"პრეზიდენტი დაგვპირდა და უნდა გაკეთდეს!"

მთავარი თემა

"პრეზიდენტი დაგვპირდა და უნდა გაკეთდეს!"

16 ივლ. 2012, 22:34:44

საამისოდ სამზადისი უკვე დაწყებულია. როგორც გვითხრეს, მუშები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ სამუშაოების დამთავრება მოასწრონ. თუმცა, კითხვაზე _ ეს როგორ უნდა მოახერხონ, კონკრეტული პასუხი არც ერთ ჩინოვნიკს არ აქვს _ მხოლოდ ის იციან, რომ მოასწრებენ!

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას სასტუმროს აშენება სულაც არ მოუწევს _ ახლა, ბახმაროში, კომუნისტების დროს აშენებულ, კაპიტალურ შენობას არემონტებენ, რომელიც თავიდანვე სასტუმროსთვის იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის გადაკეთება სულაც არ არის საჭირო _ მხოლოდ რემონტი სჭირდება.

იქვეა რამდენიმე ახალი კოტეჯი, ოღონდ 2-3 წლის წინ აშენებული _ ერთი ფორმის და ფერის, რომელიც 19 აგვისტოს სააკაშვილს ნამდვილად "გამოადგება".

უნდა ითქვას ისიც, რომ განახლებული ბახმარო მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ მეტრს მოიცავს _ სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიას. იქ, სადაც საკმაოდ შეძლებული ხალხის და მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების ფეშენებლური კოტეჯები დგას.

ბახმაროს ცენტრს კი განახლების არაფერი ეტყობა _ იქ არც სამუშაოებია დაწყებული და არც არავინ იცის, დაიწყება თუ არა. დაკეტილია მეტეოსადგური და პოლიკლინიკა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბახმაროში 300-ზე მეტი ოჯახი ასული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლიკლინიკა რამდენიმე დღეში გაიხსნება. თუმცა, ვერც კონკრეტულ თარიღს გვეუბნება და ვერც იმის მიზეზს, რატომ არ მუშაობს საავადმყოფო ბახმაროში 14 ივლისს, მაშინ როცა, გასულ წლებში 22 ივნისიდან იწყებდა ფუნქციონირებას. ამის გამო დამსვენებელი სამართლიან საყვედურს გამოთქვამს. თუმცა, საყვედური, საყვედურად რჩება.

ის, რაც ამ ეტაპზე კურორტზე სრულად გაკეთებულია, წყალი და ელექტროენერგიაა. დამატებულია რამდენიმე ახალი ურნაც.

კვირაში ერთხელ, კურორტს "ლიბერთი ექსპრესიც" სტუმრობს, რაც დამსვენებლებში კმაყოფილებას იწვევს.

დაწყებულია ბახმაროს გზის რეაბილიტაციის სამუშაოებიც და როგორც გვეუბნებიან, რამდენიმე დღეში დასრულდება კიდეც.

ბახმაროში ასულებმა ვერ გავარკვიეთ, იგეგმება თუ არა კურორტის სხვა ადგილების კეთილმოწყობაც. ვერც ის დავადგინეთ, სად უნდა დაიდგას ახალი კარუსელები, რომელიც ავარიული სანატორიუმის ეზოში დევს.

უცნობია ისიც, ამუშავდება თუ არა ცენტრში მდებარე კარუსელები, რომლებიც კურორტზე ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს გასართობს წარმოადგენდა _ დღეს აქ მხოლოდ ნაკარუსელარია...

პროექტების თანახმად, 19 აგვისტოს ბახმარო სხვა იერსახით დაგვხვდება. თუმცა, როგორც ჩვენს მიერ გადამოწმებული ფაქტები მოწმობს, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე და ხელისუფლების დაპირებით, რომ ბახმაროს აღმშენებლობა გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ არსებობს პრეზიდენტის კიდევ ერთი დაპირება _ ბახმაროდან ურეკამდე პირდაპირი გზა უნდა გაკეთდეს. მართალია, როგორ, ეს არავინ იცის, მაგრამ, როგორც ადგილობრივი საჯარო მოხელეები ამბობენ, "მთავარია, რომ ამას პრეზიდენტი დაგვპირდა და უნდა გაკეთდეს!"


დაკეტილი პოლიკლინიკა


დაკეტილი მეტეოსადგური




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნამყოფი მოქალაქეებიმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრებს უნდა მიმართონ ან დაუკავშირდნენ 112-ს. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს“,_ განაცხადა ... ...
  • რა შეზღუდვები წესდება სვანეთშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შეზღუდვები გულისხმობს შემდეგს: უშგულსა და ლენჯერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში ... ...
  • კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნამაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ვინ მიიღო მაღალი შეფასება ჩოხატაურში _ უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდაცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების უცხო ენის შედეგები. "გურია ნიუსი" გაგაცნობთ ამ წუთისთვის ჩვენს ხელთ არსებული შედეგებს _ მაღალქულიან აბიტურიენტებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სკოლებიდან მივიღეთ. 80-დან 77 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფება ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი მგალობლიშვილი. მისივე კლასელმა, ელისაბედ სიხარულიძემ 75 ქულა მიიღო. მომდევნო პოზიციაზე 74-74 ქულით პირველი საჯარო სკლის კურსდამთავრებულები სოფო მრელაშვილი და ქეთევან ჯიქია იმყოფებიან. 73 ქულა აქვს ასევე პირველსკოლელ მარიამ ტიშჩენკოს; ქრისტინე გუდავაძეს _ 70 (პირველი საჯარო სკოლა); სალომე ანდღულაძეს _ 69 (სამრევლო სკოლა); რუსუდან ლომთათიძე _ 66 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ნინი ცინცაბაძეს _ 63 ქულა (სამრევლო სკოლა); ქეთი ჩხიკვაძეს _ 62 ქულა (სამრევლო სკოლა); გიორგი მეფარიშვილს _ 62 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); ინა მეფარიშვილს _ 61 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ია დოლიძეს _ 61 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ანთიძეს _ 60 ქულა  (ხიდისთავის საჯარო სკოლა); ცოტნე გოცაძეს _ 60 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ჩხიკვაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ერეკლე მამალაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); თეა დოლიძეს _ 57 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ მდინარაძეს _ 55 ქულა (პირველი საჯარო სკოლა);  ლუკა კიკვაძეს _ 54  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ ბარამიძეს _ 53 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); დიმიტრი სიხარულიძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); სალომე მახარაძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ანა უნგიაძეს _50 ქულა (სამრევლო სკოლა).  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენტთა შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია. "გურია ნიუსმა" განათავსა მხოლოდ მათი სია, რომელიც სააგენტოს მოაწოდეს და მას მალე დაემატება სხვა სკოლებიდან მიღებული ... ...
  • სამტრედიელმა ნინო გეგეშიძემ ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი, 80 ქულა მიიღოსამტრედიის #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  ნინო გეგეშიძემ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა მოიპოვა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა. ქართულში 70-დან 63 ქულა მოიპოვა, ისტორიაში 60-დან 48, ინგლისურში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 80-დან 80 ქულა. ნინო სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...