ვინ და რატომ ხევს სააგიტაციო პლაკატებს ლანჩხუთში

მთავარი თემა

ვინ და რატომ ხევს სააგიტაციო პლაკატებს ლანჩხუთში

2016 სექ 26 22:11:49

ლანჩხუთში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების სიუხვე განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ სკვერშია თვალშისაცემი.

პარტიებს, განსაკუთრებით კი „ქართულ ოცნებასა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“,  აქ ყოველი ხე და ბოძი  მაქსიმალურად აქვთ ათვისებული იმ განკარგულების ფარგლებში, რომელიც პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით, საკრებულომ ჯერ კიდევ 16 ივნისს დაამტკიცა.

პლაკატების გამკვრელებს აქტიურობაში არც ისინი ჩამოუვარდებიან, ვინც  მათი ჩამოხევითაა დაკავებული. ამის ნათელი დასტურია  ქალაქის სკვერი, სადაც  ხეებზე უმეტესად მხოლოდ  წებოვანი ლენტები შემორჩა. ჩამოხეულია, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების  საარჩევნო-სააგიტაციო მასალები.

თავიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ნინო კვიტაიშვილის,  „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გურამ ჩალაგაშვილისა და დამოუკიდებელი კანდიდატის აკაკი ჩხაიძის  პლაკატები იყო ჩამოხეული, შემდეგ კი აქტიურად დაიწყეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ნინო წილოსანის პლაკატების ჩამოხევაც. უმეტეს ადგილას სწორედ ამ უკანასკნელის პლაკატებია შედარებით უვნებლად  შემორჩენილი.

გარდა ლანჩხუთის  ცენტრისა,  საარჩევნო პლაკატებს ქალაქის  სხვადასხვა ქუჩებსა და სოფლებშიც მაქსიმალურად ათვისებული აქვს ბოძები და ხეები. სურათი ყველგან ერთნაირია _ დღისით გაკრულ პლაკატებს ღამით უცნობი პირები ხევენ.

როგორც მოქალაქეები პირად საუბარში ამბობენ, სააგიტაციო მასალის ჩამოხევით, ძირითადად, ახალგაზრდობაა დაკავებული, ზოგი ამას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, ზოგისთვის კი სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის  კუთვნილებას წარმოადგენს პლაკატი, ერთნაირად  დაუნდობლად ხევენ ყველას.

„ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ვარ, კიბე გამოვიტანე და ჩემი სახლის წინ ბოძზე საკმაოდ მაღალზე გავაკარი იმ კანდიდატის პლაკატი, რომელსაც მხარს ვუჭერ. დილით რომ გამოვედი, ჩემი გაკრულიც  და სხვა პლაკატებიც ჩამოხეული დამხვდა“, _ ამბობს ერთ-ერთი ლანჩხუთელი.

მართალია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად სააგიტაციო მასალის ჩამოხევა დასჯადია და იგი  სოლიდურ ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა, მიუხედავად ჩამოხეული პლაკატების სიმრავლისა, მტკიცებულების არქონის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად, არავინ დასჯილა.

სტატია ქვეყნდება პროექტის _ "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.




 ახალი ამბები
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...
  • ძლიერი ქარი და ყინვა_უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,24 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 ... ...
  • თოვს იმერეთშიც:პატარა დემეს იმერული სტუმარმასპინძლობა თოვლი მოვიდა იმერეთში -  ხონის რაიონის მთიან სოფლებს ნანატრი სტუმარი გუშინ  ეწვია. -წუხელაც   თოვდა.  ამ დილით გადაიღო,  მე და ჩემმა ცოცხალმა ბაბუამ   ეზოში  თოვლის ბაბუა დავდგით.  ყოჩივარდაც ვიპოვე,  თოვლის ბაბუასთვის მიმქონდა, მაგრამ ჩემმა ბაბუმ, ყვავილი  ბებოს წაუღეო, მითხრა _  ასე გვეხმიანება  6  წლის  დემე ჩაგუნავა იმერეთიდან. ... ...
  • ცოტა, მაგრამ პირველი თოვლი - თეთრი ოზურგეთი და მისი შემოგარენიდღეს, არც ისე ბევრი, მაგრამ პირველი თოვლი მოვიდა ოზურგეთში. მის შემოგარენსა და სოფლებში თოვლის საფარი უფრო დიდია. ამ წუთებში წვიმასა და ხოშკაკალს  ერთმანეთში ურევს დედაბუნება. როგორც იტყვიან, თოვლჭყაპია! ეს ერთი და კიდევ მრავალი _ თოვლი გვენატრება ... ...
  • უწყება ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებსვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 16 წლამდე ასაკის შვილები და შვილიშვილები.   კონკურსი 1 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნახატებს (როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარეც, ომის ვეტერანი, მხატვარი, გიგა არველაძეა. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბრენდირებულ სასაჩუქრე კატალოგში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების კატალოგში განთავსების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით. კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა. საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები (მობილური და სახლის). ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...