გადადგა თუ არა აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე

მთავარი თემა

გადადგა თუ არა აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე

5 ივლ. 2016, 01:08:27

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის მედეა ვასაძის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა.

რატომ დატოვა თანამდებობა ხაბაძემ, იყო თუ არა ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, რა საქმეებს უწუნებს ვასაძე და ვინ შეცვლის აჭარის მთავრობის მეთაურს, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" მედეა ვასაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

_ქალბატონო მედეა, ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. რამდენად დადასტურებული ინფორმაცია გაქვთ?

_გარკვეული კომუნიკაცია მქონდა მასთან და დამიდასტურა, რომ წასული ვარ რეალურადო. "ქართული ოცნების" უმაღლესი საბჭოს წევრებისგან ვიცი, რომ  6 თუ არა 7-ში აუცილებლად უნდა დაწეროს განცხადება. ახალ კანდიდატურაზე მიდის შეხვედრები და კონსულტაციები. პრაქტიკულად,  ვფიქრობ, რომ 7-ში დაიწერება განცხადება, არ ვიცი შეიძლება სიტყვიერადაც გაკეთდეს ეს განცხადება. ვიცი, რომ უნდა გაკეთდეს.

_ვინ არის თქვენი ინფორმაციით ახალი კანდიდატი?

_ახალი კანდიდატურა გახლავთ ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ზურაბ პატარაძე.

_ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაბაძის გადადგომა აჭარაში ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას მოყვა. რამდენად უკავშირებთ ამ ორ ფაქტს ერთმანეთს?

_ ვარშალომიძის  ჩამოსვლა კი, სწორია, რომ ერთი კვირით ადრე იყო გაცხადებული რეალურად, მაგრამ ხაბაძის გადაყენება, თუ გადადგომა, რადგან იურიდიულად მისი განცხადებით მიდის, არა მგონია, ერთმანეთს უკავშირდებოდეს. ძალიან ბევრი საკითხი იყო დაგროვილი საიმისოდ, რომ ამ ადამიანის  მუშაობა შეფასებულიყო და საარჩევნოდ მისი მოსახლეობაში გასვლა და ამომრეველთან შეხვედრა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს და გადააყენეს. ანუ მოხდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ორი წლით ადრე.

_გადააყენეს თუ გადადაგა?

_ასეთი თანამდებობიდან თავისი სურვილით და ნებით ძალიან იშვიათად მიდიან ადამიანები. რა თქმა უნდა, უთხრეს უნდა წახვიდეო და მიდის. თქვენ იცით, რომ ერთი წლის წინ ის ამბობდა, მომავალი 4 წელი იქნება ან მთავრობის თავმჯდომარე ან საბჭოს წევრი.  ასეთი იყო მისი განწყობა. ახლა ასეთი ალობის წინაშე ვდგევართ.

_ხომ არ გაქვთ ინფორმაცია სად მიდის ხაბაძე?

_მოარული აზრები არის, რომ შეიძლება საქართველოს პარლამენტის სიაში ჩაიწეროს, მაგრამ არა მგონია, ეს გამსვლელი ნომერი იყოს. ამავე დროს ამბობენ, რომ შეიძლება ბატონმა ბიძინამ წაიყვანოს თავის ბიზნეს ჯგუფებში, სადღაც რაღაც ადგილი გამოუნახოს.

_ანუ "ქართულ ოცნებას" არ ტოვებს?

_მე ვიცი, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და დანარჩენზე ვერც გეტყვით და არც მაინტერესებს.

_ხაბაძის თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განცხადებები ადრეც ვრცელდებოდა. კრიტიკულად იყვნენ ოპონენტები მის მიმართ განწყობილი. შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე საქმე მაინც რაშიც ხაბაძეს არ ეთანხმებოდით?

_მე ზოგადად, მუდმივ წინააღმდეგობაში ვიყავი მის მიერ მიებულ გადაწყვეტილებებთან. მასთან პიროვნულად რაიმე კონფრონტაციაში არ შევსულვარ, მაგრამ გადაწყვეტილებებს ღებულობდა სრულიად დაუსაბუებელს და არაგონივრულს. ნეპოტიზმის ძალიან ერიოზული ფაქტები იყო, შემცრდა ინვესტიციები. რეალურად რისი გახსნაც ახლა ხდება ეს არის ძველი პროექტები. მოგეხსენებათ,უმაღლეს საბჭოსთან მისი კონფრონტაციული დამოკიდებულება, წერილებზე პასუხის გაუცემლობა, უსკოს არჩევნები ჩიხში შეიყვანა. რეალურად, "ქართული ოცნება" დაშალა უმაღლეს საბჭოში. ზოგადად, არაოპერატიული აზროვნებით ხასიათდებოდა. პატარა ბავშვივით იყო, ყველაფერი სწყინდა; რა უხაროდა არ ვიცოდით. ვერ ვხვდებოდით ვერაფერს. მოკლედ, სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა ადამიანი, აბსოლუტურად არ იცოდა მებრძოლი ადამიანების პატივისცემა, წარსულის პატივისცემა. დაკავებული იყო სულ იმით, რომ სადღაც რაღაც... ასე იშლებოდა "ქართული ოცნება", რადგან შეუთავსებლობა  ჰქონდა სულით მებრძოლ ადამიანებთან. ანგარიშს ვერ უწევდა იმას, რომ ხელისუფლება  რომელიც დადგა ჩვენი საშუალებით, ჩვენი მეშვეობით, რა თქმა უნდა, გარკვეული, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით თუ გადაწყვეტილებით, ის ანგარიშს სრულიად არ უწევდა რეალურ ვითარებას. 5-იანი შემოხაზა და მერე აღმოჩნდა 2012 წლის 26 ოქტომბერს პოლიტიკური თანამდებობაზე ისე, რომ ერთი მხარდამჭერი განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული "ქართული ოცნებისთვის" და "ნაციონალებში" ეძებდა სამუშაო ადგილს არჩევნების შემდეგ.

_ხაბაძე არჩევნების დროს "ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს?

_ კი, კი, 5-იანი ჰქონდა შემოხაზული. მამამისი ვარშალომიძესთან დაახლოებული პირი იყო. მამა გახლავთ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ეკონომიკისა და ფინანს სამინისტროში. აჭარის საწარმოთა მართვის მთელი ბერკეტები მამამისს ეჭირა სადავეები და დღესაც ასეა. ეს კაცი ვერ გავათავისუფლებინეთ დაკავებული თანამდებობიდან რაღაც გარკვეული სალაპალარაკო თემა და უხერხულობები რომ მოხსნილიყო. ახალი თავმჯდომარის პირობებში ალბათ დავაყენებთ ამ საკითხს. რასაკვირველია, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირია. ფინანსთა სამინისტროში არცერთი მაღალჩინოსანი არ შეცვლილა. მინისტრი მოიყვანა ბატონი დავით ბალაძე, რომელიც ღიად გვიპირისპირდებოდა თავშივე და ზოგადად გახლდათ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ფინანსური მენეჯერი, რომელიც კურირებდა  "ნაციონალებსა" და ამ სამშენებლო კომპანიას შორის ე.წ. ფინანსურ ურთიერთობებს შემოწირულობების სახით.

_ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამჟამად სად იმყოფება ხაბაძე?

_რა მოგახსენოთ. კაბინეტში ზის ალბათ. გვიანობამდე სინათლე უნთია, არ ვიცი ტოვებს თუ მუშაობს, ნამუშევარს შედეგის მიხედვით ვერაფერს ვერ ვხედავთ.

"გურია ნიუსი" არჩილ ხაბაძესთან დაკავშირებასაც ცდილობს. მის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეადიდი ქართველი მამულიშვილისა და   საქართველოს ეროვნული გმირის  მერაბ კოსტავას დაბადების დღეც არის, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა.  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. მერაბ კოსტავამ დიდი  წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ... ...
  • ვისი სახელის მინიჭებას ითხოვენ „ნაციონალები“ ლანჩხუთის პირველი სკოლისთვის„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია იიციატივით გამოდის, რომ ქალაქის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ნოე ჟორდანიას სახელი. „საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ, რომ ის იწოდებოდეს როგორც ლანჩხუთის №1 ნოე ჟორდანიას სახელობის საჯარო სკოლა, ვინაიდან ნოე ჟორდანიამ საწავლა სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო“, _ ამბობს ოპოზიციური ფრაქციის წევრი კახა ასკურავა და იმედოვნებს, რომ  საკრებულო ერთიანი იქნება ამ ინიციატივის განხორციელებაში. ... ...
  • ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნამსოფლიოში არსებულ კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე ჩოხატაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა. მცირე ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების სასახლის წინ გაიმართა, გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ანსამბლმა "ამაღლებამ" საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც საზოგადოებას ერისთვის მნიშვნელოვანი დღე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცეს. _ "უპირველესად, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც მნიშვნელობანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 26 მაისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის დღე. ეს დღე ჩვენია და დღეს, პანდემიიდან გამომდინარე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს, _ თქვა ზურაბ ნასარაიამ. _ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 26 მაისი შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა ჩოხატაურში, ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, ბევრი გადაიტანა, მაგრამ ქართველი ხალხის გენში კოდირებული თვითგადარჩენის ინსტიქტი მუდამ იღვიძებდა, ყველაფერს უძლებდა. ასეა ახლაც, მსოფლიო პანდემიის დროსჩვენმა სახელმწიფომ აჩვენა ორგანიზებულობის განსაკუთრებული ნიმუში. ეს ძალიან საამაყოა და ყველას, ვინც ამაყობს დღევანდელი დღით, ვულოცავ დღეს. "ღმერთო, მამული გვიცოცხლე", _ თქვა ირაკლი კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ... ...
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?