ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

მთავარი თემა

ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

13 ოქტ. 2016, 22:30:40

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ ვინ იქნება ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე. დასახელდა რამდენიმე კანდიდატურაც, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ახალი სახეები - ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი, თუმცა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

ვის აქვს შანსი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი  თავმჯდომარეობის კანდიდატს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილთან და რამდენად არის მოსალოდნელი ახლადარჩეულ პარლამენტს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი თავმჯდომარე ჰყავდეს, _ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

პოლიტილოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავკარგეთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი დავით უსუფაშვილი, ნებისმიერი კანდიდატი ამ თანამდებობაზე დაწუნებული იქნება“.

უპირველეს ყოვლისა, სასურველია, რომ  ვენი ქვეყნის კადრებთუხუცესმა გაგვაგებინოს, რა კრიტერიუმით შეირჩევა ამ თანამდებობაზე მის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრი. თუ ვნახავთ, რომ ეს ადამიანი არ არის იურისტი, არა აქვს საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ კანდიდატი წარჩინებული ბიძინოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია“. რაიმე პირადი სიჯიუტის შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ იმ ავტორიტეტს, რომელიც გასული ვადის მქონე პარლამენტს გააჩნდა არა მხოლოდ ევროპსივრცეში“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ცისკარიშვილმა.

კითხვაზე: რამდენად არის შესაძლებელი, რომ თამარ ჩუგოშვილმა ან ირაკლი კობახიძემ დაიჭიროს აღნიშნული თანამდებობა, ცისკარიშვილი გვპასუხობს:

პარალელები შეიძლება უამრავი გაივლოს, მაგრამ როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში აბარებს, ის საქმიანობას რექტორის თანამდებობიდან არ იწყებს.  თქვენს მიერ დასახელებული პირები სწორედ ასეთ პარალელს აღძრავს“, _ ამბობს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება მის მოსაზრებას, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე  მისაღები პარლამენტის თავმჯდომარე, ცისკარიშვილი აცხადებს:

სამწუხაროდ, არ მაქვს წარმატებული მეოცნებეების“ სია. ასეთი შეიძლება 100-ზე მეტიც იყოს. არ არის მაინცდამაინც წარმატების მიმანიშნებელი, რომ რომელიმე სხვა პარტიიდან ისესხონ სპეკერი, მაგრამ კონკრეტული ადამიანის დასახელება გამიჭირდება. გარდა ამისა, დაველოდები საჯარო იქნება თუ არა ჩვენი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქის მიერ კრიტერიუმების საჯაროდ დაფიქსირება ამ თანამდებობის დასაკავებლად“, _ ამბობს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება იმას, რამდენად რეალისტურია ეს თანამდებობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დაიკავოს, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ამ საკითხზე „ქართული  ოცნების“ ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, თუ მათ სურთ წარმატებული წლები ჰქონდეთ წინ საპარლამენტო საქმიანობისას“.

„ამ შემთხვევაში შესაძლოა ეს  ისევ დავით ბაქრაძე იყოს. გამოცდილება არსებობს, ტერმინოლოგია დახვეწილი აქვს, ბილწსიტყვაობა მისთვის უცხო ხილია. ეს იქნება ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი არა მხოლოდ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ამიტომ ჩავთვალოთ ეს ასევე ოცნებად, ოღონდ არა მეოცნებეების, არამედ ნაციონალისტებისა“, რაც ნაკლებად დასაშვებია; მაგრამ თუ წარმატებულ პარტიას აქვს სრული საფუძველი იამაყონ წარმატებით და არ ეშინიათ რაიმე კონტრნაბიჯების გადადგმის უმცირესობაში მყოფი პარტიისკენ, არ გამოვრიცხავ, ვიცე-სპიკერი მაინც აღმოჩნდეს დავით ბაქრაძე, რომელიც უნებლიედ გარკვეული გამოცდილების გამზიარებელი უფრო იქნება ახალბედა გამოუცდელი მეოცნებე“ სპიკერისათვის“, _ ამბობს ცისკარიშვილი.

„ქართული ოცნების“ ახალი სახეების პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას გამორიცხავს პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩიაც.

„გურია ნიუსთან“ საუბრისას კაკაჩია ამბობს, რომ ყველაზე მისაღები ამ თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის, კახი კალაძისა და გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი პირი იქნება.

თამარ ჩუგოშვილის და ირაკლი კობახიძის კანდიდატურების დასახელება პარლამენტის თავმჯდომარედ აბსოლუტურად გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ერთ-ერთი მათგანი ახალი სახეც არის. „ქართული ოცნებაკი არ არის მონოლითური ჯგუფი და საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებებია, როგორც ფასეულობებში, ასევე იდეოლოგიურ ჭრილში. რეალურად, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რაც არ უნდა ირონიული და გასაკვირი იყოს. ამ სიტუაციაში პარლამენტის  თავმჯდომარის პოსტს არავინ არ ანდობს ახალგაზრდა ადამიანს, მით უმეტეს, ახალ სახეს.

უფრო მოსალოდნელია რომ ძველი კადრებიდან არჩიონ თავმჯდომარე. მაგალითად, გია ვოლსკის მსგავსი პიროვნება. არის ძველი კადრი, პირადად ბიძინა ივანიშვილის ნდობა აქვს. ასევე, დავით საგანელიძის ტიპის პიროვნებაც. მაგალითად, თუ კახი კალაძე უარს იტყოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნაზე, შეიძლებოდა ამ ვარიანტისთვის გაგვეხილა. ის აკმაყოფილებს ზუსტად ამ კრიტერიუმებს. არის ბიძინა  ივანიშვილთან დაახლოებული პირი, არის ამბიციური და აქვს სურვილი გახდეს საერთო ეროვნული ლიდერი. ასევე, ძალიან კარგი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი პიროვნება პარლამენტის თავმჯდომარედ“, _ აღნიშნავს კაკაჩია.

რაც  შეეხება ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლის დასახელებას პარლამენტის თავმჯდომარედ, კაკაჩიას აზრით, ესეც თითქმის გამორიცხულია.

გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიმართ ისმის. ნამდვილად ვიცი, რომ „პატრიოტთა ალიანსიდანარავის დაასახელებენ“, _ ამბობს პოლიტოლოგი.

კაკაჩიას თქმით, მმართველი პარტია პარლამენტში ლიდერის შერჩევაშიც შეზღუდული იქნება, რადგან, 20-30 ადამიანი პარლამენტში გასული კანდიდატებიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში წავა.

სიის პირველ ოცეულპარლამენტს გამოაკლდება. რაც დარჩება, იქედან უნდა გამოარჩიონ კანდიდატი. რაც შეეხება ვიცე-სპიკერს, ამის ობლემა ნაკლებად არსებობს. ალბათ, ერთ-ერთი  ქალი იქნება ვიცე-სპიკერი, შესაძლოა, ისევ მანანა კობახიძე იყოს. 2 ვიცე-სპიკერი კი ოპოზიციური პარტიიდან აირჩეს. ალბათ, ეს იქნებოდა საუკეესო გამოსავალი“, _ აღნიშნავს კაკაჩია.

შეგახსენებთ, რომ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თამარ ჩუგოშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარედ მოიაზრება, განაცხადა: ეს სწორი ფორმულირება არ არის და ამის საფუძველიც არ არსებობს“. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩუგოშვილისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურების შესახებ აქტიური საუბრები მიმდინარეობს.

პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თავმჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია. ასევე, კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობას არ გამორიცხავს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძეც.

ამაში არაორმალურს ვერაფერს ხედავს გია ვოლსკიც, რომელიც აცხადებს, რომ ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

შეიძლება კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყოს. უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის და პარტიის გენერალური მდივნის მოსაზრებები გვეცოდინება. მეც მექნება შესაძლებლობა კოლეგებს საკუთარი მოსაზრება გავუზიარო. ამ მოსაზრებების განხილვა “ქართულ ოცნებისპოლიტსაბჭოს ფორმატში ჯერ არ მომხდარა“, _განუცხადა ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამავე რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია. თუ არჩევნებში 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა მომხრეღილაკით, მეორედ დასახელებულს წინააღმდეგიღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით“, _ აღნიშნულია პარლამენტის რეგლამენტში. 

ამავე რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები.

თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.

კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა

პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების მომენტიდან“, _ აღნიშნულია პარლამენტის რეგლამენტში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ან რიგგარეშე სესიაზე განიხილება“, _ აღნიშნულია რეგლამენტში. 

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილ წევრს და ამავდროულად თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

გარდა ამისა, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურებრივი ავტომობილი და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ხარჯი ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა.

თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არა უმეტეს 3-ისა, წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტების, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში“, _ აღნიშნულია რეგლამენტში.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.

 პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის შენობაში. 

ამავე თემაზე: 

როდის ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა




 ახალი ამბები
  • შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს. „2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას ... ...
  • სროლა თბილისში- დაჭრილია 2 ადამიანისროლა იყო ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • “მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ფერმერი, აგრონომი კაკო ღლონტი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეხვდა ღლონტების ოჯახი პანდემიას. კაკო ღლონტი ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელია. _ ბატონო კაკო, როგორ შეხვდით კორონავიურისს და როგორია თქვენი დღის წესრიგი? _ თითქმის არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდით ჩვეულებრივ რეჟიმში და გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.  ჩვენ ფერმერებთან  არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ის, რაც პროექტები გვქონდა, გრძელდებოდა მისი გახორციელება. თხილის, ციტრუსის პროექტი გვაქვს, სიმინდის კუთხით ახალი ჯიშებს ვიყვანთ. ახალი ის არის, რომ ბროკოლის მოყვანა გადავწყვიტეთ და დავამტკიცეთ, ესეც შესაძლებელია გურიაში. _ სახლში რა ხდება, სადაც თქვენ ხართ მბრძანებელი? _ საქმის კეთება ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კულტურების მოყვანას და მომრავლებას. უფრო მეტად აქტიური გავხდი ამ კორონავირუსის შემხედვარე. ვმუშაობ დაუღალავად. ჩემი მეუღლე, შვილები ჩემს გვერდით არიან.   _ ეს  პანდემია როდის გადაივლის,  ჯერჯერობით, არავინ არ იცის. დამწყებ ფერმერებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ, რომ შემოდგომა-ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ? _ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რა იცი, წინ რა გველოდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი,  დავუშვათ, ვერ შემოიტანეს უცხოეთიდან მარცვლეული ან სხვა პროდუქტი? ადამიანმა იმდენი მაინც უნდა იშრომოს, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტებით ერთი ან ორი თვის მანძილზე გაიტანოს თავი. პირველ რიგში, უნდა დაეკითხონ და დაუჯერონ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში. ასევე იკითხონ წიგნი, ნამეტარი ინტერნეტს ნუ მიეჯაჭვებიან. _ რომელი კულტურის მოყვანით და გამრავლებით არიან დაინტერესებულები? _ ყველას უნდა კონსერვი გააკეთოს. ძირითადად ბოსტნეულების მოყვანით არიან დაინტერესებულები. მაგრამ, მარტო კიტრის და პომიდორის მოყვანა ხომ არ არის საკმარისი. შეგვიძლია შემოდგომაზე და ზამთარში სალათების, მწვანილების, კიტრის მოყვანა. ფუჭად არ უნდა დავკარგოთ დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენება შედეგიანად, რომ შემდეგ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვიყოთ. კარგად უნდა დავგეგმოთ თითოეული წუთი და საათი. უფრო მეტი გააქტიურება არის საჭირო და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება. _ თქვენ პირადად, რომელი კულტურის მოყვანით ხართ დაკავებული? _ მე ვარ მრავალფეროვნების მოყვარული. თუ კი რამეს მოყვანა შეიძლება გურიაში ყველაფერი მომყავს, ვაშენებ, ვამრავლებ და ვახარებ. ჩემთან, რომ მოდის ფერმერი ნერგის საყიდლად, აუცილებლად მას ვანახვებ იმ კულტურებს, რომლის გახარება და გამრავლება შევძელი. ამ კონსულტანციას და რჩევა-დარიგებებს კიდევ არავის ვამადლი. მთავარია, სასაუბრო დრო მქონდეს.  აგერ, მაგალითად, ჩემს ეზოში, სახლის გვერდზე, კომბოსტო უკვე თავშეხვეულია. ხომ იძახიან გურიაში არ იხარებს და არ მოდის კომბოსტოო, არ არის ეს სიმართლე, ბატონებო - მოდის, თან წელიწადში  _სამჯერ. _ რატომ არ ვიყენებთ? _ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და იმიტომ. მაგალითად, დაიწყო დამწყებმა ფერმერმა სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მაგრამ ცოდნა რომ არ ქონდა, ვერ გაახარა და ვერ გაამრავლა. შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა სახლში. საბედნიეროდ, მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ და მუშაობენ. შედეგიც არის და ეს იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. _ როგორც ვიცი, წელს ყველაზე მეტად იყიდება პომიდორის, კიტრის, ბულგარულის და სხვა კულტურის ნერგები. _ ჩემი მეუღლე მენერგეობას მისდევს და აგრარულ ბაზარში ყიდის ნერგებს. წელს  ფაქტიურად სახლიდან გაიყიდა ნერგები. ბაზარში ორი დღეც არ გასულა. თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან რომ დაბრუდნენ, თავის კარმიდამოს მიხედვა ხომ ჭირდება, დაიწყეს მოვლა, შემდეგ ბოსტანში სხვადასხვა ნერგები დარგეს. ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს... ცოტა შიშმა შეაფუცხუნა ჩვენი ხალხი. _ ბატონო კაკო, საუბრის დასასრულს, იქნებ, თქვენ გვითხრათ, კორონავირუსის დროს გურია და კახეთი მწვანე ზონა იყო. თქვენი ვერსია  როგორია,  შეინარჩუნებს გურია მწვანე ზონად თავის თავს? _ ხომ იძახოდნენ გურულები, არ არიან კანონმორჩილნიო?! სინამდვილეში კანონმორჩილნი ვყოფილვართ. ყველაფერს ვასრულებდით, რაც რეკომენდაციები გაიცა სპეციალისტების მიერ.  კიდევ შემიძლია ვთქვა: ღმერთი გვფარავს გურულებს, ლაღები ვართ, ლაღი იუმორით და ალბათ, ლაღი ბუნებიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, არ მოგვივლინა დიდი განსაცდელი. შეიძლება ჩვენი სისუსტის ბრალია: აგენი ვერ გადაიტანს მაგასო და აღარ შეგვხდა ეს კორონავირუსი. _ გურიაში ხომ იყო პერიოდი, როდესაც არ სწამდათ ღმერთის და ეკლესია-მონასტრებში მძიმე მდგომარეობა იყო. _ ეს მხოლოდ გურიაში არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეშმაკმა დაძლია საზოგადოებას, მაგრამ დროულად გამოფხიზლდა ერი. გურიაში სწრაფი ტემპით მიდიოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა. ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას და ... ...
  • "გულის მუშაობა აღვუდგინეთ"- გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტის მდგომარეობა მძიმეაექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დღეს დენმა დაარტყა, საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "39 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია, თუმცა 10 წუთში გულის მუშაობა აღვუდგინეთ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 2-3 დღეში პაციენტის გამოღვიძება მოხდება,"- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. წყარო: რუსთავი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?