ჩუქება იძულების წესით "ნაციონალურად"

მთავარი თემა

ჩუქება იძულების წესით "ნაციონალურად"

21 ივლ. 2016, 17:11:05

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ ილია ვაშაყმაძეს:

"ბატონო ილია, შპს "ფიროსმანს" სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაში და 1 მილიონ 300 ათასი ლარის ფარგლებში განახორციელოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის დამთავრების შემდეგ, შესრულებულ სამუშაოს გადმოგცემთ უსასყიდლოდ.

პატივისცემით, "ფიროსმანის" დირექტორი მ. ბერიძე".

"ნაციონალური მოძრაობის" დროს "გაჩუქებული" სამუშაოს თუ ქონების კიდევ ერთი  რეალური ისტორია ასეთია: ზემოთ აღნიშნული განცხადებით, 2012 წლის 2 მარტს, ბიზნესმენმა მერაბ ბერიძემ ოზურგეთის ყოფილ გამგებელს მიმართა, რაზეც ოფიციალურად უმალვე პასუხობს გამგეობა: "არ ვართ წინააღმდეგი და გთხოვთ, ჩაატაროთ ქალაქ ოზურგეთში კეთილმოწყობის სამუშაოები".

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთში, რუსთაველის ქ. #4-ში მდებარე მრავალბინიანი შენობის, რუსთაველის ქ. # 6 და ჭავჭავაძის ქ. #2 -ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია, ასევე, თეატრის წინა მოედანზე არსებული სკვერის რეკონსტრუქცია, რუსთაველის ქუჩისა და თეატრის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ასე გამოიყურება: "რუსთაველის ქ. #4-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია _ 75 232, 70 ლარი; რუსთაველის #6 და ჭავჭავაძის ქ.42-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია _ 585 784, 51 ლარი; თეატრის წინა მოედანზე არსებული სკვერის რეკონსტრუქციის, რუსთაველის ქუჩისა და თეატრის ტროტუარების კეთილმოწყობა _ 436 911, 05 ლარი.  სულ _ 1 307 355, 35 ლარი.

ამის შემდეგ, 2012 წლის 28 სექტემბერს, შპს "ფიროსმანის" დირექტორი მერაბ ბერიძე კვლავ ოფიციალურად მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს:

"გაცნობებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ოზურგეთის ცენტრში შპს "ფიროსმანმა" განახორციელა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ერთი მილიონ სამას შვიდი ათასი სამას ორმოცდათხუთმეტი ლარის ოდენობით. გაბარებთ საპროექტო დოკუმენტაციას. გთხოვთ, მიიღოთ უსასყიდლოდ შპს "ფიროსმანისგან" აღნიშნული სამუშაოები".

2012 წლის 28 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგინდა,  რომ "ქალაქ ოზურგეთში საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქციის და პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების მოცულობის დადგენის მიზნით, ერთის მხრივ, ინსპექტირების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების უფროსმა მერაბ წივწივაძემ, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს განვითარების სამსახურის ეკონომიკისა და საინვესტიციო განყოფილების უფროსმა თემურ გიორგაძემ, სპეციალისტმა ზურაბ ვაშალომიძემ, ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა სევერიან საჯაიამ, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების უფროსმა თემურ მურვანიძემ, ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის დირექტორმა კახა გაგუამ, ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კახა მეგრელიშვილმა და მეორეს მხრივ, სამუშაოების შემსრულებელმა შპს "ფიროსმანის" დირექტორმა მერაბ ბერიძემ, შეამოწმეს შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისობა, რომელიც სწორი იყო შედგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან".

ამის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ, 2012 წლის  31 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებით და ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ "შპს ფიროსმანმა" 2012 წლის 5 მარტის #306 წერილის საფუძველზე, ბალანსიდან ბალანსზე მუნიციპალიტეტს გადმოსცა უვადოდ, უსასყიდლოდ საკუთრებაში რუსთაველის ქ.#4 არსებული შენობის (ღირებულებით _ 75 232, 70 ლარი) და თეატრის წინა მოედანზე არსებული (ღირებულებით _ 436911,0 5ლარი) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და რუსთაველის ქ.# 2-ში მდებარე შენობაზე მე-5 სართულის დაშენება (ღირებულებით _ 595784,54,  საერთო ღირებულებით _1 307 355, 35 ლარი).

საჯარო ინფორმაციებს ამ გასაიდუმლოებული მშენებლობის შესახებ "გურია ნიუსი" 2012 წლიდან ითხოვს, თუმცა, ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ახლა გახდა.

აქ მცხოვრები მოსახლეობა "გურია ნიუსს" 3 წლის განმავლობაში სთხოვდა დახმარებას, "გურია ნიუსიც" აქტიურად აშუქებდა მათ პრობლემებს:

"გაგვაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს, ვინაა პასუხისმგებელი ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩა N6 მდებარე საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოებზე? მიატოვეს რემონტი, დაგვტოვეს უპატრონოდ, განადგურებული, დაზიანებული ბინების შემყურე, სადაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. იქნებ თქვენ, ჟურნალისტებმა შეძლოთ ჩვენი დახმარება! გააკეთეს "გუმბათი", სადაც მილიონი ლარი იქნება დახარჯული და კაცმა არ იცის, ვისია _ წყალი ჩანჩქერივით ჩამოდის. ბევრს ახალგარემონტებული ბინები ჰქონდა და მთლად გაუნადგურდა ყველაფერი. ჩვენ ხომ ვერ შევძლებთ სახურავის შეკეთებას, არადა, ჭერი საერთოდ ჩამოგვენგრა. დაგვტოვეს და წავიდნენ. არ ვიცით, ვის მივმართოთ, ვინ უნდა გააკეთოს, პასუხს ვერავინ გვცემს", _ ამბობდა მოსახლეობა.

რა მდგომარეობაა ახლა აღნიშნულ ბინაში და აპირებს თუ არა სახელმწიფო, დაუბრუნოს ქონება იმ კომპანიას, რომელმაც "აჩუქა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 300 ათასი ლარის ფარგლებში გახორციელებული კეთილმოწყობითი სამუშაოები? ამ საკითხზე ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ "რუსთაველის ქუჩის #2-ში მდებარე მრავალბინიან შენობაზე დაშენებულ მე-5 სართულთან დაკავშირებით, ქალაქის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა. როგორც კი ეკონომიკის სამინისტრო ხსენებულ ფართს მუნიციპალიტეტს გადმოსცემს, ის ოზურგეთელ, უნიჭიერეს მხატვარს ქალბატონ მარინა უჯმაჯურიძეს გადაეცემა სახელოსნოს მოსაწყობად".

რაც შეეხება აღნიშნულ ბინას, ქალაქ ოზურგეთის მერიამ აქ სარემონტო სამუშაოები განახორციელა.




 ახალი ამბები
  • ურეკში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩოდღეს, შუადღისას, ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ გაიტაცა. მასთან ერთად მისი ბიძაშვილიც იმყოფებოდა. მაშველმა ერთი მათგანის გადარჩენა შეძლო, მეორის შველა კი ვერ მოხერხდა. მას ამ დრომდე ეძებენ. „გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ... ...
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...