პარტიიდან გარიცხულები ანუ ვინ და რატომ მიაყენა ზიანი "პარტიის ინტერესებს და ავტორიტეტს"

მთავარი თემა

პარტიიდან გარიცხულები ანუ ვინ და რატომ მიაყენა ზიანი "პარტიის ინტერესებს და ავტორიტეტს"

26 ოქტ. 2016, 17:18:39

„იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს, პარტიის საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რიგმა პარტიის წევრებმა არ დაიცვეს პარტიის მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თავი არ შეიკავეს პარტიის პოლიტიკური კურის საწინააღმდეგო ქმედებისგან, რითაც ზიანი მიაყენეს პარტიის ინტერესებს და ავტორიტეტს, თამაზ ჯინჭარაძე, ქეთევან სიხარულიძე, დავით ტრაპაიძე, არჩილ სიხარულიძე გარიცხული იქნან „ეროვნული ფორუმის“ რიგებიდან,“ _ ეს ამონარიდია პარტია „ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭოს 17.10206 წლის დადგენილებიდან, რომელსაც ხელს პარტიის აღმასრულებელი მდივანი გოჩა ჯაბიძე აწერს.

პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თამაზ ჯინჭარაძე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა:

_ პარტია მე თვითონ დავტოვე არჩევნების წინ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხუთი წელია ამ პარტიის წევრი ვარ, პარტიულ ურთიერთობას ვეცი პატივი და ეს ინფორმაცია არჩევნებამდე არ გავაჟღერე. ამაზე საუბარი მქონდა პარტიის რეგიონების სამსახურის უფროსთან ზურაბ ჩიკვაიძესთანაც და ვუთხარი, რომ არჩევნებზე ვერ მივეხმარებოდი. არჩევნების შემდეგაც შევხდით და გარიცხვაზე არაფერი თქმულა. კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

გარიცხვის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგო საკრებულოს ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ ქეთევან სიხარულიძემაც, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატის პიარით იყო დაკავებული:

_ მე თვითონ მქონდა დაწერილი განცხადება პარტიიდან წამოსვლის შესახებ და როგორ გამრიცხავდნენ?!_ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ, რომელიც ფორუმის წევრობის გამო, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ყოველთვიურად 1042 ლარს იღებდა და რომელმაც საკუთარ პარტიას არჩევნებზე ხმაც კი არ მისცა.

ეს ფაქტი სიხარულიძემ ჩვენთან საუბრისას იმით ახსნა, რომ პარტიის დატოვებას აპირებდა, თუმცა, კითხვაზე, ხომ არ ეუხერხულებოდა ეს ფაქტი იმ ფონზე, როცა თვეების განმავლობაში სწორედ ამ პარტიის დახმარებით საკმაოდ მაღალანაზღაურებას იღებდა, გვიპასუხა, რომ „ასე მოხდა“.

„ეროვნული ფორუმიდან“ გარიცხვის შესახებ ინფორმაცია არ აღმოაჩნდა არც ფრაქციის სხვა წევრებს _ დეპუტატი დავით ტრაპაიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მას არ აქვს, ხოლო დეპუტატი არჩილ სიხარულიძე ამბობს, რომ პარტია საკუთარი ნებით დატოვა:

_ რატო უნდა გავერიცხე? ჩემით დავტოვე პარტია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.

_ რა გახდა თქვენი მხრიდან პარტიის დატოვების მიზეზი?

_ ფრაქცია დაიშალა და მეც დავტოვე პარტია, _ დააზუსტა სიხარულიძემ.

როგორც სიხარულიძემ გვითხრა, მას, როგორც ფრაქციის წევრს ხელფასი არ ეძლეოდა:

_ მე ვიღებ დეპუტატის უფლებამოსილების თანხას, როგორც ფრაქციის წევრს, არანაირი ანაზღაურება არ მაქვს. მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰქონდა ხელფასი.

_ ბატონო არჩილ, ყოფილა შემთხვევები, როცა ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის წევრებს გარკვეულ თანხას აძლევდა ყოველდღიურად. ქეთევან სიხარულიძე მსგავს რამეს არ აკეთებდა?

_ ეგ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდება, თუმცა, ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა.

_ საწვავიც არ მიგიღიათ?

_ ყოველთვიურად არა, მაგრამ თუ დამჭირდებოდა და ვთხოვდი კი, მაძლევდა, _ გვითხრა არჩილ სიხარულიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს დეპუტატები პარტიიდან 17 ოქტომბერს გარიცხეს, რაც ფრაქციის დაშლის საფუძველი იმავე დღეს უნდა გამხდარიყო, როგორც გავარკვიეთ, ქეთევან სიხარულიძემ, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ოქტომბერში ხელფასი _ 1042 ლარი და 120 ლიტრი საწვავი სრულად აიღო.

მხოლოდ ამ წლის განმავლობაში სიხარულიძეს ხელფასის სახით 13 890 ლარი აქვს მიღებული. პირველი იანვრიდან დღემდე, ხელფასის გარდა სიხარულიძემ 1 200 ლიტრი საწვავიც მიიღო.

ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა ფრაქცია „ეროვნულ ფორუმს“ შექმნის დღიდან საკრებულოში არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია:

_ საკრებულოს აპარატში ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ შემოტანილი საკითხი არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება უშუალოდ ფრაქციის არსებობას _ დღეს (საუბარი ჩაწერილია 26 ოქტომბერს) შემომიტანეს ქეთევან სიხარულიძის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიას ტოვებს. სიხარულიძე 25 ოქტომბრამდე შვებულებაში იყო და შესაბამისად, წერილი დღეს შემოვიდა, რაც იმის საფუძველი გახდება, რომ საკრებულო ფრაქცია „ეროვნულ ფორუმს“ გააუქმებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ სიხარულიძემ.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...