"პრეზიდენტის საჩუქარი საგადასახადომ წამართვა"

მთავარი თემა

"პრეზიდენტის საჩუქარი საგადასახადომ წამართვა"

18 იან. 2011, 23:30:17

ნინო კილაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სამედიცინო პოლისი ოჯახის წევრებს მას შემდეგ მოეხსნათ, რაც მან შპს "ლაბაში", სულ რაღაც 15 დღე იმუშავა. მისი "გამდიდრების" შესახებ გურიის სოციალურ სააგენტოს გურიის საგადასახადო სამსახურიდან შეატყობინეს და დახმარებაც მოუხსნეს.
"ფულადი დახმარება სამი წელია მომიხსნეს, თუმცა, პოლისით ვსარგებლობდი. ჩემი ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 850 იყო. არ მივსულვარ სააგენტოში, არ შემიტანია განცხადება _ ვკმაყოფილდებოდი იმითაც, რომ პოლისი მქონდა. ნოემბრის ბოლოს შემამოწმეს, 2 დეკემბერს შეავსეს დეკლარაცია. ახლა გავიგე, რომ 70 280 ქულა მომენიჭა. ფულად დახმარებას როცა ვიღებდი, 47 ათასი ქულა მქონდა. მას შემდეგ, არაფერი შემიძენია, პირიქით, უკან მიდის ჩვენი ცხოვრება. უმძიმეს მდგომარეობაში ვცხოვრობ, ყველა კვირაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მივმართავ. მჭირდება ექიმი, შრომისუუნარო ვარ, მაქვს ოსტეოქონდროზი და გადავიტანე უმძიმესი ოპერაცია, მეუღლეს მიკროინფარქტი აქვს გადატანილი, არ შეუძლია ფიზიკური მუშაობა. საოპერაციოა. შვილს თვალის პრობლემა აქვს, ერთი ოპერაცია გავუკეთეთ, თუმცა, მეორე ოპერაცია და მკურნალობა ესაჭიროება", _ გვიყვება თავის გასაჭირს ნინო კილაძე.
_ ჩემს 10 წლის გოგონას წიგნები არ აქვს სრულყოფილად, ერთს ვუყიდე გაჭირვებით, მეორე ბავშვი უწიგნოდ მყავს. სწავლა რომ დაიწყო, გვიან, სექტემბრის ბოლოს მივიყვანე ბავშვები სკოლაში _ საშუალება არ მქონდა და ბავშვებს სათანადოდ ვერ შევუძინე სასწავლო ნივთები და ტანსაცმელი. მუდმივად მაქვს მაღალი წნევა, არ მაქვს საშუალება, ვიყიდო წამლები. ამ პოლისებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა _ დღე და ღამე ვტირი, დარდი მკლავს, ექიმთან მაინც ხომ მივდიოდი უფასოდ? არ ვითხოვ სახლის გაკეთებას, არ ვითხოვ ფულად დახმარებას, თუმცა ჩემს სახლს რომ ნახავთ, მიხვდებით, მეკუთვნის თუ არა ეს დახმარება. სახლი ისეთ დღეშია, რომ გაწვიმდება და ქარი ამოვარდება, დილა თუ გაგვითენდება,  არ მგონია. ლოცვით ვიძინებთ და დილით ღმერთს მადლობას ვუხდით, რომ ერთი დღე კიდევ გვაჩუქა. ოთხ სულს ერთ ოთახში გვძინავს, ორ საწოლზე. 16 წლის ბიჭი ჩვენთან წევს, იმის გამო, რომ სხვა ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. პატარა ეზო მაქვს, არ მყავს შინაური ცხოველები, არ მაქვს არანაირი შემოსავალი, ყანა ვერ დავთესე იმის გამო, რომ სასუქის ფული არ მქონდა.
სეზონურად ვმუშაობდი მეზობლად, სათხილეში. მთელი საამქროა მოწმე, რამდენჯერ ცუდად გავმხდარვარ და სასწრაფო გამოუძახებიათ. რადგან იქ ხანდახან ვმუშაობდი, ადგნენ და დახმარება მომიხსნეს.  იმ სათხილეში 20 დღის მეტი არ მიმუშავია. აგენტმა მითხრა, თქვენ, ქალბატონო, შპს "ლაბაში" მუშაობთ, საგადასახადოდან მოვიდა ცნობა ამის შესახებო. ნამდვილად არ მეგონა, თუ ქულები ასე გაიზრდებოდა. შარშან  ჩემს შვილს ძაღლმა უკბინა, პოლისი რომ არ მქონოდა, დამეღუპებოდა. ისეთი მადლობელი ვარ პრეზიდენტის _ ვთვლი, რომ მან გადამირჩინა ბავშვი. ოზურგეთამდე ვერ აღწევს პრეზიდენტის მითითება, რომ აგენტებმა გულისხმიერად იმუშაონ. აგენტი, რომელმაც ჩემი ოჯახი შეამოწმა, არც კი ასულა მეორე  სართულზე, არ დაუთვალიერებია ოთახები. როდის შემოაღწევს სიმართლის შუქი ოზურგეთში? უკიდურეს საპროტესტო ზომას მივმართავ, ამოვიკერავ პირს და დავჯდები სახლის წინ. იქნებ, მაშინ  მაინც მომაქციონ ყურადღება!
მივმართე ვასილ ხომერიკს, მაგრამ კორექტული და ზრდილობიანი უარით  გამომისტუმრა. თან მითხრა, რომ თქვენი ოჯახის შემოსავალი თვეში 40 ლარს შეადგენს, დახმარება არ გეკუთვნით, 40 ლარით უნდა არჩინო ოჯახიო. იმ აგენტს, რომელიც ჩემთან იყო, საგადასახადოს ნებისმიერ თანამშრომელს, ან თუნდაც ბატონ ვასილს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, დღეში ყოფნით 40 ლარი? იმედი მაქვს, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მიაღწევს ჩემი ამბავი, _ გვითხრა შეწუხებულმა ქალბატონმა.
სოციალური მომსახურების გურიის საკორდინაციო ცენტრის უფროსი  ვასილ ხომერიკი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ნინო კილაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
_ ჯერ ერთი, ეს ოჯახი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია "ალფაში". მეორე:  ინფორმაცია, რომ მე ამ ოჯახის წევრისთვის მეთქვას, პოლისი არ გეკუთვნისო, აბსურდია. ამ ოჯახის ოთხივე წევრის სადაზღვევო პოლისის ხანგრძლივობა 2011 წლის პირველ ივლისამდეა. რა მოხდება 2011 წლის პირველი ივლისის შემდეგ, არ ვიცი. ჯერჯერობით, ოჯახი პოლისით სარგებლობს. მე ოჯახის დეკლარაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს მისი პირადი ინფორმაციაა.
ჩვენს შეკითხვაზე, არჩენს თუ არა ვასილ ხომერიკი 40 ლარად ოჯახს და მიიღო თუ არა საგადასახადო სამსახურიდან სააგენტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო კილაძე მუშაობდა, რესპონდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...