სკანდალური წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა

მთავარი თემა

სკანდალური წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა

14 თებ. 2017, 02:02:30

რუსთავი 2-მა მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაუგზავნა. წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

წერილის მიხედვით, მამა გიორგი პატრიარქს აცნობებს, რომ ფინანსური შემოწმების შედეგად ირკვევა საპატრიარქოს კლინიკაში 5 მილიონ ლარამდე დავალიანების აღმოჩენის შესახებ, რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც. წერილში აღნიშნულია, რომ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა სთხოვა ეს საკითხი არ გაეხმაურებინა.

საუბარი ასევე არის საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კორუფციულ გარიგებებზე და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

წერილს, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ სავარაუდოდ პატრიარქს გადაუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო უწმინდესობავ!

მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩემს მოსასმენად გამოყოფილი დროისთვის და საწყისშივე გიდასტურებთ ჩემს  მორჩილებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე...

მოგეხსენებათ, კათოლიკოს პატრიარქის 2015 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა ქონების მართვის სამსახური, ხოლო მე დავინიშნე სამსახურის უფროსად.

2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე, რომელზედაც მე სურვილი მქონდა წარმომედგინა სამსახურის 3 თვიანი მუშაობის ანგარიში, გარკვეული ჯგუფის მიერ ხელოვნურად იქნა დაბლოკილი ამ მოხსენების წარდგენა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ ძალების დიდი მცდელობების შედეგად, მე გამათავისუფლეს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა მუშაობა გავაგრძელე ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და კვლავაც ხელი მიმიწვდებოდა მასალებზე.

როგორც მოგახსენეთ, დეკემბრის სინოდისთვის მე მქონდა მომზადებული 3 თვიანი მუშაობის შედეგების მოხსენება. რომელსაც შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ დღეს და იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ შეგიქმნათ წარმოდგენა, რომელიც ეკლესიის ქონებებს ეხება....

სამსახურმა უმოკლეს პერიოდში მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება. არსებული მდგომარეობა ძალზედ სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქოს 100 % წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას.: მაგ.: ნავთობ პროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები, რაგბის და სხვა სპორტული კლუბები და ა.შ.

ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად დარეგისტრირდა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია... სამწუხარო კი გახლავთ ის რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილი პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები სამწუხაროდ ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად არ ისახება კარგად... საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს დღემდე გაურკვეველი კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე იმყოფებიან ფინანსურ დავალიანებებში და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია რაც საბოლოო ჯამში ეკლესიის ზოგად ქონებას უქმნის საფრთხეს.

ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომელიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია... დღეის მდგომარეობით კი სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული ათასობით ჰექტარი მიწა  გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ იკვეთება კერძო პირების სარგებელი.

მაგ.: თბილისის #1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ROOMS-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს ღებულობს.

ასევე ყურადსაღებია მიღებული ქონებების იურიდიული თუ ფინანსური მდგომარეობაც მაგალითისთვის არსებობს ფაქტები, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთები თუ შენობა ნაგებობები გადმოეცემა ეკლესიას და ეს ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში გადმოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან მსგავსი ფაქტები ეკლესიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან რაც საეკლესიო ქონებებს საფრთხეს უქმნის. ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონებების მდგომარეობაც, რომელთა შესწავლაც არ ხდება და ეკლესია ძალზედ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდება, რაც ვფიქრობ, ეკლესიის იმიჯის საწინააღმდეგოდ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯია და ასევე მავანთა ხელის მოთბობის საშუალებაა. ასევე აღსანიშნავია წავკისის თავშესაფარი. ეს წავკისის სახლი  ეკუთვნოდა ბატონ სულხან მოლაშვილს. მადლობა ღმერთს ამ სახლის გადაცემა მოხდა მეპატრონეზე მაგრამ ფაქტი მრავალი კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე დელისი 2 ყოფილი საყოფაცხოვრებოს კუთვნილი ბინა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მოქალაქემ გამოისყიდა ნაწილობრივ  და ამ საკანონმდებლო ცვლილების გამო სახელმწიფომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით რომ ეკლესიაზე გადმოცემის მერე ეკლესია დაუბრუნებდა ამ ქალბატონს უკან პროცედურა უფრო მარტივი რომ ყოფილიყო ეს ოჯახი ამაოდ ელის რამდენიმე წელია ამ ბინის უკან დაბრუნებას... (ამ ოჯახს შესაბამისი გადახდების დოკუმენტაცია გააჩნია, ხოლო ოჯახს მეუფეთა უმრავლესობა იცნობს და შეუძლიათ გადამოწმება). ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, რომელსაც მიღების დროს სოლიდური კომუნალური დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა არ იქნა გათვალისწინებული ეს ფაქტი და ქონება დავალიანებითურთ მივიღეთ. დავალიანების გამო დღეს იქ მცხოვრებ დედებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა არ გამეხმაურებინა ეს საკითხი. ბუნებრივია მე გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა.

ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა.... უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30 % მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით დარჩენილი 20 % უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%–ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100% წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები.  

თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო  ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს.

ამ და მრავალი სხვა საკითხის გადასაჭრელად ქონების მართვის სამსახური გთხოვთ თქვენი ლოცვა–კურთხევით ჩატარდეს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტი, რათა მოიხსნას ბევრი საკითხის ბუნდოვანება. ჩვენი თვალთახედვით ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, რომლის კვალიც საპატრიარქოს საერო და სასულიერო მაღალჩინოსნებამდე მიდის.

ასევე მინდა გთხოვოთ სინოდალურად გადაწყვიტოთ პატრიარქის  ყველა მინდობილობის გაუქმება (სანამ ბუნდოვანი საკითხები არ გაირკვევა) რომელიც ეხება ქონებრივ საკითხს შესაბამის ნოტარიუსებთან.

თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს.

დამლოცეთ!

დეკანოზი გიორგი მამალაძე“.

"რუსთავი 2"




 ახალი ამბები
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...