"გაზრდილი ცხვირები", "გაჟრიალებული მთავრობა" და ბურჭულაძის დიდი Return

მთავარი თემა

"გაზრდილი ცხვირები", "გაჟრიალებული მთავრობა" და ბურჭულაძის დიდი Return

2016 დეკ 17 01:44:12

მიუხედავად იმისა, რომ კვირის მნიშნელოვან მოვლენად საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი გახლდათ, საინფორმაციო ველს თუ გადავხედავთ, საქართველოს მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემად და მთავარ ნიუსად ლარის კურსის ცვლილება, ფასების ზრდა და ეკონომიკური პრობლემები რჩება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ორ კვირაში ახალი წელი დგება, საახალწლო სამზადისი დასაწყებია, ფასები კი ყველა პროდუქტზე დღითიდღე მატულობს _

სავალუტო კურსის მიხედვით, დღეს დოლართან მიმართებაში ლარის კურსმა 2,71 შეადგინა.

ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობამ ახალი 4-პუნქტიანი გეგმა მიიღო _ აქციზური გადასახადი გაეზრდება თამბაქოს, სასმელის, ნავთობროდუქტების, ავტომობილების იმპორტს და სათამაშო ბიზნესს.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს საზოგადოება, ექსპერტები და ოპოზიცია. ერთადერთი, ვინც დღეს არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს, ხელისუფლებაა _ იგი ლარის გაუფასურებას "ემოციურ-სპონტანური ეფექტებით" და "შოკური მიწოდებით"  ხსნის.

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ  სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება:
"აბსოლუტურად მართალი ხართ იმაში, რომ ეს პროცესი მიდის და იმის გამო, რომ ზოგზე ხდება ზრდა და ზოგზე _ შემცირება, აქედან გამომდინარე გვაქვს ის შედეგი, რომელიც უკვე საბოლოოდ ქვეყნდება. ასე რომ, ერთ ან ორ პროდუქტზე ფასის ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება; ასევე, სხვა რომელიმე პროდუქტზე ფსის შემცირება არ ნიშნავს, რომ მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდება", _ განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომიდან გამოსულმა გვენეტაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გვენეტაძის გეგმას სამარცხვინო უწოდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს კი "ცხვირის გაზრდა" უწინასწარმეტყველა:

"ზურიკელა ამბობდა, რა კარგია, დღე იყო ქარიანი და წვიმიანიო და ჰკითხეს, რა გიხარია, შენ აბდალოო. თქვენ რა გიხარიათ?! მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერი იდეალურად არისო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი სამარცხვინო გეგმა წარმოადგინა. ზურიკელას ის უხაროდა, შეყვარებული ჰყავდა და თქვენ რა გიხარიათ _ სკამებზე დანიშვნა?! 
...ბატონო გიორგი, თქვენ იტყუებით და რამდენჯერაც მოიტყუებთ, იმდენჯერ გამხელთ. ახალგაზრდობაში მეც თქვენსავით ვიტყუებოდი და ნახეთ, რამხელა ცხვირი მაქვს?
!" _ მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, "არა მარტო ქუმსიშვილს, არამედ მთელ მთავრობას "აჟრიალებს":

"აქციზის გადასახადის ზრდა არ არის გამოსავალი, ეს პირიქით დაარტყამს იმ ადამიანებს, რომლებიც საწვავს ასხამენ, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ, რომლებიც, ელემენტარულად, პურს ყიდულობენ. აქციზის ზრდა საწვავზე ყველა პროდუქტს აძვირებს. მე არ ვიცი, არაადეკვატურობა რაშია. მაშინ ადეკვატური მთავრობა გვყავს და არაადეკვატური ყოფილა ხალხი", _ განაცხადა ინაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას

ექსპერტი გია ხუხაშვილი bpn-სთან საუბრისას აცხადებს, რომ  მთავრობის წინ და უკან სირბილს ეკონომიკური პოლიტიკა არ ჰქვია:

"ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მათ, უბრალოდ, არ ჰქონდათ გეგმა და "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო" პრინციპიდან ამოვიდნენ. შეიძლება, პირიქით იყო (ეკონომიკის ექსპერტმა გააჟღერა მთავრობის გეგმა), მაგრამ წაღმა იყო თუ უკუღმა, ფაქტია, რომ სპონტანურობა არის წამყვანი. ერთი მხრივ, ეკონომიკაში ფული ჩატოვო და ამაზე ილაპარაკო ამაყი სახით, მოგების გადასახადის შეღავათიან რეჟიმში გადაყვანით და მეორე ხელით იგივე თანხა, თუ მეტი არა, ჯიბიდან ამოუღო ეკონომიკას, ამას ჰქვია ეკონომიკური პოლიტიკა?!"_ ამბობს გია ხუხაშვილი.

ეკონომისტი ვაჟა ბერიძე მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ირონიულს უწოდებს და აცხადებს, რომ  მოსახლეობა მას მხარს არ დაუჭერს:

"თუ მას უძვირდება ბენზინი, დიზელი, საბოლოო ჯამში, პური და პირველადი მოხმარების საქონელი, მგზავრობა და ასე შემდეგ, არ მგონია სათანადო მხარდაჭერა ექნას მომავალ ცვლილებებს. აღარაფერს ვიტყვი სიგარეტის და საწვავის გაძვირებით, აგრეთვე იმპორტირებულ ავტომობილებზე დაბეგვრის ახალი რეჟიმის შემოღებით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიაზე რომ ზრუნავს ჩვენი მთავრობა. ეს მეტი რომ არ ვთქვათ, ირონიული დამოკიდებულებაა საკითხისადმი", _ აღნიშნავს ექსპერტი. 

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, 15 დეკემბერს,  სტრასბურგში, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განახლებული შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა 485 ხმით 132-ის წინააღმდეგ, 21 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. დროებითი შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ უფრო მარტივი გახდება წევრი სახელმწიფოებისა და აგრეთვე ევროკომისიისთვის მონიტორინგისა და ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, თუ საჭირო გახდა, რომელიმე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.

"ეს იყო პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის. ეს არის ევროპარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრას, ზუსტი თარიღი ჯერ არავინ იცის, მაგრამ შესაძლოა გაიმართოს იანვარში, ან თებერვლის დასაწყისში, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში, ჩემი აზრით, 15 აპრილს გამოქვეყნდება, საბოლოო ხელმოწერა კი 17 აპრილს შედგება", _ განაცხადა ანდრეის მამიკინსკიმ.

ეკონომიკური პრობლემებით გადაღლილი ქართული მოსახლეობისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად წინ გადადგმული ეს ნაბიჯი ნამდვილად სასიხარულო აღმოჩნდა, თუმცა, ევროპაში გასამგზავრებლად მომზადებული მრავალათასიანი არმიის მოლოდინს ცივი წყალი გადაასხეს დიპლომატებმა:

"ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას _ ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ პირობის დამრღვევებს საქართველოში დააბრუნებენ და მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე სანქციებიც დაეკისრება. უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ პასპორტისა და სამგზავრო ბილეთის აღება. ევროკავშირის საზღვარზე ჩვენი მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინონ ყველა ის საბუთი და დააკმაყოფილონ ყველა ის პირობა, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულოები ითხოვენ ვიზის გასაცემად. ევროკავშირის მესაზღვრეს ყოველთვის აქვს უფლება, უარი გვითხრას ტერიტორიაზე შეღწევაზე", _ განაცხადა ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩმა  მამუკა ჟღენტმა.

და განვლილი კვირის კიდევ ერთი სიახლე _ პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკა დატოვა და დიდ სცენას დაუბრუნდა _

როგორც ჭადრაკის სასახლეში გამართულ  პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ყრილობაზე გახდა ცნობილი, პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა, თვითონ კი კარიერის გასაგრძელებლად უცხოეთში გაემგზავრა.

პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალგაზრდა მკვლევარი და კონსტიტუციონალისტი ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?