თოვლის ბაბუაზე შეყვარებული გუბერნატორი, ინდოელი მეკვლე და... საწოლში შეხვედრილი ახალი წელი

მთავარი თემა

თოვლის ბაბუაზე შეყვარებული გუბერნატორი, ინდოელი მეკვლე და... საწოლში შეხვედრილი ახალი წელი

2011 იან 6 13:43:06

_ ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, თურმე. თოვლის პაპაც გვყავდა გურულებს _ თეთრნაბადიანი, თეთრწვერა, ყაბალახიანი ბაბუა, რომელსაც გუდაში ბავშვებისთვის ჩურჩხელები, ნაზუქები, ჩირი, გოზინაყი და ხის თოჯინები ჩაეწყო.
მთელი ოჯახი იკრიბებოდა სუფრასთან, ოჯახის თავი გარეთ გადიოდა და როცა ღამის 12 საათი შესრულდებოდა, ხის გობზე დაწყობილი ღორის თავი, მწვადი და ტკბილეული შემოჰქონდა. გობზე მიმაგრებული იყო ანთებული წმინდა სანთელი, კარზე სამჯერ დააკაკუნებდა და იწყებოდა შემდეგი დიალოგი:
_ კარი გამიღეთ!
_ ვინ ხარ?
_ მეკვლე!
_ რა მოგაქვს?
_ მშვიდობა და ბედნიერება, ხვავი, ბარაქა. აშენდით, დამშვენდით!
დიალოგის შემდეგ იღება კარი, შემოდის ოჯახის უფროსი, თითოეულ წევრს გადაეხვევა და ულოცავს ახალ წელს, სხდებიან მაგიდასთან საახალწლო სუფრასთან. პატარები და მოხუცები მალე დაიძინებენ. ვისაც სმა შეუძლია, დილამდე განაგრძობს ქეიფს.
ჩვენ დავინტერესდით, რა ტრადიციები აქვთ, სად შეხვდნენ ახალ წელს, ვინ იყო მათი ოჯახების თამადა და რა სურვილები აქვთ გურულ ჩინოსნებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
თავდაპირველად გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს შევეხმიანეთ: _ ახალ წელს სახლში შეხვდი _ 12 საათზე, ტრადიციულად ოჯახში ვარ, ხოლმე. შემდეგ ქალაქში გავედი და საახალწლო ღონისძიებებს დავესწარი. ოჯახის მეკვლე ჩემი 17 წლის დისშვილი გახლდათ, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა. როგორც გავიგეთ, გუბერნატორს თოვლის ბაბუის არსებობა ნამდვილი ეგონა და დღესაც მიაჩნია, რომ ადამიანს წელიწადში ერთხელ ოცნება-სურვილის ახდენის იმედი უნდა ჰქონდეს: _ თუ მოჰქონდა საჩუქარი თოვლის ბაბუას, როცა პატარა ვიყავი? კი, რა თქმა უნდა, თოვლის პაპას ხომ საჩუქარი ყველა პატარასთვის მიაქვს და ჩემთვისაც მოჰქონდა. წელიწადში ერთხელ ოცნების ახდენის იმედი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, _ ამბობს გუბერნატორი.
მისი პირველი მოადგილე თამაზ მახარაძე ერთადერთი გურული ჩინოსანია, რომელსაც მეკვლედ უცხოელი ჰყავდა. ახალ წელს ისიც საკუთარ სახლში შეხვდა: _ როგორც ყოველთვის, ოჯახში შევხვდი ახალ წელს, ჩემს მეუღლესთან ერთად. ჩვენი მეკვლე ჩვენივე მეზობელი გიორგი მახარაძე იყო, რომელსაც, სხვათა შორის, ახლდა ინდოელი სტუმარი. გიორგიმ, ეტყობა, გაითვალისწინა, რომ არ გვეთქვა _ მეკვლედ ინდოელი რად გვინდოდაო და პირველი სწორედ მეზობლის ბიჭი შემოვიდა, _ გვითხრა ბატონმა თამაზმა და თოვლის ბაბუას შესახებ დასმულ კითხვაზე ღიმილით გვიპასუხა: _ თოვლის ბაბუის ყოველთვის მჯეროდა, ბავშვობაშიც, შემდეგაც და ახლაც მჯერა.
ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე ამბობს, რომ კარგა ხანია გამოვიდა იმ ასაკიდან, როცა თოვლის ბაბუას არსებობისა სჯეროდა: _ თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მჯეროდა. რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, ტრადიციულად, ოჯახში ვარ ხოლმე. ამჯერადაც ასე იყო. შემდეგ კი მეგობართან წავედი. ჩვენი მეკვლე ჩემი 13 წლის შვილია _ თამთას იმდენად უხარია მეკვლეობა, რომ ბედნიერია, როცა მეკვლის რიტუალს ასრულებს, _ ამბობს გუბერნატორის მოადგილე.
აწ უკვე ყოფილი ვიცე-გუბერნატორი კახა ასკურავა ახალ წელს სახლში შეხვდა: _ ტრადიციულად, სახლში შევხვდი ახალ წელს ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. მეკვლე ჩემი ძმისშვილი იყო. თოვლის ბაბუის მეც მჯეროდა, თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ იგი რეალურად არ არსებობს. საჩუქრები ჩემთვისაც მოჰქონდა თოვლის ბაბუას, თუმცა, როგორც მერე გავიგე, ამ ფუნქციას ჩემი მშობლები ასრულებდნენ, _ გვითხრა მან. მისივე თქმით, თავადაც არის თოვლის ბაბუა ძმისშვილებისთვის.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე ერთ-ერთი გამონაკლისია, ვინც ახალ წელს სახლში არ შეხვედრია: _ 31-ში, დაბის ცენტრში შევხვდი ახალ წელს, საახალწლო ღონისძიებაზე. შემდეგ წავედი სახლში და ფაქტობრივად, თავად გახლდით ჩემი ოჯახის მეკვლე. რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ბავშვობაში საჩუქრები მოჰქონდა და მისი არსებობა, რა თქმა უნდა, მჯეროდა. ახლაც მჯერა, მგონი, _ სიცილით გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.
მისი ოზურგეთელი კოლეგა ალეკო მამეშვილიც ახალ წელს ქალაქის ცენტრში შეხვდა და ოჯახის მეკვლეც თავად იყო: _ ქალაქის მოედანზე ვიყავი 12 საათზე, შემდეგ წავედი სახლში და აქედან გამომდინარე, მეკვლეც თავად ვიყავი. როგორც ყველა პატარას, მეც მჯეროდა თოვლის ბაბუას, _ გვითხრა ბატონმა ალეკომ.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძეც ახალ წელს სახლში შეხვდა: _ ოჯახში შევხვდი ახალ წელს მეუღლესთან, შვილებთან, დედასა და ბებიასთან ერთად. მეკვლე მეზობლის გოგონა გახლდათ, _ გვითხრა მან. ჩვენს კითხვაზე, სჯეროდა თუ არა თოვლის ბაბუის და უკეთებდა თუ არა იგი საჩუქრებს პატარა რეზოს, საკრებულოს თავმჯდომარემ შემდეგი გვიპასუხა: _ რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუის მჯეროდა. ვერ გეტყვით, ეს რა ასაკამდე გრძელდებოდა, მაგრამ ნამდვილად მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა. საჩუქრები ჩემთვის ღამით არ მოჰქონდა, როგორც ახლა ჩემს შვილებს ხვდება, ხოლმე, დილით თოვლის ბაბუს მოტანილი. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია მაშინ არ იყო. საჩუქრებს ნაძვის ხის ზეიმზე ვიღებდი, როცა ლექსს ვამბობდი.
_ რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ოჯახში შევხვდი ახალი წლის შემობრძანებას. ყოველთვის ასე ხდება. მეკვლე კი ასევე ტრადიციულად მე და ჩემი ვაჟიშვილი გახლდით, _ გვითხრა ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ. მისივე თქმით, თავად იყო საახალწლო სუფრის თამადაც. _ თოვლის ბაბუის მეც მჯეროდა ბავშვობაში, ისევე, როგორც ახლა ჩემს შვილიშვილებს სჯერათ, _ ამბობს გამგებელი.
გურული ფეხბურთის მესაჭე კახა ებრალიძე ახალ წელს სახლში შეხვდა: _ ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი 2011 წლის შემობრძანებას, მეკვლე ჩემი უფროსი ვაჟი _ გიორგი იყო. თოვლის ბაბუის ბავშვობაში მჯეროდა და საჩუქრებიც მოჰქონდა, _ ამბობს გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი.
გურულ "რესპუბლიკელთა" ლიდერი ტიფო მიქატაძე ახალ წელს შეხვდა... საწოლში: _ ძალიან ცუდად გავხდი იმ ღამეს, კუჭის შეტევა მქონდა. ექიმთანაც არ წავედი, წამალი კი დავლიე, მაგრამ არ გამიყუჩა. ამიტომაც ასე უჩვეულოდ, ლოგინში შევხვდი ახალი წლის შემობრძანებას. ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩვენი მეზობლის ულამაზესი გოგონა იყო. ბავშვობაში თოვლის ბაბუის მეც მჯეროდა, მაგრამ როდის გამოვედი ამ ასაკიდან, აღარ მახსოვს, _ გვითხრა ოპოზიციონერმა.
მისი ლანჩხუთელი კოლეგა რომან ბიწაძე ახალ წელს სახლში შეხვდა: _ ძალიან წყნარად და ფხიზლად შევხვდი ახალ წელს. მეკვლე მეზობლის ბიჭი _ თემურ კუკულავა იყო. რაც შეეხება თოვლის ბაბუას, მისი არსებობა არც არასდროს მჯეროდა, _ გვითხრა მან.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ოზურგეთის საკრებულოს წევრი და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ადგილობრივი ხელმძღვანელი ლელა ნაცვალაძე ოჯახური პირობების გამო ახალ წელს არავისთან გადასულა: _ მამა მყავდა შეუძლოდ და ვერსად გადავედი მისალოცად. მეკვლედ ჩემი ნათლული ბიჭი გვყავდა. საერთოდ, ჩვენს ოჯახში მეკვლის დიდი ტრადიცია გვაქვს. როგორც ყველა ბავშვს, თოვლის ბაბუის მეც მჯეროდა. რასაც მშობლები მიკეთებდნენ ნაძვის ხესთან საჩუქრებს, იგივეს ვუკეთებ ჩემს პატარა დისშვილებს, _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.
გურულ კონსერვატორთა ლიდერს მაკა კვირკველიასაც არასდროს სჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობა. ახალ წელს ისიც საკუთარ სახლში შეხვდა, ხოლო მეკვლედ მეზობელი ესტუმრა.
გურულ ჩინოსანთა თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა სურვილებსაც გაგანდობთ, რომელიც ღიად დაგვიფიქსირეს: გაერთიანებული საქართველო და ყველა ქართველის ბედნიერება, გულში კი ალბათ, პირველებმა გავლენებისა და თანამდებობების შენარჩუნება ჩაუთქვეს, ხოლო მეორეებმა _ პირიქით, მათი ამ წელიწადში შეცვლის სურვილი. ვნახოთ, ვის აუსრულდება სურვილები 2011 წელს. ჩვენის მხრივ, ყველა გურულსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს სურვილების ასრულებას ვუსურვებთ!




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...