თხილის ფასის დადგენის ინოვაციური მეთოდი თუ თვითგამოგონება?

მთავარი თემა

თხილის ფასის დადგენის ინოვაციური მეთოდი თუ თვითგამოგონება?

8 დეკ. 2016, 17:07:01

თხილის ფასი და ხარისხის მარადიული პრობლემა ახალ ეტაპზეა _ ამჯერად, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში, თხილის ხარისხის და ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ახალი წესია შემოღებული. მაგალითად, თხილი თუ ჩასაბარებლად მიიტანეთ, შეიძლება, ხანგრძლივი ლოდინი დაგჭირდეთ, როდის გაარკვევენ, იმსახურებს თუ არა თქვენი თხილი იმას, რომ თუნდაც კილოგრამში მინიმალური ფასი გადაგიხადონ. გარდა ამისა, შესაძლოა, ერთი კილოგრამი თხილი უბოდიშოდ დაგაკარგინონ ტეხვა-ტეხვაში და მერე ტომარაც მოგკიდონ ზურგზე, არ ვარგა და შინ წაიღე, 2 ლარშიც ვერ ჩავიბარებთო...

მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეისთვის თხილის ფასი ასე გამოიყურება: ერთი კილოგრამი "ბერძულა" 5, 50 ლარი ღირს, "გულშიშველა" კი 3,5 ლარი. თუმცა, ამ ფასად რომ ჩაიბარონ, თხილის პატრონმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა, რომელიც უფრო სადამსჯელო ღონისძიებას ჰგავს: ადამიანმა, რომელმაც თხილი ჩასაბარებლად მიიტანა, ჯერ უნდა გაიღოს, მინიმუმ 300 გრამი თხილი, რომელსაც მიმღები დაამტვრევს, გაარჩევს და ვარგისს ცალკე გადააწყობს. ხარისხიანს კი აწონის და რაც გამოვა, იმ წონას გაამრავლებს 15 ლარზე! ეს 15 ლარი ყოფილა ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი, დღეის მონაცემებით. შემდეგ გამოიყვანენ პროცენტს, რამდენია ვარგისი. და ამ პროცენტის მიხედვით გადაგიხდიან ფასს! მოკლედ, მკითხველი და მსმენელი რომ არ დაიბნეს, რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ეს ახსნა-განმარტება.

 მთელი ამ პროცედურის დროს, არც ერთ მიმღებ პუნქტში არ მოგვცეს სურათის გადაღების უფლება, არ გვინდა და ნუ გვიღებთო. კითხვაზე, თუ ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია და კანონიერი, რატომ იმალებიან, გვითხრეს _ ასე გვინდაო! ზოგი მიბრუნდა, ზოგი დაიხარა, რომ სახე არ გამოჩენილიყო, ზოგმა დაგვიყვირა კიდეც, საქმე დაგელიათო?

ახლა ვნახოთ, რა თანხა მოუწევს მოქალაქეს ერთ კილოგრამ თხილში, თუ გატეხილი 300 გრამიდან ვარგისია ნახევარი, ანუ 50%.

_ნახევარი ვარგისი? ვინ გითხრათ, ასეთი რამ არ არსებობს, რაც უნდა კარგი თხილი იყოს, _ გვეუბნებიან მიმღებ პუნქტში.

_ მაშინ, რამდენი შეიძლება იყოს ვარგისი საუკეთესო შემთხვევაში?

_ასე, 40% . გატეხვის შემდეგ, ყველაზე საუკეთესო თხილიდან მხოლოდ ასეთი შედეგი შეიძლება, მივიღოთ. ასეთ დროს კილოგრამში გადავიხდით 5 ლარს.

_ თუ, ვთქვათ, 25-30 %-ია ვარგისი, მაშინ რას გადაიხდით ერთ კილოგრამ თხილში?

_ 4 ლარს!

მოკლედ, ასე უცნაურ შემოქმედებით პროცესთან გვაქვს საქმე ბოლო დღეების განმავლობაში.

 მოსახლეობის მცირე ნაწილს, ვისაც თხილი შავი დღისთვის ჰქონდა გადანახული, ფასის გამოყვანის ახალი მეთოდი ახალ უბედურებად მიაჩნიათ. ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე უარესი რამ, რაც დღემდე საცოდავი კაცის ნაშრომის წასაგლეჯად ვინმეს მოუფიქრებია.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჩასაბარებლად აქვს მოტანილი 5 ან 15 კილოგრამი თხილი?

ასეთ დროს მიმღებ პუნქტებში იჩენენ გულმოწყალებას და პატრონს თხილის გატეხას არ აიძულებენ. არავის აქვს პასუხი, რას ემყარება თხილის ფასი სულ სხვა სიტუაციაში, ვთქვათ ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს თხილის გატეხვის და პროცენტის გამოყვანის გზით მიიღოს კუთვნილი ( ასეა ყველა _არავის მოსწონს ეს მეთოდი), ადგა და ნაწილ-ნაწილ ჩააბარა თხილი! ამ შემთხვევაში არ ზარალდებიან ქარხნები ან ის, ვინც საბოლოოდ მაინც ერთად თავმოყრილს წაიღებს ამ თხილს? ხომ დარჩა პროცენტი გამოუყვანელი!

ასე რომ, მეთოდი, რომლითაც თხილს იბარებენ დღეს, თავად მკითხველს მოუწევს განსჯა, ინოვაციურია თუ თვითგამოგონება, რომელიც მაინც უფრო გლეხს აზარალებს.

თხილის ფასის კლების პარალელურად, ფასების ზრდა შეიმჩნევა აგრარულ ბაზრებში, თუმცა, როგორც ამბობენ, ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი არაა ეს მატება. მაგალითად, გოჭის ცოცხალი წონა თუ იყო კილოგრამი 7 ლარი, ახლა 8 ლარია. ცოცხალი ქათამი 15 ლარი ღირს, შარშანდელი ინდაური _ 40 ლარი. ერთი კილოგრამი ყველის ფასი 7,50 ლარამდე გაიზარდა.

_სიმინდის ფასი არ მომატებულა _ ორი თვეა, ერთ კილოგრამს 70 თეთრად ვყიდი. ყანას მიხედეთ და თოხი მოუსვით ახალგაზრდებმა, კაცებს შრომა ნუ ეზარებათ, საქმე რომ წახდეს, ჭადი იქნება სახლში და შიმშილით არ დეიხოცებით! _ გვეუბნება მარიამ ბებო, რომელიც მუდმივად დგას ოზურგეთის აგრარულ ბაზარში და მარცვლეულს ყიდის.

რაც შეეხება პურის ფქვილის ფასს, ერთი ტომარას (25 კგ) ფასმა ერთი ლარი მოიმატა, ასევე 2 ლარი მოიმატა 50-კილოგრამიანი ტომარას ფასმა _ თუ ღირდა 41-42 ლარი, ახლა 42-43 ლარად ყიდიან. 10 თეთრით გაძვირდა საწვავიც, მათ შორის _ ბენზინი. მძღოლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულებას ვერ გაზრდიან, თუმცა, თუ კიდევ მოიმატა საწვავზე ფასმა, იძულებული გავხდებით, რომ მგზავრობის ღირებულება გავზარდოთო.

დანარჩენ სასურსათო პროდუქტებიდან გაძვირდა ყავა. შაქარზე, ბრინჯზე, კარაქზე, ბურღულეულსა და ზეთზე, გამყიდველების თქმით, ამ დღეებში არ მომხდარა ფასის ცვლილება, თუმცა, ყოველი დღის მოლოდინი შიშითაა განპირობებული:

_ არ ვიცით რა მოხდება, მთავრობა კი გვაიმედებს, მაგრამ სურათი მაინც სხვაა და ისევ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ხალხის ყოფის გაუმჯობესებაზე. მეტის მოთმენა მართლა აღარ შეიძლებაო, _ ამბობს მოსახლეობა.




 ახალი ამბები
  • რა წესები უნდა დაიცვან ამომრჩევლებმა არჩევნების დღეს _ ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლიცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ. პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები; ისინი ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას. რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს: ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველმა კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ცესკო-ს ინიციატივით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე. იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა"„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ  ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია,  მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას ",  -განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.  მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური ვარდნა.  „ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ, თითქოს მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. მგონი, იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე. კოვიდ 19-თან დაკავშირებით საქართველოს გამორჩეული შედეგის ერთ-ერთი განმსაზღველი არის ის, რომ ჩვენ საკარანტინო სიტუაცია ავამოქმედეთ. დადასტურებულ შემთხვევათა შორის 20%   დადგენილია სწორედ საკარანტინო სივრცეებში. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი რომ გარეთ, სოციუმში გამოსულიყვნენ, რამდენად დიდი იქნებოდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი!  კითხვა, თუ ახლა რატომ არ ვკეტავთ, როცა ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქს, შეიძლება მსმენელმა ლოგიკურად აღიქვას, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დასმა. საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო მეტი,  ვირუსის აგრესიულობის ხარისხი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%. ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე  არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ რისკები იყო უფრო მაღალი და ჩვენ იმ პერიოდში ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრილად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ასევე მოვიგეთ დრო, რომელიც ასეთ დროს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, სადაც  ჯანდაცვის სექტორი გაცილებით მძლავრი იყო , ვიდრე საქართველოს ჯანდაცვა და უფრო მეტი გამოცდილება და ფინანსური რესურსი ჰქონდათ, შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა. ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, გართულებული პაციენტებიდან ვინ დაეერთებინათ აპარატზე და ვინ არა.  ჩვენ დღეს მზად ვართ. თუ მანამდე 5 კლინიკა იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, დღეს უკვე 2 ათეულზე მეტი კლინიკაა ჩართული, და კლინიკების 80% სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტები. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვისაყვედურა, რომ კერძო სექტორია ჩართული და ვავალდებულებთ მიიღონ ამ სისტემაში მონაწილეობა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო კლინიკების უმეტესი ნაწილი გასხვისებული და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში მოვხვდით, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.  ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა  შეიძლება და რისი არა. მათ ტყულით დაიწყეს და ტყუილით ასრულებენ. ნაციონალური მოძრაობის ფსიქოემოციური აშლილობის ტოლფასი   ნერვიულობა განპირობებულია იმით, რომ მათი დრო იწურება. ტყუილია ის, რომ ქვეყანაში სიცოხლის ხანგრძლიობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლიობა შემცირდა და 1 თვეს და რამდენიმე დღეს ითვლის, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოხლის ხანგრძლიობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის ტყული, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.  შემდეგი ტყუილია ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის და ეს სოციალური გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს დღევანდელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მარამ სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არცერთი ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენც გვაქვს საქმე ისევე , როგორც მსოფლიოს - მოქალაქეების 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუებიან.  მორიგი გაუგონარი ტყუილი, რომ ჯანდაცვის სერვისები დღეს ხელმიუწვდომელია ჩვენს ქვეყანაში. როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს და  გვახსოვს დრო, როცა ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო იღუპებოდნენ. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეის მონაცემებით, 8 მლნ სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და  საერთო დანახარჯი 7 მლრდ ლარამდეა. ეს ის თანხებია, რისთვისაც მოქალაქეები საკუთარი ქონებით მიადგებოდნენ ხოლმე ბანკებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო და შემდეგ ძალიან ხშირად ქუჩაში რჩებოდნენ.  ჩვენ ვდგავართ მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომელიც მსოფლიოშია შეფასებული პანდემიად. პანდემია არ არის ლოკალური, რომელსაც ქმნის ადგილობრივი მთავრობა ან მხოლოდ ადგილობრივი მთავრობები ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში გამკლავებას.  ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ვაფასებთ საერთო ეპიდომიოლოგიურ ვითარებას და  მხოლოდ საკუთარზე არ ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ელემენტარული ცოდნა თუ ეპიდემიოლოგიის მიმართულებით არა, ჯანმრთელობის დაცვის დარგში მაინც. როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, საერთო შეფასება უნდა მოხდეს და არა ისე ვისპეკულიროთ, როგორც  ოპონენტები აკეთებენ ამას.  ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების  ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება  სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური  შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს , მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი.  1 თვე დაგვრჩა და საზოგადიოებას ვთხოვ, ავიტანოთ ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი.  მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ.  რადიკალური ოპოზიციის  სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ.  ეს მომავალი არ იქნება! - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​ ... ...
  • „​ნაეკი“​ მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლასმაძიებელ პედაგოგებს შემოდგომის გამოცდაზე გასვლის საშუალება არ მიეცემათ. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთ-ერთი მაძიებლისთვის მიწერილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა. საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ შემოდგომაზე გამოცდა მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის ჩატარდება.   მაძიებელმა მასწავლებლებმა ცოტა ხნის წინ პეტიცია შეადგინეს მოთხოვნით, მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ჩატარდება, დაშვებულიყვნენ. მაძიებლებმა მასწავლებლებმა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული თხოვნით, რაზეც „ნაეკმა“ პასუხი ოფიციალური წერილით დაუბრუნა.  როგორც ნაეკი მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, ამ ეტაპზე, მათი საშემოდგომო გამოცდაზე დაშვება არ იგეგმება._ ამ ეტაპზე, როგორც თქვენთვის ცნობილია, დასრულებულია 2020 წლის და აპელაციის შემდგომი საბოლოო შედეგები ასახულია აპლიკანტთა გვერდზე, _ წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის„დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული,  ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი  რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძემ  მინისტრს პროცედურაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რა იყო პირველი პასუხი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დაწყებისთანავე. „ პირველ რიგში ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე, შემდეგ იყო პირველი ანტიკრიზისული სოციალური დახმარებები, სადაც საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარეთ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სახელმწიფოს დახმარება. რასაკვირველია, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გრძელდება მთელ მსოფლიოში და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ამიტომ, კარგია, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი მობრძანდა პარლამენტში, რეგლამენტის და კანონის სრული დაცვით და მოგვახსენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა ეკონომიკის მიმართულებით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის შემდეგ, მმართველი გუნდისთვის უმნიშნელოვანესი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენაა. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ არაერთი ადამიანი ამ მომენტში პირისპირ რჩება ბევრ სოციალურ პრობლემასთან, არაერთმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური ფონი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც უარესდება და კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, რომ ჩვენ დროულად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა იმ რელსებზე და განვითარების იმ ტემპებში, როგორიც გვქონდა. მართალია ეს იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანა, ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად! რასაკვირველია, პარლამენტი იქნება განუყოფელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და პროცესის, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, პასუხისმგებლობა კრიზისის მართვაზე, ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას და ამ წუთას ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს და დარბაზი დატოვეს დროზე ადრე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​ ... ...
  • აქ.ახლა, აღმოაჩინე "საქართველო - მუზეუმი" (R)თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი - „საქართველო - მუზეუმი" შექმნა. ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა" იმუშავა, სამხატვრო მიმართულება ტჰეცრუხ.ტვ-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIთ_თA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].  ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა. „საქართველო - მუზეუმი" მთავარი მოქმედი გმირის - ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე. მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის, აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული. ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი", ფიროსმანის „გოგონა ბუშტით", საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა - ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი. „ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს. ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა - იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი", - მწერალი, აკა მორჩილაძე. ანიმაცია - საქართველო - მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები. საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს. აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი" აქ, ახლა - https://www.facebook.com/tbcbank/videos/vb.331543856187/1028342370922136/?type=2&theater  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...