"არჩევნებამდე, ალბათ, წყალი არ გვექნება"

მთავარი თემა

"არჩევნებამდე, ალბათ, წყალი არ გვექნება"

2012 ივლ 13 08:04:33

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სააკაშვილმა ახლა მოიკითხა გზა თუ იყო მამათში, რაზეც გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო: _ გზა არ გაკეთებულა. მაშინ გაიცა ახალი ბრძანება _ მამათში გზის პრობლემა უნდა მოგვარდეს!

"გურია ნიუსი" ამ დღეებში მამათში ჩავიდა. მამათელებმა მხოლოდ ტელევიზიით შეიტყვეს, რომ გზა უნდა გაკეთდეს და ამბობენ, რომ ასე ხშირად ჰპირდებიან:

_ პრობლემების მეტი რა გვაქვს _ გზა არ არის, წყალი არ არის, წვიმის წყალიც კი სანატრელია. სოფლის ცენტრიდან ეზიდებიან სასმელ წყალს. ლანჩხუთიდან რომ მოდიხარ მამათის მიმართულებით, იქ საერთოდ არ არის წყალი.

_ სოფლის განვითარების პროგრამით არაფერი არ კეთდება?

_ ხიდის გაკეთებას შეგვპირდნენ და ვნახოთ, როდის გაკეთდება. მდინარე სუფსას გაღმა ყანები გვაქვს და იქ ძლივს გადავდივართ. მოსაცდელები გააკეთეს.

_ ხალხს ჰკითხეს, საჭირო იყო თუ არა მოსაცდელები?

_ ხალხს ყველაზე მეტად წყალი და ხიდი უნდა. "ხაშიას" ეძახიან, საყანე ფართობები აქვს იქ მოსახლეობას, მაგრამ მდინარეზე ხიდი არ არის, რომ ადამიანმა დროზე მოუაროს ყანას. ხან სუფსა დიდდება და აქედან გამომდინარე, ვერ გადავდივართ საყანე ფართობებში.

_ როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, წელს მოსახლეობამ სიმინდი ვერ დათესა...

_ კი, ვისაც როგორ შეეძლო ისე დათესა. ახლა ვუცდით, წყალი როდის დაიწევს, რომ ყანა გავმარგლოთ.

_ ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

_ ყოველდღე ვეუბნებით, ისინი კი გვპასუხობენ, დღეს-ხვალო. ახლა გვითხრეს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში იქნებაო და თუ იქნება, ისიც არ ვიცით.

ერთმა მამათელმა ქალბატონმა გვითხრა, რომ მასთან სოფლის რწმუნებულის აპარატიდან იყვნენ მოსული:

_ რწმუნებულის მდივანი იყო მოსული. გვკითხეს, თანახმა ხართ თუ არა, გაზის გაყვანა რომ დავიწყოთო. ასევე შეგვეკითხნენ, თქვენს ოჯახში მექანიკოსი თუ არისო. დასაქმებასაც დაგვპირდნენ.

სოფელში, ძირითადად, არაფერი არ კეთდება. კარგი იქნება გზა, ხიდი თუ გაკეთდება და სოფელი სოფელს დაემსგავსება. რომ ამოხვედით, რამე ნახეთ გაკეთებული? სოფლის ძირითადი პრობლემაა წყალი. გზას კიდევ არა უშავს _ რაღაც კეთდება ხანდახან. სამი წლის წინ გააკეთა გზა მთავრობამ, მაგრამ ძალიან მალე გაფუჭდა. ჩვენი სახსრებით წყლის მოტორიც დავდგით, მაგრამ ვინ დაგვაცადა _ მოიპარეს.

71 წლის ქალბატონი: _ სიახლე სად არის? გვატყუებენ. ამბობენ, ხიდი გაკეთდება, წყალი გაკეთდებაო. ვიხრჩობით უწყლობით ამ სიცხეში. საყანე ფართობებში ვინც დადის, წელამდე წყალში უნდა გავიდეს, საღამოს კი უკან უნდა გამოცუროს.

ჩვენი პრეზიდენტი 2009 წელს რომ დაგვპირდა, პენსია 100 დოლარი იქნებაო, სად არის? ახლა 2012 წელია _ მოგვცა? გლეხებისთვის არც გათენებულა და არც გათენდება არასოდეს.

არც პოლისი მომცეს, არც სოციალური დახმარება. სოცაგენტები ჩემთან რომ მოვიდნენ, ასე მითხრეს, შენ სხვას უნდა დაეხმაროო. ეს სახლი კომუნისტების დროს მაქვს აშენებული. ისეთი წყობა არასდროს არ მოვა გლეხისთვის და მუშისთვის, მაშინ რომ იყო. მანდარინს, ვაშლს, მსხალს, პანტას გვაბარებინებდნენ, ჩაი იკრიფებოდა და ფული ჰქონდა ხალხს. დღეს, 100 ლარი მაქვს პენსია და ხუთი ლარი ვერ გადავინახე, რომ წამალი მეყიდა.

_ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს?

_ რა უნდა გააკეთოს? თვითმმართველობის არჩევნებზე გააკეთეს წყალი, ორი თვე იმუშავა. შემდეგ წყლის მოტორი გაფუჭდა და ახლა აღარ არის წყალი. გვპირდებიან, მაგრამ არჩევნებამდე, ალბათ, არ გვექნება წყალი. რამაზ ნიკოლაიშვილის მოადგილე იყო მოსული, ხიდი გაკეთდება, ჩასმულია ბიუჯეტშიო, შიდა გზები გაკეთდებაო, მოსაცდელებიო. რად გვინდა მოსაცდელები? ხალხი დაუსაქმებელია, პურის ფული არ აქვს, ყველა უმუშევარია. რატომ უნდა დადიოდნენ აქაურები თურქეთში მოჯამაგირედ, როცა ჩაიში "ვიხრჩობით"?! კვირა არ გავა, რომ მგელმა ძროხა არ შეჭამოს, ღამით გარეთ ვერ გავდივართ.

45 წლის ქალბატონი: _ სოფელი არის საშინელ მდგომარეობაში. ალბათ, ჩემამდე სხვებსაც ჩაწერდით. მდინარის გაღმა ფართობები გვაქვს. მანქანას უნდა დაუცადო, რომ გადახვიდე მეორე მხარეს და ყანაში მიხვიდე. ეს პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი. ელემენტარული დახმარება უნდა მოსახლეობას. თხილობიდან თხილობამდე უნდა გავიტანოთ თავი, ხალხი თურქეთშია გახიზნული. ამასწინათ ლანჩხუთიდან ამოვიდნენ, ჩაი მოგვაკრეფინეს, ცოტა ფულიც ავიღეთ და მაინც კმაყოფილი ვიყავით. დროებითი სამუშაო კი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის საკვების ფული გაგვიჩნდა.

"გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეთერ ჭყონიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ხიდი სოფელში აუცილებლად გაკეთდება:

_ ამის შესახებ 2012 წლის დასაწყისში იყო ცნობილი. უბრალოდ, ადგილობრივი ბიუჯეტით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრებოდა. ახლა კი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხიდი კეთდება _ მიზნობრივი თანხაა გამოყოფილი მამათის ხიდისთვის. ასევე, ძიმითი-აცანა-მამათის გზის გაკეთება იწყება. ამას ემატება სოფლის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული პროექტები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოიყო 37 707 ლარი: ამ თანხით გათვალისწინებულია: ზემო მამათი _ მოსაცდელის მოწყობა, წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია "საცავას" უბანში; კონჭკათი _ გარე განათების მოწყობა, წყლის ტუმბოს და 5-ტონიანი ავზის შეძენა; ქვემო მამათი _ მოსაცდელის მოწყობა, გარე განათების მოწყობა; შათირი _ წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა, ეკლესიის გალავნის შეკეთება.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს მამათის მოსახლეობამ ითხოვა მდინარე სუფსაზე ე.წ. "ხაშიას" ხიდის გაკეთება, რომელიც სოფელს საყანე ფართობებთან აკავშირებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამათელების სატკივარი გაითავისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე დააყენა საკითხი და მთავრობის განკარგულებით ხიდის მშენებლობისთვის 240 033 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, იგეგმება შიდა გზების შეკეთება: "შათირის", "ღლონტების", "კაპროანის", "საცავას", "ლომაძეების" უბნების გზების მოხრეშვა, _ გვითხრა ეთერ ჭყონიამ.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?