კანონის სახელით უკანონოდ შელახული უფლებები ანუ "ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა"

მთავარი თემა

კანონის სახელით უკანონოდ შელახული უფლებები ანუ "ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა"

5 ივნ. 2012, 07:27:32
ამასთან, უკიდურესად დაზარალებულ მოქალაქეებს, რომელსაც სახლი დაეწვათ ან მეწყერმა დაუნგრია, "უფლება" მისცეს, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ნებართვით, სამასალე მორი დაემზადებინათ.

საშეშე მერქნისა და სამასალე მორის დამზადება მოსახლეობას უკიდურესად მძიმე ვითარებაში მოუხდა _ ტყეკაფი სამანქანე გზებიდან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში მიეზომათ. საწვავის შეძენა, ავტომანქანის, შეშისმჭრელების დაქირავება ნასესხები ფულით ზოგმა შეძლო, უმეტესობამ, ცხადია, ვერ მოახერხა და ამჯობინა "პრეზიდენტის საჩუქარი", ნომინალურ ფასად მაინც გაეყიდა. ამას მოჰყვა სახერხი ქარხნების არაერთგზის შემოწმება, დაყადაღება, საბოლოოდ კი, დალუქვა. მოსახლეობას ურჩიეს "სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ" და ზამთარშიც სამართლის იმედით გამთბარიყვნენ... ასე გავიდა არა ერთი ზამთარი.

ამ ყველაფრის ოფიციალური მიზეზი, კანონის დარღვევით გაკეთებული საბუთები და მოჭრილი ხეები გახლდათ. რამდენიმე წელია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ, სიმართლე გაირკვევა, თუმცა, გამოძიების დასასრულს ბოლო არ უჩანს. დღემდე არავინ იცის რეალური მიზეზი, თუ რატომ წაართვა ადამიანებს ხელისუფლებამ მისივე ნებართვით მოჭრილი ხეები და სად წაიღეს შემდგომში ისინი. დაზარალებულებმა იციან მხოლოდ ის, რომ დახარჯეს ფული, იწვალეს და შემდეგ ვიღაცამ წაართვა. თუმცა სად, რისთვის და რა უფლებით, ეს ყველასთვის უცნობია.

2010 წლის დასაწყისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ჩვენ გაზეთთან საუბრისას ამბობდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ, კუთვნილ მორებს მიიღებდნენ.

შემდგომ, 2011 წლის 7 აპრილს, იყო კიდევ ერთი დაპირება, რომ ადამიანები, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ, სამასალე და საშეშე მორს აუცილებლად მიიღებდნენ. ამ დაპირებას წინ ინციდენტი უძღოდა _ 2011 წლის 7 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჩოხატაურში, დავით ბარამიძის სახერხზე თავმოყრილი მასალა წაიღო.

მაშინ სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ხალხის ფულით მოჭრილი სამასალე მორი სახელმწიფოს კუთვნილებაში სასამართლოს 2010 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით გადაეცათ. თუმცა, ვერ აგვიხსნეს, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ მორების მეპატრონეებს ან სახერხის მფლობელს.

ბარამიძის კუთვნილ სახერხზე იმ დროს 46 ადამიანის სამასალე მორი ეწყო. არც ერთი მათგანი სასამართლოზე არ დაუბარებიათ. ისინი საკუთარი სურვილით ქუთაისის პროკურატურაში ჯერ კიდევ 2009 წელს ჩავიდნენ და სიმართლის გარკვევა კანონის ზედამხედველებისგან მოითხოვეს, თუმცა ეს თხოვნები, როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერი, მხოლოდ თხოვნად დარჩა.

2011 წლის 7 აპრილს, მასალის მეპატრონეებმა სცადეს, საკუთრება დაეცვათ და მორები სააგენტოს წარმომადგენლებისთვის არ გაეტანებინათ, თუმცა, ადგილზე მოსულმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა: _ თქვენ არ დაზარალდებით. ვიცით, რომ არაფერ შუაში არ ხართ. რაღაც დოკუმენტაციაა გასარკვევი. ზოგი ყალბი არისო. თქვენი ვიცი, რომ არ არის ყალბი. ახლა აქ რომ ვიდგეთ, ვერაფერს ვიზამთ. თქვენთან შეხვედრა გუბერნატორს უნდა და წამობრძანდით გამგეობაში, ის გაგარკვევთ ყველაფერში. ამ მორების რაღაც ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ჩვენ შევისწავლით თქვენი ოჯახების მდგომარეობას და დაგეხმარებით. გამორიცხულია, რომ თქვენ დაზარალდეთ, _ მიმართა სახერხზე შეკრებილ ადამიანებს ხუნდაძემ და ისინი, საკუთარ კაბინეტში, გუბერნატორთან შესახვედრად წაიყვანა.

ამ შეხვედრას "გურია ნიუსი" არ დაასწრეს, თუმცა, როგორც გავიგეთ დაპირებები უხვად დარიგდა:

_ ბატონი ვალერი დაგვპირდა, დავაკმაყოფილებთ იმ ადამიანებს, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და ჩვენ გვჯერა, გვინდა, რომ დავიჯეროთ, _ ამბობდნენ ერთი წლის წინ ადამიანები, რომელთა უფლებები კანონის სახელით უკანონოდ შელახეს.

იმავე დღეს, ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას გუბერნატორი, თუ სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, და ეს დაპირებაც, სხვა მრავლის მსგავსად, ხომ არ დარჩება მხოლოდ დაპირებად, ჩიტაიშვილმა გვიპასუხა:

_ მე ამ ადამიანებს ვუთხარი, რომ მომიტანონ დოკუმენტაცია და თუკი ყველაფერი სწორად იქნება, მათ გვერდში დავდგები.

როგორც მოვიკვლიეთ, გუბერნატორთან ყველა საჭირო დოკუმენტაცია გაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ. ამ ადამიანებისთვის, არც საშეშე და არც სამასალე მორი არავის დაუბრუნებია.

დღეს ამ საკითხზე საუბარი მხარის პირველ პირს, როგორც ჩანს, არ სურს. ვალერი ჩიტაშვილმა, როგორც კი ჩვენი შეკითხვა მოისმინა, რომელიც მის მიერ უხვად დარიგებულ დაპირებებს და წართმეულ მორებს ეხებოდა, მოუცლელობა მოიმიზეზა და შემდგომში დარეკვის დაპირებით ტელეფონი გაგვითიშა. ეს დაპირებაც, სხვა დანარჩენის მსგავსად დაპირებად დარჩა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით კი, ამ საკითხს ახლა არკვევენ (?!).

_ ბატონო ანტონ, 2011 წლის 7 აპრილს, დავით ბარამიძის სახერხზე შეკრებილ ადამიანებს, რომელსაც საკუთარ ქონებას ართმევდნენ, თქვენ დაჰპირდით, რომ აუცილებლად დაეხმარებოდით. თქვენვე უთხარით, რომ ისინი კუთვნილ მორებს აუცილებლად მიიღებდნენ. ისიც აღნიშნეთ, რომ წართმეული მორების ნაწილი მუნიციპალიტეტს გადაეცა. შემდეგ ის ადამიანები გუბერნატორთან შესახვედრად წაიყვანეთ და იქაც დაპირებები მიეცით... მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა, არც ერთი დაპირება არ შესრულებულა _ ამ ადამიანებს დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი მორები...

_ ახლა ვარკვევთ მაგ საკითხს.

_ ახლა? ერთი წლის შემდეგ არკვევთ?

_ დიახ. ახლა ვამოწმებთ, ვის სჭირდება, ვის არა და ვინ რა მდგომარეობაშია, _ გვითხრა ხუნდაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია როდის დასრულდება "გარკვევის" პერიოდი.

ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებამ საკუთარი ქონება (ამას მათ ხელთ არსებული დოკუმენტები მოწმობენ) ყოველგვარი ახსნა-განმარტების და კანონიერი საფუძვლების გარეშე წაართვა, მხოლოდ ერთ კითხვას სვამენ _ რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას "გურია ნიუსი" რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ამ კითხვას ნაწილობრივი პასუხი ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გასცა:

_ "ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა", _ მკითხველმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დავით ბარამიძის სახერხზე დაწყობილი დამპალი მორები ნახა.

ბარამიძის სახერხზე, დღეს რამდენიმე ათეული სამასალე მორი აწყვია... ისინი ახლა შეშადაც კი არ გამოდგება.

არადა, ოფიციალური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შეშით უზრუნველყოფის მოთხოვნით 253 ადამიანმა მიმართა. აქედან, 173 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

შესაბამისად, 80 ადამიანი 2 ზამთრის განმავლობაში უშეშოდ დარჩა მაშინ, როცა, სახერხზე უამრავი მასალა დაალპეს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბარამიძის სახერხზე მიზანმიმართულად დამპალი წიფლის ხის მასალა ერთ ოჯახს ჭერს მაინც გაუმაგრებდა და ერთი ოჯახი მაინც, ზამთარში წვიმის, თოვლის და ქარისგან დაცული იქნებოდა.

ასეთი ადამიანების რიცხვი კი ჩოხატაურში ძალიან დიდია _ არაოფიციალური მონაცემებით, სახლის სასწრაფოდ შეკეთებას ჩოხატაურში 1 000-მდე ოჯახი საჭიროებს. მათ შორის ის 46 ადამიანია, რომელსაც ხელისუფლებამ წვალებით და ნასესხები ფულით მოჭრილი და სახერხზე ჩამოტანილი სამასალე მორები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაართვა.

P.S. "ჩვენთვის მთავარია, ზოგადად საქმე ვაკეთოთ, როგორც არჩევნების დროს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ისიც არ შეიძლება, ადამიანებმა ვერ დაინახონ, რა კეთდება ან არ დაინახონ. ბევრი რაღაცეები კეთდება, ბევრი გაკეთდება, ბევრი გასაკეთებელი იქნება. ეს ცოცხალი პროცესია, რომელშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ერთი ადამიანის მიერ რთულია ყველაფრის კეთება(?!). ყველა გურული უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გააკეთოს კიდევაც!" _ ეს სიტყვები ვალერი ჩიტაიშვილს ეკუთვნის _ გუბერნატორმა გურულებს ასე 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა.

და მართლაც, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მთავარია საქმე აკეთონ, თუმცა, ის მხოლოდ "ზემოდან" მიღებულ დირექტივებს ასრულებს პირნათლად; მართალია ისიც, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია _ ბახმაროში წართმეული მიწების, კუთვნილი სამასალე და საშეშე მორების გარდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა წასართმევი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც; და მართალია ისიც, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ვის მისცენ ხმა!




 ახალი ამბები
  • "თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი"- ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვახარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ნიკოლოზ თოფურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა: „ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით. დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ ... ...
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...