ცხოვრება გამოსახლების მოლოდინში - სამი ოჯახის ბედი გაურკვეველი რჩება

მთავარი თემა

ცხოვრება გამოსახლების მოლოდინში - სამი ოჯახის ბედი გაურკვეველი რჩება

2016 ოქტ 21 18:45:01

თბილისში, სარაჯიშვილის 51 ნომერში, "საქართველოს ფოსტის" კუთვნილ შენობაში, სადაც უკვე წლებია ფოსტის ფილიალი არ ფუნქციონირებს, სოციალურად დაუცველი სამი ოჯახი ცხოვრობს. ძველ შენობაში უნებართვოდ მცხოვრები 16 სულიდან 8 მცირეწლოვანი ბავშვია.

არცერთ ოჯახს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არა აქვს. როგორც ისინი ამბობენ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრება უჭირთ და "საქართველოს ფოსტას" სთხოვენ აუქციონზე გატანილი ქონების შესყიდვის საშუალება მისცენ. ოჯახები აცხადებენ, რომ თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ შეუძლიათ.

თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" "საქართველოს ფოსტაში" განუცხადეს, შენობა აუქციონზეა გატანილი და იქ მცხოვრები პირების შემდგომ ბედს გაყიდვის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე გადაწყვეტს.

"გურია ნიუსი" სარაჯიშვილის 51 ნომერში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა და მათ შექმნილი პრობლემის შესახებ ესაუბრა.

თითოეულ მათგანს აქ მოხვედრის სხვადასხვა ისტორია აქვს; ერთ-ერთ მაცხოვრებლის, ზინაიდა უსოიანის თქმით, ის ქმრის დაღუპვის შემდეგ ოჯახის წევრებმა სახლიდან გააგდეს, რის შედეგადაც ქუჩაში დარჩა და აღნიშნულ ფართს თავი შეაფარა.

"მეუღლე ახალგაზრდას დამეღუპა, რის შემდეგაც ქმრის ოჯახის წევრებმა სახლიდან გამომაგდეს და უსახლკაროდ დავრჩი. ბავშვები რომ წამოიზარდნენ რუსეთში წავედით, სადაც 5 წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ 2006 წელს მასობრივი დეპორტაციის დროს ჩვენც გამოგვაძევეს რუსეთიდან და სამშობლოში ერთი ხელი ტანსაცმლით და პასპორტით ჩამოვედით, "_ ამბობს უსოიანი.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით სხვადასხვა სამინისტროებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო 2013 წლიდან ამ შენობაში იძულებით ცხოვრობს.

"სხვადასხვა სამინისტროებს რამდენჯერმე მივმართე საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2013 წლის 27 მარტიდან აქ, ძველი ფოსტის შენობაში ვცხოვრობთ, რადგან ფართი რეგისტრირებული არ არის ჩვენს სახელზე, არც შუქი გვაქვს და არც გაზი, საპირფარეშოც კი ახლახანს ჩუმად გავაკეთე,"_ ამბობს ის.

ზინაიდა უსოიანი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ფოსტა მათ გასახლებას ითხოვს და ფართს, სადაც მის გარდა კიდევ 2 ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს, აუქციონზე ყიდის.

"საქართველოს ფოსტამ 2015 წლის ოქტომბერში ჩვენი გასახლების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა, რადგან შენობა აუქციონზე გასაყიდად გააქვთ. ჩვენ კი შესასყიდი თანხა არ გვაქვს და არც არსად წასასველი. სახლში 3 პატარა ბავშვი მყავს, მალე მეოთხეც გვეყოლება და გასახლების შემთხვევაში არ ვიცი სად მოგვიწევს წასვლა. რუსებმა სამშობლოში გამომაგდეს, აქ კი ქუჩაში მტოვებენ,"_ ამბობს ზინაიდა და დასძენს, რომ "უფასო სასადილოდან ზოგჯერ საკვებს არ გვატანენ, რადგან დამატებით სიაში ვართ და ამბობენ, რომ შეუძლიათ საკვები საერთოდ არ მომცენ.

ამავე შენობაში ცხოვრობს ზინაიდა უსოიანის დაც, ნინო უსოიანი, რომლის ოჯახიც 7 წევრისგან შედგება, მათაგან 3 არასრულწოვანია, ყველაზე პატარა კი 1 თვის არის.

როგორც ნინო უსოიანი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილებთან ერთად ქუჩაში დარჩა, რის შემდეგაც ცხოვრება სარაჯიშვილის 51 ნომერში, ფოსტის ძველ შენობაში დაიწყო.

"მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბავშვებთან ერთად ქუჩაში დავრჩი და იძულებული გავხდი ჩემს დასთან ერთად აქ შემოვჭრილიყავი. აქაურობა ჩვენი ძალებით დავასუფთავეთ და ცხოვრება დავიწყეთ. არ გვაქვს არც შუქი, არც გაზი, წყალი დასარეცხად და სასმელად ეზოდან მომაქვს, რადგან შენობის ავარიულობის გამო წყლის შემოსაყვანად კედლის გახვრეტის მეშინია",_ ამბობს ნინო უსოიანი და აღნიშნავს, რომ "შენობაში ცხოვრება ზაფხულში ქვეწარმავლების გამო განსაკუთრებით საშიშია."

მისივე თქმით, ბავშვებს ნორმალური საცხოვრებელი პირობების არ არსებობის გამო სხვა ბავშვებთან ურთიერთობაც უჭირთ.

"ბავშვები სკოლაში სისტემატიურად დადიან და კარგადაც სწავლობენ, არაერთი მედალი და სერტიფიკატი აქვთ, მაგრამ ნორმალური საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო სხვა ბავშვებთან ურთიერთობა უჭირთ და კლასის დამრიგებელმაც მითხრა, რომ ფსიქოლოგთან მივიყვანო კონსულტაციაზე, რადგან გაკვეთილის მოყოლის დროს ნერვიულობს და შესაძლოა სტრესი ჰქონდეს გადატანილიო,"_ ამბობს ნინო უსოიანი.

ამავე ფოსტის შენობაში  2013 წლიდან ცხოვრობს მანანა ჭოლიკაურიც 24 წლის სტუდენტ ვაჟთან ერთად, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"ჩემი საკუთარი სახლი მევალემ გაყიდა, რის შემდეგაც მეუღლის სოფელში, ლენინგორში ვცხოვრობდით, მაგრამ 2008 წელს ომის დაწყების გამო წამოვედით და დაბრუნება ვეღარ შევძელით. დევნილის სტატუსიც კი არ გვაქვს. ჩემს მეუღლეს რთული ხასიათები ჰქონდა და დავშორდი, რის შემდეგაც ამავე კორპუსში ნათესავის ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ მასაც გაუჭირდა და ბინის დაცლა მთხოვა, ამიტომ იძულებული გავხდი ცხოვრება აქ დამეწყო,"_ამბობს ჭოლიკაური და აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ფოსტა შენობის შესყიდვის უფლებას მისცემს, თანხის გადახდას ნაწილ-ნაწილ შეძლებს.

იმის გასარკვევად არის თუ არა შესაძლებელი "საქართველოს ფოსტასა" და უსახლკაროებს შორის სასამართლო დარბაზის მიღმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, "გურია ნიუსი" საქართველოს ფოსტას დაუკავშირდა.

როგორც ფოსტაში აცხადებენ, შენობა აუქციონზე 2016 წლის სექტემბერში გაიტანეს. მისი საწყისი ფასი 95000 ლარია. ჯერჯერობით შენობა გაყიდული არ არის, თუმცა, ფოსტაში განმარტავენ, რომ გაყიდვის შემთხვევაში, შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების ბედს კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტს.

შესაბამისად, სარაჯიშვილის 51 ნომერში მცხოვრები 3 ოჯახის ბედი გაურკვეველი რჩება.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...