ეკლესია და პოლიტიკა

მთავარი თემა

ეკლესია და პოლიტიკა

2012 ივლ 18 08:43:32
პრაქტიკულად, ეკლესია ორ ბანაკად გაიყო _ ხელისუფლების მომხრეებად და ოპოზიციონერებად. როგორც ჩვენი რამდენიმე წყარო ამბობს, ორიოდე კვირის წინ, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, რომ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ:

_ მიხეილ სააკაშვილი ღმერთისგან მოვლენილია და მას მხარი აუცილებლად უნდა დავუჭიროთ, _ გვითხრა მოძღვარმა, _ ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც ამ მოძღვრის მრევლია და წუხს, რომ ეკლესია, შესაძლოა პოლიტიკური მოწოდებების არენად იქნას გამოყენებული.

პოლიტიკაში სასულიერო პირების ჩარევა, სამწუხაროდ, ახალი არ არის. "გურია ნიუსის" არქივში დაცულია კადრები, როცა სასულიერო პირები და მათ შორის, შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იოსები, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, "ნაციონალების" მაჟორიტარ კანდიდატთან, კორნელი კუკულავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად კანდიდატის წარსადგენად დადიოდა ჩოხატაურის ქუჩებში: "ჩვენ გვერდით დავუდგებით ბატონ კორნელის. დავლოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. მეც ჩოხატაურელი ვარ და კარგად ვიცი ჩვენი რაიონის კუთხე-კუნჭული. ვიცნობ ადამიანებს. ბატონი კორნელი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ჩოხატაურელთა გულშემატკივარი ვუწოდოთ და ნდობა გამოვუცხადოთ," _ სწორედ ეს სიტყვები თქვა მეუფე იოსებმა, 2008 წელს, ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კორნელი კუკულავას წარდგენის დღეს და ეს კუკულავას წინასაარჩევნო სარეკლამო მასალაშიც იქნა გამოყენებული.

ბოლო პერიოდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეუფეს იობის გამოჩენას მცხეთაში, "ქართული ოცნების" აქციაზე, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად ჩატარდა წმინდა სინოდის კრება. ამ კრების გადაწყვეტილებით, ეკლესიის წარმომადგენლებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამ ეტაპზე, მართალია, სასულიერო პირები შეხვედრებში ღიად არ მონაწილეობენ, თუმცა, როგორც ამბობენ, მათი ნაწილი ხელისუფლების მხარდასაჭერად მუშაობს. ამბობენ იმასაც, რომ არიან მღვდლები, რომლებიც აღსარების ჩაბარების დროს, ადამიანებს ივანიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ ღვთისმსახურს არ სურს, თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი მართლაც აქვს. ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლება მათ "კორპორაციულად" ხვდება და დახმარებას პირდება.

_ გვითხრეს, რომ რაც გვჭირდება, ყველაფერს გაგვიკეთებენ. მართალია, პირდაპირ არ უთქვამთ, რომ სანაცვლოდ მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ასე გამოდის, უსასყიდლოდ არავინ არაფერს აკეთებს, _ აღნიშნა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჩვენთან საუბარში, თუმცა იდენტიფიცირება არ ისურვა.

ამ ინფორმაციებით მრევლი შეშფოთებულია და ზოგიერთი, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, წუხს და ვარაუდობს, რომ "უკვე აღსარების ჩაბარებაც საშიში ხდება". მოქალაქე, რომელმაც გვთხოვა, რომ ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა, ამბობს, რომ აღსარების ჩაუბარებლობით საკუთარ მოძღვარს უფრთხილდება: _ მეშინია, ხელისუფლებამ რაიმე არ ავნოს, აღსარებად ნათქვამის გათქმა რომ დაჟინებით მოთხოვონ?!

სასულიერო პირები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ მსგავსი შიშები უსაფუძვლოა და ეკლესიას მხოლოდ ერთი _ ადამიანის სულიერად გაძლიერების ფუნქცია აქვს. თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს პატრიარქის ქადაგებიდანაც გამოჩნდა. მან ბრძანა, რომ ეკლესია ვინმესკენ კი არა, საქართველოსა და ეკლესიისკენაა.

არა ერთი წყარო ადასტურებს, რომ ხელისუფლება მღვდლებითაა დაინტერესებული და შეხვედრებიც იმართება. ხელისუფლებამ ჯერ ბოლომდე არ იცის, ვისი ნდობა შეიძლება. შესაბამისად, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მღვდლების პოლიტიკური შეხედულებების დასადგენად, ეკლესიებში აგენტები შეაგზავნეს. წყარო ამტკიცებს, რომ ყველა მათგანს ერთი დავალება აქვთ _ ჩაიწერონ ყველა მღვდლის ქადაგება და ჩანაწერები "ზემდგომს" წარუდგინონ.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...
  • თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა (R)თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში. აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა და დაჭრა_ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ.ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ბ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ. ფეხის არეში დაჭრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ტ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქ.თბილისში დააკავეს.   მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკველელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...