ექიმს, შესაძლოა, ლიცენზია შეუჩერდეს

მთავარი თემა

ექიმს, შესაძლოა, ლიცენზია შეუჩერდეს

27 იან. 2011, 00:49:54

გასული წლის 30 ოქტომბერს. აგვისტოს ომის მონაწილის დაღუპვის მიზეზი მედიკოსებს არ დაუდგენიათ. არსებული ვერსიით, ახალგაზრდას გული გაუსკდა. ამ ამბის გაგებისთანავე, ემზარის დედამ, ლუიზა სიხარულიძემ თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა მეზობლებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
_ საღამო და საშინელი ამინდი იყო. ემზარი მეზობელთან იყო წასული. ჭიშკრის ხმა რომ გავიგე გავიხედე, ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, უკან მეზობლის ქალი მოჰყვებოდა, ნასვამი იყო და გამოვყევიო. ისე ჩამიარა, არც კი შემომხედა. 24 წლის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “შვილოს” დაძახილზე არ გამომეპასუხა. თითქმის სირბილით წავიდა, უკან გავყევი, მაგრამ თვალსა და ხელს შუა გაქრა. ჩემს მეუღლეს ეძინა. გავაღვიძე _ დათო, ემზარი მოვიდა, ნასვამია და ეზოში გავიდა; ნახე, არაფერი დაემართოს,-მეთქი. რამდენიმე წუთში ჩემი მეუღლის ხმა გავიგე _ შვილო, ეს რა მიქენიო. მივხვდი რომ დავიღუპე და ბევრი არ მიფიქრია, თოკი გავნასკვე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ.
ლუიზა სიხარულიძის გაუჩინარება იქვე მყოფ მეზობელს შეუნიშნავს და რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ, თოკზე ჩამოკიდებული მასვე ჩამოუხსნია. შაქარიშვილის მეზობლები იხსენებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს თითქმის ორი საათის განმავლობაში უშედეგოდ უკავშირდებოდნენ:
_ ზარი არ გავიდა და ჩემი შვილი ჩოხატაურში ჩავიდა. იქ მისული ძაღლების დაკბენას ძლივს გადაურჩა. დაძინებული  ექიმები გააღვიძა. მორიგე ბრიგადაში პოლინა დგებუაძე ყოფილა. იმის გამო, რომ ქალბატონი პოლინა მძიმეწონიანია და შაქარიშვილების სახლთან უგზოობის გამო სასწრაფო ვერ ავიდოდა, ჩემმა შვილმა გააფრთხილა, რომ თვითონ არ წამოსულიყო. ჩემი მორიგეობაა და მე წამოვალო, დაუჟინია პოლინა ექიმს, _ გვიყვება შაქარიშვილების მეზობელი მზია ჩანტლაძე.
_ ვერ ამოვიდა, არ შემიძლია და რა ვქნაო. ისიც კი უთქვამს, მე ვერაფერს ვუშველიო. რა იცოდა ექიმმა რა ხდებოდა?! თავიდანვე რომ არ გაეფრთხილებინათ უგზოობის შესახებ, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ეს იცოდა და მაინც წამოვიდა, მერე კი აქ აღარ ამოვიდა. არ ვიცი, შეიძლება, პოლინა ექიმი რომც ამოსულიყო, ჩემს შვილს მაინც არაფერი შველებოდა, მაგრამ ახლა უკვე ბევრ რამეში მეპარება ეჭვი, _ ამბობს გარდაცვლილის დედა
ექიმი პოლინა დგებუაძე ამბობს, რომ ცუდი და ფეხით სავალი გზის შესახებ ის არავის გაუფრთხილებია.
_ დაახლოებით პირველის 20 წუთი იქნებოდა, როცა სასწრაფო დახმარების შენობაში ავტომანქანით უცნობი მოქალაქე შემოვარდა: ორი საათია ვრეკავ და ვერ გიკავშირდებით, ერკეთში დედა-შვილი კვდება და წამოდითო. მე გახლდით #1 ბრიგადის ექიმი და იმ წუთში ჩვენი გამოძახების ჯერი იყო; ამიტომაც დაუყონებლივ გავედით. გზას ავტომანქანა გვიჩვენებდა. რაღაც მანძილის შემდეგ მანქანა გააჩერა და გვითხრა, რომ 300 მეტრი იყო ფეხით სასიარულო, თავად კი სასწრაფოდ გავარდა. მე და ექთანი ფეხით გავუყევით გზას. საშინელი ამინდი იყო, წვიმა, ქარი... გზაზე ვიღაც შეგვხვდა ფარნით, მისი თქმით, ახალგაზრდა ბიჭს, როგორც მოგვიანებით გავიგე, ემზარის გული გაუსკდა, ბოსელში ნახეს გარდაცვლილი და ეს რომ დედამ გაიგო, თავის ჩამოხრჩობა სცადა, მაგრამ მიუსწრესო. მინდა გითხრათ, რომ თუ ჩამოხსნიდან 2 საათი იყო გასული, მას არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდებოდა. გზა ცუდი იყო და აღმართზე ტრავმა მივიღე მარცხენა კოჭის სახსარში. ამის გამო, ვეღარც შევძელი გზის გაგრძელება. მეგზურმა მითხრა _ ექიმო, აქ არ გაჩერდე, მგლები დადიან და შეგჭამენო. შემეშინდა, მაგრამ ადგომა ვერ შევძელი. ექთანს ვუთხარი, რომ წასულიყო და ავადმყოფი ენახა, საჭიროების შემთხვევაში კი გადმოეყვანათ. მარტო რომ დავრჩი, ძალიან შემეშინდა და ყვირილი დავიწყე... როგორც იქნა, მძღოლს გავაგებინე, ამოვიდა და ზურგზე მოკიდებული ჩამომიყვანა. მანქანასთან რომ მოვედით, მძღოლს ვთხოვე, საკაცე წაეღო და ავადმყოფი წამოეყვანა და თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა, იქვე ახლოს მცხოვრები უბნის ექიმი მოგვეყვანა. მძღოლი წავიდა თუ არა, ექთანმა დამირეკა, არ შეგეშინდეთ, დედას ჰქონდა სუიციდის მცდელობა და ახლა ყველაფერი კარგადააო. გადავწყვიტე უბნის ექიმი მომეყვანა. სანამ მძღოლი და ექთანი ჩამოვიდოდნენ მოკლე გზით, მანამდე მანქანაში ორი ქალბატონი შემომივარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა იმის გამო, თუ რატომ არ გავაგრძელე გზა და რატომ გავჩერდი შუა გზაზე. მათ არ გაითვალისწინეს, რომ მე ტრავმა მივიღე, _ გვითხრა დგებუაძემ.
მისივე თქმით, მისი შაქარიშვილებთან არმისვლის გამო, არაფერი შეცვლილა.
შაქარიშვილების მეზობელი, მზია ჩანტლაძე ადასტურებს, რომ დგებუაძეს მანქანაში ესაუბრა: _ ქალბატონ პოლინას როცა ვკითხე, მანქანაში რატომ იყო, არ არის საჭირო ჩემი იქ ასვლა და იმიტომ არ ავედიო.  თავიდანვე იცოდა, რომ ამოსვლას ვერ შეძლებდა და მაინც წამოვიდა, აქ მოსულმა კი ოჯახამდე ვერ მიაღწია.
სასწრაფო დახმარების ცენტრს ჩოხატაურში ვაჟა კალანდაძემ ჩააკითხა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, კონკრეტულად დგებუაძე არ გაუფრთხილებია ცუდი გზის შესახებ:
_ კონკრეტულად ქალბატონი პოლინასთვის არ მითქვამს, თუმცა, როცა იქ მივედი, ვთქვი, რომ ცუდი ასასვლელი იყო და ახალგაზრდა ან მსუბუქი წონის ადამიანი წამოსულიყო.
პოლინა დგებუაძე ამბობს, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ერთია:
_ მე ის დავაშავე, რომ როცა ლუიზა სიხარულიძეს ჰქონდა სუიციდის მცდელობა და ოჯახში, გაურკვეველი დიაგნოზით მოკვდა ახალგაზრდა ბიჭი, სამართალდამცავებს არ შევატყობინე.
შაქარიშვილები ამბობენ, რომ ექიმმა მოვალეობა არ შეასრულა და ამის გამო პასუხი უნდა აგოს. მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს და საქმის გამოძიება მოითხოვეს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და კომენტარები საქმის დასრულების შემდეგ გაკეთდება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია ექიმს ლიცენზია შეუჩერონ. სამინისტროში უკვე დაკითხეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, ზოია კუჭავა:
_ მე ახსნა-განმარტება უკვე მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, სხვა რამის თქმა ამ ეტაპზე კი არ შემიძლია, _ ინფორმაცია დაგვიდასტურა კუჭავამ.
_ ქალბატონო ზოია, რამდენად შესაძლებელია, რომ პოლინა დგებუაძეს ლიცენზია შეუჩერდეს?
_ არა მგონი. ქალბატონი პოლინას არასვლით ავადმყოფის მდგომარეობა არ შეცვლილა _ საქმე უკვე გარდაცვლილს ეხებოდა. ექიმმა მიიღო ტრავმა და ამის მიუხედავად, უყურადღებოდ არ დაუტოვებია ოჯახი: გაუშვა ექთანი, მოაყვანინა უბნის ექიმი... მისი მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი.
_ თქვენი მხრიდან რა რეაგირება გაკეთდა?
_ ექიმს მე უკვე გამოვუცხადე საყვედური. პოლინა ვალდებული იყო, რომ მომხდარის შესახებ შეტყობინება პოლიციისთვის გადაეცა, მან კი ეს არ გააკეთა, _ გვითხრა ზოია კუჭავამ.

 




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?