გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხალხს არ ხვდება!

მთავარი თემა

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხალხს არ ხვდება!

2012 ივლ 19 08:20:08

ერთ-ერთმა ოზურგეთელმა გვითხრა, რომ რიგში დგომას ერჩივნა, მზის ამოსვლისთანავე წამოსულიყო სახლიდან, მაგრამ იმ დღეს არ გაუმართლა. როგორც აღმოჩნდა, ილია ვაშაყმაძე უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული და მოქალაქეებს არ შეხვდა _ "გურია ნიუსის" ინფორმაციით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ორშაბათს გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის თათბირზე იმყოფებოდა, რომელმაც მოქალაქეთა მიღების დროს არ გაითვალისწინა და სწორედ ამ დროს დანიშნა თათბირი.

_ საქმე გამოუჩნდა, ალბათ. შეიძლება, ამ წუთებში ამის გამო არ არის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, აუცილებლად, რაღაც დროში შემოურთდება, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სალუქვაძემ. იგი ამბობს რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე მოსახლეობის პრობლემებს ყოველთვის ეცნობა და ხალხს ხვდება.

ნათელა რუსია: _ ვცხოვრობ სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე. მეუღლე მყავს ძალიან ცუდად _ ოთხჯერ გაუკეთეს ოპერაცია. არანაირი აზრი არ აქვს აქ სიარულს _ არ მეხმარებიან. სოციალური დახმარება კი მაქვს, მაგრამ წამლის ყიდვა მინდა. ერთჯერადად რომ დამეხმარონ, რა მოხდება? არ მყოფნის ეს პენსიის ფული ყველაფერზე. წნევა მაწუხებს, მეუღლეს მუცელში ორი მეტრი რეზინი აქვს ჩადგმული, იმას წამალი არ უნდა?!

ც. ნ. _ ჩემი ოჯახი ორჯერ დააყაჩაღეს. მარტოხელა ქალი ვარ, დახმარება ვთხოვე ხელისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი. გვერდში ამოდგომა კი უნდათ, ხალხისთვის კი არავინ არაფერს აკეთებს. შვილი მყავს ფსიქიატრიულში, ახლა უნდა გამოვიყვანო, მაგრამ... ყაჩაღებმა ისეთი ამბავი დამართეს, ფსიქიატრიულში მოხვდა _ 1993 წელს ლოგინზე დამიჩეხეს და რვა თვის განმავლობაში ვებრძოდით სიკვდილს. პენსიაზეა დამოკიდებული ჩემი ოჯახი, შვილსაც ჰქონდა პენსია, მაგრამ მოუხსნეს, რადგან ახლა მთავრობის ხარჯზეა. ერთი თვეა დევს განცხადება გამგეობაში და პასუხი ვერ მივიღე. სახლში დაგირეკავთო, მაგრამ არავის დაურეკავს.

ამირან ვასაძე: _ სასწრაფოდ მაქვს გასაკეთებელი თვალის ოპერაცია. ერთჯერად დახმარებას ვითხოვ. სოციალური აგენტები იყვნენ ჩვენთან და 89 000 ქულა "მომარტყეს". სახლში, როგორც გარეთ, ისე წვიმს.

დოდო ჩანქსელიანი: _ თუ ეშველება თქმით რამეს, ვიტყვი. მშობიარე ქალი მყავს, საშუალება არ მაქვს ოჯახში. ჩვენ განადგურებული ოჯახი ვართ. იმის საშუალება არ მაქვს, სამშობიაროში მივიყვანო. სოფელ ბოხვაურში ვცხოვრობთ. სტუდენტები მყავს, მათ ფული უნდათ, მე და ჩემი ქმარი კი არ ვმუშაობთ. თუ რა დახმარება არის საშუალება უნდა მისცენ ხალხს.

შოთა ძირკვაძე: _ 45 000 ქულა მქონდა, მაგრამ ახლა მომიხსნეს სოციალური დახმარება. სახლს მივადგი გარაჟი _ შიფერი მთავრობამ მომცა, ჩემი მეუღლის პენსია ავიღეთ წინასწარ და ამით მივადგით. "ვერტალიოტი" არ მიყიდია და "სამალიოტი" და როგორ ამიყვანეს ქულები 85 000-ზე? შვიდი სული ვართ სახლში, მხოლოდ ერთი მუშაობს. ახლა შვილიშვილი შემეძინა, ოჯახში პირველი ჯგუფის ინვალიდი მყავს. ნახონ, რა მდგომარეობაში ვართ _ შვილი მომიკვდა და მისი შვილი ჩემი მოსავლელია. ჩემი შვილიშვილი ვამშობიარეთ, 800 ლარი გადავიხადეთ და ავიყვანეთ სახლში _ ვიყიდე ფაქტობრივად. აქ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, ალბათ, ყველაფერი თავისთვის უნდათ, თორემ ჩვენისთანა პრეზიდენტი არც ეყოლება მსოფლიოს და არც ჰყავს. ერთი იმას აშავებს, რომ კონტროლი არ აქვს. მაგალითად, რომ გადმორიცხა 100 000 ლარი, სად წავიდა? რას მოხმარდა?

_ სახლი დანგრეული მაქვს. მოდიან, შეამოწმებენ, მომცემენ ქაღალდებს. კომისიაზე აყვანილი ვარ, მაგრამ არაფერი არ ჩანს. დღეს უნდა შევხვედროდი გამგებელს, მაგრამ არ ჩანს, ქვილორია რას იტყვის, ეს არ ვიცი, _ ამ ქალბატონმა ვინაობა არ გაგვიმხილა: _ რომ გითხრათ, ჩაიშლება ყველაფერი. უკაცრავად. გაუბედურებული ქალი ვარ.

16 ივლისს, გამგეობაში მისული მოსახლეობა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ილია ვაშაყმაძესთან ითხოვდა შეხვედრას, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ მათ, ჩვენ, ჟურნალისტებს გვთხოვეს დახმარება, რომ ხმა მიგვეწვდინა ვაშაყმაძისთვის.

ჩვენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ ზარებს არ უპასუხა.

ორშაბათი დღე კი ისე დაღამდა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე ხალხს არ შეხვედრია.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსი 12 წლის ლანჩხუთელი გიორგი ნაცვალაძის ნახატშიოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში  მეცხრედ ჩატარებულ გამოფენა -კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი“ არაერთმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის და სამხატვრო სკოლის მოსწავლე, გიორგი ნაცვალაძე, ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს ნახატით გამოეხმაურა. როგორც გიორგი ნაცვალაძის დედა, თეა გოგუაძე გვეუბნება, გიორგის სურვილი გაუჩნდა თანატოლების მიმართ თანადგომა გამოეხატა. „თემის აქტიურობის გამო, ვინაიდან ტელევიზია  განუწყვეტლივ აცხადებდა დაღუპულებისა და  დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ, სურვილი გაუჩნდა  თანადგომა გამოეხატა თანატოლების  მიმართ,”_ გვითხრა თეა გოგუაძემ. გიორგი ნაცვალაძე ამბობს, რომ ნახატი ასახავს სურვილს მთელი მსოფლიო ჩაერთოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაგონებლად. “დავხატე   წვეთი , რომელიც შპრიციდან გადმოდის  და მასში მოქცეულია ჩინეთის რუკა. წვეთს აქვს მრგვალი ფორმა, რომლითაც მინდა მსოფლიო მოსახლეობა ჩაერთოს ვირუსის  საწინააღმდეგო  ვაქცინის  გამოგონებაში.  საკმარისია ერთი წვეთი მოსახლეობის გადასარჩენად”,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გიორგი ნაცვალაძემ. გიორგი ნაცვალაძე წითელი ფერის კონტურით  მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ამ ვირუსის ... ...
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...