მინისტრი და ცრუმუშები

მთავარი თემა

მინისტრი და ცრუმუშები

2012 ივნ 30 14:15:49

ამ ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაიწყო წყლის მილების გამოცვლისა და ქუჩის მოწესრიგების სამუშაოები. მაგრამ დღეს იქ მისულ საზოგადოებას და ჟურნალისტებს, დიდი რაოდენობით ტექნიკა და მუშახელი დახვდათ მობილიზებული. სუფთა სპეცტანსაცმელში და ჩაფხუტებში გამოწყობილი ადამიანები არაფრით არ ჰგავდნენ მძიმე სამუშაოთა შემსრულებლებს. ჩვენი ეჭვები შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართლდა, როცა ნიკოლაიშვილი და მისი თანმხლები პირები  ჯიპებში გადანაწილდნენ და კვირკველიას ქუჩა დატოვეს, ე.წ. "მუშებმაც" დაიწყეს სპეცტანსაცმლის გახდა და მანქანაში ჩასხდნენ, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავარიო ჯგუფი". ეტყობა, მინისტრისთვის საჩვენებლად მუშები არ ეყოთ და მათი რიგების ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებით შევსება გახდა საჭირო.

როგორც მათი საუბრიდან გახდა ცხადი, დელეგაცია ლესაში გაემგზავრა, სადაც უცხოელებისთვის კიდევ ერთ საჩვენებელ აქციას აწყობდნენ. მინისტრის წასვლისთანავე მძღოლებმა ახალთახალი ტრაქტორები და ბულდოზერები აამუშავეს და კვირკველიას ქუჩა დატოვეს, ადგილზე კი მხოლოდ ლანჩხუთის წყლის კომპანიის ნამდვილი მუშები დარჩნენ.

ნიკოლაიშვილმა მოკლედ მოგვითხრო პროექტის შესახებ და სიტყვასიტყვით გაიმეორა ლანჩხუთის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზის შინაარსი, რომელშიც წერია: "ლანჩხუთის მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი ადგილზე გაეცნობა. სტაბილურ წყალმომარაგებას ლანჩხუთში მცხოვრები 8 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლანჩხუთის მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი  უგრაფიკო წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.   ბოლოს აღნიშნულია, რომ ამ პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მასში 50 ადამიანია დასაქმებული".

როცა მინისტრი სამთავრობო ტელევიზიების კამერების წინ მომავალ გეგმებზე საუბრობდა, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ნიკოლაიშვილს ახლდა, "მუშებს" ხმადაბლა ჩაულაპარაკა –_ იმუშავეთ ახლა ცოტა, აამოძრავეთ ეგ ნიჩბებიო(!?)

რასაკვირველია, მივესალმებით, თუ ქუჩების რეაბილიტაცია მოხდება, მაგრამ ასეთი ფორმა საზოგადოებისთვის ნამდვილად მიუღებელია _ ასეთი შენიშვნა ამ შეხვედრაზეც გამოთქვა მოსახლეობამ, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ჩინოსნები იქაურობა დატოვეს.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...