ერთად შევაჯამოთ 2016 _ "მე გუნდური მოთამაშე ვარ"

მთავარი თემა

ერთად შევაჯამოთ 2016 _ "მე გუნდური მოთამაშე ვარ"

2017 იან 25 20:37:35

აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, რომელი საარჩევნო დაპირებები შეასრულა, რატომ ფიქრობს, რომ უფასო სასადილოს დაფინანსება არაეფექტური იქნება, რას პასუხობს ოპონენტების კრიტიკას და როდიდან დაიწყება ააიპ-ების ოპტიმიზაცია _ მნიშვნელოვან თემებზე გასული წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა საუბრობს.

_ ბატონო ირაკლი, გასული წელი ქვეყნის ეკონომიკისა და შესაბამისად მოსახლეობისთვის არც თუ წარმატებული იყო. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩოხატაური ყოფილა. თქვენ როგორ შეაფასებდით 2016 წელს და რა იყო თქვენი მთავარი გამოწვევა?

_ ვერ გავიზიარებ ასეთ შეფასებას. მხოლოდ ლარის კურსის ცვლილებით ეკონომიკაზე მსჯელობა სრულ სურათს ვერ იძლევა. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ქვეყანა რეგიონის ლიდერია. სხვა საკითხია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი გვინდა, სწორედ ამას ემსახურება მთავრობის ახალი ინიციატივები.

რაც შეეხება ჩოხატაურს, გასული წელი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების წელი იყო _ დასრულდა ხელოვნების სასახლის მშენებლობა, იერსახე იცვალა დაბის ცენტრმა, 4 ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი, სოფელ ხიდისთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სოფელ ჯვარცხმაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გახორციელდა, სოფელ გორაბერეჟოულში ხანძრის შედეგად დამწვარი, ძველი ადმინისტრაციული შენობის ადგილას ახალი ავაშენეთ, რომელსაც წელს დასრულებულ სახეს მივცემთ. გახორციელდა სოფელ ერკეთის ცენტრამდე საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობა, ისევე, როგორც გორაბერეჟოული-ჯვარცხმის დამაკავშირებელი მონაკვეთის. სოფელ ხიდისთავში სტიქიით დაზიანებული ხიდის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდა. რამდენიმე სოფელში გახორციელდა სახიდე გადასასვლელების მოწყობა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაპირსამაგრების მშენებლობა _ გამოვყოფ მდინარე სუფსაზე, ცენტრალური სატუმბი სადგურის მიმდებარედ და ქვენობნის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებს. რიგ სოფელში ბეტონის ასასვლელები დაიგო, წყალსადენების რეაბილიტაცია გახორციელდა. სოფელ სამებაში ახალი წყალსადენის მშენებლობა დავასრულეთ. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია გასულ წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა.

_ წინასაარჩევნო პერიოდში, ვგულისხმობ თქვენს არჩევნებს, დაპირებები უხვად გაეცით, მალე ვადა გეწურებათ და ბევრი დაპირება ისევ შეუსრულებელია. თქვენ მიერ გახორციელებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?

_ არასდროს ვიძლევი დაპირებებს, თუ ზუსტად არ მაქვს წარმოდგენილი შესრულების ალბათობა. ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა 14 პუნქტისგან შედგებოდა და თითქმის ყველა შესრულებულია, რამდენიმეს შეგახსენებთ:

გპირდებოდით, დაბის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის დასრულებას და წყალმომარაგების პრობლემის სრულად მოგვარებას, დამეთანხმებით, რომ შესრულებულია.

გპირდებოდით, შიდა სასოფლო და სოფლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე ვგეგმავდით. ჩემი გამგებლობის პერიოდში დაბაში უკვე 14 ქუჩა მოასფალტდა, მნიშვნელოვანი პროექტები გახორციელდა სოფლებშიც, რაზედაც უკვე გესაუბრეთ. წელს უფრო მეტი ინტენსივობით დავაფინანსებთ ასეთ პროექტებს.

ასევე, გპირდებოდით მცირე ბიზნესისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წახალისებას. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში 15 კოოპერატივი შეიქმნა. დაფინანსების ჯამურმა თანხამ 400 000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფორმატით 40 ბენეფიციარი დაფინანსდა, საერთო თანხამ 240 500 ლარი შეადგინა.

გპირდებოდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ამორტიზებული სკოლების რეაბილიტაციას, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის დაფინანსებას.

თითქმის ყველა სკოლაში გახორციელდა კაპიტალური ან მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ერთი ახალი სკოლა აშენდა, ორის მშენებლობა მიმდინარეობს, წელს დაიწყება გუთურის სკოლის მშენებლობაც. ავაშენეთ 6 ახალი საბავშვო ბაღი (სამება, ამაღლება, ერკეთი, ხევი, ხიდისთავი, ზოტი).

ასევე, გპირდებოდით ადგილობრივი ბიუჯეტის გონივრული გადანაწილებით, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადაჭარბებითაა შესრულებული. მხოლოდ 2016 წელს, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 61 ოჯახს გაეწია დახმარება, 213 ოჯახს სახურავი შევუძინეთ; მედიკამენტებით დახმარება გაეწია 940 ბენეფიციარს; სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით 250 ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო 715 ბენეფიციარს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცა.

დაპირებებში იყო ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პროგრამების შემუშავება. ადგილობრივი მნიშვნელობის ერთი ასეთი პროექტი გახორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ტურიზმი და რეალობასთან" თანამშრომლობით, ხოლო ამჟამად მუნიციპალიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სამწლიან პროექტში. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ბახმაროს განვითარების გეგმაზე მუშაობა და პირველი უცხოელი ტურისტები ზამთრის ბახმაროში.

ასევე, გპირდებოდით, სანერგე მეურნეობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად 2,5 ჰექტარზე საცდელი მეურნეობა მოეწყო, სადაც სხვა და სხვა სახის კურკოვანი ხილის ნერგებთან ერთად, ვაზის გურული ჯიშებიც დაინერგა.

იყო ისეთი დაპირებებიც, რომელთა გახორციელება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ან გამგებლის კომპეტენცია არ იყო. მაგალითად, ტყით სარგებლობის საკითხის მოგვარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ პრობლემებია, ბოლო წლებში სატყეო დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა.

დაპირება შეეხებოდა გაზიფიცირებასაც. 2014-2016 წლებში ჩოხატაურში 70 278 მეტრი სიგრძის გაზსადენი გაკეთდა. ბუნებრივი აირი 1101 აბონენტმა მიიღო.

ასე რომ დაპირებებში უკვე პირნათელნი ვართ მეც და ჩემი გუნდიც.

_ სასოფლო კოოპერატივები, სანერგე მეურნეობები, სკოლების მშენებლობა... ყველა ეს პროექტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ გახორციელდა... მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს იბრალებთ?

_ დავიწყოთ იქედან, რომ მე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ წარმადგინა და შესაბამისად, პროგრამაც "ქართულ ოცნებასთან" ერთად იქნა შემუშავებული. გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ კოოპერატივების შექმნაზე, ან "აწარმოე საქართველოს" ეგიდით დაფინანსებულ პროექტებზე, ჩვენი ინიციატივით სპეციალური სამსახური მუშაობდა აპლიკანტებთან და მათ მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წარმატების მიღწევაში. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა პირადად ვეწვიე ინიციატივიან ადამიანებს და ამ პროგრამაში ჩართვის აუცილებლობაში დავარწმუნე. ან კიდევ, სანერგე მეურნეობის შექმნის ხელშეწყობა იყო ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ საკონსულტაციო სამსახურთან ერთად შევძელით შესაბამისი მიწის ფართობის გამოძებნა და მეურნეობის შექმნის არგუმენტირება. ესაა სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულება. ასე, რომ არასდროს სხვისი არაფერი დამიბრალებია და არც მომავალში ვაპირებ.

_ ჩოხატაურში ხშირია შემთხვევა, როცა ობიექტები უხარისხოდაა გაკეთებული. ბაღების სკანდალი, ალბათ, გახსოვთ. თუმცა, უხარისხოდ გაკეთებული ობიექტების ჩაბარება გრძელდება. რა არის ამის მიზეზი _ თქვენი კომისიის არაკომპეტენტურობა, სპეციალისტების ნაკლებობა თუ ყბადაღებული ტენდერები, სადაც გამარჯვებულია ის, ვინც ნაკლებ ფასს გთავაზობთ?

_ ხარვეზები მშენებლობის დროს იყო, არის და იქნება, მთავარია მათი მინიმალიზაცია და აღმოფხვრა. ყველა ობიექტის ჩაბარება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხდება ინსპექტირების ჯგუფის მიერ. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ახალი რეგულაციები შემოდის, რაც ამ პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

_ აღმოფხვრა ახსენეთ და კონკრეტულად რა გააკეთეთ?

_ ყველა ხელშეკრულებაში მეწარმეს საგარანტიო ვადები უდევს და არაერთხელ გასწორებულა ხარვეზები ამ მუხლიდან გამომდინარე, მათ შორის, "გურია ნიუსშიც" გაჟღერებული.

_ ოპონენტების კრიტიკის საგანი თქვენი გადაწყვეტილებები ხშირად გამხდარა, მათ შორის "ქართული ოცნების" წევრების მხრიდანაც. 2017 წლის ბიუჯეტს მმართველის პარტიის წევრმა დავით შარაშიძემ მხარი არ დაუჭირა და რამდენიმე ბრალდებაც წამოგიყენათ და მათ შორის ისიც, რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება არ გსურთ, მაგალითად, უფასო სასადილოსი.... რას უპასუხებთ მათ?

_ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია. ყოველთვის გავდივარ კონსულტაციებს ჩვენი გუნდის წევრებთან. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ გუნდური მოთამაშე ვარ. არ მჯერა, მით უმეტეს, პოლიტიკაში, ცალკე აღებული ერთი პიროვნების წარმატებისა. რაც შეეხება 2017 წლის ბიუჯეტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ _ ისეთი ბიუჯეტი მივიღეთ, როგორიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდოდა. მე ვაფასებ ჩვენ მიერ გაწეულ ერთობლივ გარჯას. რაც შეეხება უფასო სასადილოს, ვთვლი, რომ ეს არაეფექტური პროექტია ჩვენი რელიეფისა და განფენის მქონე მუნიციპალიტეტისთვის. მხოლოდ დაბაში ხომ არ ცხოვრობენ შეჭირვებული ადამიანები?! სოფლებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. თუ ადგილზე მიტანით უნდა გახორციელდეს, ეს დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. ამის ფუფუნება, ჩემი აზრით, ჯერ არ გაგვაჩნია.

_ დაბაში მცხოვრები, ოფიციალურ აღრიცხვაზე მყოფი 80 ადამიანის გამოკვება არაეფექტური გგონიათ? როგორ ფიქრობთ სხვა მუნიციპალიტეტები ამ მიმართულებით არაეფექტურად ხარჯავენ თანხებს? აქვე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ 80 ადამიანის ე. წ. გამოკვებაზე. ვგულისხმობ ეკლესიისთვის თვეში მიცემულ 600 ლარს, რითაც ადამიანებს კვირაში ორჯერ თითო პურს აძლევენ, თუმცა, ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს...

_ მე, ჩვენი მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება, ისე, ის 80 ადამიანი მოგეხსენებათ ყველა დაბის მკვიდრია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას. პურს ეს ადამიანები კვლავაც მიიღებენ, დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და მეტი გამჭვირვალობის გამო, ტენდერს ჩავატარებთ და ასე გამოვავლენთ იმ მეწარმეს, რომელიც მათი პურით უზრუნველყოფას შეძლებს. გარდა ამისა, სასადილოს სხვა დამატებითი ხარჯებიც აქვს: ბუღალტერია, მომსახურე პერსონალი, საარენდო ფართი, ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯებია.

_ ბოლო დღეებში აქტუალური თემაა ხელოვნების სასახლის სტატუსი, ამბობენ, რომ ახალი ააიპ-ის შექმნა გინდათ და მისი ხელმძღვანელიც შერჩეული გყავთ...

_ ახალი ააიპ-ის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ სასახლეს მმართველობის რგოლი აუცილებლად ჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად, მმართველის პოზიციაზე კონკურსიც გამოვაცხადოთ, სადაც ადამიანები წარადგენენ თავიანთ ხედვებს და კონცეფციებს.

_ დაანონსებულ შემცირებებზე და ააიპ-ების ოპტიმიზაციაზე რას იტყვით? უკვე იცით ვის უშვებთ სახლში?

_ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად და გაზაფხულზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვექნება.

_ 2016 წლის ბიუჯეტში, როგორც ვიცით, გადახარჯვას ჰქონდა ადგილი და წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულებაც კი გაგიჭირდათ...

_ გასულ წელს 90 ათასი ლარით მეტი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გავახორციელეთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, მაშინ როცა არც ერთი თეთრი პრემიისა და დანამატის სახით არ აგვიღია. ვიღაცისთვის ეს გადახარჯვაა, ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის კი _ თანადგომისა და გულისხმიერების გამოხატულება.

_ 2017 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები რა არის?

_ ჩვენი პრიორიტეტები უცვლელია - მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ისე რომ სოციალური პაკეტის დაფინანსება არ შევამციროთ, ამისთვის კი ადგილობრივი შემოსულობების გაზრდაა საჭირო. წელს, ფაქტობრივად, დავამთავრებთ დაბის ქუჩების მოასფალტებას, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკნარი-ქვენობანი-ხიდისთავის საავტომობილო გზის მონაკვეთს, რომელიც ძალიან დაზიანებულია. შიდა გზების რეაბილიტაცია გაგრძელდება სხვა სოფლებშიც. ვან-ზომლეთის თემს ექნება საბავშვო ბაღი, ასევე ბუკისციხეში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, ბასილეთის საბავშვო ბაღსაც ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ამაღლებაში კულტურის სახლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ, რომლის პროექტიც მზად გვაქვს. გაგრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები და ბუნებრივ აირს დამატებით 1103 აბონენტი მიიღებს.

_ წელს არჩევნების წელია, ისევ აპირებთ კენჭისყრას?

_ გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარ, ასევე, "ქართული ოცნების" ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეც ვარ. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ერთი ნამდვილად ვიცი: მე და ჩემს კოლეგებს მთავარი პირობის შესასრულებლად _ "ერთად ვიზრუნოთ ჩოხატაურზე", ძალღონე არ დაგვიშურებია და ასე ვაპირებთ მომავალშიც.




 ახალი ამბები
  • მდინარაძე: 9 აპრილი ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან"9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა",_  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის შეფასებისას. „თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა  1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი  დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის",_ განაცხადა მამუკა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება იგეგმება _ გიორგი გახარიასაქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში. პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და ეს გასათვალსწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, რადგან ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში არის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა ... ...
  • საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს.  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება  დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი.  სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.   მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების  რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.  მოქალაქეს პორტალზე  – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია: საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება; ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან,   გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან; განცხადებების ძებნა.    მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე,  საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო: უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა; ქონების  დაყოფა ან გაერთიანება; ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება; კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება; ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის  რეგისტრაცია და სხვა.  იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405. თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება  საჯარო რეესტრის   ელფოსტითაც  (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი.  მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე. მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა)  რეგისტრაცია; საკადასტრო გეგმის  ან საკადასტრო რუკის მომზადება; ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება; არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება; მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება; რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება; ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა. დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და  შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას.  მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად  დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405. დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და  მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ... ...
  • სამტრედიელმა ნაციონალებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკესდღეს დილით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ტიტებით შეამკეს და 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები აანთეს ემზარ შუბლაძემ, მამუკა ბიბილეიშვილმა, გივი ღაღანიძემ, ავთანდილ თადუმაძემ და აკაკი მინაშვილმა. ,,9 აპრილი საქართვრლოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ, რომელიც მოპოვებული იქნა 1989 წლის დაღვრილი ქართველთა სისხლით. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ თანამემამულეთა ხსოვნას, რომელთა დამსახურებაც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დიდება, გმირებს,"_ აღნიშნული განცხადება გააკეთა მემორიალთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ. ... ...
  • ოქრუაშვილის საქმე- HRIDC აპროტესტებს სასამართლოს გაუმართლებელ პრაქტიკასგუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმეები - შსს-ს PR სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე დაიკითხნენ. 2019 წლის ნოემბერში სწორედ გურამ დონაძის და ზურაბ მიქაძის ჩვენებების მიხედვით განახლდა ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება და ირაკლი ოქრუაშვილს წარედგინა ახალი ბრალი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდება 16 წლის წინანდელ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, როდესაც ოქრუაშვილს შს მინისტრის პოსტი ეკავა - 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი სხდომა მედიის და ობიექტური დამკვირვებლების გარეშე, მხოლოდ მხარეების მონაწილეობით ჩაატარა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს და პროცესით დაინტერესებულ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს  გაუმართლებელ პრაქტიკას, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით, მოსამართლეები თვითნებურად და უკანონოდ ხურავენ სასამართლო პროცესებს. ამავე დროს, თვალსაჩინოა არაერთგვაროვანი მიდგომა - ორგანიზაციის მონიტორს ორი დღის წინ უფლება მიეცა, დასწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა ასეთი განსხვავებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები აჩენს ეჭვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას სასამართლო ტენდენციურად და მიკერძოებულად წარმართავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების სასამართლო სხდომებზე დასწრების აკრძალვით უხეშად ირღვევა სასამართლო პროცესების ღიაობა და საჯაროობა.  სასამართლო სხდომების სრული ან ნაწილობრივი დახურვის პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა, რაც ამ პროცესების სრულად ან ნაწილობრივ დახურვას არ გულისხმობს. პროცესების დისტანციურად გამართვის პირობებში, მასში მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა ინტერნეტარხებით (როგორიცაა - YOUTUBE, ZOOME...) ან სასამართლოს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი ლაივ-სტრიმინგით. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველად  შეზღუდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის დაშვება სასამართლო პროცესზე, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა დაუშვას ცენტრის მონიტორები სასამართლო სხდომებზე. ამ მიმართვიდან უკვე 10 სამუშაო დღეზე მეტია გასული, მაგრამ სასამართლოს წერილზე ჯერჯერობით არ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...