იძულებითი გადახვეწა და "გამდიდრებული დაბა"

მთავარი თემა

იძულებითი გადახვეწა და "გამდიდრებული დაბა"

2012 მაი 22 07:26:25
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მდგომარეობა, საიდანაც, დაახლოებით, 1500 კაცი მიდის თურქეთში ჩაის საკრეფად. აქ უმძიმესი სოციალური ფონია და დაბაც იცლება ახალგაზრდა მამაკაცებისგან.

_ ყოველდღე ასი კაცი მიდის, ხვალაც წავლენ. მაისის ბოლომდე დაიცლება ნასაკირალი. ასეთი გახდა ცხოვრების წესი. უკვე რამდენი წელია, შემოდგომის ბოლომდე საკაცეთისგან დაცლილია აქაურობა, _ გვიამბობენ ტირილის ზღვარზე მყოფი ნასაკირალელი ქალები.

აქაურებიდან თუ კი ვინმეს მუშაობა შეუძლია, ყველა მიდის: _ რომ არ წავიდეთ, რა უნდა ვქნათ? მშიერი მოვკვდებით! აქ რომ იყოს ჩაის კრეფა, იცოცხლე, აქ მოვკრეფთ, რა გვინდა უცხოეთში? _ წუხან წასასვლელად გამზადებულნი.

ტარიელ ანთაძე, ნასაკირალის რწმუნებული: _ დაბა ნასაკირალიდან მიმდინარეობს მასობრივი გასვლა.

_ დაახლოებით, რამდენი კაცი მიდის?

_ ვინც 18 წელს ზემოთაა და ვისაც მუშაობა შეუძლია, 60 წლამდე, თურქეთში სეზონურად დადიან ჩაის საკრეფად. ამ მხრივ ძალიან მდიდრდება სოფელი, მოაქვთ უზარმაზარი შემოსავალი(?!). ყველას აქვს ფული და არ უჭირს ოჯახებს, არ ხდება არანაირი დანაშაული. მე ასე ვიცი, რომ მარტო ნასაკირალში არ ხდება ასე _ საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება მსგავსი ფაქტები. ხალხი დადის სამუშაოდ, _ ამბობს რწმუნებული.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში გოჩა შანიძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს არის მოკლევადიანი შრომითი მიგრაცია და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს.

_ ბატონო გოჩა, თქვენ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატს, გქონიათ თუ არა საუბარი, ან დაგიყენებიათ როდესმე ეს პრობლემა ხელისუფლების წარმომადგენლებთან? იციან მათ, რომ გაზაფხულზე გურიის სოფლების უმეტესი ნაწილი ლუკმა-პურის საშოვნელად, იძულებულია ჩაის საკრეფად თურქეთში წავიდეს?

_ ოზურგეთის უმთავრეს სატკივრად მაინც რჩება ჩაი, რომელიც ერთ-ერთი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალა და ადამიანების დასაქმების საუკეთესო საშუალება იყო გურიაში. მეჩაიეობის დარგში არსებული სიტუაციიდან და დღევანდელი ტენდენციიდან გამომდინარე, ძალზედ გასაკვირია, რომ ჩაიზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი _ ერთი კილოგრამი ქართული ჩაი, მინიმუმ, 20 ლარად იყიდება, მაგრამ დგას ტექნიკური პრობლემა _ ჩაის პლანტაციები ამორტიზირებულია და სჭირდება მრავალწლიანი ინვესტიცია. ამ თემაზე მქონდა მე, პირადად, საუბარი არა ერთხელ მქონია მთავარ აგრარულ კომიტეტში, რომ თუ სახელმწიფომ კონკრეტული პროგრამა არ განახორციელა ამ მიმართულებით, ვერ აღდგება აღნიშნული დარგი და, შესაბამისად, ყოველთვის გვექნება შრომითი რესურსების და თუნდაც მიგრაციის პრობლემა. დღევანდელი საქართველოს სიტუაცია და სტრატეგია, მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობა, თან ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა თურქეთი, ყველანაირად ხელს უწყობს და უადვილებს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის საზაფხულო შრომით მიგრაციას ამ ქვეყანაში. ეს აისახა ბევრ სოფელზე, მით უმეტესად ისეთზე, სადაც ჩაიზე იყო მიბმული ადამიანების ცხოვრება, მათ შორის ნასაკირალზე, ლაითურზე. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომპანია, არ არის კერძო ინვესტიცია, არ არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც შეძლებდა ამ მოსახლეობის მეჩაიეობის დარგში დასაქმებას.

_ ბატონო გოჩა, როგორც ნასაკირალელები ამბობენ, ისინი იძულებით მიდიან თურქეთში ლუკმა-პურის საშოვნელად.

_ გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. ნასაკირალის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მეზობელ თურქეთში ლუკმა-პურის საშოვნელად მიდიან, თუმცა, გარკვეული პერიოდით მიდიან _ ეს არის მოკლევადიანი შრომითი მიგრაცია. თუმცა, მათ რჩებათ არჩევანი _ ან იყონ სახლში ან მოძებნონ სამუშაო.

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე, "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს ფაქტი ომისდროინდელ პერიოდს ახსენებს: _ უმძიმესი სურათია _ ასეულობით უნარიანი და ძალღონით სავსე ადამიანი გადის ერთი ჩვეულებრივი სოფლიდან და სოფელი ცარიელდება. ომის დროინდელი პერიოდები მახსენდება, როცა მამაკაცები ომში მიდიოდნენ, სოფელი კი მოხუცების, ბავშვებისა და ქალების ამარა რჩებოდა და გარემოში რუხი ფერები მრავლდებოდა. დღესაც ომია _ ომი საკუთარ სიდუხჭირესთან, სიღატაკესთან, რომლისგანაც ვერა და ვერ დავიხსენით თავი. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფალი, ამ ფერების "გავარდისფერებას" სხვადასხვა თვალის მომჭრელი, ფასადური ღონისძიებებითა და პროექტებით, მისი მხრიდან მდგომარეობის შეცლის რესურსი თანდათან ილევა.

მახსენდება ერთიან საბჭოეთში ცხოვრების "გვიანი კომუნისტური" პერიოდი, 70-80 იანი წლები, როდესაც სახელისუფლო პროპაგანდა გვარწმუნებდა (გავრცელებული ჟარგონით, "გვაბოლებდა"), რომ მალე კომუნიზმში შევიდოდით და ცხოვრებაც კიდევ უფრო საამური გახდებოდა. პარალელურად კი, იზრდებოდა რიგები პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, ანუ ტელევიზორიდან ცხოვრების პირობები უმჯობესდებოდა, მოსახლეობის ბიუჯეტი კი ცარიელდებოდა. მაშინ, აწ განსვენებულმა ოტია იოსელიანმა მწარედ იხუმრა _ მაცივრების სადენი ტელევიზორების როზეტში შევაერთოთ და პროდუქტებით გაივსებაო. პარალელების გავლება დღესაც ძალიან ადვილია.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენი თანამემამულეები თურქეთში ამ პერიოდში, ძირითადად, ჩაის საკრეფად მიდიან და საკუთარ მეურნეობებში იგივე ჩაის ბუჩქების მოვლასა და კრეფას ვერ ახერხებენ. მომავლის ქართულ ეკონომიკაში ჩაისა და მისი გადამამუშავებელი სექტორის ადგილისა და დანიშნულების პერსპექტივა ცალკე საუბრის თემაა. ფაქტია, ეს სექტორი უდიდესი სოციალური მნიშვნელობის მატარებელია კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე _ მას გონივრული და რაციონალური მართვა სჭირდება. და ეს, ეჭვგარეშეა, მომავალი, ახალი ხელისუფლების გასაკეთებელია, _ მიაჩნია მიქატაძეს.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...