გრიფით "საიდუმლო" _ არასაიდუმლოდ

მთავარი თემა

გრიფით "საიდუმლო" _ არასაიდუმლოდ

2016 ნოე 6 18:40:39

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მიმდინარეობდა კვლევა რადიაქტიური იზოტოპების გამოყენებით.

კვლევისას, ძირითადად, გამოიყენებოდა ნახშირბადისა და ფოსფორის რადიაქტიური იზოტოპები. სპეციფიკიდან გამომდინარე, ლაბორატორიისთვის ცალკე შენობა აშენდა _ დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, 1 კილომეტრის დაშორებით.

ცდებზე მეცნიერ-მუშაკი იური შუვალოვი მუშაობდა. როგორც მოვიკვლიეთ, ამ ცდების მიზანი იყო, შეესწავლათ მცენარესა და ნიადაგში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები შესაძლო ატომური ან ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ეს იყო შუვალოვის სადოქტორო დისერტაციის თემა, რომელიც მზადდებოდა გრიფით _ "საიდუმლო".

ეს თემა წლების განმავლობაში დახურული იყო _ მანამ, სანამ 2005 წელს "გურია ნიუსმა" არ მოიპოვა დოკუმენტი გრიფით _ "საიდუმლო", რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ეს წერილი გავასაჯაროეთ. წერილს სპეციალისტების გააქტიურება და თემის შესწავლა მოჰყვა. საქმეში პროკურატურაც ჩაერთო და სახალხო დამცველიც. ლაბორატორიის ჩასასვლელში ბეტონის თხელი ფენაც დაასხეს, თუმცა, დღეს მისი კვალიც არ არსებობს. სარდაფში ჩასასვლელი, სადაც კვლევები ტარდებოდა და რადიაციული ნარჩენების შესანახი კონტეინერი ინახებოდა, ახლაც ღიაა. ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ადგილია შეღობილი, წარწერა ღობეზე კი გვამცნობს, რომ იქ რადიაციაა.

ანასეულში რადიაციის ფონის დასადგენად ბოლო კვლევა მიმდინარე წლის ზაფხულში ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კონკრეტულ ციფრებს არ ასაჯაროებენ, თუმცა, გვიდასტურებენ, რომ სამარხიდან რადიაციამ გამოჟონა. ისინი მხოლოდ ორ ადგილს სწავლობენ, თუმცა, რადიაციის წყარო ამ დრომდე ვერ დაადგინეს.

სამაგიეროდ, ჩვენ მივაკვლიეთ ქალბატონს, რომელიც, იური შუვალოვთან ერთად, ლაბორატორიის სარდაფში საიდუმლო კვლევებში მონაწილეობდა _ როზა ანტონოვა ის ადამიანია, რომელიც ზუსტად ფლობს ინფორმაციას, თუ რაზე მუშაობდა მეცნიერი. უფრო მეტიც, ქალბატონმა როზამ ის ადგილებიც გვაჩვენა, სადაც თავად ყრიდა რადიაციულ ნარჩენებს და რომელიც ამ დრომდე შეუსწავლელია:

_ თქვენ პირველები ხართ, ვინც ჩემით დაინტერესდა. ამ წლების განმავლობაში არავინ მოსულა ჩემთან. არ უკითხავთ, რაზე მუშაობდა იური შუვალოვი, სად იყრებოდა რადიაციული ნარჩენები, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, ორმოები, სადაც იგი ნარჩენებს ყრიდა, საბჭოთა კავშირის დროს დაცული იყო:

_ იდეალური მდგომარეობა იყო აქ. ორი ორმო იყო, სადაც ნარჩენებს ვყრიდი. მაშინ ეს ორმოები დახურული და მოწესრიგებული იყო, დღეს კი დაუცველია და, რა თქმა უნდა, ეს საშიშია, ძალიან საშიში! _ გვეუბნება ანტონოვა და წუხს, რომ ადამიანების დაუდევრობის და სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის გამო, ტერიტორია, რომელიც წლების წინ საკავშირო მნიშვნელობის ობიექტი იყო, გავერანებულია.

_ როცა ინსტიტუტი დაიშალა და ვითარება შეიცვალა, ყველაფერი მოიპარეს, გაანადგურეს; აქ არსებული ხელსაწყოებიც წაიღეს. ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს დაცული, ორმოები დახურული და დაბეტონებული, თორემ ცუდი შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, _ აღნიშნა ანტონოვამ.

ანტონოვას მონათხრობი ჩვენ აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო ინსტიტუტის აგროქიმიის და ნიადაგმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელს ვალერიან ცანავას გავაცანით. მეცნიერი, რომელიც ამ საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობს, ამბობს, რომ ჩვენ მიერ ნაპოვნი რესპონდენტის ჩვენება კვლევის პროცესს მთლიანად შეცვლის:

_ ამ ტერიტორიაზე კვლევა ახლაც მიდის. ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით იმდენად, რამდენადაც აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სარეველა მცენარეები სხვადასხვა ინტენსივობით შეითვისებენ ამ რადიაქტიულ იზოტოპებს. გარდა იმისა, რომ ეს სამეცნიერო ინტერესია, საინტერესოა ისიც, რომ ასეთი მცენარეები აღნუსხული უნდა იყოს, რომ, რეციდივის შემთხვევაში, შეიძლებოდეს ტერიტორიის გათავისუფლება იზოტოპებისგან. იზოტოპებს, როგორც წესი, ნახევრად დაშლის ძალიან ხანგრძლივი  _ ათასწლოვანი პერიოდი აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისეთი მცენარეები უნდა იყოს იქ გაშენებული, რომელიც სპეციალურ სამარხში შეინახება და დაიწვება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვალერიან ცანავამ და დასძინა, რომ ახლა გეგმის შედგენის პროცესში არიან.

_ ბატონო ვალერიან, წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ რადიაციული ნარჩენების შესანახი კონტეინერი მცხეთის სამარხში გადაიტანეს, თუმცა, ამის მტკიცებულება არ არსებობს. ანასეულში კვლევები მას შემდეგ დაიწყო, რაც "გურია ნიუსმა" წერილი გრიფით _ "საიდუმლო", გაასაჯაროვა. 11 წელი გავიდა _ ამ დროის განმავლობაში თუ დადგინდა, რა არის რადიაციის კერა და კონტეინერი ნამდვილად წაღებულია თუ არა?

_ კონტეინერი, რომლითაც გადააქვთ რადიაქტიული იზოტოპები, ტყვიის კაფსულებია. ლაბორატორიის გაძარცვას და ერთ ღამეში განადგურებას პირველი სწორედ კონტეინერები ემსხვერპლა. მაშინ მილიცია და კგბ იყო _ ორივე უწყება ჩავრთეთ ამ საქმეში და დიდი ოპერაცია ჩატარდა _ ნარუჯაში, სამართალდამცველები ერთ-ერთ ოჯახში მაშინ შევიდნენ, როცა ოჯახის უფროსი 7 წლის შვილთან ერთად ამ კონტეინერიდან აკეთებდა საფანტს. ეს კონტეინერები არ არის საშიში, საშიშია ის მცენარეული მასა, რომელიც ჭურჭელში იყო, გადმოყარეს და მოფანტეს ამ ტერიტორიაზე. მასში მოთავსებული მცენარეები რადიაქტიული იყო _ სპეციალურად ამუშავებდნენ მცხეთის რეაქტორზე. ეს მცენარეები, მანამ, სანამ დაშლის პერიოდი მთლიანად არ დამთავრდება, იქნება წყარო. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კიდევ მიაგნებენ რაღაც წერტილებს, ყველაზე ახალი და მნიშვნელოვანი კი ის ქალბატონია, რომელსაც თქვენ მიაკვლიეთ _ იგი რადიაციის ახალ კერებს მიუთითებს. მისი სიტყვები უნდა გადამოწმდეს და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული _ საქმის კურსში ჩავაყენებ ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტებს და შევთანხმდებით სამომავლო გეგმებზე, _ აღნიშნა ვალერიან ცანავამ.

მეცნიერმა ბოლო დროს გავრცელებულ ხმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწებს ყიდიან. ცანავას თქმით, სანამ ქალბატონ როზა ანტონოვას მიერ მითითებული ადგილები არ შემოწმდება, მიწების გაყიდვა დაუშვებელია.

_ ბატონო ვალერიან, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაინტერესდნენ ამ დრომდე ქალბატონი როზათი კვლევის ავტორები? ის ხომ ერთადერთი ცოცხალი ადამიანია, რომელიც შუვალოვთან მუშაობდა და რომელმაც საქმის ყველაზე მეტი დეტალი იცის?!

_ იმ ადამიანს ვერანაირად ვერ მოძებნიდა ვიღაც. მაპატიეთ, მაგრამ მე, მაგალითად, აზრად არ მომსვლია მასთან საუბარი _ სხვები გვყავდა წყაროებად, _ ამბობს ცანავა.

 მისივე თქმით, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, კვლევის არეალი უფრო გაფართოვდეს:

_ რაც, თქვენ მომასმენინეთ, მაძლევს ერთადერთი დასკვნის საფუძველს _ ამ ტერიტორიის გამოკვლევა უფრო უნდა გაფართოვდეს. როდესაც ეს გაკეთდება და შედეგი გვექნება, უფრო მეტი რამის თქმა შეგვეძლება.

ცანავა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ, რაც ანასეულში ხდება, იმ უკონტროლო ძარცვის შედეგია, რომელსაც ადგილი 90-იან წლებში ჰქონდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი ახლაც აქვს და ორი წლის წინ გაკეთებული ღობის ნაწილი უკვე დაზიანებულია:

_ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება ადამიანის შესვლა იმ ტერიტორიაზე, სადაც არის წარწერა, რომ საშიშია. ჩვენთან ყველაფერი სხვანაირადაა. სამწუხაროდ, მსგავს რამეებს არ ვუფრთხილდებით და ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება, _ გვითხრა ვალერიან ცანავამ.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის შემოღობვის გაფართოების შესახებ რეკომენდაციები ქალაქ ოზურგეთის მერიას სექტემბერში გაუგზავნეს და შეთანხმების თანახმად, ახალი ღობე ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, 25 ოქტომბერს, ადგილზე მისულ "გურია ნიუსის" გადამღებ ჯგუფს ვითარება უცვლელი დახვდა.

ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის თქმით, მერიას შემოღობვის გაფართოების ვალდებულება არ აქვს:

_ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, როდესაც შემოვიდა ჩვენთან პირველი სიგნალი ამასთან დაკავშირებით, მყისიერად მივიღეთ ზომა _ მივმართეთ გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრს და მეორე დღესვე გამოაგზავნეს სამინისტროდან სპეციალური კომისია. მაქვს კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გამოსხივების დონე არ არის მაღალი და შესაბამისად, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, იყო რეკომენდაციები, რომლებიც ზუსტად გავითვალისიწინეთ _ შემოვღობეთ და შესაბამისი ფირნიშებიც გავაკეთეთ. ჩვენ წელსაც მივმართეთ განმეორებითი კვლევისთვის სამინისტროს და გვაქვს ახალი დასკვნაც, რომ ცვლილებები არ აღინიშნება. თუმცა, რეკომენდაციის სახით მოგვწერეს, რომ სასურველი იქნებოდა, და არა სავალდებულო, ტერიტორიის გაფართოება. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ხდება, რომ მოსახლეობა ზუსტად იმ აკრძალულ ტერიტორიაზე დადის. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გაფართოების რეკომენდაცია და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. შესაბამისად, გავზრდით შემოღობილი ტერიტორიის ფართობს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიორიძემ და დააზუსტა, რომ სააგენტოდან არ მიუღიათ სავალდებულო მითითება ტერიტორიის ოქტომბრის ბოლომდე გაფართოების შესახებ.

ამ თემაზე "გურია ნიუსმა" პროექტის "საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში" (M-GRA) ფარგლებში. სპეციალური გადაცემაც მოამზადა.

იმის გასაგებად, თუ რა ინფორმაციას ფლობს ანასეულთან დაკავშირებით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რამდენად სახიფათოა იქ არსებული მდგომარეობა სოფლის მეურნეობისთვის და რას რეკომენდაციებს იძლევიან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები; რატომ ვერ ასაჯაროებს ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ალეკო ღონღაძე ჩატარებული კვლევის შედეგებს და საიდან გამოჟონა რადიაციამ, უყურეთ გადაცემას აქ.

სტატია მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია "კარგი მმართველობის ფონდის" მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
სტატიის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...