ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, "ჭყინტი" ერი"

მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, "ჭყინტი" ერი"

2016 სექ 7 20:51:33

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გასულ ორშაბათს, ოზურგეთში, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ორ ნაწილად წარიმართა _ საათნახევარი პირდაპირ ეთერს, ერთი საათი კი კამერის გარეშე საუბარს დაეთმო.

ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებზე, რეიტინგებზე, საშინაო და საგარეო კურსზე _ ყველაზე დიდი დრო კი "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბარს დაუთმო:

_ როდესაც "ვარდების რევოლუცია" მოხდა, საფრანგეთში ვიყავი. სამი ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვხედავდი, როგორ შევიდნენ პარლამენტში _ ძალიან ემოციურად ვუყურებდი ამ მოვლენებს და ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია მქონდა მაშინ _ ზედმეტად ემოციური ვიყავი; ზედმეტად გამიხარდა, ამ გზით მოსვლაც მივიღე, ისევე, როგორც მიიღო საზოგადოებამ. ორწელიწადნახევრის განმავლობაში მთელ ხელისუფლებას ვაფინანსებდი რეალურად, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და მაგას ვერც გაბედავდა, პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა პოზიციამ მაგის გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა. ეს პლუსია თუ მინუსი, თვითონ გააკეთეთ ანალიზი, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი რამ მისი მოუმზადებლობის ბრალი იყო:

_ მათი სახის გვიან გამოჩენაში დიდი როლი მიმიძღვის, რამეთუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ და კარგად ხედავდნენ, რა მინდოდა და რას ვითხოვდი მათგან. სააკაშვილთან არ მქონია ცუდი დამოკიდებულება _ მივიდოდი, მხვდებოდა. აუცილებლად მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა. მას ჰქონდა მოწიწებითი და კულტურული დამოკიდებულება. ერთი უღირსი სიტყვა არ უკადრებია არასდროს, _ თქვა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ქვეყანას ძალადობით მართავდნენ:

"დღესაც თუ ნახავთ მათ ხელწერას, მხოლოდ ძალადობას ვერ ანებებენ თავს. ეს არის მთელი პრობლემა დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობისაც". მათ უარი უნდა თქვან ძალადობაზე. აბა, გაიხსენეთ, ერთ-ერთი მათი ლიდერის _ ჭიაბერაშვილის ნაწერები. იგი ამბობს, რომ ქაოსურ დემოკრატიას სტაბილური ავტოკრატია ჯობსო. ეს უნდოდა დასავლეთსაც და მათაც.

ხალხს აშინებდნენ, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც ჩვენ გვინდა, შეხვალთ ციხეში და ნახავთ, რაც მოგივათო. ხშირად, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს იჭერდნენ, რომ მეზობელს დაენახა, შენც თუ არ გაჩერდები, იგივე მოგელისო. ციხეებში რაც ხდებოდა, იმის კადრებს თვითონვე ავრცელებდნენ _ ციხეში თუ მოხვდებოდი, ახლოს იყავი სიკვდილთან. გამოვიდნენ და აღიარონ, რომ აწამებდნენ, კლავდნენ, ძარცვავდნენ. ახლა რას გვპირდებიან _ აღარ გააუპატიურებენ პატიმრებს? მშობლებს აღარ მოუკლავენ შვილებს? აღარ წაგვართმევენ ბიზნესს? ეს შეცდომა შემოიტანეს ისე ლამაზად, ლაღად, რომ თითქოს რაღაც შეეშალათ. განმარტონ ძალიან კარგად, რა შეცდომებზე ამბობენ უარს!" _ განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე _ რამდენად გამართლებულია არჩევნების წინ მის მიერ დაფინანსებული ფილმის ჩვენება, რომელიც, ავტორების გადმოცემით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი ძალადობას ასახავს, ყოფილი პრემიერი პასუხობს, რომ მისი ჩვენება საზოგადოებას სწორი არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება:

"ფილმი, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და მის გადაღებაზე საუბარი დაიწყო ორწელნახევრის წინ. სათაურად "9+1"-იც ჩემი იდეა იყო და ხაინდრავამ თავისი სათაური გაუკეთა _ "ჰეროკრატია". რაც შეეხება ფილმის ახლა ჩვენებას, ამის ორი მიზეზი არსებობს _ პირველი არის ის, რომ დიდი დრო დაჭირდა გადაღებას, 24 სერიაა და დასრულება დაემთხვა ამ პერიოდს. ის, რომ დღესაა ჩვენება და დამატებით კითხვებს იწვევს, ვფიქრობ, კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. არჩევნების დროს მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ. იყო შეკითხვებიც, რომ ხომ არ გამოიწვევს ეს ფილმი ქუჩაში გამოსვლებს და აქციებს _ ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, "ჭყინტი" ერი. ძალადობა თუ იქნება და ქუჩაში გამოსვლები, ეს იქნება არა მოქალაქეების მხრიდან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხი აგებინონ. სახიფათონი დაჩაგრული მოქალაქეები კი არ არიან, სახიფათონი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, რამეთუ ამ ოთხი წლის განმავლობაში სულ ძალაზე იყვნენ მომართულები", _ განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, სირცხვილია, როცა 250 000-300 000 კაცი ისევ "ნაციონალურ მოძრაობის" დაბრუნებას ელოდება:

"ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება? "ქართული ოცნება", კვირიკაშვილის მეთაურობით, ინარჩუნებს იმ სტანდარტებს მართვაში, რაც მე, ჩემს გუნდთან, ერთად წამოსვლის დროს დავტოვე _ რომ ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ _ აი, კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის რისთვისაც ვიღვწი მე _ შეხვედრებისას მოსახლეობა დავარწმუნო, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, _ თქვა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "სააკაშვილის მთავრობა მხოლოდ ამას უკიჟინებს საკუთარ თანაგუნდელებს, რომ როგორმე "სიტუაცია ააყირავონ":

"მათ არ უნდათ, რომ ეს არჩევნები სწორედ გაფორმდეს, უნდათ, როგორმე სიტუაცია ააყირავონ, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ _ ამის საფუძველია ისევ საზოგადოების სიფხიზლე. "ქართულ ოცნებას" კიდევ მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი კამერა და მეტი ურთიერთობა ჟურნალისტებთან, ყველა ქუჩაში კამერა უნდა იყოს. დღევანდელ ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში არ ჭირდება, რაიმე კაზუსი მოგვივიდეს _ ჩვენ ევროპელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ვართ ჭეშმარიტად ევროპელები", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არის პარტია, რომელსაც შეუძლია იზრუნოს სახელმწიფოზე, საკუთარ ხალხზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე:

"ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს. ბოლო წლებში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, პრაქტიკულად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, აგვერჩია და მოგვეყვანა მთავრობა, რომლისთვისაც ქვეყანაზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი. შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო _ მე დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ გიყვარდეს და გული გეწვოდეს, ამავდროულად გამოცდილება, შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს, გუნდი ისეთი ხალხით უნდა იყოს დაკომპლექტებული, ვისაც ხელეწიფება, რომ სწორად მართოს ქვეყანა. როგორც იქნა, ჩვენ ეს მოვახერხეთ და გარწმუნებთ, რომ ეს "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. ის ერთადერთი პარტიაა, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სამშობლო უყვარდეს, სახელმწიფოს მართვა იცოდეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო, ბოლო შეხვედრაზე ძალიან მძიმე საკითხზე შევხვდით და პოლემიკა გვქონდა. მითხრა, მინდა მოგილოცო, საოცრად სტაბილური ქვეყანა გახდა საქართველო, ევროპელებსაც რომ შურთ ისეთი, ამის მიზეზი კი კარგად ვიცი, რომ სწორი მთავრობააო", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ერთადერთი "პოლიტიკური მტერი" "ქართული ოცნებისთვის" ისევ "ქარ­თული ოცნება" იქნება, თუკი მას არ ექნება მყარად ჩამოყალიბებუ­ლი, საზოგადოებასთან შეთანხმებული რეგიონული განვითარების სტრატეგია, ივანიშვილი პასუხობს:

"გეთანხმებით, რომ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, მათ რიცხვში რეგიონული განვითარების გეგმაც. საზოგადოების ფართო ჩართულობით და მათთან შეჯერებით უნდა მოხდეს ამ გეგმის შემუშავება და დამტკიცება. თქვენ ხელგეწიფებათ, რომ უფრო მეტად გაააქტიუროთ საზოგადოებაც და მიაწოდოთ თქვენი შეხედულებები ხელისუფლებას", _ აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "პარტია "ქართული ოცნება" ვითარდება ისე, როგორც სხვა პარტიები:

"სუსტი ეკონომიკა, სუსტი მედია და სხვა, სრულ თანხვედრაშია; განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმმართველობა. მთავარია, ისე დავგეგმოთ, რომ მათ განვითარებას შევუწყოთ ხელი _ პოლიტიკური ისტებლიშმენტი რეგიონებში შემდეგ წელიწადს უფრო განვითარებული იყოს, რამდენიმე წლის მერე _ კარგად განვითარებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რაც შეიძლება, უნდა გავაღრმავოთ. დიდი ხანი არ არის, რაც გამგებლები ავირჩიეთ. ახალარჩეულებს ძალიან უჭირთ. ჩვენ არ გვქონდა ასეთი მმართველობა _ ერთი კაცი მართავდა აქამდე ქვეყანას და კარგად ნახეთ, როგორც. სწრაფად რომ ვერ მივიღებთ განვითარებულ პოლიტიკურ სპექტრს, ეს გასაგებია და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა, არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვაკრიტიკოთ ადგილობრივი ხელისუფლება, ვაკონტროლოთ, რომ მომავალში მივიღოთ უფრო განვითარებული რეგიონი", _ განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა სხვა პარტიებზეც ისაუბრა. "თავისუფალი დემოკრატების" დახასიათებისაც აღნიშნა, რომ "ალასანიას რიტორიკა თანხვედრაშია გიგა ბოკერიას რიტორიკასთან, რადგან ერთნაირ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს "რუსთავი 2" არის თავისუფალი მედიის ბოლო პლაცდარმი":

"ალასანიამ იცრუა მოსამართლეზე, ექსპერტზე... ამ კაცს რამე დაეჯერება? გუნდის წევრებმა მშვენივრად იციან, რომ ჩემი პირადი ინტერესები არ არსებობს, თუმცა, მაინც მიყვებიან ლიდერის დინებას. გუნდის წევრები ერთ კაცზე მორგებულები არიან, ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი გუნდი, უფრო დიდი და ძლიერი, აგერ, ცხვირწინ გვყავს და ცხრა წელი გვყავდა. ასეთი გუნდი სახელმწიფოს არ ჭირდება მართვისთვის. ჩვენ ჯგუფური მმართველობის შედეგი ვნახეთ უკვე. ის, რომ ალასანიას გაუჭირდა და მთელი გუნდი აეკრო, უკვე ვნახეთ. ასეთ გუნდს საზოგადოებამ ხმა არ უნდა მისცეს. გასაგებია, რომ მეგობრები არიან, თუმცა, სახელმწიფოს სამართავად ნუ მოდიან. მათ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ ყველასთვის თანაბრად ზრუნავენ და არა მხოლოდ თავის გუნდელებზე. ეს აჩვენა "ქართულმა ოცნებამ" იგივე ხვედელიძის და კირვალიძის მაგალითზე", _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დავით კირვალიძე მისი ფავორიტი იყო და არის დღესაც:

"დიდ პატივს ვცემ. ამერიკის ელჩი ლობირებდა, არ დავიჭირე. შეკითხვები იყო კირვალიძის მიმართ, თუმცა, დანაშაული არ დამტკიცდა. ის კულტურულად მოიქცა. ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება. თუ მოდიხარ სამართავად, ფავორიტები და მეგობრები არ არის საჭირო. ფავორიტი უნდა იყოს არა გუნდი, არამედ მთელი საქართველო", _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიისთვის" სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება "რესპუბლიკური პარტია":

"რესპუბლიკურ პარტიას" საზოგადოება უჩემოდაც მშვენივრად აფასებს. ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობითაც გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პარტიისთვის, თუმცა, ერთი პროცენტიც არ აქვთ რეიტინგი, რაც გამოკითხვებით ვნახეთ _ შესაბამისად აფასებს ხალხი "რესპუბლიკური პარტიას". რაც ვთქვი, "თავისუფალ დემოკრატებზე", ისეთ მწვავე ფორმებში არაა ეს პარტია სამეგობროდ ჩამოყალიბებული, თუმცა, სახელმწიფოზე ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია და ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდი კაცია. ასეთი გამონათქვამები ხშირად გვესმის მათგან, განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებას აკეთებენ და საზოგადოებაც ადეკვატურად პასუხობს. საერთო ჯამში, მათ არ აქვთ რესურსი, საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ. მათი პლუსი ჩვენთან პარტნიორობის დროს იყო, რომ ასაკიანი და თანმიმდევრული პარტიაა, მაგრამ სხვა დანარჩენი _ გვარწმუნებენ, თითქოს ხალხზე და სახელმწიფოზე ზრუნვას ცდილობენ, მაგალითებით ვერ მტკიცდება", _ განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს", ყოფილი პრემიერის მოსაზრებით, ის "ერთადერთი პარტიაა, რომელიც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობის" სწორად წარმოჩენას":

"პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმა გამოკვეთით ვერ გავიგე. დავაკვირდები და მოგვიანებით გავაკეთებ ღრმა დახასიათებას. ტრადიციები, ქართული კულტურა ყველას გვიყვარს, თუმცა, გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა, ყველაფერს თავისი ფასი უნდა დავადოთ. მათ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პლატფორმა და მეც შესაბამისი რეაქცია მექნება", _ აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ "პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ისეთივე ღარიბია, როგორიც _ ჩვენი ეკონომიკა":

"სულ გვგონია და გვეგონა, რომ ყველაფერში გვიჭირს, მაგრამ აი, პოლიტიკოსები იმდენი გვყავს, რამდენიც გვინდა. ხუმრობით შეიძლება მეც კი მითქვამს, რომ რამდენიმე პრეზიდენტს ვაჩუქებდით მსოფლიოს, პოლიტიკაში მაგრები ვართ! ყველაფერი თანხვედრაშია. მედიით დავიწყოთ, გნებავთ, ეკონომიკით დავიწყოთ ან პოლიტიკით. ეს ყველაფერი ერთი საზოგადოების ნაწილი, შემადგენელია და ყველაფერი თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ისეთივე ღარიბია, როგორიც ჩვენი ეკონომიკა დღეს. მაგრამ დრო უნდა ყველაფერს, უნდა დაკვირვება, სელექცია, კარგი გამოყვანა და ასე შემდეგ", _ აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემების მოძებნა ყველგანაა შესაძლებელი. მისივე თქმით, "უამრავი პრობლემაა ჯანდაცვაში, თუმცა, ჩვენი საავადმყოფოები არის აბსოლუტურად ევროპული სტანდარტის და საუკეთესო დონის:

"დედაჩემი ახლაც საავადმყოფოშია და შემიძლია, დაგასწროთ და მოგიყვეთ, რამდენი პრობლემაა ჯანდაცვაში. თუმცა, ჩვენი საავადმყოფო არის აბსოლუტურად ევროპული სტანდარტის და საუკეთესო დონის. პრობლემები გვაქვს ექიმების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა კიდევ დიდხანს გაგვყვება. მე თავს არ შეგაწყენთ პრობლემებზე საუბრით _ მთავარია, იყოს პროგრესი, და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, სწორად დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ბიუჯეტს დიდი საშუალება არ აქვს, მაგრამ სტრატეგია და დაგეგმარებაა სწორი, სწორად ნაწილდება ჩვენი დუხჭირი ბიუჯეტი. ამასთანავე, წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი დგება, ჟურნალისტებმაც და მთლიანად საზოგადოებამ, მეტი უნდა იაქტიუროს და გააკონტროლოს, რამდენად სწორად განკარგავს ხელისუფლება ხალხის ფულს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, რომელიც საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ივანიშვილმა ერთი საათი საზოგადოების წარმომადგენლებს დაუთმო და იმ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა და რომლის შესახებაც "გურია ნიუსი" მომდევნო ნომერში გიამბობთ.




 ახალი ამბები
  • შემოქმედში დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინესსოფელ შემოქმედში, ყოფილი კოლმეურნეობის ავტოპარკის ტერიტორიაზე, კომუნისტური მმართველობის დროს დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინეს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილი ავტოპარკის ტერიტორია გაყიდულია და იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვები კი, იქვე მდინარე ნაბჟუარაში ნახეს. სოფელ შემოქმედში მცხოვრები, ცნობილი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, სოფლის ცენტრში რომელ საუკუნეში იდგა ეკლესია. “დანგრეული ეკლესიის ადგილზე ჯერ დადგეს სოფლის კლუბი, რომელიც კომუნისტების დროს, 1950 წელს დაანგრიეს, შემდეგ ააშენეს კულტურის სახლი. ეს ქვები, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სოფლისთვის და მთელი გურიისთვის. კარგი იქნება, იმ ადგილას, სადაც ჯვართამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი იყო, თავიდან აშენდეს ეკლესია. ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება“, _ გვითხრა ვახტანგ ... ...
  • სიდედრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ი. 2019 წლის 24 ივნისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'.109-ე მუხლის მერე ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ლისის ტბის წართმევის საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდასაქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახველდიანმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათაანდო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით. „ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე.  ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები,“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა. რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე, თუმცა მხარე ასაბუტებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ ავტორი მოსამართლეების მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა. მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასებისას, სხვა საქმეზე, ცალსახად განმარტეს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა, რამაზ ახვლედიანის შემთხვევაში კი, ამავე მოსამართლეებმა საწინააღმდეგოდ იმსჯელეს, რადგანაც რამაზ ახვლედიანმა სადავო აქტი სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში გაასაჩივრა, რაც საქმეზე მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის სასარგებლო დასკვნებისა და სადავო აქტის გაუქმების უპირობო საფუძველს ქმნიდა, რაზეც სამმა მოსამართლემ შეგნებული დუმილი არჩია. საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე. ეროვნული დონის სასამართლოებმა არსებითად შელახეს რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინეს - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს. შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს -  „ბიზნეს პარტნიორს“. ცნობისთვის: შექმნილია უხერხული გარემოებაც. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია - რამაზ ახვლედიანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რამაზ ახვლედიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, გაურკვეველია ორი გარემოება - რა ნაწილში გაიზიარა საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის დასკვნები, როდესაც აუქმებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილების მთლიან ტექსტში მსჯელობა არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზეც, რომელიც მიუთითებლობის გარეშე, ავტომატურად გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოებები მხარეს ეჭვს უჩენს შესაძლო სხვა გადაწყვეტილების პროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ცნობისთვის: ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების წართმევის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ეროვნულ დონეზე, სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა - ქონების დათმობის შესახებ გამოცემული პრეზიდენტის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითა და საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების აღიარების მოთხოვნით. სასამართლომ ლისის ტბაზე ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, რითაც აღნიშნული დავა ქართულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ქართულ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ... ...
  • 2019 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა (R)საქართველოს რკინიგზა 2019 წლის შედეგებს აჯამებს და მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს, პირველად 9 წლის განმავლობაში,  საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა და ზრდის მაჩვენებელი  ... ...
  • ურეკში ძაღლებმა ოთხი ადამიანი და ერთი თხა დაკბინესოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში ძაღლებმა ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი და ერთ თხა დაკბინეს. “ზღვისპირა ურეკში საშინელი მდგომარეობაა. ამდენი ძაღლების შემოტევა არავის გვახსოვს. ერთ კვირაში ოთხი ადამიანი დაკბინეს. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი და არც არავინ გვეუბნება,“ - უამბო “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ურეკში მცხოვრებმა. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“დირექტორი, თენგიზ ქუტიძე ამბობს, რომ არაერთხელ გამოიყვანეს ძაღლები ურეკიდან. “ყველა პროცესი კანონით და წესით ჩავატარეთ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში  ჩაუტარდათ აცრა და სხვა პროცესები. ამის შემდეგთკანონის გათვალისწინებით ისევ საიდანაც ავიყვანეთ იქ დავტოვეთ. ბევრი არის გასაკეთებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ურეკის გზაზე უპატრონოდ ტოვებენ ძაღლებს. მოყავთ თავიანთი კარმიდამოდან და გზაზე ტოვებენ,“_ გვითხრა თენგიზ ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...