კოალიცია დაიშალა, კოალიცია იქმნება - ბრძოლა საპარლამენტო მანდატებისთვის

მთავარი თემა

კოალიცია დაიშალა, კოალიცია იქმნება - ბრძოლა საპარლამენტო მანდატებისთვის

31 მაი. 2016, 05:55:33

არჩევნებამდე  4 თვით ადრე, პარლამენტში საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი აქტიურად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ცვლილებებს მმართველი პარტია მხარს არ უჭერს.

საქმე ე.წ. გერმანული მოდელის შემოღებას ეხება, რომლის მიხედვითაც, არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეიცვლება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად. ე.წ გერმანული მოდელის თანახმად, პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.

"გერმანული მოდელის" მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში ადგილს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პროპორციული წესით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ. საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული სისტემით მანდატები მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული მანდატების ნამატი, გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით.

ასევე პროექტით, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით 6-ზე ნაკლები მანდატი მოიპოვა, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

შესაბამისი პროექტის განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, მაგრამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა ამ მოდელს გუშინ მხარი არ დაუჭირეს. 
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი ინიცირებულია და რამდენმა კომიტეტმაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე მაინც გავა. 

ვინ და რატომ ითხოვს ე.წ. გერმანულ მოდელს

"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია "რესპუბლიკელების" მიერ არის ინიცირებული, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები მხარს უჭერენ. პარტიები მიიჩნევენ, რომ გერმანული მოდელი, ამ ეტაპზე ყველაზე სამართლიანი მოდელი იქნება.

თუმცა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანული მოდელის შემოღებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ქართული ოცნებისთვის" მანდატების წართმევას გეგმავენ, რაც მმართველ ზალას საბოლოოდ აიძულებს, არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს.

"ელემენტარული არითმეტიკაა, სკოლის მოსწავლეც კი გაიგებს, რომ ამ მოდელის მიხედვით პარტიას ან საარჩევნო ბლოკს შეხვდება მანდატების იმდენი პროცენტი, რამდენი ამომრჩეველიც მისცემს ხმას ანუ თუ პარტიულმა სიამ მიიღო ხმების 40 პროცენტი, მას ერგება 60 მანდატი, თუ მიიღო 10 პროცენტი, ერგება 15 მანდატი. შეიძლება იყოს უმნიშვნელო გადახრა ერთ ან ორ მანდატში დათვლისას. განსხვავებით იმ მოდელისგან, რომელიც დღეს გვაქვს ანუ რომელიც 26 წელია საქართველოში მოქმედებს. შეიძლება პარტიამ მიიღოს ხმების 40 პროცენტი და მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე, შეხვდეს 70-მდე მანდატი ანუ იმაზე ორჯერ მეტი, რაც ერთმა პარტიამ აიღო. ამ პროცესს ასწორებს ის სისტემა, რომელსაც ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ", _ აცხადებს პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე.

"გერმანული მოდელი დღეს არსებული მოდელისგან განსხვავდება იმით, რომ დათვლის წესი სხვა. თუ დღეს არსებული სისტემით ჩვენ მაჟორიტარული დეპუტატების რაოდენობას პირდაპირ ვუმატებთ პროპორციულად მიღებული დეპუტატების რაოდენობას, გერმანულ მოდელში დათვლა სხვაგვარია.  მაგალითად, თუ  პარტიამ 10% აიღო, რაც 15 დეპუტატი და მიიღო 5 მაჟორიტარი. ის გაიყვანს პირველ რიგში 5 მაჟორიტარს და დანარჩენ 10 კაცს პროპორციული სიით შეავსებს. ანუ მთლიანობაში მიიღებს 15 დეპუტატს პარლამენტში და ეს არის სამართლიანი სისტემა", _ აცხადებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი  გიორგი ახვლედიანი.

თუმცა, პარლამენტის წევრ ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ "გერმანული მოდელი" ართულებს მთავრობის დაკომპლექტებას, რამაც შესაძლოა, სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს. 

"ჩვენთან პრობლემატური იქნება გერმანული მოდელი, ვინაიდან ამ მოდელის მიხედვით ძნელდება მთავრობის დაკომპლექტება. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ დააკომპლექტოს მთავრობა და საქართველოში, სადაც არ არის იმის პოლიტიკური ტრადიცია, რომ რამდენიმე პარტიამ დააკომპლექტოს მთავრობა, შეიძლება მივიღოთ სამთავრობო კრიზისი. ამიტომ, ეს არის ქვეყნისთვის ცუდი მოდელი", _ აცხადებს ძიძიგური.

გარდა ამისა, მმართველ გუნდში საუბრობენ იმაზეც, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.  

"ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი, კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის. ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით, ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე", _ აღნიშნავს ეკა ბესელია.

ე.წ. გერმანული მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები

"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას გერმანული მოდელის ავკარგიანობას აფასებს და ამბობს, რომ მოდელი მმართველი გუნდისთვის წამგებიანი, ხოლო ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება.

"გერმანიაში ეს მოდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმის გამო მიიღეს, რომ ადეკვატური ყოფილიყო პოლიტიკური ძალების ძალაუფლება; რაც ყველაზე მთავარია, ამ სისტემამ უბიძგა გერმანიას კოალიციური მთავრობა ჰყოლოდა. ჩვენს შემთხვევაში კი, გამოდის, რომ რაც არ უნდა მაღალი პროცენტით გაიმარჯვოს "ქართულმა ოცნებამ" სისტემა უზრუნველყოფს, მან მთავრობა კოალიციის შექმნის გარეშე ვერ ჩამოაყალიბოს.

ამ მოდელის შემოღება ოპოზიციისთვის საინტერესოა, რადგან  მან იცის რომ არჩევნებს ვერ იგებს მაჟორიტარული პრინციპით, ამიტომ თუ "ქართული ოცნება" მოიგებს მაჟორიტარულს, ძალაუფლება პარტიას მაინც არ გაეზრდება. გარდა ამისა, ოპოზიციისთვის ეს მოდელი საინტერესოა იმიტომ, რომ თუ 10%-იან ბარიერს გადალახავს, დღეს მოქმედი მოდელით, მაქსიმუმ შეიძლება 7-8 მანდატი მიიღოს.  გერმანული მოდელის შემთხვევაში კი, გარანტირებულ 15 მანდატს იღებს. თუ ამ 15 მანდატში ოპოზიცია ხარ და მაჟორიტარი ვერ გაიყვანე, პროპორციულის ხარჯზე გიორმაგდება მანდატების რაოდენობა. 20%-ის აღების შემთხვევაში კი მოქმედი მოდელით მოუწევდა 15 მანდატი, გერმანული მოდელით მოუწევს 30 მანდატი. გერმანული მოდელი მაჟორიტარების რაოდენობას გიორმაგებს.

გარდა ამისა, როგორც იცით კოალიცია დაშლილია და გადანაწლება მიმდინარეობს, "რესპუბლიკელების" ინტერესი, როგორც ჩანს არის ის, რომ  ამ სისტემის ხარჯზე "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ასევე შეიძლება მოიგოს არჩევნები, ვერ შეძლოს  დამოუკიდებლად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გარეშე, მთავრობის ჩამოყალიბება. მოუწიოს საუბარი სხვა გამარჯვებულ პარტიებთან", _ აცხადებს ბოჟაძე.

მისივე თქმით, გერმანული მოდელის დათვლის სისტემიდან გამომდინარე, "რაც მეტ მაჟორიტარს გაიყვანს პარტია, მით უფრო ნაკლები ეყოლება პროპორციული სიიდან".

" ანუ, ერთის მხრივ, შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიამ გადალახოს 50%-იანი ბარიერი პროპორციულში, მიიღოს 73-ვე მანდატი, მაგრამ ვის გამოც მოიგო პარტიამ ეს არჩევნები, ვინც უნდა იყოს მისი სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი,  ის პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდება, რადგან მაჟორიტარებმა მთლიანად აიეს პარტიისთვის განკუთვნილი მანდატების რაოდენობა", _ ამბობს ბოჟაძე.

გარდა ამისა, ბოჟაძის აზრით, კანონპროექტის ხარვეზია ის, რომ საინიციატივო ჯგუფებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ.

"ეს აკრძალვა პირდაპირ დევს. პირი იძულებული ხდება, თუ მას არჩევნებში მონაწილეობა უნდა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს. არადა, პრეზიდენტს ვირჩევთ საინიციტივო ჯგუფის მიერ წამოყენებული კანდიდატიდან, ასევე ავირჩევთ მერებს და გამგებლებს 2017 წლიდან, მაგრამ პარლამენტარი არ გვეყოლება საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი.

გარდა ამისა, როცა ქალთა ჩართულობაზე ვლაპარაკობთ, ეს კვოტები ხომ სიებში გადადის, შეიძლება ისე მოხდეს, რომ  პოლიტიკური პარტია საერთოდ პროპორციული წესით არჩეული მანდატების გარეშე დარჩეს, შესაბამისად, ქალები პარლამენტში ვერ მოხვდნენ. გვაქვს უკვე გამოცდილება, რომ მაჟორიტარები ძირითადად მამაკაცები არიან. ახლაც, პარლამენტში სულ მამაკაცები გავლენ, სიაში ჩაწერილი ქალები კი, პარლამენტს გარეთ დარჩებიან", _ აღნიშნავს ბოჟაძე.

საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით  საქართველოს პარლამენტი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მოდელის შემოღება როგორც მმართველი კოალიციის აზრის შეცვლაზე, ასევე, ოპოზიციური პარტიების მობილიზებაზეა დამოკიდებული.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში პირველ-მეორე ადგილებს ,, ქართული ოცნება" და ,, ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმებით 19 უბანი მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის თქმით, ამ უბნებში თავისი შედეგებით ლიდერობს ,, ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე: "ჯერ ამის მეტის თქმა არ შემიძლია, მეც დანარჩენს ტელევიზიებით ვისმენ. ამ 19 უბანში ლიდერობს პარტია,, ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".  ამ წუთის მდგომარეობით  ოლქში პროცედურული დარღვევებზე დარეგისტრირებულია 5 ... ...
  • ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდაჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება სოფელში თბილისიდან ჩამოვიდა. მას ჩატარებული ჰქონდა პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, თუმცა, მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ახლობელია და მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა უბანზე მყოფ სხვა პირებთანაც. მომხდარის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა, ამბობს, რომ ხმის მიცემა ცესკოსა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბანზე ნაკლებად არის. ჩვენ საოლქო კომისიას მივმართეთ კითხვით, მომხდარის გამო არსებობს თუ არა ცესკოს თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა. მათი პასუხის მიხედვით, ვითარებას შესწავლა სჭირდება. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას იმყოფებოდა თუ არა საარჩევნო უბანზე ინფიცირებული პირი, ჯანდაცვის ცენტრთან ... ...
  • დაიბეჭდა თუ არა ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომით გურიის 24-ე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ხუთი ნომრით, მანუჩარ კვირკველია იყრიდა კენჭს.     მანუჩარ კვირკველიას ოფიციალურ გვერდზეც და საარჩევნო მასალებზეც მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე წერია _ მანუჩარ კვირკველია. თუმცა საარჩევნო ბიულეტენებში, მეხუთე ნომრად, მანუჩარ კვირკელიაა წარმოდგენილი. კანდიდატის პრეს სპიკერმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მანუჩარის გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში იგივეა, რაც სააგიტაციო მასალაზე და საჭიროდ აღარ ჩათვალა დაშტრიხული სახით გადმოეგზავნა პირდობის მოწმობის ფოტო ასლი. ჩვენ ცესკოს ონლაინ ჩათში შევეცადეთ მიგვეღო იურიდიული განმარტება, რა ხდება, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი. გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ცესკოს ოფიციალურად ელექტრონული ფორმით მივმართოთ და პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ... ...
  • გიგა ბოკერია: “ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება”"ევროპული საქართველოს", ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლქში, მეორე ტური ჩატარდება . ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება. ამასთან, ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა. „ფოთში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე, ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა, დაშინებისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და განსაკუთრებით დღეს, ზოგიერთ ოლქებში, სამარცხვინო, საგამგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე ფაქტი. სამწუხაროდ, მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში სენაკსა და ხობში, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონ ზოდელავა. რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ჩვენს ამომრჩეველს, ხმა მისცეს ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბატონ ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა. ეს უკვე წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ“, _ განაცხადა ... ...
  • თორნიკე ართქმელაძე: "არჩევნებმა ჩაიარა მასიური დარღვევებით"ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის ოლქში აცხადებს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. "არჩევნებმა ჩაიარა მასობრივი დარღვევებით, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება იყო ძალიან ბევრ ადგილას. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ ამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგია მოსული", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" საუბრისას თორნიკე ართქმელაძემ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...