ვინ და როგორ გადახედავს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს

მთავარი თემა

ვინ და როგორ გადახედავს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს

25 მაი. 2016, 04:16:37

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის საფუძვლები ფართოვდება. 

პარლამენტს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექში" შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარედგინა, რომლის მიხედვით, პროკურორის დადგენილება, მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი რომელიმე უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, განიხილება როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება. ეს კი შემდგომში, შესაძლებელია განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდეს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პროკურატურას ეძლევა ახალი საპროცესო მექანიზმი, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და საქმის გადასინჯვა მოითხოვოს.

კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავარი პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

"ბოლო წლებში განვითარებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას, ადგილი ჰქონდა ცალკეული პირების უფლებების ხელყოფის ფაქტებს. ამასთან, კონკრეტულ ფაქტებზე არსებული განაჩენები აფერხებს ცალსახად დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესს. გამოძიებით დადგენილია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი არაერთი დანაშაულის (ქონების დათმობის მიზნით ფიზიკური თუ ფსიქიკური იძულების, ცეცხლსასროლი იარაღისა თუ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ჩადების) ფაქტი, თუმცა დიდი დროის გავლის გამო მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობის და ასევე ისეთი ფაქტორების არსებობის გამო, როგორიცაა: საბუთების დაკარგვა ან განადგურება, გარდაცვალება, დაზარალებულის პოზიციის შეცვლა, დაზარალებულთან შერიგება და .. ხშირად ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება სამართალწარმოების პროცესში დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ საქმეების სასამართლოში წარმართვა და განაჩენით მათი ქმედებების შეფასება. თავის მხრივ, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მოქმედი რედაქცია, შეუძლებელს ხდის მართლმსაჯულებაში არსებული აშკარა ხარვეზების აღმოფხვრას. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ახალი განაჩენის არარსებობის პირობებში, იმსჯელოს პირის ცალსახად შელახული უფლების აღდგენაზე", _ აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

"ჩვენ მოვძებნეთ ფორმულა, როცა ისევ სასამართლო შეამოწმებს ამ ამბავს, მაგრამ არა ცალკე არამედ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. თუ მოსამართლეს შეექმნება რწმენა, რომ პროკურატურის მიერ დადგენილი ადამიანის უფლებების არსებითად დარღვევა, როგორც ფაქტი და სხვა მტკიცებულებები, რომელიც საქმეში არის, ერთობლივად შეიძლება იყოს განაჩენის სრულად ან ნაწილობრივ შეცვლის საფუძველი, ისევ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ეს მიდის პირდაპირ სააპელაციო სასამართლოში, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის აჩქარებს და ამარტივებს პროცესს", _ აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის, ვახტანგ ხმალაძის თქმით კი,  "ეს მიდგომა საშუალებას მოგვცემს, თავი დავიზღვიოთ დაუსაბუთებელი საჩივრებისგან და, მეორე მხრივ, თუკი პირის უფლებები იყო შელახული, აღდგეს ამ პირის უფლებები და მის მიმართ  სამართალმა იზეიმოს".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ინიციატივის ძირითადი მიზანი  კონკრეტულ საქეებზე შედეგის დადგომის გაადვილებაა.

"ცვლილებებზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ უწყებებთან ერთად. ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო. მიზანია, ვისაც ქონება უნდა დროულად დაუბრუნდეს, დაუბრუნდეს; ვისი განაჩენიც უნდა გაუქმნდეს, იქ იყოს მოქნილი მექანიზმი", _ აღნიშნავს ბესელია.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვას, მისი თქმით, ეს ახლად გამოვლენილ გარემოებებს ცალკე პუნქტად უნდა დაემატოს.

"ეს ცვლილებაც მომზადებულია და იმედი მაქვს მისი მიღება მოესწრება. კოლეგებს ექნებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა ამის მიმართ. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარადლა და ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ეს საკითხი ლოდივით მაწევს და მამძიმებს. გვინდა ეტაპობრივად კიდევ მეტი გარანტიები შევქმნათ, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და დავეხმაროთ ამ ადამიანებს. წლების განმავლობა დაგროვებული პრობლემების რაოდენობა ძალიან დიდია", _ აღნიშნავს ბესელია.

გარდა ამისა, პოლიტპატიმართა საქმეებთან დაკავშირებით, ბესელია განმარტავს, რომ ინიციატივის თანახმად, მათი საქმეების გადახედვის საფუძველი პარლამენტის მიერ 2012 წელს გამოცემული ამნისტიის აქტი იქნება.

"ვფიქრობთ, პარლამენტის გადაწყვეტილება იყოს განაჩენების გადახედვის საფუძველი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. პოზიციები ჯერდებოდა ელი ამ ხნის განმავლობაში უწყებებთან. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ საჭიროა ამ ცვლილებებს მხარდაჭერა ჰქონდეს", _ ამბობს ბესელია.

კითხვაზე: კოლეგა პროკურორების წინააღმდეგ დადგენილებას რამდენად გამოსცემენ ახლანდელი პროკურორები საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებად რომ ჩაითვალოს, ბესელია პასუხობს:

"სწორედ ამიტომ შეიქმნა პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი, რომელშიც არცერთი ძველი პროკურორი არ არის. ახალი კადრები იყო შერჩეული, რომლებსაც არცერთ ძველ საქმესან შეხება არ ჰქონდათ. ეს არ არის დიდი რესურსი ადამიანური თვალსაზრისით, თუმცა, დაზღვევა მაინც გათვალისწინებულია. ვცდილობთ დეპარტამენტის გაფართოებას, რადგან ბევრი საქმეა, რომელიც გადასინჯვას, გადახედვას და გამოძიებას ელოდება. მათ შორის არის წამების და არაადამინური მოპყრობის საქმეები. ბევრი ძველი პროკურორია დღეს უწყებაში დარენილი და ეს უწყების გამოწვევაა, მაგრამ ახალი დეპარტამენტი ამ რისკებისგან დაზღვეულია. სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ ეს ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერესთა კონფლიქტი", _ განაცხადა ბესელიამ გადაცემა 2030-ში ჩართვისას.

თუმცა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ პოლიტპატიმართა საქმეების გადახედვა ცალკე უნდა მოხდეს და არა ყველა იმ საქმესთან ერთად, რომელსაც პროკურატურის ახალი დეპარტამენტი განიხილავს.

"2012 წელს იყო თანხმობა პარლამენტისგან, რომ პოლიტპატიმართა საქმეები გადაიხედებოდა, მეოთხე წელი გადის და მსჯელობის საგნად ახლა გახდა ეს თემა, რომ პოლიტპატიმართა საქმეები გადახედილიყო. დღეს საქმეების ზოგად გადახედვაზეა საუბარი, თუმცა არ არის საუბარი იმაზე რომ პოლიტპატიმართა საქმეები გადაიხედოს არა კონკრეტული პროკურორის ვიზირებით, არამედ პარლამენტის მიერ გამოცემული ამნისტიის აქტით.

ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საპორცესო კოდექსის 310-ე მუხლში უნდა შევიდეს შესწორება, რომ პოლიტპატიმართა საქმეები გადაიხედოს და ახლადაღმოჩენილ გარემოება პოლიტპატიმრის სტატუსი იყოს. თუმცა, ის პროკურორები, რომლებიც მათ საქმეებში მონაწილეობდნენ, დღეს ისევ პროკურატურაში არიან, ან უფრო მაღალი თანამდებობები უჭირავთ, ამიტომ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საქმეების მიმართ მათ ობიექტური შეფასება არ ექნებათ", _ აღნიშნავს კაკაბაძე.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით.

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.

3. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები.

4. შუამდგომლობის დაყენება არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...