რატომ უნდა გადაუხადოს პროკურატურამ მამუკა ცინცაძეს 3 500 ლარი

მთავარი თემა

რატომ უნდა გადაუხადოს პროკურატურამ მამუკა ცინცაძეს 3 500 ლარი

2016 ივლ 7 12:53:17

ჩოხატაურელი მამუკა ცინცაძე, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ 2009 წლის 10 ივნისს დააკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, ცინცაძის სახლის საქათმიდან _ თოფი, ე. წ. "გეკო" ამოიღეს და, ბრალი ს.ს.ს.კ 236-ე მუხლის 1-ლი  ნაწილით  გათვალისწინებული  დანაშაულის  ჩადენაში  წაუყენეს  (ცეცხლსასროლი  იარაღის,  საბრძოლო  მასალის,  ფეთქებადი  ნივთიერების  ან  ასაფეთქებელი  მოწყობილობის  მართლსაწინააღმდეგო  შეძენა  ან  შენახვა).

იმ დროს, ცინცაძე "რესპუბლიკური პარტიის" ჩოხატაურის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო და მისი საქმე მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში "გურია ნიუსმა" ამ თემაზე რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სისხლის სამართლის საქმეში ბევრი "თეთრი ძაფიც" იპოვა, რეალობა არ შეცვლილა _ მამუკა ცინცაძემ ციხეში 2 თვე გაატარა და საპატიმრო 2 000 ლარიანი გირაოთი დატოვა.

მამუკა ცინცაძის ინტერესებს დაკავების დღიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯაბა ზერეკიძე იცავდა. ჩვენთან საუბრისას ზერეკიძე ამბობს, რომ ცინცაძის საქმის არსებითი განხილვა დაახლოებით 4 წელი გრძელდებოდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში:

_ საბოლოოდ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განაჩენით, ცინცაძის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებაზე პროკურატურის უარის გამო, _ აღნიშნავს ზერეკიძე.

მისივე თქმით, მამუკა ცინცაძე ცნობილი იქნა რეაბილიტირებულად და მიეცა საშუალება, მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება სასარჩელო წარმოების წესით.

ცინცაძემ სარჩელი აღძრა საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ და საქართველოს მთავარ პროკურატურას მის სასარგებლოდ დაეკისრა 3 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

სასამართლომ უკვე გამოსცა სააღსრულებლო ფურცელი და ცინცაძე მთავარი პროკურატურისგან თანხას მალე მიიღებს. თუმცა, მისი უკანონო პატიმრობის გამო პასუხს არავინ აგებს, რადგან ცინცაძეს ამის სურვილი აღარ აქვს და როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, ამ მიზეზით, საქმეზე ძიებაც არ მიმდინარეობს.

არადა, მამუკა ცინცაძემ 2012 წლის 14 ნოემბერს პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით 14 ნოემბერს მიმართა. მაშინ მისი ადვოკატი,  ჯაბა ზერეკიძე დეტალებზე ჯერ არ საუბრობდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ახალი გარემოებები იყო გამოკვეთილი:

 _ ჩვენ მთავარი პროკურატურისგან ველოდებით რეაგირებას განცხადებაზე, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამუკა ცინცაძემ მთავარ პროკურატურას მიმართა 2012 წლის 14 ნოემბერს. სამწუხაროდ, აღნიშნულ განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და ამდენად, ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გასაჯაროებისგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა ცინცაძე, ჯერ-ჯერობით, თავს იკავებს, _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას ზერეკიძე.

ჯაბა ზერეკიძე დღეს ამ თემაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კითხვები ცინცაძეს უნდა დავუსვათ.

მამუკა ცინცაძე განმარტავს, რომ საჩივარი უკან არ გამოუტანია, თუმცა, დასძენს, რომ მის საქმეში მონაწილე პირების დასჯას აღარ ითხოვს(?!). ამის მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ თემაზე "არჩევნების შემდეგ ისაუბრებს".

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქმის დეტალებზე არც ადვოკატი საუბრობს და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი, "გურია ნიუსის" არქივში ინახება მასალა იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომლის გამოძიებას ცინცაძე 2012 წლის ნოემბერში ითხოვდა.

მაშინ "გურია ნიუსმა" გაარკვია, რომ იარაღი, რომელიც მამუკა ცინცაძის საქათმის ბუდეში სამართალდამცველებმა "აღმოაჩინეს", შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დასკვნის თანახმად, იდენტურია სოფელ ვან-ზომლეთის სკოლაში 1992 წელს დაკარგული იარაღისა. უფრო დაზუსტებით კი, ორივე იარაღის ნომერი ერთი და იგივეა. გავარკვიეთ ისიც, რომ სკოლიდან იარაღის მოპარვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ამავე სკოლის მოსწავლე გოჩა თავაძე იყო, რომელიც ცინცაძის დაკავების დროს, ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დღესაც სამართალდამცავ სტრუქტურაშია.

სკოლიდან იარაღის დაკარგვის ფაქტი თავაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ 15 წლის ბავშვი სეიფის გატეხვას და იარაღის მოპარვას ნამდვილად ვერ შეძლებდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში თითქმის ყველა უფროსკლასელი დაიკითხა.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, თავაძის კომენტარში რამდენიმე უზუსტობა ჩვენ მარტივად დავინახეთ _ იმ დროს გოჩა თავაძე არა თხუთმეტის, არამედ 17 წლის იყო. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ვან-ზომლეთის სკოლის ყოფილი დირექტორი, სიმონ ჯაშიც ადასტურებდა _ ყოფილი დირექტორი არ გამორიცხავდა, რომ ამ საქმეში მონაწილეობას მოსწავლეებიც იღებდნენ, თუმცა დასძენდა, რომ ჩვენ მიერ გამოკვლეულმა ფაქტებმა ბევრი ეჭვი გაუჩინა: _ ის, რომ მამუკა ცინცაძის სახლში აღმოჩენილი იარაღი ჩვენს სკოლაში დაკარგული იარაღის იდენტური იყო, "გურია ნიუსისგან" გავიგე. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში პოლიცია იყო გარეული _ სხვა არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო! აბა, საიდან აღმოჩნდა ის იარაღი ცინცაძესთან?! _ აღნიშნავდა ჯაში.

როგორ აღმოჩნდა ხსენებული იარა­ღი მამუკა ცინცაძესთან, ობიექტურმა გამოძიებას უნდა დაედგინა, თუმცა, როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მაშინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ცინცაძეს იარაღი ჩაუდეს და ის იარაღი, რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციის საცავში ინახებოდა, თუმცა, აღრიცხული არ იყო:

_ პოლიციაში ყველა იარაღი აღრიცხულია, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არის იარაღების კატეგორია, რომელიც არავის არ აწერია და რომელიც მამუკა ცინცაძის მსგავსი შემთხვევების დროს გვჭირდება. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, როგორ მოხვდა ის იარაღი პოლიციაში, თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე პოლიციაში "შეიკერა" და იარაღი პოლიციამ ჩხრეკამდე რამდენიმე წუთის წინ ჩადო, _ ამბობდა ჩვენი წყარო.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რისი გარკვევაც ამ ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" შეძლო _ როგორც მოვიკვლიეთ, იარაღის დაკარგვას სკოლის ორი დარაჯის საკმაოდ უცნაურ ვითარებაში სიკვდილი მოჰყვა.

იმ დროს, როცა ვან-ზომლეთის სკოლიდან იარაღი დაიკარგა, ვახტანგ თავაძეს დარაჯად ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა. მართალია, იმ ღამით მორიგე არ იყო, მაგრამ დაკითხვაზე მისვლა მასაც მოუხდა, თუმცა, არ დაუკავებიათ.

ქურდობიდან, დაახლოებით, 6 თვეში კი, ვახტანგ თავაძე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

როგორც მისი შვილი, ნანა თავა­ძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, იმ საღამოს მამამისი მეზობელს ეხმარებოდა:

_ საღამოს ათი საათი იყო, მეზობლიდან რომ წამოვიდა. ამის თვითმხილველები არსებობენ. მთვრალი არ ყოფილა, ნასვამი იყო. რომ შეაგვიანდა, ბებია წავიდა მოსაძებნად, თუმცა, ვერსად იპოვა. იმ ღამეს საშინელი წვიმა იყო _ ისეთი ამინდი მას შემდეგ არც კი მახსოვს. გამთენიისას იპოვეს _ ღობეზე იყო გადაკიდებული.

როგორც ქალბატონმა ნანამ გვითხრა, მამამისი სახლში სრულიად მშრალი ტანსაცმლით მიასვენეს და სწორედ ამან გაუჩინა ოჯახს ეჭვი, რომ ვახტანგ თავაძე ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა: _ რომ მოასვენეს სახლში, დასიებული იყო _ ისეთი სახე ჰქონდა, როგორც გაგუდულ ადამიანს. დაზუსტებით არ ვიცით, რით მოკვდა მამაჩემი, მაგრამ ის ვიცით, რომ ეს ამბავი სკოლაში იარაღების დაკარგვიდან მალე მოხდა.

_ იარაღების მოპარვასთან დაკავშირებით ვინმეზე თუ ჰქონდა ეჭვი?

_ მამაჩემმა იცოდა, ვინ მოიპარა იარაღები, მაგრამ ამაზე არასდროს უსაუბრია. პოლიციაშიც არაფერი უთქვამს.

ვახტანგ თავაძე ისე დაკრძალეს, რომ მისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ _ ოჯახს მაშინ ამის საშუალება არ ჰქონდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება გახლდათ.

მეორე დარაჯი, გოგი მახარაძე, რომელიც ქურდობის ღამეს მორიგეობდა, პოლიციას რამდენიმე დღე დაკავებული ჰყავდა, თუმცა, დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და ვერც ვერაფერი ხელმოსაჭიდი ათქმევინეს..

მახარაძე ამ ფაქტიდან 4 წლის შემდეგ, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა _ ძმასთან წასული, მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. მახარაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადავარდა, თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ მისი ოჯახის წევრებს: 

_ სახლში დაიბარა, რომ ქობულეთში, მის ძმასთან მიდიოდა. სოფელში დაინახეს, თუმცა, სოფლიდან გასული არავის უნახავს. მეორე დღეს მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილი, იქვე ეწყო მისი ფეხსაცმელები. მთვრალი იყო და ხიდიდან გადავარდაო. ხიდიდან გადავარდნილ კაცს, რომელიც მდინარემ გამორიყა, ფეხსაცმელები ვინ დაუწყო გვერდით, ამაზე პასუხი ვერავინ გაგვცა, _ იხსენებს ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე.

მახარაძეების ოჯახს ამ ფაქტის იარაღის ქურდობასთან დაკავშირება უჭირთ, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ გოგი მახარაძე მოკლეს: _ მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ არ გვინახავს, რადგან ბიძამ და მამიდამ, ჩვენივე უსაფრთხოების გამო, როგორც შემდეგ გვითხრეს, არ გაახმაურეს, _ იხსენებს გარდაცვლილი დარაჯის შვილი.

_ წელს ზევით დასახიჩრებული და საშინლად იყო ნაცემი. არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ვიღაცამ სახლიდან გაიყვანა და მოკლა, _ დასძენს მახარაძის მეუღლე.

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ გოგი მახარაძე სკოლაში დარაჯად მუშაობის დაწყებას გარდაცვალების დღემდე ნანობდა.

იყო თუ არა ეს საქმეები კავშირში 1992 წელს მომხდარ ინციდენტთან, როცა ვან-ზომლეთის სკოლიდან იარაღები დაიკარგა, გამოძიების დასადგენი იყო. გამოძიების, რომელიც დარაჯების ოჯახების წევრების დიდი მოლოდინის მიუხედავად, არც კი დაწყებულა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში "გურია ნიუსმა" ილია ჯალაღანიაც ჩაწერა _ პროკურორი, რომელიც ცინცაძის დაკავების დროს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის მთავარი პროკურორი იყო, ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა.

ჯალაღანია მაშინ ამბობდა, რომ ცინცაძის სახლში ნაპოვნი იარაღის ისტორიის შესახებ "გურია ნიუსის" სტატიისგან გაიგო და აღნიშნავდა, რომ ეს გამოძიების დასადგენი იყო.

ჯალაღანიას ჩვენ მამუკა ცინცაძის ოპოზიციონერობის დროს გაკეთებული განცხადებებიც გავახსენეთ და ცინცაძის "გურია ნიუსთან" ნათქვამიც, როგორ აკითხავდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში პროკურორები _ შვანგირაძე და სირაძე და როგორ ითხოვდნენ მისგან აღიარებით ჩვენებას.

ჯალაღანია განმარტავდა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი სასამართლოს და გამოძიებას უნდა გაეცა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოძიების გაგრძელების სურვილი ცინცაძეს აღარ აქვს.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ცინცაძეს ეს ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მოსთხოვეს და საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, დაასაქმეს კიდეც:

_ არავის არაფერი მოუთხოვია. ცოტა ხნის წინ ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილემ ზაზა დოლიძემ მკითხა, რა ხდებოდა ჩემს საქმეზე და გამოვიტანე თუ არა საჩივარი. მხოლოდ ეს იყო. მეგობრულად დაინტერესდა. მე საჩივარი არც კი დამიწერია. კბილაშვილს მივწერე, რომ საქმის გამოძიება დაეწყოთ. მოგვივიდა პასუხი, რომ ეს მათ არ ეხებოდა და იუსტიციის სამინისტროსთვის მიგვემართა. მერე რა იყო, აღარ მახსოვს, _ გვითხრა მამუკა ცინცაძემ და დასძინა, რომ მას "ერთი სამსახური ნამდვილად ეკუთვნოდა და ამ საქმეს დასაქმებასთან კავშირი არ აქვს".

_ ბატონო მამუკა, ოპოზიციაში ყოფნის დროს ამბობდით, რომ პროკურორები _ სირაძე და შვანგირაძე თქვენგან არჩადენილი დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. დღეს ორივე მათგანი თანამდებობაზეა. ასევე, თანამდებობაზე მუშაობდნენ ის პოლიციელები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, "თქვენს საქმეს კერავდნენ და ქათმის ბუდეში იარაღს დებდნენ". მოგვიანებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამბობდით, რომ ყველა მათგანი უნდა დასჯილიყო. ახლა რა შეიცვალა? ჩვენი გვითხრეს, რომ ამ საქმეზე უარის თქმა პროკურორმა შვანგირაძემ პირადად გთხოვათ...

_ კი, იყო ასე. სირაძე ციხეში მაკითხავდა, შვანგირაძე "კაპეზეში" მთხოვდა, რომ მეღიარებინა, რადგან ფაქტები ჰქონდა და დანაშაულს ყველა ვარიანტში დამიმტკიცებდა. როცა კბილაშვილს მივწერეთ, 2012 წლის ნოემბერში, ვითხოვდი გამოძიებას, საქმეს თან დავურთეთ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალები, დოკუმენტები, მაგრამ ახლა არ ვაპირებ ამ საქმეს გავყვე. რაც შეეხება შვანგირაძეს, ნამდვილად არ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი, _ გვითხრა ცინცაძემ.

ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი შვანგირაძეც, რომელიც ვრცელ კომენტარს იმ მიზეზით არ აკეთებს, რომ "შვებულებაში იმყოფება":

_ ჩემთან სასამართლო გადაწყვეტილება არ მოსულა და შესაბამისად, არ ვიცი, რატომ დააკისრა სასამართლომ პროკურატურას ცინცაძისთვის თანხის გადახდა, _ გვითხრა შვანგირაძემ.

კითხვაზე _ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიიჩნევს თუ არა, რომ ცინცაძის დაკავება პოლიტიკური დაკვეთა იყო, რომელიც პოლიციელებთან ერთად მანაც შეასრულა, გვპასუხობს, რომ "საქმე ძველია, რომელსაც ბევრი დეტალი ახლავს":

_ ეს საქმე საკმაოდ ვრცელია და ბევრი ნიუანსია. ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მაშინ როცა შვებულებიდან დავბრუნდები, _ ამბობს პროკურორი.




 ახალი ამბები
  • "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_ ფოტოები აცანადანგურიის თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, სოფელ აცანას ზღაპრული ხიბლი აქვს. აცანა  მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და  მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. ცნობისთვის, აცანაში აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ამო ქინქლაძე და აცანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ. ... ...
  • ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების - მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და - რატომ. 30 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ითხოვდნენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინათ პარლამენტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. პროექტის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციები სამინისტროს  თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციების თვალსაზრისით, პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება ... ...
  • აქცია პარლამენტთან_ "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის"დღეს დილიდან პარლამენტთან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა. როგორც ოპოზიცია აცხადებს პარლამენტის პიკეტირების მცდელობები და აქციები მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუ საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების დღემდე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა დღეს შეძახილების ფონზე მოუწია.  როგორც მან ჟურნალისტებთან  განაცხადა,  "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია". მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ ... ...
  • ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახაჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...