პოლიტიკური პროცესების გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე - რა შემთხვევაში მოხდება „სახელმწიფო გადატრიალება“

მთავარი თემა

პოლიტიკური პროცესების გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე - რა შემთხვევაში მოხდება „სახელმწიფო გადატრიალება“

2016 ოქტ 5 05:47:16

"სახელმწიფო გადატრიალება", "სპეცოპერაცია",  "პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობა", "კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში", _ ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

იურისტის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის დაჩქარება პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის და 3 მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევის საკითხი დადგა. 2 ოქტომბერს, ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თემურ ტუღუშმა ფიცი დადეს. ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაზეა. თუმცა, იურისტების ნაწილს მიაჩნია, რომ პროცესის დაჩქარება უარყოფით შედეგებს მოიტანს. რაც ხელისუფლებას სასამართლოზე კონტროლისა და გავლენების მოპოვებაში დაეხმარება.

ამის თქმის საფუძველს კი, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის,  ზაზა თავაძის გადაწყვეტილება იძლევა, რომლის მიხედვითაც, პლენუმის სხდომა 6 ოქტომბერსაა დანიშნული, რითაც, ახლადარჩეულ მოსამართლეებს ორკვირიანი ვადის გამოყენებას და კონსულტაციების წარმართვის შესაძლებლობას უწყვეტს.

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის დაჩქარებამ, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია და კანონი, ვის შეუძლია პროცესის სწორად წარმართვა და რა შედეგს მოიტანს საკითხის გადადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, _ ამ საკითხზე "გურია ნიუსი" ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელს, იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

როგორც ალაფიშვილი აღნიშნავს, ზაზა თავაძის ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც  დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და  საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას გულისხმობს.

"აკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მის დანარჩენ ორ კოლეგას ართმევს  კონსტიტუციით და კანონით მინიჭებულ უფლებას - 2 კვირის ვადაში იფიქროს, აწარმოოს კონსულტაციები და ისე წარიმართოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფიცის დადების შემდგომ, ორმა ახლაგდამწესებულმა  მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადეს მკაფიოდ, რომ ისინი ამ ორ კვირაში  იფიქრებენ და ამ ვადით ისარგებლებენ. ზაზა თავაძემ კი მათ უთხრა, სულ არ მაინტერესებთ თქვენ რას ფიქრობთო. ასეთ ადამიანს აქვს პრეტენზია იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. როგორ შეძლებს ის ამას, თქვენმა მკითხველმა განსაჯოს.

შესაძლებელია, რომ ეს ახლადარჩეული მოსამართლეები თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ, თუმცა თავაძე ამ უფლებასაც ართმევს მათ. თავაძის ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესთან, იმ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც  დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას. ამისთვის ხელისუფლებამ, მმართველმა ძალამ  ყველაფერი გააკეთა, დაწყებული გარე პროცესების წახალისებით, როცა არ გამოიძია მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმა; ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ  კანონის საკუთარ თარგზე და შეხედულებებზე შემოჭრით გაგრძელებული და ბოლოს,  უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მეხუთე წევრის შერჩევასთან დაკავშირებული  პროცესით დამთავრებული. რომლის დროსაც წარმოჩინდა კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს, როგორც მართლმსაჯლების ორგანოს  დამოუკიდებლობის განულებასთან.  რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი ყველა მოსამართლე აღმოჩნდა მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-თავაძის ნების გამხმოვანებელი. არავითარი დამოუკიდებლობა ამ მოსამართლეებს არ აღმოაჩნდათ", _ აცხადებს ალაფიშვილი. 

იურისტის თქმით, ის, რომ თემურ ტუღუშს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არც კი იცნობდა, თუმცა მის წარდგენას მხარი დაუჭირა, კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ორიოდე დღის წინ ნინო გვენეტაძემაც აღიარა, რომ  მართალია ტუღუშს არ ვიცნობდი, მაგრამ მერე რაო?! გაგონილიც კი არ ჰქონდა თემურ ტუღუში ვინ იყო. ტუღუშიც და თავაძეც ხელისუფლებისთვის მისაღები კაცები არიან; შესაბამისად,  მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძის აქტივობა და მხარდაჭერაც ამაში გამოიხატება.  მთავრობამ ამ სამეულის მეშვეობი უზრუნველყო 5-კაციანი ქვორუმის მიღება  საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ქვორუმი დაკავშირებულია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან, არამედ, თუკი დადგება, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის იმპიჩმენტის საკითხი, ან სხვა მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებები ხელისუფლება მათ მაშინაც გამოიყენებს, ამ  5 ხმას სრულად  აკონტროლებს მმართველი პოლიტიკური ძალა", _ აღნიშნავს იურისტი.

ალაფიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისთვის  5 მოსამართლის თანხმობაც საკმარისია, მაგრამ პლენუმის ქვორუმი რომ შედგეს, სხდომას 6 მოსამართლე მაინც უნდა ესწრებოდეს. სწორედ ამას მიიჩნევს ახლადარჩეული მოსამართლეების ერთადერთ ბერკეტად იურისტი, რომ მათ ქვორუმი ჩააგდონ, რაც ავტომატურად თავმჯდომარის არჩევის საკითხის გადადებას გამოიწვევს.

პლენუმი რომ უფლებამოსილი იყოს, მას 6 ხმა სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გავიდეს თავმჯდომარის არჩევის საკითხი კენჭისყრაზე, იქ კი, 5 ხმაც საკმარისია, რომ თავმჯდომარე აირჩიონ. თუ ირინა იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არ დაესწრება 6 ოქტომბრის სხდომას, კანონის მიხედვით, გადაწყვეტილებას პლენუმი ვერ მიიღებს", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

თუმცა, იურისტი კიდევ ერთი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, "საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხუთეულმა უგულვებელყოს კანონის მოთხოვნა, რომ პლენუმს 6 მოსამართლე უნდა ესწრებოდეს".

"თუ პლენუმის ქვორუმის წესს დაარღვევენ მოსამართლეები, ან კანონდარღვევაზე ისევ მათ უნდა იმსჯელონ, დიდი ალბათობით კი, ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან. მოსამართლეების პასუხისმგებლობის მექანიზმი  კი, კანონში არ არსებობს, პარლამენტი თუ სხვა ვერ ერევა ამაში. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე მსჯელობენ ცალკეული მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუკი მან ჩაიდინა მოსამართლისთვის  შეუფერებელი საქციელი და კანონდარღვევაც მათ შორის.

ფაქტიურად,  პასუხისმგებლობის  დამყენებელი და მომთხოვნი არავინ დარჩება ამ მოსამართლეების მიმართ. ამიტომ  არ გამოვრიცხავ რომ 6-კაციანი მოთხოვნა უგულვებელყონ. იმედი მაქვს, რომ კანონის და კონსტიტუციის მიღმა არ დარჩებიან. ეს იქნება სრული დელეგიტიმაცია, რომელიც შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებასაც შევადაროთ. თავმჯდომარის არჩევა შეიძლება პლენუმზე, რომელსაც ესწრება მინიმუმ 6 წევრიდან 5 ან 6-ვე ირჩევს თავმჯდომარეს", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი არჩევნების შედეგები არ იქნება ისეთივე მყარი, როგორიც დღეს მმართველ  პოლიტიკურ ძალას აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართება.

"ახლა მხოლოდ და მხოლოდ ხალხმა და არჩევნებმა შეიძლება პროცესი სწორი გზით წარმართოს.  მცირე იმედად რჩება არჩევნები და მას შემდგომ შეცვლილი პოლიტიკური სიტუაცია. თუკი მმართველ პოლიტიკურ პარტიას არ ექნა  იგივე შედეგი, სიძლიერე, ამ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს  მნიშვნელოვანი ფაქტორი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობა პოლიტიკურიდან კონსტიტუციურ კალაპოტში დაბრუნებისთვის. თუკი "ქართულ ოცნებას" არ ექნება ისეთივე მხარდაჭერა,  უმრავლესობა  აქვს მხედველობაში, როგორიც 2012 წელს ჰქონდა, ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ ის ისეთივე ძლიერი ვეღარ იქნება, მოსამართლეთა ეს ხუთეული კი ძლიერის მიმართ არის ლოიალურები. ეს მოსამართლეები ახალ პოლიტიკურ პატრონს დაუწყებენ ძებნას და შიშით თვალებში ყურებას. როგორც კი ნახავენ, რომ მმართველი ძალა ძლიერი აღარ არის და პარლამენტშიც სხვა მოცემულობაა, სავარაუდოდ, მათი ქცევიდან გამომდინარე, თვითონაც შეიცვლებიან.

სააკაშვილის დროს მისი ერთგული მსახურები იყვნენ, ახლა ამათი მსახურები არიან. შესაძლოა ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლებიც იყვნენ, მაგრამ მათი გაკეთებული საქმით მმართველი პოლიტიკური ძალა სარგებლობს და ეს  ძალა მათთან ვალშია. პროცესი მაინც დამოკიდებულია იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე კოპალეიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ პროცესი შეჩერდეს, შეყოვნდეს. თუ 6 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, მერე მისი არჩევა 14 ოქტომბრისთვის უნდა მოხდეს, ეს კი არჩევნების შემდგომი პერიოდია ", _ ამბობს ალაფიშვილი.

იურისტი პროცესის დაჩქარებას სწორედ პოლიტიკური პროცესების შესაძლო შეცვლას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სავარაუდოდ ეშინია, რომ იგივე სიძლიერით ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ცდილობს პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოებში გავლენის მოპოვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოზეც იგივე გავლენები დაამყაროს.

"ჩვეულებრივი სასამართლო საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სრულად კონტროლირებადია. მაქსიმუმ სააპელაციო  სასამართლომდე ადის საარჩევნო დავები, სააპელაციო სასამართლოს კი მურუსიძე-ცერცვაძე აკონტროლებენ. გვენეტაძეს  არც არავინ ეკითხება და ამის საჭიროებაც არ არსებობს. ერთადერთი, თუკი არჩევნების შედეგები გასაჩივრდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლო რჩებოდა. რა ირაციონალურ შიშებს ემყარება ხელისუფლების მოსაზრება არ ვიცი, რადგან პირდაპირ, საონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგებს ვერ წაიღებ. ანუ არ საჩივრდება მხოლოდ არჩევნების შედეგი  უნდა გასაჩივრდეს კანონი და კანონის საფუძველზე არჩევნების შედეგი. სამართლებრივად უსწორო შიში და მოსაზრებაა, მაგრამ მაინც ეშინიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უკვე ჰყავს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 მოსამართლე, მათ შიშებს ვერ ამარცხებს. ცუდი ისაა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და  ახლაც მიდგომა არის ერთიდაიგივე - მაშინ მათი იყო, ახლა ჩვენით უნდა ჩანაცვლდეს. ეს დამღუპველია ასეთი  ინსტიტუტების მიმართ. ეს ვიხილეთ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც; ფაქტიურად, არ დარჩა ინსტიტუტი, რომელსაც თავს ასე არ დაესხნენ ამ 4 წლის განმავლობაში, რაც სახელმწიფოს აზიანებს საბოლოო ჯამში. ჩვენი ხელისუფლებისთვის როგორც ჩანს ფასეული და ავტორიტეტული არაფერი არ არის, თვით სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს მისთვის", _ აღნიშნავს ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილისა და მდივნის თანამდებობებია თავისუფალი, თუმცა, როგორ გადაინაწილებს 5 მოსამართლე 4 ადგილს ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავმჯდომარეობის სურვილი აქვს მოსამართლე ზაზა თავაძეს, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, ასევე, მერაბ ტურავას და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ზაზა რუხაძესაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მოსამართლეობის კანდიდატია. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინე იმერლიშვილმაც.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა. საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს ნიშნავს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს უზენაესი სასამართლო. პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს. პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო. უზენაესმა სასამართლომ ერთი, პრეზიდენტმა კი საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე უკვე დანიშნა. კიდევ ერთი მოსამართლის არჩევაზე კი მსჯელობა ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, მე-9 წევრის არყოფნა მას ხელს არ უშლის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავმჯდომარე პლენუმის დახურულ სხდომაზე 5 მოსამართლესაც შეუძლია აირჩიოს.




 ახალი ამბები
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...
  • ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს _ თეა წულუკიანი აქციის დაშლაზე"ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების, თუ ბოქლომების საშუალებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ და სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. "მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია," - აღნიშნა თეა ... ...
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში ევროკავშირის ელჩებს ხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყო. პარტიის პრესცენტრის თანახმად, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?