ამოუცნობი მოვლენა სოფელ კუმისში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მთავარი თემა

ამოუცნობი მოვლენა სოფელ კუმისში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

2016 ივლ 12 00:17:47

"დაახლოებით 10 დღეა, კუმისში, შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი ერთი ან რამდენიმე კაცი დადის. მოსახლეობას აშინებს, ღამე სახლში შედის, აღვიძებს და ეჯღანება, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სადაც სახლში ვერ შედის კარს, ფანჯრებს "ჩხაპნის"... მოსახლეობას შიშისგან გული მისდის, ბავშვებს ვეღარ სძინავთ. დღეს უკვე დღეც იყო სახლში შესული, გვერდით სოფლის მცხოვრებლებიც იგივეს ჩივიან... სავარაუდოდ, რამდენიმეა და გაფანტული არიან.... პატრული დასდევს, მარა უშედეგოდ (საოცრად სწრაფი, ჭკვიანი და მოქნილია) არ ვიცი ვინ უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე (არც ინიშნება), მაგრამ ხომ შეიძლება ზომების გამკაცრება?! იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, მეეჭვება ჭკუიდან შეშლილი იყოს . სანამ მსხვერპლი იქნება, იქნებ იქამდე გამოფხიზლდეთ!!!" _ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მისი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ამოუცნობი მოვლენა ხდება.

მომხმარებლის ამ პოსტს ადგილობრივები ეხმიანებიან. როგორც ერთ-ერთი მათგანი წერს, რამდენიმე დღეა სახლში ჩარაზულები არიან და მარტო გარეთ გასვლა ეშინია.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, დაახლოებით, 10 დღეა, უცნაური მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივების სახლებში შედის და ხალხს აშინებს. მათივე ცნობით, შავებში ჩაცმულ მამაკაცს სახე გამურული აქვს და ძალიან სწრაფად გადაადგილდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციაში განცხადება შეიტანა. სამართალდამცველები შეტყობინების საფუძველზე შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" სოფლის სკოლის პედაგოგს მაკა სუხიშვილს ესაუბრა.

სუხიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშინებულია, რომ ღამით მორიგეობენ.

"ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც სოფელში ფიქსირდება ეს მოვლენები. დღეს უნდა შევხვდეთ იმ  ოჯახებს, რომლებთანაც ეს მოვლენა დაფიქსირდა. გუშინ ვრეკავდი ერთ-ერთ ქალბატონთან, რომლის ოჯახშიც სავარაუდოდ იყო ეს პიროვნება, თუმცა ის გოგონა საერთოდ  აღარ პასუხობს ტელეფონს. თქვეს, რომ დროებით გავიდა სოფლიდან. დაუჯერებელი ამბავია რასაც ადგილობრივები ყვებიან, გადმოცემით ვიცი, რომ ეს ადამიანი, რომლისაც ასე ეშინია მოსახლეობას, ღობეებზე ერთი ნაბიჯით გადადის, ასე რომ ვთქვათ, ღობეებზე დაფრინავს. რამდენიმე ადგილობრივმა დაინახა, ამბობენ რომ მამაკაცია, თუმცა ზუსტად ვერცერთი ვერ აღწერს. სახეც არ უნახავს არავის, გარბის", _ ამბობს სუხიშვილი.

მისივე ინფორმაციით, გუშინდლამდე უცნაური მამაკაცი სოფელში მხოლოდ ღამით ჩნდებოდა, თუმცა, გუშინ უკვე შუადღისას შენიშნა ერთმა ოჯახმა.

"დაახლოებით, 2 საათისკენ შენიშნეს ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნახევრად ჩამჯდარ მდგომარეობაში ნახა. ვიდრე ვიღაცას შევეხმიანე, მანამდე გაიქცა, ღობეზე გადახტაო", _ ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ  აქამდე მსგავსი მონაყოლის დაჯერება უჭირდა თუმცა, გუშინდელს შემდეგ ფაქტის რეალურობაში ეჭვი არ ეპარება.

"დღე მოხდა ამის დაფიქსირება. გუშინდლამდე არ მჯეროდა", _ ამბობს სუხიშვილი.

"გურია ნიუსის" კითხვაზე: ხომ არ არის ეს მოსახლეობაში გავრცელებული ჭორი და რამდენად სანდო ადამიანები არიან ფაქტის თვითმხილველები? - სუხიშვილი გვპასუხობს:

"ის გოგონა, ვისზეს წეღან გესაუბრეთ, რომ ნახა და ახლა უკვე მობილური აქვს გათიშული, სოფლიდან წავიდა. სხვა  სოფელში ცხოვრობს, იქედან არის გამოთხოვილი კუმისში და თავის მშობლებთან გადავიდა. ამ გოგონას მონაყოლის ძალიან მჯერა, თუმცა, პირადად დაკავშირებას ვეღარ ვახერხებ. ძალიან გაუგებარია ჩემთვის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ამდენ ოჯახში შევიდა და ვერავინ ვერ დააფიქსირა მისი სახე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმემ თქვა "ბენდენა" ჰქონდა აკრულიო, ზოგი ამბობს ნახშირის ზოლები აქვს წასმული და ისე დადისო", _ ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ "რამდენიმე თვის წინაც ამბობდა მოსახლეობა ჩვენს ფანჯარასთან ვიღაცამ გაიარაო, თუმცა, ამბობდნენ და მთავრდებოდა ეს ამბავი".

"მუდმივი ხასიათი ამას არ ჰქონია. ახლა რამდენიმე ოჯახში დაფიქსირდა და ღამეში ორ-სამ ოჯახში ფიქსირდება. რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა, მაგრამ როგორც ამბობენ,  უცნაურ ხმებსაც გამოსცემს. ძაღლის ყმუილის მსგავსი ხმის გამოცემა შეუძლიაო. ერთ-ერთ მაცხოვრებელთან მომიწია ამ საკითხზე საუბარი და ამბობს, რომ მე სახლში გავიქეცი რომ დავინახე, ის ჭიშკრის გარეთ გაიქცაო. რამდენად ემთხვევა ამ ადმიანების ნათქვამი, ესეც გასარკვევია. ამბობენ, რომ მხარბეჭიანი მსხვილი მამაკაცია, რომელიც ასე თავისუფლად ხტება ღობეებზე. ფაქტია, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა; ძირითადად მოზარდი თაობა. ბავშვებს ეშინიათ. რამდენიმემ ისიც კი თქვა, ფანჯარაზე ბადის ახევას ცდილობდაო", _ ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ პატრული რამდენჯერმე გამოიძახეს სოფელში.

"გუშინწინ საღამოს და გუშინაც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პირველად სასაცილოდ ჩათვალეს ეს ამბავი. თუმცა გუშინ მე თვითონ ვნახე კრიმინალური პოლიციის  მანქანა ჩემს უბანში. ღამის სამ საათამდე გარეთ ვიყავით. ბავშვები ვერ იძინებენ. ძირითადად გარეთ გვიწევს ყოფნა. ყველა ცდილობს ფხიზლად იყვნენ", _ ამბობს სუხიშვილი.

აღნიშნულის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში კუმისში საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.

"პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებას. მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. წინასაგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. დგინდება რასთან გვაქვს საქმე; სამართალდამცავებისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ხალხის აზრია ცნობილი. რაც მთავარია, არავისთვის არც მატერიალური და არც ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია", _ განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ განაცხადი აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 3 დღის წინ შევიდა.

"გურია ნიუსი" კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხვა თვითმხილველების მონათხრობს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: 

რა ინფორმაციას ფლობს კუმისის გამგებელი სოფელში მიმდინარე მოვლენებზე




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...