პრეზიდენტის ვიზიტი და ჩრდილში მდგომი გურულები

მთავარი თემა

პრეზიდენტის ვიზიტი და ჩრდილში მდგომი გურულები

2012 ივნ 11 19:32:53

კრავეიშვილების წუხილი

დაბა ლაითურში მცხოვრები გიორგი კრავეიშვილისა და ფრიალა ხარჩილავას ოჯახი პრეზიდენტის შესახვედრად ყველაზე ადრე მოვიდა. მართალია, ისინი მიხეილ სააკაშვილს ვერ შეხვდნენ, მაგრამ პრობლემების შესახებ "გურია ნიუსთან" ისაუბრეს:

ფრიალა ხარჩილავა: _ ჩვენი პრობლემის შესახებ მინდა ვაცნობო მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ვინ მიშვებს? ადგილობრივი პოლიცია არ გვიშვებს, მათ იციან ჩვენი ამბავი – აჩიკომ, პალიკომ... მაგრამ კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას. ხუთი წელიწადია განცხადება მაქვს შეტანილი გამგეობაში _ ბინა დანგრეული მაქვს, სახლ-კარი არ მაქვს, დახმარებას არ მაძლევენ. წერილები ჩვენს გამგეობას მივწერე. დახმარება მქონდა, მაგრამ მომიხსნეს. ორი შვილი მყავს, ტრაგედია დატრიალდა და ორივე ძმები ახლა პატიმრები არიან, ძლივს ვირჩენთ თავს, შვილიშვილებს ხომ უნდა პატრონობა? მოვიდნენ და ყველამ ნახოს როგორ ვცხოვრობთ. რა იქნება მოგვაქციონ ყურადღება?

გიორგი კრავეიშვილი: _ 7-8 თვეა ავად ვარ. 100 მეტრი ფეხით გავიარე და ცუდად ვარ. ლაითურში ვცხოვრობთ. ახლა ვეღარ ვმუშაობ. შვილებს ვფიცავარ, თუ დასაწოლი იყოს სახლში, ყველგან წვიმს. 1000 ლარი რომ მოეცათ, შიფერით გადავხურავდი სახლს და ფანჯარასაც გავაკეთებდი. სულით და გულით მინდა მუშაობა, მაგრამ სამკურნალო ვარ, 200-300 ლარით მაინც დამეხმარონ. ოჯახში წყალი ვერ შემაქვს. მოვიდეს ტელევიზია და გადაიღონ ჩვენი პრობლემები.

სტუდენტები...

მიხეილ სააკაშვილის მთავარი გმირები დღეს სტუდენტები იყვნენ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ისინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იყვნენ. ბევრი მათგანი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებდა.

_ გამარჯობათ, რომელი ქალაქიდან ბრძანდებით? _ შევეკითხე ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას.

_ ქუთაისიდან.

_ რატომ ჩამოხვედით.

_ ID ბარათები უნდა გადმოგვცენ.

_ როდის გახდა ცნობილი ეს ამბავი? _ აქ კითხვა ახალგაზრდა მამაკაცმა გაგვაწყვეტინა საუბარი, რომელიც სიას კითხულობდა და ამოწმებდა თუ ჩამოიყვანა იმ რაოდენობის სტუდენტი, რაც იყო ჩამოსაყვანი.

_ გვაინტერესებს, რა ხდება და რატომ ჩამოხვედით?

_ თქვენ არ იცით, რა ხდება?

_ იქნებ, გაგვეცნოთ...

_ ერთი წუთით მადროვე, _ გვითხრა მან.

კითხვაზე პასუხი ერთ-ერთმა სტუდენტმა ნინო გორგაძემ გაგვცა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა: _ პრეზიდენტს უნდა შევხვდეთ.

მოგვიანებით, მამაკაცმა, რომელმაც ჩვენთან არ ისურვა ინტერვიუ, რამდენიმე წუთის შემდეგ მოკლედ გვითხრა, რომ იუსტიციის სახლის გახსნა და სტუდენტური ბარათის პრეზენტაცია იგეგმებოდა:

_ სპეციალური პროგრამით სტუდენტებს გადაეცემათ ID ბარათები, _ გვითხრა მინდია ბერეკაშვილმა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა. მისივე თქმით, მან ის სტუდენტები ჩამოიყვანა, რომლებიც გურიიდან იყვნენ და ახლა ქუთაისში სწავლობდნენ.

_ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან; _ არ ვიცი, რა ხდება; _ იუსტიციის სახლის გახსნაა; _ არ ვაკეთებ კომენტარს; არანაირი ინტერვიუ; _ ეს სიტყვები იმ სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებმაც პრეზიდენტისგან ID ბარათები მიიღეს.

გიორგი ვაშაძე: ჩვენთვის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!

_ დავიჯეროთ ბატონო გიორგი, რომ თქვენთვის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა აქვს?

_ ნამდვილად არა.

_ ძნელი დასაჯერებელია ნამდვილად...

_ დღევანდელი შეხვედრის მიზანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც იწყებს განათლების სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივით და ჩვენ ვერთვებით ამ პროექტში. 100 000 სტუდენტი მიიღებს ID ბარათებს, ეს იქნება სტუდენტური ფასდაკლების ბარათი.

_ ბატონო გიორგი, რა უჯდება სახელმწიფოს ეს პროექტი?

_ კონკრეტულად, ამ შემთხვევაში არ ვიცი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქედან გამომდინარე, რომ ID ბარათს და ზოგადად სტუდენტურ ბარათს არ ექნება მხოლოდ ფასდაკლების ფუნქცია. ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა.

_ უკავშირდება თუ არა ეს ახალი პროექტები არჩევნებს? ამ ბოლო დროს, ბევრი პროექტი დაიწყო სახელმწიფომ.

_ გასულ წელსაც ბევრი პროექტი დავიწყეთ, იუსტიციის სახლების გაკეთება გასული წლის მაისში დავიწყეთ. აგვისტოში ID ბარათების გამოშვება დავიწყეთ. ჩვენთვის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის ფუნდამენტი რაც ავაშენეთ, ახლა ხელშესახები და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ადამიანისთვის.

ჟურნალისტებთან სასაუბროდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოვიდა და მოკლედ ისაუბრა პროექტის შესახებ. დიმიტრი შაშკინი ვაშაძისნაირი ენაწყლიანი არ გამოდგა. ამას ზედ დაემატა ისიც, რომ მისთვის კითხვების დასმის საშუალება პრესსამსახურის თანამშრომელმა არ მოგვცა.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...