არის თუ არა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე სახიფათო მონაკვეთები

მთავარი თემა

არის თუ არა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე სახიფათო მონაკვეთები

2016 ივლ 22 22:42:33

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია. სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა მედიასაშუალებაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ ამ ავტომაგისტრალიზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 4 კი დაშავდა.

დაშავებულთა შორის ქართველი მორაგბეები, გიორგი ლომინაძე და მერაბ კვირიკაშვილი არიან. ისინი ავტომობილში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ავტოავარიის მიზეზად ზოგი ავტობანს ასახელებს, ზოგი გადაჭარბებულ სიჩქარეს.

არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატის, შალვა ოგბაიძის მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულმა სტატუსმა  და ფოტომ. ფოტოზე ნაჩვენებია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი, სადაც ოთხზოლიანი მოძრაობა უცებ წყდება და გზა ორზოლიანი ხდება. ოგბაიძის განმარტებით "ეს საშიში, კონფლიქტური წერტილია" და გამოუსწორებლობის შემთხვევაში ავარიების რიცხვის ზრდა გარდაუვალია.

თუმცა, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ოგბაიძემ "ფეისბუკში" ავტომაგისტრალის ფრაგმენტული ფოტო ატვირთა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის რეალურ სურათს ვერ ასახავს.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს,  "ქუთაისი-სამტრედიის  შემოვლით გზაზე არის მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო კვანძები, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ ოთხზოლიანია. რაც შეეხება ისეთ ადგილს, რომ უცაბედად გზა ოთხზოლიანიდან ორზოლიანში გადადიოდეს, ასეთი არ გვაქვს".

"საერთაშორისიო წესებიდან გამომდინარე გზის ამ მონაკვეთზე ყველა ნორმა დაცულია. ამასთანავე, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალებიდან განსხვავებით აქ ჩვენ გვაქვს სიჩქარის შეზღუდვა დაწესებული  და 90  კმ-სთ მაქსიმუმია, რაც დაშვებულია. რამდენადაც მითხრეს, ბატონ შალვა ოგბაიძეს ძველი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. მას შემდეგ ამ მონაკვეთზე დამონტაჟებულია ავტოსაგზაო ნიშნები, შეზღუდვები და ა.შ. ეს არის გზის გახსნამდე გადაღებული ფოტო.

ნუ ვეძებთ რაიმე დამატებით მიზეზს,  ამ ავარიის მიზეზი არის უყურადღებობა, სიჩქარის გადაჭარბება და გასწრების დროს  არასწორი მანევრირება. ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომ წესებს ვარღვევთ. დარღვევის გამოვლენებს ახდენს საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მონაკვეთზე ძალიან აქტიურად მუშაობსდა ბევრი მძღოლიც არის დაჯარიმებული. გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, ფოტოზე მითითებულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა საერთოდ არ მომხდარა", _ ამბობს სეთურიძე და გარდაცვლილთა ოჯახს უსამძიმრებს.

ამასთანავე, სეთურიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, წინა ხელისუფლების დროს შემუშავებული პროექტით გზა ოთხზოლიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ეს პროექტი შეცვალა. სეთურიძე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

"გზის ზოლიანობას, ორიანი იქნება, ოთხიანი, ექვსიანი თუ მეტი განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ამ გზებზე მოძრაობის ინტენსივობა. საერთაშორისო დონორების მიერ როცა დადგა  ამ გზის დაფინანსების საკითხი, მაშინ  ჩაითვალა, რომ ეს გზა იქნება ორზოლიანი, რადგან მანდ იყოფა მოძრაობა და ნაწილი ქუთაისზე გადადის, ნაწილი ტრანზიტული მოძრაობაა. დღეს თუ დააკვირდებით, ეს გზა  არ არის  გადატვირთული, მით უმეტეს, მაშინ, როცა არ არის სეზონური მოძრაობა. გზას თავისუფლად შეუძლია გაატაროს ის ავტოტრანსპორტი, რომელიც მასზე მოძრაობს.  რაც შეეხება იმას, რომ თავიდან სხვა პროექტი იყო, ეს სიცრურა. პროექტი თავიდანვე იყო გათვალისწინებული ზუსტად ისე, როგორც დღეს არის, ახალი ხელისუფლების პერიოდში დაიხარჯა მეტი თანხა, გამოვისყიდეთ მიწის ფართობები იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს გზა   ოთხზოლიანი გახდეს. იმით აპელირება, რომ ეს გზა თავიდან ოთხზოლიანი უნდა ყოფილიყო და ჩვენ გადავაკეთეთ ორზოლიანად, აბსოლუტურად მცდარია", _ აღნიშნავს სეთურიძე.

ჰქონდა თუ არა თბილისის საკრებულოს დეპუტატს ზუსტი ინფორმაცია ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალის აღნიშნულია მონაკვეთის შესახებ, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  შალვა ოგბაიძეს დაუკავშირდა.

როგორც ოგბაიძე ამბობს, მას ფოტოსურათი ქუთაისიდან ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა; სოციალურ ქსელში კი, კომენტარი სწორედ ამ ფოტოსურათის მიხედვით გააკეთა.

"ფოტო როდის არის გადაღებული არ ვიცი. მომხმარებელმა მომაწოდა და კომენტარის გაკეთება მთხოვა. ნეტავ, ჩემი კომენტარი ამ საკითხზე უკანასკნელი იყოს და აღარავინ დაიღუპოს მომავალში", _ აღნიშნავს ოგბაიძე.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ავატოავარიების რისკის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიების საჭიროებებს ხედავს და ამბობს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

"საგზაო მოძრაობის  უსაფრთხოების სფეროს აქვს თავისი შეფასების პარამეტრი, რომელიც იზომება წინა წლებთან შედარებით ავარიების მატება-კლებით. ჩვენთან სამწუხაროდ,  2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 25%-ით მეტი - 602 ადამიანი დაიღუპა. წლევანდელი სტატისტიკა უფრო მზარდია. შარშან 10 000-ზე მეტი ავარია მოხდა, საიდანაც 5 00-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა, 602 დაიღუპა.

როცა ავარია ხდება, იმ მონაკვეთზე, სადაც ეს მოხდა სვამენ  შავ წერტილს. როცა  ერთიდაიგივე ადგილზე ხდება ავარია, ეს წერტილები შავ ლაქას ქმნის, რაც უკვე სტატისტიკაა. ხომ არ შეიძლება ყველა მძღოლი დამნაშავე იყოს, ყველას არ შეეძლო მანქანის ტარება ან გადააჭარბოს სიჩქარეს?! მაგალითად, ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც ბენზინგასამართი სადგურია, მარცხენა მხარეს  ყველა ნაძვის ხეს კანი აქვს ამძვრალი.

ბოლო 15 წელიწადში ამ ადგილზე 38 კაცია დაღუპული. ყველაზე უნდა ვთქვათ, რომ საჭე ვერ დაიმორჩილა? აქ გზაზე უნდა გაკეთდეს თვლის ამრეკლი, იქნება  ავარიები, მაგრამ მსხვერპლით აღარ დამთავრდება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა ნიშნებიც, რაც მძღოლს მინიშნებას მისცემს წინ რა ელოდება.ხორკლიანი გზა, რომელზეც საბურავები ხმაურს დაიწყებს და მძღოლს გამოაფხიზლებს, მოციმციმე შუქნიშანი, გამაფრთხილებელი აბრა და ა.შ. ავტომაგისტრალებზე მძღოლი დაახლოებით ერთი კილომეტრით ადრე უნდა "შეშინდეს". ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ამ მონაკვეთზე გაცილებით უკეთ შეიძლება მძღოლის ინფორმირება, ვიდრე ახლაა", _ აღნიშნავს ოგბაიძე.

"გურია ნიუსი" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სპეციალურად დამზადებულ ვიდეორგოლს გთავაზობთ, სადაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ის მონაკვეთი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ნათლად არის ასახული.




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...