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს) და დაფასება ნოლი!!! ხელფასები მაინც მოუმატეთ“, - მიმართა მან აწ უკვე ყოფილ იუსტიციის მინისტრს. მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, პატიმართან ერთად პენიტენციური სისტემის თანამშრომელიც გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. სისტემის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, N8 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კოტროლიორის თანამდებობრივი სარგო დღეს არის 1530 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 410 ლარით აღემატება), ოპერატიული მორიგის - 1920 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოზე 735 ლარით მეტია), ხოლო მთავარი ინსპექტორის - 1850 (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 585 ლარით აღემატება) და ა.შ. ასევე დაწესებულებებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, გაზრდილია სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შრომითი ანაზღაურება. რაც შეეხება ბოლო თვეებში პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს. შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. 29 მარტიდან კი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ შრომის ასანაზღაურებლად, მოცემული პირები ყოველთვიურად იღებენ შესაბამის დანამატს. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ეს იყო 100%-იანი დანამატი. მოგვიანებით, ახალი სამუშაო გრაფიკის დამტკიცების შემდეგ (რაც გულისხმობს ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას როტაციის პრინციპით) დაწესებულებების თანამშრომლებს ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი სარგოს 20%-ის ოდენობით. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ იძლევა პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოხსნის შესაძლებლობას, ხოლო გაცემული დანამატების ოდენობამ კანონით დაშვებულ ზღვარს მიაღწია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული უფლება და გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობისა. შედეგად, მოცემული პირები დანამატს განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდნენ და ღებულობენ. შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების შრომა არ ფასდება და პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე არ ზრუნავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რასაც ადვოკატი კობაიძე კვლავ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ... ...
  • HRC-ის მიმართვა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტებით, რაც ზიანს აყენებს მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაფიქსირებული თავდასხმის ფაქტები", _ აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს.  "ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიოს 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას და 2020 წლის 29 ოქტომბერს, მარნეულში, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, მოხდეს სამომავლოდ მსგავსი ფაქტების პრევენცია, რათა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და  აქტივისტებმა შეძლონ საკუთარი საქმიანობის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოში წარმართვა, ხოლო ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.  გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა და მათი მხარდამჭერები. საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად გადაიზარდა, აქტივისტებს ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს და დააზიანეს.  2020 წლის 29 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. ამასთან, დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.  პრობლემურია, რომ საზოგადოებას ინციდენტების შესახებ ინფორმაცია განსხვავებულად მიეწოდება სხვადასხვა ტელევიზიის მიერ და იშვიათია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ინციდენტების დაბალანსებული გაშუქება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიებმა დაიცვან მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნა და ახალი ამბების გამოშვებებში ყველა ფაქტი თუ შეხედულება დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გააშუქონ.  ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:  ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს:  . დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები.  .  სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.  პოლიტიკურ პარტიებს:  .  არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა, მუქარა და ძალადობა; .   წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისი აქტივობები განახორციელონ კანონით დადგენილ ჩარჩოებში, მშვიდობიანი ფორმებით;  მედიასაშუალებებს:  .  კეთილსინდისიერად შეასრულონ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და საინფორმაციო გამოშვებებში, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ფაქტის თუ შეხედულების დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გაშუქება.  .  ფაქტების გადმოცემისას თავი შეიკავონ ინფორმაციით თვითნებური მანიპულირებისაგან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქართველოს მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ტელევიზიების ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს, _ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ... ...
  • "წყალი რომ მოდის, სიხარულისგან გული მიჩქარდება!"ხმამაღალი განცხადებები, რომ გახორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ ლანჩხუთის რიგ სოფლებში, მათ შორის ჯუნეწერში, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნებოდა, არაერთხელ გაკეთდა. მაგალითისთვის გასული წლის დეკემბერში გურიის მხარისა და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში (სოფ. ჯუნეწერი, გვიმბალაური, ტაბანათი, ახალსოფელი, ღრმაღელე, წყალწმინდა, შრომისუბანი, გულიანი, წიაღობანი), გახორციელდა 1470 გრძივი მეტრი წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 101 329 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. სულ ლანჩხუთში გახორციელდა 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები; დაიხარჯა 2 248 000 ლარი, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1380 ოჯახს". თუმცა, ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოებისა და გახარჯული ათასობით ლარის მიუხედავად, სოფლებში ისევ აქტუალურია წყლის მიწოდების პრობლემა. "ერთი დღე გვაქვს წყალი და ისიც _ ღამით. თანაც ხალიჩის გარეცხვას თუ ნახევარი საათი სჭირდება, სამი საათი დასჭირდა. ასეთი უპასუხისმგებლო კომპანია არც ერთ ტენდერს არ იმსახურებს! ყველაფერს აქვს საზღვარი", _ წერს სოციალურ ქსელში სოფელ ჯუნეწერის მკვიდრი ნინა ბარამიძე. მისივე ინფორმაციით, სათავე ნაგებობაზე წყალი არის და პრობლემას დაზიანებული მილები ქმნის. "ხშირად დავდივარ თუნდაც გასაწმენდად. ფაქტია, ძველი მილები უკეთესი იყო, ერთი დღე ნორმალურად გვქონდა წყალი. ყველგან დახეთქილია მილები. გზებზე მოთხრიშინებს წყალი", _ წერს ნინა ბარამიძე, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა. სოფელ ჯუნეწერში მოსახლეობას რომ უწყლობა აწუხებთ და მისი ონკანში წამოსვლის მოლოდინში ღამეების თევა უწევთ, ამას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ: "რამდენიმე თვეა, ღამის ცვლაში ვმუშაობ. ველოდები სარეცხი მანქანა როდის გამოირთვება. თან დილით ადრე უნდა ავდგე, ბავშვები მყავს სკოლაში გასაშვები. ყოველ მეორე ღამეს ვათენებ. მართლა რამე უნდა ვიღონოთ, საღამოს რვა საათზე მოდის წყალი და მთელ სოფელს ონკანი ღია აქვს, წყალს ნაკადი სულ არ აქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. წყალი რომ მოდის, გული სიხარულისგან მიჩქარდება. წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში წყლის მოსვლა რომ გაგიხარდება?!" შექმნილ ვითარებაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დადანაშაულებას, არამართებულად მიიჩნევს ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი რომან ბიწაძე: "მესმის, მომხმარებელს აინტერესებს ჰქონდეს წყალი, რაშიც იგი ყოველთვის მართალია. მაგრამ იგივე მომხმარებელი ყოველთვის არ არის მართალი, როცა პროექტის წარუმატებლობაში ერთპიროვნულად მშენებელს ადანაშაულებს. უნდა ინახოს პროექტი, რამდენად სწორად იყო შედგენილი. შედარდეს პროექტი გაკეთებულს, თუ პროექტიდან გადახვევაა (ნებართვების გარეშე) პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაეკისრება მშენებელს. მთავარი პასუხისმგებელი ამ პროცესებში მაინც დამკვეთია, რადგან პროექტის ხარისხს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ის უნდა აკონტროლებდეს. მაგალითად, ბაზარში ცუდ ყველს რომ შემოგვაპარებენ, ჩვენ უფრო დამნაშავეები ვართ, ვიდრე ყველის გამყიდველი", _ ამბობს რომან ბიწაძე. შექმნილ ვითარებაში, ასევე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ბრალეულობას ვერ ხედავს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მამუკა ხიტირი, რომლის თქმითაც, ის იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელმაც ჯუნეწერში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. მისი თქმით, პრობლემას წყლის დებეტის სიმწირე ქმნის: "კომპანიები რა შუაშია, როცა წყლის დებეტი არ არის საკმარისი. ეგ შემსრულებელ კომპანიას კი არა, დამკვეთს უნდა მოეთხოვოს. რას უკვეთავს და რატომ უკვეთავს არასწორ პროექტს. აქ საუბარია არასაკმარის წყლის დებეტზე და არა უხარისხოდ შედუღებულ წყლის მილებზე. არ არის დებეტი საკმარისი. მერწმუნეთ, დათვლილი მაქვს ეგ ძალიან ბევრჯერ, როცა ვმუშაობდი მაგ კომპანიაში". სოფელ ჯუნეწერში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობას ზაფხულის პერიოდში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელსაც სოფლის წარმომადგენელი განსაზღვრავდა. ჩხაიძისვე თქმით, პრობლემას მოსახლეობის მხრიდან წყლის დაუდევრად მოხმარება ქმნის: "ვერ ვიტყვი, რომ სოფლის მოსახლეობას წყალი მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება. წყლის დებეტის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ზაფხულის პერიოდში გრაფიკი იყო შედგენილი, რომელსაც სოფლის წარმომადგენელი აგვარებდა და ამის მიხედვით ხდებოდა მიწოდება. ზაფხულის პერიოდში ყველას მოშვებული აქვს ბოსტნების სარწყავად წყალი, ამიტომაც იქმნება პრობლემა, სხვა არანაირი ხარვეზი არაა", _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.  საგულისხმოა, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ლანჩხუთში ბევრ სოფელს აწუხებს. "ეგეთი ვითარებაა ლანჩხუთის ბევრ სოფელში. მაგალითად, ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი ლესაში წყალი გააკეთეს და 24-საათიანიაო, სინამდვილეში სამი დღე არის წყალი და სამი დღე _ არა. ასეა გვიმბალაურშიც გზის ერთ მხარეს გამოიყვანეს, მეორე მხარეს არა, ისიც საცოდავად მოდის", _ ამბობენ უწყლობით შეწუხებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls