"ქამარშემოჭერილი" საჯარო მოხელეები

მთავარი თემა

"ქამარშემოჭერილი" საჯარო მოხელეები

2011 იან 17 18:26:34

წინასაახალწლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა და კონკრეტულად, რამდენი ათასი ლარი გაიხარჯა ბიუჯეტიდან პრემიების სახით 2010 წლის 17 ივნისიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. როგორც შევიტყვეთ, ეს თანხა საკმაოდ სოლიდურია და თანაც, იმ ფონზე, როცა, საკრებულოს განცხადებით, სოციალურად დაუცველებს "მწირი ბიუჯეტის" გამო ვერ ეხმარებიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების პრემიები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #136 ბრძანებით განისაზღვრა.
"ქამარშემოჭერილმა" ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როგორც ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" #46 დადგენილებით იხელმძღვანელა.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემის საფუძველი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობის შედეგებში შეტანილი თითოეული საჯარო მოსამსახურის პირადი წვლილი და საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა გახდა.
საკრებულოში მომუშავე ოცდათერთმეტ საჯარო მოსამსახურეს, ზემოთ აღნიშნული დამსახურებისთვის, პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიეცათ.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა, რომლის ერთი თვის ხელფასი 2 360 ლარია, 15 დეკემბერს გამოცემული საკუთარი ბრძანებით, პრემიის სახით, 2 360 ლარი მიიღო; 1 100 ლარი ერგო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ავთანდილ მექვაბიშვილს; 650-650 ლარი მიიღეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უმრავლესობის" თავმჯდომარემ თეიმურაზ მოქიამ, ფრაქცია "მაჟორიტარის" თავმჯდომარემ ხვიჩა კილაძემ, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ კახაბერ ღლონტმა; ასევე 650-650 ლარი ერგოთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს კობა ხაბალაშვილს, სამანდატო-საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს პეტრე სალუქვაძეს, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ირინე საჯაიას, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარეს თამაზ სალუქვაძეს, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კომისიის თავმჯდომარეს ვალერიან გირკელიძეს; 700 ლარი მიიღო საკრებულოს აპარატის უფროსმა პაატა ბურჭულაძემ; 450-450 ლარი ერგოთ სამსახურის უფროსებს და საკრებულოს თანაშემწეს; 420-420 ლარი კი დანარჩენ თხუთმეტ უმცროს საჯარო მოხელესა და დამხმარე მუშა-მოსამსახურეს გადაეცათ; შტატგარეშე მოსამსახურეებმა 220-220 ლარი მიიღეს, დამლაგებლებს 250-250 ლარი ერგოთ.
ბრძანებას, რომელიც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გადაეგზავნა, ხელს ალეკო მამეშვილი აწერს და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას უტოვებს, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივროს.
გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ #118 ბრძანებით, ხვიჩა კილაძე და კახაბერ ღლონტი დააჯილდოვა(?!). ბრძანების გამოცემის საბაბი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულება(?!) და კეთილსინდისიერი(?!) სამსახური გახდა. ბრძანების თანახმად, აღნიშნული პირები, ფრაქცია "მაჟორიტარების" და "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეები, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოთი, ანუ 650-650 ლარით დაჯილდოვდნენ.
#96 ბრძანების თანახმად, პრემიები ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მიიღეს ირინე საჯაიამ, თეიმურაზ მოქიამ და კობა ხაბალაშვილმა. მათ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ხელწერით დამოწმებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, 650-650 ლარი "განსაკუთრებული სირთულისა(?!) და მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის, კერძოდ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულების სალიკვიდაციო ღონისძიებების სანიმუშო და კეთილსინდისიერი შესრულებისთვის მიეცათ(?!).  ბრძანება, რომელსაც ხელს ალეკო მამეშვილი აწერს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ასევე, #121 ბრძანების თანახმად, პეტრე სალუქვაძეს "განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალების სანიმუშო და კეთილსინდისიერი შესრულებისთვის", 650 ლარი ერგო.
სულ 2010 წლის 17 ივნისიდან, ანუ ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საკრებულოში მომუშავე საჯარო მოხელეებზე, პრემიის სახით ბიუჯეტიდან 22 740 ლარი გაიცა(!!!).
"სოციალურად დაუცველების დახმარებების ეკონომიის ხარჯზე, საჯარო მოხელეების ხელფასები და ხარჯები მატულობს", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გასული წლის მიწურულს გააკეთა. ბიუჯეტში გახორციელებული ცვლილებების თანახმად, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 41 200 ლარით დაფინანსდა; სპორტული და კულტურული ღონისძიებები _ 153 700 ლარით. 
ნაცვალაძეს შენიშვნები სწორედ ამ ცვლილებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა: "თექვსმეტზე მეტი შეჭირვებული არ გვყავს, თუ იმ ადამიანების განცხადებებს არაფრად აგდებთ, წლის დასაწყისში რომ მოგმართათ და დღემდე არანაირი დახმარება არ გასწევიათ? როგორ აირჩიეთ მხოლოდ სამი ონკოლოგიურად დაავადებული მაშინ, როცა ახლავე ჩამოგითვლით ათი ონკოლოგიურად დაავადებულის სახელსა და გვარს? ხელფასები ასეთი შეჭირვებული ადამიანების ხარჯზე იზრდება. 153 ათასი ლარი სპორტულ ღონისძიებებზე გამოიყო, სოციალურ დახმარებებზე კი _ მინიმალური, მაშინ, როცა ახალი წელი მოდის და ხალხს ლუკმაპური არ აქვს", _ თქვა რიგგარეშე სხდომაზე ნაცვალაძემ.
ხელისუფლებამ მაშინ მიზეზად, ბიუჯეტში არსებული მწირი ფინანსები დაასახელა და განაცხადა, რის საშუალებასაც იძლევა ბიუჯეტი, სოციალურად დაუცველებს იმით ვეხმარებითო. თუმცა, ის, რომ საახალწლოდ პრემიებს ირიგებდნენ, ამის შესახებ, საკრებულოს სხდომაზე სიტყვაც არ დასცდენიათ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...