რატომ დატოვა თანამდებობა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ (ექსკლუზივი)

მთავარი თემა

რატომ დატოვა თანამდებობა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ (ექსკლუზივი)

2016 ივლ 21 17:19:02

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ბელთაძე "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად აცხადებს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და განცხადება უკვე დაწერილი აქვს. 

ვინ გახდება სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, სად აპირებს წასვლას და უკავშირდება თუ არა მისი პოსტიდან დატოვება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" პაატა ბელთაძეს ესაუბრა.

_ბატონო პაატა, თქვენი შვებულების ვადა დღეს ამოიწურა, გახვედით თუ არა სამსახურში სამუშაოდ?

_დიახ, შვებულება დღეს დამიმთავრდა და სამსახურში არ გავედი. წამოვედი პირადი განცხადების საფუძველზე.

_როდის დაწერეთ განცხადება?

_რა მნიშვნელობა აქვს? განცხადება დავწერე და წამოვედი. აღარ ვარ ამ სამსახურში.

_დაკმაყოფილებულია უკვე თქვენი განცხადება?

_კი, კი, უკვე დაკმაყოფილებულია.

_როდიდან არ ითვლებით სახალხო დამცველის მოადგილედ?

_დღეიდან მე აღარ ვითვლები სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ, ვინაიდან პირადი განცხადების საფუძველზე მივი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება.

_ბატონო პაატა, კარგა ხნის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ თქვენ ამ თანამდებობას დატოვებდით, რაც გადავამოწმეთ კიდეც ბატონ უჩა ნანუაშვილთან, თუმცა მან ეს უარყო. უკავშირდება თუ არა  ეს გადაწყვეტილება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას?

_ბატონმა უჩამ რა პასუხები გაგცათ არ ვიცი, მას უნდა დაუსვათ დამატებითი კითხვები. მის განსჯას და შეფასებას კონკრეტულ მომენტში არ ვაპირებ. მე მივიღე  ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მარტივი. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების  მიღება. ვინაიდან, ინსტიტუტის მშენებლობაში დაწყებული  დღიდან ჩემი მოსვლისა, მათ შორის უამრავი პროექტის  ავტორი, ინიციატორი და განმახორციელებელი ვიყავი. თუმცა, არის ზოგჯერ  სამსახურებრივი და შრომითი ურთიერთობის საკითხები და მომენტი, როდესაც ადამიანმა უნდა იფიქრო რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტილება. მე გადავწყვიტე რომ დამეტოვებინა აღნიშნული თანამდებობა. რატომ, რანაირად, რამ გამოიწვია და რა გარემოებები იყო, ამასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ ველოდები საკითხების გარკვევას და მექნება ვრცელი განცხადება.  ოღონდ როდის, ამ ეტაპზე დაკონკრეტება არ შემიძლია.

_ჩვენ გვქონდა ინფორმაცია რომ ბატონმა უჩა ნანუაშვილმა თავად გთხოვათ ამ განცხადების  დაწერა. გქონდათ თუ არა მსგავსი საუბარი ბატონ უჩასთან?

_ როდესაც მე უკვე ვახსენე რატომ მივიღე ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება სამსახურის დატოვების შესახებ, გარკვეულწილად უკავშირდება თქვენს ამჟამად დასმულ შეკითხვას. შესაბამისდ,  ამ კონკრეტულ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხისგან. თუმცა, გპირდებით  თქვენც და საზოგადოებასაც, რომ ამასთან დაკავშირებით  მექნება ვრცელი განცხადება.  ყველა დაინტერესებული პირი ამის თაობაზე დაწვრილებით და დეტალურად შეიტყობს.

 _გვაქვს ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის ამჟამინდელი მოადგილე ნათია კაციტაძე დაინიშნება თქვენს ადგილზე...

_მე როგორც ვიცი, ეს გადაწვეტილება უკვე მიღებულია. სახალხო დამცველმა თანამშრომლებს ამცნო აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ქალბატონი ნათია კაციტაძე მოადგილეობიდან გახდება სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

_სად აპირებთ წასვლას. ეს გადაწყვეტილება მიებული გაქვთ?

_ამ ეტაპზე ძალიან მძიმე და დამღლელი სამუშაო პირობებიდან ე.წ. შვებულება მინდა ავიღო, დავისვენო და ამის შემდგომ უფრო აქტიურად შევუდგები ძიებას, სად როგორ და როდის გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ კარიერას.

_პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას თუ გეგმავთ?

_არ მაქვს ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული.

_შემოთავაზებები გაქვთ?

_არა, არა, დღეს გახდა ცნობილი, რომ მე არ ვარ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე,ბუნებრივია, 2-3 საათში რაიმე შემოთავაზებასაც ვერ მივიღებდი. სად წავალ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ აქტიურად ვიქნები ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში.

_რამდენად არის მოსალოდნელი რომ ისევ პროფკავშირულ საქმიანობას დაუბრუნდეთ, რაც იყო თქვენი საქმიანობის სფერო, სანამ სახალხო დამცველის მოადგილე გახდებოდით...

_სად წავალ, ეს იქნება საჯარო სივრცე, საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ ა.შ. ამის თაობაზე ჯერჯერობით  რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია. დრო მჭირდება კარგად გავიაზრო, მომავალში სად შეიძლება ვიყო. თუმცა ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა რომ უფლებადაცვით საქმიანობაში ვიქნები.

ამავე თემაზე: 

სახალხო დამცველის აპარატიდან დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს

ვისთვის შეიძინა უჩა ნანუაშვილმა ძვირადღირებული „მერსედესი“ და უკავშირდება თუ არა ამას თანამშრომლის გათავისუფლება

რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს

რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში

105 000 ლარიანი „მერსედესი“ სახალხო დამცველისთვის




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს