"ციცინათელას" ახალ დირექტორს მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ

მთავარი თემა

"ციცინათელას" ახალ დირექტორს მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ

2012 ივლ 9 12:33:47

ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის განმარტებით, კომპანია, რომელიც “ციცინათელას” აფინანსებდა გაკოტრებულია; შესაბამისად, სახელმწიფომ პარკი წაიღო და დირექტორად საკუთარი კადრიც დანიშნა. თუმცა, მიწა, რომელზეც პარკია გაშენებული ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო კომპანია “ატუს” მფლობელობაში რჩება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ საკითხზე სპეციალური განცხადება არასამუშაო დღეს, 7 ივლისს გაავრცელა:

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვისს” შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვისმა” იკისრა ვალდებულება, მისთვის სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7-ში" (კომპლექსი "ციცინათელა") განეხორციელებინა 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ეფექტური მართვისთვის.

2012 წლის 12 ივნისს, სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისის” დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს "ციცინათელას" ,,მენეჯმენტ სერვისის” მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად გახორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში. ვინაიდან საწარმოს მესაკუთრეს (აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფოს) კანონმდებლობისა და კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ აშკარაა, რომ მეორე მხარე ვერ განახორციელებს საწარმოს იმგვარად მართვას, რომ მას არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სამინისტრომ გადაწყვიტა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.

ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპლექსის "ციცინათელას" გამართულად ფუნქციონირების მიზნით დაინიშნა ახალი დირექტორი,” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მტკიცებით, ახალი დირექტორი, რომელიც როგორც გაირკვა გურიის გუბერნატორის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, ლაშა შაფაქიძეა, შაბათს დაინიშნა, თუმცა, “გურია ნიუსის” ობიექტივმა, ლაშა შაფაქიძე, 7 ივლისს, დღის 12 საათისთვის ჩოხატაურში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან მოსაუბრე დააფიქსირა.

დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაბათს შაფაქიძე ახალ თანამდებობაზე დანიშნული არ იყო. უფრო მეტიც, ჩვენი თანდასწრებით, ნიკოლაიშვილმა გუბერნატორის მოადგილე სასწრაფოდ დედაქალაქში, გუბერნატორის მოადგილის – ლელა თავართქილაძის ავტომანქანით გააგზავნა, თუმცა, საჯაროდ არ დაუკონკრეტებია რა გახდა შაფაქიძის თბილისში ასე სასწრაფოდ გაგზავნის მიზეზი.

რამაზ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ შაფაქიძის თბილისში გაგზავნას საერთო არაფერი აქვს მის ახალ თანამდებობასთან:

_ ლაშა დედაქალაქში საქმეზე გაემგზავრა, სადაც მის გარდა, სხვებიც და მათ შორის გუბერნატორიც იყო.

_ ბატონო რამაზ, გინდა თქვათ, შაფაქიძის “ციცინათელას” დირექტორად დანიშვნაში თქვენი ხელი არ ურევია?

_ არანაირად. მე რა შუაში ვარ? მე ვარ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მსგავს ობიექტებთან არაფერი საქმე არ მაქვს. მე, პირადად, შაფაქიძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ამბავი კვირას გავიგე და განმარტება ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდიდან მივიღე, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.

თავად შაფაქიძე, ამ დრომდე ტელეფონს არ პასუხობს და უცნობია მისი პოზიცია, თუ რატომ გაცვალა გუბერნატორის მოადგილის სავარძელი პარკის დირექტორობაში.

აღსანიშნავია, რომ შაფაქიძე ის კადრია, რომლის მიმართ დღემდე არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. თუ რა მოხდა შემოქმედში რვა წლის წინ, "გურია ნიუსი" 2011 წლის დასაწყისშიც წერდა.

2011 წლის 10 იანვარს, შაფაქიძის გურიის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია “რა მოხდა შემოქმედში 8 წლის წინ”. სტატიაში მოთხრობილია, თუ რატომ იყო წასული გურიიდან ლაშა შაფაქიძე ოჯახთან ერთად და რა ბრალდებას უყენებენ მას 9 წლის წინ, შემოქმედის ცენტრში მოკლული ვანიკო ქილიფთარის ოჯახის წევრები.

სტატია სათაურით "რა მოხდა შემოქმედში რვა წლის წინ", რომელზეც კომენტარის გაკეთება შაფაქიძემ არც მომზადების დროს და არც შემდეგ ისურვა, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.




 ახალი ამბები
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ „კლიპარტი“. თუმცა, ეს ყველა არ არის _ ამ ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში ბევრმა ადამიანმა პერსონალური წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის „გურია ნიუსი“ მადლობა უხდის პარლამეტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტარ ნინო წილოსანს; პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს გიორგი ჭოლაძეს; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სრულ შემადგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, საკრებულოს წევრებს: დავით გუდავაძეს, ბექა გამდლიშვილს, აკაკი ყაჭეიშვილს, კლოდი მდინარაძეს, ზვიად მამალაძეს, საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს; ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას, მერის მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს იამზე ვაჩეიშვილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ კეკელიძეს; „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მერაბ ჭანუყვაძეს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, მის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, ა(ა)იპ კურორტ „ბახმაროს“ ხელმძღვანელს დავით საჯაიას, მის მოადგილეს სულხან მინდაძეს; „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჩოხატაურის სერვისცენტრის უფროსს თემურ ჩხიკვაძეს, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს კახა მურადაშვილს, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურაბ მუჯირიშვილს, მის თანამშრომლებს _ გიორგი ჩხაიძეს და ლევან ვაშალომიძეს, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აჩიკო ახალკაცს, პოლიციელებს პოლიციის თითოეულ თანამშრომელს _ ადამიანებს, რომლებიც ფესტივალის დაწყებიდან დასრულებამდე იცავდნენ უსაფრთხოებას და ზრუნავდნენ მოქალაქეებზე; აგრეთვე, მამუკა, ჯინჭარაძეს, ირაკლი სიხარულიძეს, ბესო გიორგაძეს. და რა თქმა უნდა, ჩვენს მოხალისეებს _ ახალგაზრდებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ბახმაროში ამოსულ სტუმრებს მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა მინდაძეს, ლევან ჯიქიას, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს: ნიკა კილაძეს და ზაზა სურგულაძეს. გმადლობთ გულშემატკივრობისთვის, დახმარებისთვის, ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...