დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით _ რა მიზეზით არ მიიტანეს ყუთი ამომრჩევლებთან

მთავარი თემა

დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით _ რა მიზეზით არ მიიტანეს ყუთი ამომრჩევლებთან

2016 ოქტ 30 21:37:22

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დარღვევა ფიქსირდება ზესტაფონის 51-ე ოლქის 26-ე (სოფელი პირველი სვირი) და თბილისში, თემქის მე-19 ოლქის N19.09.79-ე უბნებზე.

კერძოდ, ამომრჩეველთა ნაწილს, რომელთაც გადასატანი ყუთი სჭირდებათ, შესაბამისი საუბნო კომისიების წევრთა მითითებით განცხადებები არ დაწერეს. დღეს კი, მათთან საარჩევნო ყუთი არ მიიტანეს.

როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საუბნო საარჩევნო კომისიაში მათ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ განცხადების დაწერა საჭირო არ იყო და ისინი ხმას იმ სიის მიხედვით მისცემდნენ, რომელიც ამავე არჩევნების პირველი ტურისთვის იყო შედგენილი, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურისთვის გადასატანი ყუთის სია თავიდან უნდა შეადგინონ.

როგორც "გურია ნიუსს" ზესტაფონიდან აცნობეს, მისი ოჯახის წევრისთვის გადასატანი ყუთის მისატანად განცხადების დაწერა თავად მას უნდოდა, თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბნო კომისიაში განუცხადეს, რომ ეს საჭირო არ იყო და ყუთს ისედაც მიუტანდნენ, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნებში ამ პირმა მონაწილეობა მიიღო.

"ხომ მიიღო თქვენმა ოჯახის წევრმა არჩევნებში 8 ოქტომბერს მონაწილეობა, ახლაც მიიღებს, განცხადების დაწერა საჭირო არ არისო, დღეს კი ჩვენთან ყუთი არ მოუტანიათ. თუმცა, ჩვენმა მეზობლების ნაწილმა, რომელთაც ასევე სჭირდებათ გადასატანი ყუთი, ხმა ჩვეულებრივ მისცეს. მათთან მისულები იყვნენ. რომ ვკითხე დაწერილი ჰქონდათ თუ არა განცხადება, რომ მათთან ყუთი მიეტანათ, აღმოჩნდა, რომ განცხადება მათაც არ დაუწერიათ. ვერ ვხვდები, რა პრინციპის მიხედვით გამოგვარჩიეს და ამოგვიღეს სიიდან. ან მათთან როგორ მიიტანეს ყუთი განცხადების და რაიმე სხვა სახის შეტყობინების გარეშე?!", _ ამბობს სოფელ პირველი სვირის მცხოვრები, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაცია ოლქში შესული არ არის.

"სია, რომელიც პირველი ტურისას გადასატანი ყუთისთვის იყო შექმნილი განულებულია. მეორე ტურისთვის ყველა ამომრჩეველს თავიდან უნდა დაეწერა განცხადება შეედგინათ ეს სია, იქედან გამომდინარე, რომ ავადმყოფობის მომენტი დროებითიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივიც. განცხადებები, რაც მიღებულია, აბსოლუტურად ყველა დაკმაყოფილებულია, გადამოწმების შედეგად", _ აღნიშნავს კახნიაშვილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ გადასატანი ყუთი იმ პირებთან მივიდა, რომლებსაც განცხადება ან რაიმე სახის შეტყობინება უბანზე არ გაუკეთებიათ, კახნიაშვილი ამბობს, რომ ყველა განცხადება სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა იყოს დაფიქსირებული.

"დეტალურად ვერ გაგცემთ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს, მაგრამ დავაკვირდები ამ უბანს და შევისწავლი. განცხადებები ან სატელეფონო შეტყობინებები სარეგისტრაციო ჟურნალში  უნდა იყოს გატარებული. ჩემი ინფორმაციით, გადასატანი  ყუთის სიაში შეყვანილია ყველა ის ამომრჩეველი, რომლებმაც დაწერეს განცხადება ან დარეკეს კომისიაში.

თუ  სარეგისტრაციო ჟურნალში არ აქვთ მათ გატარებული განცხადება ან სატელეფონო ზარი და ისეთი ამომრეველია შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში, ეს ნამდვილად არის დარღვევა და ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. მაგრამ მგონია, რომ ასეთ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ექნება.  ყველა უბანი გაფრთხილებული და გადამოწმებული მყავს ამ კუთხით. ინსტრუქციები ჩატარებული აქვთ. თუმცა პირად კონტროლზე ავიყვან ამ უბანს და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას", _ აღნიშნა კახნიაშვილმა.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, თემქის მე-19 ოლქის N19.09.79-ე უბანზე. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისს გადასატანი ყუთი ესაჭიროება, თუმცა, იმის გამო, რომ განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მითითებით არ დაუწერიათ, დღეს ყუთი მათთან არ მიუტანიათ. მისივე ინფორმაციით, გადასატანი ყუთი არც მათ მეზობლებთან მისულა.

"მარტო მამაჩემის შემთხვევა არ არის,  კორპუსში გვყავს რამდენიმე მეზობელი, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაადგილება არ  შეუძლიათ. ველოდებოდით გადასატან ყუთს, მაგრამ არ მოვიდნენ. დავრეკეთ მოგვიანებით და გვითხრეს, რომ განცხადების დაწერა იყო საჭირო, როცა მანამდე ნათქვამი ჰქონდათ, რომ ეს აუცილებელი არ იყო. მოგვიანებით გვითხრეს, რომ მანქანას გამოგიგზავნით და არჩევნებზე მოგიყვანთო. ვერ დავადგინე ვინ უნდა გამოაგზავნოს ეს მანქანა "ქართულმა ოცნებამ" თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ". მაგრამ გაუგებარი ის იყო, გადაადგილება თუ შეუძლიათ, მაშინ თვითონაც მივიდოდნენ არჩევნებზე. მე როგორც ვიცი რამდენიმე მეზობელი ასე არის გაფრთხილებული რომ მანქანას გამოუგზავნიან. საბოლოოდ კი ამან ის გამოიწვია, არცერთთან არ მივიდა საარჩევნო ყუთი", _ აღნიშნა გამზარდიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი  განმარტავს, რომ გადასატანი ყუთის სია მეორე ტურის შემთხვევაში თავიდან უნდა შედგენილიყო და ზესტაფონსა და თბილისში დაფიქსირებული შემთხვევები კანონდარღვევაა.

"კენჭისყრამდე არაუგვიანეს ორი დღისა უნდა შეატყობინოს ყველა იმ ამომრჩეველმა  საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელსაც გადასატანი ყუთი სჭირდება. ეს ყველა არჩევნების წინ პირველია თუ მეორე ტური, თავიდან უნდა შედგეს რადგან არ ვიცით, სჭირდება თუ არა კონკრეტულ ამომრჩეველს გადასატანი ყუთი იმ მომენტისთვის. განცხადება ან სატელეფონო შეტყობინება უნდა იყოს სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული. საუბნო საარჩევნო კომისიას საარევნო დოკუმენტაცია თავიდან აქვს მიღებული არჩევნების მეორე ტურისთვის, ამიტომ ძველი ჟურნალის ჩანაწერს ვერ გამოიყენებენ.

ამ შემთხვევაში უნდა დადგეს ყუთის ბათილობის საკითხი. ყუთი დაილუქოს წავიდეს საოლქოში და შემდეგ საოლქომ იმსჯელოს გადაწყვეტილებაზე, ცალკე  დადგეს კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისთვის.  კარგი იქნება კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღოს", _ აღნიშნავს იურისტი "გურია ნიუსთან" საუბრიასას.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთის სიას საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს.    

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;

1) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;

) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

) ამომრჩეველი:

.) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

.) ამ კანონის 32-მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტში მითითებული პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

.) მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;

) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

კოდექსის თანახმად, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

" ამ მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში", _ აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...